2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2024 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის წელს დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი, რაც გასულ წლის მაჩვენებელზე მეტია – 2024 წელს მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული.
გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ისტორია აირჩია 18 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა აირჩია 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია აირჩია 2 300-მა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა აირჩია 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება აირჩია 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია აირჩია 2 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა აირჩია 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია აირჩია 3 200- ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ხელოვნება აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
„გამოცდების განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, საგამოცდო ცენტრის მისამართისა და გამოცდაზე გამოცხადების დროის თაობაზე მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი“ – იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.