მთავარი,სიახლეები

უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია

13.06.2025
უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია

12 ივნისს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა.

ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ წერს.

„ქართული ლეგიონის“ ცნობით, დემეტრე დარჩია დაიღუპა ბაზაზე განხორციელებული დივერსიის, აფეთქების შედეგად.

„აღნიშნული კარგად დაგეგმილი ქმედება იყო, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. „რუსეთის დღეს“, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ვიცით.

ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.

სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“ – წერს „ქართული ლეგიონი“ ფეისბუქზე.

________________

ფოტოზე: დემეტრე დარჩია/facebook

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: