მკვლელობა გურიაში – ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 943 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 591 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 454 ერთეული …

„დამიჭირეთ ახლა, ვთქვი სიმართლე!“ – რას ამბობს ხალხი ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.

„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გუგეჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ციხეში დაწერილ წერილს ავრცელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს. „2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა. მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან. გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან. ჩვენი მასპინძლები და …

ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

25 მაისს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება. რეჟისორის 8 ფილმის რეტროსპექტივა „კავეა გრანდ მოლში“ საქართველოს კინოინსტიტუტისა და 3003 Film Production-ის ხელშეწყობით გაიმართება. 25 მაისიდან „კავეა გრანდ მოლში” ჩვენებები გაიმართება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 16:00 საათზე. რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება: 25 მაისი – „ფერისცვალება“ 26 მაისი – „დღეს ღამე უთენებია“ 1 ივნისი – „როცა …

რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან შემოვიდა, გატანით კი ყაზახეთში გავიდა – სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 56.7 პროცენტი – ტრანზიტზე. საქსტატის მონაცემებით: 2026 წლის I კვარტალში საქართველოში რკინიგზით შემოტანილი …

„მარიუპოლმა და აზოვსტალმა მასწავლა – სიკვდილი ყველაზე საშინელი რამ არ არის“ – ვოლინა

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქზე წერს, რომ არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის. ვოლინა ეხმიანება მარიუპოლის დაცემის 4 წლისთავს – 2022 წლის მაისში მარიუპოლის უკანასკნელმა მცველებმა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ, უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანების საფუძველზე დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის …

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა. „სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზ-პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს „როიალ ფიშ ბათუმი“ (მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე“ – …

უფასო იქნება თუ არა ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ტენდერი 180 ათასი ლარით

ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა. გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და …

ბათუმში 26 მაისს „ურსა“ და მორის მელაძე იმღერებენ – ჰონორარში 27 801 ლარი დაიხარჯება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში კონცერტის ორგანიზებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „ურსა“ და მორის მელაძე მიიღებს. მომსახურების შესყიდვას კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით გეგმავს და ჰონორარში 27 ათას 801 ლარს გადაიხდის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებელი მორის მელაძე და მოწვეული ჯგუფი „ურსა“. აღნიშნული შემსრულებლები შერჩეულ იქნენ „ქალაქისა და …

მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლისთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში 38 693 მე-12 კლასელია რეგისტრირებული. თუმცა, რამდენი ამთავრებს აქედან სკოლას უცნობია, რადგან განათლების სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანა დატოვა სასკოლო ასაკის 3 669 ბავშვმა. რამდენია აქედან …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაკაავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 20 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული თურქეთის მოქალაქე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურის მიტოვებული შენობა ბათუმში – ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუს“ საკუთრება

ბათუმში გრიბოედოვის #2-ში, ბანკ „ქართუს“ გაგრძელებაზე მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული დაკეტილი და მიტოვებულია. სამსართულიანი შენობა საინტერესო ფასადით ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი არ არის, უფრო საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ძეგლის დაცვის არეალშია. ამ შენობასთან ახლოსაა ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. საზღვაო აკადემიის გვერდით ბანკ „ქართუს“ შენობაა, …

დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება. დღეს, 20 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტში იმსჯელეს  დავით გაბაიძისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მიზეზად დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა. მიმდინარე წლის 30 მარტს, როდესაც დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა, მან შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 352 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 943 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 586 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 42 400 ერთეული …

კავშირშია აბორტი დემოგრაფიის პრობლემასთან? – ინტერვიუ

„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო …

„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში …

კუნძულისთვის 145 810 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულის მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალასთან ულიცენზიოდ დამატებით  კუბურ მეტრ წიაღისეულს მოიპოვებს. 1 კუბურ მეტრ წიაღისეულში კი, „ამბასადორი“ დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან …

შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული. სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის …

რუსეთი ბელარუსის მონაწილეობით ბირთვულ წვრთნებს ატარებს

რუსეთის შეიარაღებული ძალები სამდღიან წვრთნებს ატარებენ „აგრესიის საფრთხის ქვეშ“ ბირთვული ძალების მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 19 მაისს. მანევრები მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას რუსეთის მასშტაბით საცდელ პოლიგონებზე. გარდა ამისა, ბელარუსთან ერთად განხილული იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება. ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა ბირთვული საბრძოლო წვრთნების დაწყების შესახებ. …

საქართველოში წელს ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი შემოიტანეს და გაიტანეს

საქართველოში 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. მსუბუქი ავტომობილებია პირველ ადგილზე საქართველოდან გატანილ საქონელს შორისაც. მიუხედავად ამისა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით 2026 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 925.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და …

კალაძე წერს, რომ გერმანია „ჭაობშია ჩაფლული“ – ზაარბრიუკენმა თბილისთან მეგობრობა შეწყვიტა

დღეს, 19 მაისს, თბილისის მერი, კახა კალაძე „სამძიმრის წერილით“ გამოეხმაურა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზაარბრიუკენი წყვეტს 51-წლიან მეგობრობას ქალაქ თბილისთან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ზაარბრიუკენის მერიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. კალაძე თავის „სამძიმრის წერილში“ გერმანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი …

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილება დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო. “დედაჩემი დაიჭირეს სამი დღით. სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს გზა რომ აღარ გადაკეტოს.  მაინც უსაშიშესი დანაშაულია,” – დაწერა მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა ტელეწამყვანის დაპატიმრების შემდეგ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 351 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 940 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 584 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 42 340 …

ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან. მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ …

„იმედია, ეს იყო გაუაზრებელი ნათქვამი“ – რა იქადაგა შიო III-მ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფაზე

„მე-19 საუკუნის ბოლოს, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, ეთნიკურ ნიშანზე აგებული წარმოდგენა ქრისტიანობაზე და მართლმადიდებლობაზე გამოაცხადა ერესად, ანუ მწვალებლურ მოძღვრებად. ამიტომ, ეთნიკური ნიშნის სარწმუნოებრივ ნიშანზე მაღლა დაყენება, ძალიან პრობლემატურია. სასულიერო პირებმა უნდა ისაუბრონ ქრისტესა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ტიპის დიფერენციაციას და კონფლიქტის წარმოშობას თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომ აი, სხვები მრავლდებიან თურმე და ქართველები არ …

ეტყვის თუ არა რუსულ გემს უარს ბათუმში შემოსვლაზე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ პასუხობს კითხვას

მას შემდეგ, რაც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამო რუსულმა გემმა ბათუმის სანაპირო 3 წლის წინ დატოვა და ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო, იგივე რუსულმა საკრუიზო გემის Astoria Grande-ს მიხედვით, გემი ბათუმში ისევ შემოვა – ამჯერად 28 მაისს. რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს, 18 მაისს, უარყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. თუმცა, ეს უწყება გავრცელებულ …

ვინ და რას აშენებს ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“. მშენებლობას მომიჯნავედ, ნაგრატიონის #129-ში, მაღასართულიან კორპუსში მცხოვრებლები აპროტესტებენ, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არ არის დაცული …

საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს

რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა. საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული …

„ოცნებას“ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით“ – რას ამბობენ ბათუმში „კვადროციკლების აქციაზე“

„ესაა გულდასაწყვეტი, რომ ხმას „ოცნებას“ ვაძლევდით და მხარს ვუჭერდით, დღეს იმის ღირსი არ ვართ, რომ მხარი დაგვიჭირონ? მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით „ოცნებას“, ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა დავითაძემ. ის კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციის მონაწილეა. კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციამ დღეს, 18 მაისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გადაინაცვლა. კვადროციკლების მფლობელმა საპროტესტო აქციების გამართვა აჭარის მთავრობის …

ქედაში მაგისტრალის შესაკეთებლად 3,6 მილიონი ლარი იხარჯება – როდის დასრულდება სამუშაოები

ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“. გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს. „ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ …

„მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს“ – სუვენირებით მოვაჭრეები პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეები დღეს, 18 მაისის დილას, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა. „ოთხი თვეა გვემალებიან, ვერ ვხვდებით პირველ პირებს. გვახვედრებენ მეორე, მესამე პირებს. ჩვენ გვინდა პირველი პირი, ვინც გადაწყვეტს საკითხს. …

„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმში, ბაგრატიონის 129 ა-ში მცხოვრები მოქალაქეები მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს 33-სართულიანი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოქალაქეების თქმით, მშენებლობის პროცესში არ არის დაცული განაშენიანების ნორმები და უსაფრთხოება. „გვითხრიან საძირკველს, დაბზარულია აივნები, კედლები“- ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს, 18 მაისს, სამშენებლო ობიექტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს კიდევ ერთმა მშენებლობამ გამოიწვია მათი კორპუსის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 350 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 939 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 583 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 42 262 …

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 44 წლამდე ასაკის ქალები არიან

2026 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოში ოჯახში ძალადობაზე 2025 შემაკავებელი ორდერი გამოიცა 3774 პირზე – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 1641 ქალი შს სამინისტროს სტატისტიკაში იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათგან 41 პირი 13 წლამდე გოგო იყო. წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან …

„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

ლგბტქ+ მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ქმნიან სივრცეებს, სადაც სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია. „სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ. ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. …

Exit mobile version