სარფში გზაც და პლაჟიც გაფართოვდება [ფოტო]

სარფში მიმდინარე სამუშაოები ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით ზღვისკენ გაფართოვებას ითვალისწინებს. 342 მეტრ სიგრძეზე აშენდება ბეტონის ტალღამრიდი კედელი გზის დასაცავად. ამ კედელსა და ზღვას შორის პლაჟზე კი დამატებით ამ ბოლოს შეტანილია 92 300 კუბ/მ ბალასტი [ქვიშა]. ბალასტის შეტანა სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობასთან გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისთვისაც გახდა საჭირო – პლაჟზე გაკეთდა დროებითი გზა, შენობასთან მისასვლელად. მშენებელ …

პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია

ორივე ფოტო ბათუმში, კ. გამახურდიასა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული. განსხვავება დროშია. დღეს ზუბალაშვილის 17-ში მდებარე სახლი სიმაღლეში იზრდება, ჭადრები კი პალმებმა ჩაანაცვლა. „მოსახლეობის კოლექტიური განცხადება იყო შემოსული და მოითხოვეს ხეების მოჭრა. მანამდეც გვქონდა ეს ხეები მონიშნული, რადგან ძალიან დაზიანებული იყო,“ – გვითხრა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ. იგივე დაგვიდასტურეს ზუბალაშვილის 17-ში. მოსახლეობის …

თურქ მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს

9 მარტს, საქართველოში თურქეთის საკონსულოს ინიციატივით, აჭარაში მომუშავე თურქ მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაზე, ასევე საბაჟოდა მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებზე განმარტებები მიაწოდეს. სასტუმრო „ლეო გრანდში“ ბიზნესმენებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლდიმერ ხუნდაძე და მომსახურების დეპარტმენტის უფროსი გიორგი ბუბუტეიშვილი შეხვდათ. თურქეთის საკონსულოს განმარტებით, შეხვედრის მიზანი თურქი ბიზნესმენების საგადასახადო ინფორმირებულობის ამაღლებაა, თუმცა რამდენიმე ბიზნესმენმა …

შშმ ბავშვებისთვის ბათუმის 26-ე სკოლაში ახალი სახელოსნო გაიხსნება

10 მარტს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის შემოქმედებითი სახელოსნოები გაიხსნება. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ ჩაატარა. საკლასო ოთახები, სახელოსნოები, სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი ადაპტირებულია.  სამუშაოების ღირებულებამ  150 095 ლარი შეადგინა. ინვენტარის შეძენისთვის კი 40 000 ლარი დაიხარჯა. „ამ პერიოდისათვის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 33 მოსწავლე  სწავლობს. სახელოსნოში  მოქმედებს  …

საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ნუ შეიტანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც  დეპუტატ ირაკლი (მაილო) ჯაშს ეკუთვნის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოსაზრებებს ამ საკუთხზე გთავაზობთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზაციამ გაავრცელა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას იჯარის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვს –  მოთხოვნა სამშობიაროს ექიმებმა დღეს კლინიკაში მისულ ჯემალ ფუტკარაძეს გააცნეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. საუბარია სამშობიარო სახლის შენობაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად რჩება. 2013 წლიდან სამედიცინო დაწესებულება აქ მომუშავე 188 ექიმის საკუთრება გახდა, მაგრამ სამშობიარო აჭარის მთავრობას ყოველთვიურად 20 ათასს ლარს უხდის შენობის …

საია უმაღლეს საბჭოს: არ დაუჭიროთ ცვლილებათა პროექტს მხარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერილობით მიმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს და კიდევ 8 დეპუტატს. საიას განცხადება ეხება ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში. მოქმედი კანონით, 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში ითვლება უსკოს თავმჯდომარე არჩეულად. საიას მიერ მომზადებულ მიმართვის …

2 მილიონზე მეტი ბათუმის ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდში გადაირიცხება

ბათუმის საკრებულო 10 მარტის რიგგარეშე სხდომაზე ერთადერთ საკითხს – ქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებს. ცვლილება ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტიდან 2 060 900 ლარის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხება. ეს თანხა მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის იყო გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „თხოვა“, რომ თავიანთ …

ქედის გამგეობა ამბულატორიებისთვის ავტომობილებს შეისყიდის

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველი მაისისა და მერისის ამბულატორიებისათვის მაღალი გამავლობის ავტომობილების შესასყიდად ტენდერი პირველ მარტს 54 000 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქედის გამგეობას 2015-2016 წელში გამოშვებული და ექსპლუატაციაში არ მყოფი, ბენზინზე მომუშავე, თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და განბაჟებული ავტომობილი უნდა შეუსყიდოს. ავტომობილები სპეციალური ხმოვანი საყვირით, ციმციმათი, სტანდარტული დამონტაჟებული საკაცითა და სამედიცინო ჩანთით უნდა იყოს …

უმაღლეს საბჭოში შექმნილი მე-7 ფრაქციის დაფინანსების საკითხს ბიურო განიხილავს

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან ამჟამად თანამდებობის გარეშე დარჩენილია მხოლოდ ორი დეპუტატი – ეკა თარგამაძე და მიხეილ მჟავანაძე.  საბჭოში უკვე მე-7 ფრაქცია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მისი დაფინანსების საკითხს ბიურო ამ წუთებში განიხილავს. პროექტის მიხედვით, ფრაქცია „თანასწორობა“, სავარაუდოდ, 27 ათას ლარს მიიღებს, რაც მხლოდ სამი თვის ბიუჯეტი იქნება. ახალი ფრაქციის ხარჯები არ გაზრდის უმაღლესი საბჭოს …

დამატებითი მოთხოვნები მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შუახევში

შუახევის საკრებულომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციები დაადგინა. მოქალაქემ, ვისაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მინიჭება სურს, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად სტატუსის მინიჭების საბჭოს უნდა წარუდგინოს იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ. საქართველოს შესაბამისი კანონით კი ორი მოწმის …

ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები. ირაკლი …

დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კონკურსანტი უკვე დარეგისტრირდა. ერთ-ერთი მათგანი დავით კვაჭაძეა, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ პირველჯერზე მხარი არ დაუჭირა. ამ დროისთვის უსკოს თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთმა მოხელემ – ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ის სპეცილისტმა დავით ფარტენაძემ დაადასტურდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად განაცხადების შეტანის ვადა ორ დღეში, 10 მარტს …

უფლებები ყვავილების ნაცვლად

„ჩვენ არ გვინდა ყვავილები, ჩვენ გვინდა უფლებები“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „კაცები ქალების უფლებებისთვის“ – ამ და სხვა შინაარსის პლაკატები გამოფინეს დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა. აქცია-კონცერტი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა თქმით, რვა მარტი არის არა ქალებზე ყვავილების ჩუქების, არამედ  ქალთა უფლებების …

„სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აირიდა“ – იურისტი ბათუმში უკანონო მშენებლობაზე

იურისტის განმარტებით, დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში განახლებულ უკანონო მშენებლობაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მოეხდინა და საქმის გარკვევამდე მშენებლობა შეეჩერებინა, რადგან იგივე კომპეტენცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს. საიას იურისტი ამბობს, რომ „სახელმწიფომ დღეს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტის, ანა მდინარაძის განმარტებით, „ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს …

ჟილინის არხის რეკონსტრუქცია [ფოტო]

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს „მშენებელი 80“-ს შორის 2015 წლის მარტში გაფორმდა 6 317 776 ლარსა და 90 თეთრზე. გასული წლის 2 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა 6 592 ლარითა და 75 თეთრით. თანხის შემცირების მიზეზი არხის სარეკონსტრუქციო პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა. ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია ხელშეკრულების მიხედვით 2016 …

ვინ და რატომ სცემა ბათუმის ვიცე-მერს

ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძესა და ახალგაზრდა მამაკაცს – ზ.ჭ.-ს შორის მომხდარ ინციდენტს “ბათუმელებთან” ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს ცემის ფაქტს: „მცემა? – მცემა ის ხომ არ არის. არა კაცო, რა მცემა. კონფლიქტი ნამდვილად იყო, დაურეკეთ პოლიციის პირველ განყოფილებას. მე საჭესთან ვარ, თბილისში მივდივარ და ვერ გიპასუხებთ”. რა იყო კონფლიქტის მიზეზი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში …

ბათუმში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

9 მარტს, 15:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. “9 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ რუსეთის მიერ უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობას. ვუერთდებით ამ აქციას და გამოვხატავთ პროტესტს იმ საქციელის გამო, რომელიც განვითარებული და ცივილური სამყაროსთვის მიუღებელია”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.   აქცია ფეისბუქზე დაიგეგმა. ნადეჟდა სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა …

სულ სხვა 8 მარტი

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ძირითადად ქალებისთვის ყვავილების ჩუქებით აღინიშნება. უკარგავს თუ არა მნიშვნელობას ამ დღესასწაულს ქალთა დღის მხოლოდ მსგავსი ფორმებით აღნიშვნა? ამ თემაზე „ბათუმელებმა” კომენტარი გენდერის მკვლევარს, კინომცოდნე თამთა თათარაშვილს სთხოვა. თამთა თათარაშვილი: 8 მარტის სტერეოტიპულად აღნიშვნა აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას სძენს ამ დღეს, სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რისთვისაც ეს დღე დაწესდა. საბჭოთა კავშირში ქალთა უფლებები რაღაც …

სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა

„ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი ლ.ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.  ექიმის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ შეადგინა, როცა კლინიკაში 4 თვის ჩვილი – გაბრიელ ხალვაში გარდაიცვალა. ბავშვს კლინიკაში  თავდაპირველად ალერგიული შეტევა დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, გაბრიელი მწვავე ვირუსული ინფექციით სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სააგენტოს  …

141 600 ლარი „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 141 600 ლარი გამოყო ახალგაზრდული ცენტრისათვის. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდული ცენტრი იქნება ინტელექტუალური სივრცე ახალგაზრდებისთვის, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პიროვნულ განვითარებას, კონფერენციების მოწყობას და დაეუფლებიან პროექტების წერის ტექნიკას; ხოლო შემდგომ თავად დაწერენ და განახორციელებენ პროექტებს. …

ორსულთა ბრძოლა (ვიდეო)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შრომითი უფლებების ევროპული  სტანდარტების დამკვიდრებას და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს. შეიცვალა შრომის კოდექსი, თუმცა ცვლილება რომ საკმარისი არ არის, ამას აღიარებს ხელისუფლებაც. სტატიტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე ცუდი ქვეყანაა ორსულობისთვის. ორსული ქალები შრომითი უფლებების დასაცავად მიდიან სასამართლოებში. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სიუჟეტის გმირია. მან სასამართლო ხელვაჩაურის გამგებელს …

ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ …

ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები დაიწყეს

ბათუმში, ვაჟა ფშავალას #13-ში, სადაც კერძო კომპანიამ, “სლავა 2015”-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია, დღეს დილიდან შენობის საძირკვლის ჩამოსასხმელი სამუშაოები უკანონოდ განაახლა. “ბათუმელებმა” სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს. მირანდა ჩარკვიანმა თქვა: „ კიდევ ერთხელ გავაგზავნე შეტყობინება პოლიციის მესამე განყოფილებაში. სხვა ვერაფერს ვიზამ, საძირკველში ხომ ვერ ჩავწვები, რომ იქვე ჩამაბეტონონ”. ადგილზე …

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა. ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე …

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს

„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან …

6432 ავტოსაგზაო შემთხვევა და 602 დაღუპული გასულ წელს

გასული, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი ჰქონდა 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევას, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა და 9 187 დაზარალდა. გასულ წელს 229 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.   ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე / 7 მარტი 2016 /ფოტო: „ბათუმელები“

კონკურსი ფილმის პოსტერების შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს, ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად. კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხილეთ ჩამონათვალი) უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე). „გამოვლიდნება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს (პრიზი 50 ევრო)“-ნათქვამია განცხადებაში. კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ …

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოაქვთ

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.   „ძალიან სასიხარულოა, რომ …

აქცია-კონცერტი ქალთა უფლებების დასაცავად

ხვალ 8 მარტს,  ბათუმში ევროპის მოედანზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით 16:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-კონცეტი გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, ქალთა საერთაშორისო დღის რეალური იდეა – ქალთა დღე არ შექმნილა ყვავლების ჩუქებისთვს, 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბძოლის დღეა.   „საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა …

განათლების სამინისტროს პროგრამა უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ  სწავლის დასაფინანსებლად.  დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამებზე სწავლა. „კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური …

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ირაკლი კოტიას განცხადებით ძველ ბულვარში ორ ალეაში სამუშაოები ხელშეკრულებით 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს, პარალელურად კი დაიწყება მესამე [შუა] ალეას აღდგენის სამუშაოები რისთვისაც ჯერ ტენდერი გამოცხადდება. „შუა ალეას აღდგენაზე პროექტი შეთანხმებულია ბათუმის …

6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზე

ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს.  ექვსი  თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში. 25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი …

ქობულეთელი მიგრანტი ქალები სტილისტის პროფესიას დაეუფლნენ

შვიდივე ბენეფიციარმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა ქალბატონებმა სტილისტის საქმიანობა შეისწავლეს და საგამოცდო კომისიის წინაშე თამამად და წარმატებით წარსდგნენ. სასწავლო კურსი ბენეფიციარებმა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს. პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების …

გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან

დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს. „ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ  რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც …

ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათისთვის სრულად აღდგება. ბათუმში 16 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მარტს შეუწყდა. მიზეზი ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარია იყო. მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. „ამ ეტაპისთვის დაზიანება აღდგენილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა. დღის სამი საათისთვის კი სრულად აღდგება …

Exit mobile version