გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად

რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? –  ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.  დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან …

ხალხური რეწვის გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ხვალ, 24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხური რეწვის გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე პროექტის “აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება” – ფარგლებში შექმნილი პროდუქცია გამოიფინება. გამოფენა 18:00 საათზე დაიწყება.

გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს

გომის მთის სრულად დანახვას და იქედან  გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან.  წლების წინ აქ  ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას? „მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან …

გაძვირდება თუ არა თხილი

ბოლო რამდენიმე დღეა თხილი საგრძნობლად გაიაფდა. ბათუმში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასმა ორ დღეში თითქმის 2 ლარით დაიკლო. თხილი გაიაფდა მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც. აგრომეწარმეების თქმით, ფასის კლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა. ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მიმდებარედ, 1 კილოგრამ, ახალ, გაუტეხავ თხილს მაქსიმუმ 3,5 ლარად ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი 5-5,2 ლარიც ღირდა. „რამდენადაც ვიცი, ზუგდიდში …

“დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ”

“მე და ჩემი მარწმუნებლები ერთი ხატის წინ ვლოცულობთ. ჩვენ, მთლიანად მრევლს, გვაქვს ერთიანი მოსაზრება, რომ თუ ვინმეს მედრესეს აგება უნდა, ააშენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გიულენის ფულით და ეს უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების გათვალისწინებით… თუ დღეს ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ იქ,” – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლე …

ბათუმის სასამართლომ დღეს 7 აფთიაქი დააჯარიმა

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, მხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობის დარღვევების შემთხვევები განიხილა. სასამართლომ 7 აფთიაქის ხელმძღვანელობა სამართალდამრღვევად მიიჩნია და შვიდივე 500-500 ლარით დააჯარიმა. „მართალია, მედიკამენტებს ურეცეპტოდ გავცემდი, მაგრამ ეს იყო გამოწვეული მოქალაქეების დაჟინებული თხოვნით. ლამის ხელის დარტყმაზე მისულა საქმე, ოღონდ ერთი ტაბლეტი მომეციო. მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო ომობანას თამაშს,” – მიმართა მოსამართლეს ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის …

„თეთრი მაგნოლიას“ მცხოვრებლები ბათუმის მერიას დახმარებას თხოვენ

გადავარჩინოთ ბათუმის „თეთრი მაგნოლია“ – ამ სლოგანით ბათუმში, „მაგნოლიის“ შენობაში მცხოვრებლები ქალაქ ბათუმის მერიას მიმართავენ დახმარების თხოვნით. ისინი ითხოვენ ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების ნარჩენების გატანას და ტერიტორიის შეწამლვას. „თეთრი მაგნოლიის“ მობინადრეები მივმართავთ ბათუმელებს და პირველ რიგში ქალაქის მესვეურებს. საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ თავად საცხოვრებულ კორპუსში არსებულ ვითარებას… შენობა, შეიძლება თამამად ითქვას,  ვერ იტევს სამშენებლო ნაგავს, …

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

პირველ ფოტოზე ნიუ-იორკია ასახული, მეორეზე – პარიზი, მესამეზე კი – ბათუმი. ადვილი შესამჩნევია პირველ და მეორე შემთხვევაში როგორაა მაგიდები ტროტუარზე განლაგებული, იმისთვის, რომ ქვეითი არ შეფერხდეს. ბათუმში ყველაფერი სხვანაირადაა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარები წითელ ბილიკებამდე კაფეებმა აითვისეს, წითელი ბილიკი კი ველოსიპედისტებს ეკუთვნით. როცა ტროტუარზე მაგიდები და სკამები დგას, იძულებული ხდები ველობილიკზე გადახვიდე, ხოლო თუ ველობილიკზე …

როგორ ცდილობს მთავრობა პენსიონერების გულის მოგებას

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 12 პროცენტი, 200 000 ამომრჩეველზე მეტი, დაუსაქმებელია. საქართველოს მთავრობა კი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პენსიონერების დასაქმებაზე ალაპარაკდა. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, იდეა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, ხოლო პროგრამას „ცხოვრება გრძელდება“ ერქმევა. იდეამ და მისმა დასახელებამ სოციალურ სფეროში მომუშავე ექსპერტებს წინა ხელისუფლების „ღიმილიანი საქართველო“ გაახსენა, როგორც თავად ამბობენ, მათ ცხოვრების გაგრძელება …

ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ

კომპანია „ვაით ჰაუსის“ ყოფილი თანამშრომლები ხვალ, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ისინი აჭარის მთავრობისგან კომპანიასთან შუამდგომლობას ითხოვენ დარჩენილი ერთი თვის ხელფასის ასაღებად. „ჩვენი მოთხოვნაა დარჩენილი ერთი თვის ხელფასები დაგვირიგონ, ორი თვის გვქონდა მისაღები, ერთი დაგვირიგეს, ერთი არა. მიზეზად გვისახელებენ, რომ თითქოსდა ჩვენი გაკეთებული საქმე არის უხარისხო.“ – ამბობს მანუჩარ ბერიძე, …

ახალი გზები ბათუმში სახლებსა და ეზოებზე გაივლის

ახალი გზა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე ასამდე კერძო საკუთრებაზე გაივლის. მათ შორისაა: სახლები, ეზოები, ბოსტნები, ციტრუსის ბაღები, დამხმარე ნაგებობები და კომერციული ფართობები. ქონების მეპატრონეებმა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არაოფიციალურად, მხოლოდ „ჭორის დონეზე“ იციან. მათ არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, რომ ქონების დათმობაზე ვერ მოლაპარაკების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქონებას კანონიერად, „საზოგადოებრივი საჭიროების …

ქაფის ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, დღეს მესამედ გაიმართა ქაფის ფესტივალი. ბოლო ღონისძიება დღეს, 18 საათზეა დაგეგმილი.  ფესტივალი  „ევროპა ბეთის“ მხარდაჭერით ტარდება.

„იალონი სტუდიო“ ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად

„იალონი სტუდიო“ მუსიკოს ვაჟა ცისკარიძის [ მუსიკოს კახა ცისკარიძის ძმა] დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას მართავს. პროფესიონალი ფოტოგრაფები მომხმარებელს ნებისმიერი რაოდენობის სტუდიური ფოტოს გადაღებას სთავაზობენ ნებისმიერ ფასად. შემოსულ თანხას კი ვაჟა ცისკარიძის ანგარიშზე გადარიცხავენ. ვაჟა ცისკარიძეს ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობა სჭირდება. საქველმოქმედო აქცია დღეს, 21 აგვისტოს, 12 საათიდან დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. „იალონი სტუდიოს“ მისამართია: …

დემურ სტურუას წერილი სამტრედიაში პოლიციის მანქანებზე მიაწებეს

დღეს, 20 აგვისტოს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ, საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 22 წლის დემურ სტურუაზე პოლიციელის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას აპროტესტებენ, რაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის მიზეზი გახდა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ. დემურ სტურუას თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი დღეს აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მანქანებზე დააწებეს, რაც პოლიციელებმა მალევე მოხსნეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ პასუხისმგებლობაში …

ლეონიდ ჩერნოვეცკი ისევ პოლიტიკაში მოდის

კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს საპალამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გელა ხახნელიძის ინფორმაციით, კიევის ყოფილი მერი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ქობულეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად გეგმავს და მას უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებენ. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი …

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბათუმის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტს, პაატა საბელაშვილსა და მის მეგობარს, ბათუმის პროკურატურა საზოგადიებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სასამართლომ პაატა საბელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. პაატა საბელაშვილის მონაყოლით ინციდენტი ბათუმის პოლიციასთან გუშინ ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც ის და მისი მეგობარი ბათუმის კლუბ „გეითის“ გასასვლელში მყოფ ბიჭებს გამოესარჩლენ, რომლებსაც პოლიციელებთან შელაპარაკება ჰქონდათ. „ბოლო დღეეების განმავლობაში …

კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე

17-22 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. რა პროგრამა ექნება წელს ფესტივალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“  ფესტივალის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა.  ქალბატონო ელისო, პირველ რიგში, მზად არის თუ არა ფესტივალის პროგრამა, რომელ შემსრულებლებს მოუსმენს ფესტივალის მსმენელი? ფესტივალი 17 …

სამძებრო სამუშაოებში თურქული ხომალდი ჩაერთო

თურქული ხომალდი დღეს, 20 აგვისტოს, დილის 6 საათზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. “გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ხომალდი ასევე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას, მზაობა დიდია, ისინი ჩამოსული არიან მინიმუმ 3 დღით, თუმცა იმის პირობასაც …

შეღავათები მთის საწარმოს სტატუსით

კანონი, რომელიც მთის საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, მერვე თვეა რაც ამოქმედდა. ასეთი სტატუსი კი აჭარაში მხოლოდ რვა მეწარმეს აქვს. აქედან ოთხი – შპს, ერთი – კოოპერატივი და სამი ინდმეწარმეა. ინდმეწარმე ვლადიმერ შაინიძე ერთ-ერთია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ამ ბოლოს მიენიჭა. მას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში პურის საცხობი აქვს. ვლადიმერ შაინიძემ „ბათუმელებთან“ …

ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …

“ეროვნულმა ფორუმმა”აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში პოლიტიკურმა გაერთიანება “ეროვნულმა ფორუმმა” ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. “ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ შარტავამ ბათუმის #68 საარჩევნო  ოლქში საქართველოს პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პროფესიით სამართლის სპეციალისტი – ელდარ ხალვაში დაასახელა. ამავე ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში – პროფესიით ექიმი, ჯამილა მინჯია დასახელდა. ბათუმის #69 ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  …

ბათუმის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

ბათუმის მერიამ ნაძის ხისა და სხვა საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ახალი, მწვანე ნაძვის ხის სიმაღე მინიმუმ 22 მეტრი უნდა იყოს, დიამეტრი კი – მინიმუმ 11. შეგახსენებთ, რომ იმ ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი. 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. 2015 წელს კი ნაძვის ხის ძველი …

მემარჯვენე თუ მემარცხენე – პოლიტიკური იდეოლოგიების აჯაფსანდალი არჩევნების წინ

წინასაარჩევნო გზავნილებიდან ისევ რთულია გამორკვევა, პოლიტიკური პარტია მემარჯვენეა თუ მემარცხენე. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს ისევ სოციალურ კეთილდღეობას, სწრაფად გამდიდრებას და შემოსავლების გაზრდას ჰპირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური დიფერენციაცია, რის გამოა ისევ არეული მემარჯვენე-მემარცხენე ძალების პოლიტიკური გზავნილები და გველოდება თუ არა წინ არჩევნები, სადაც ამომრჩეველი მივა არა პიროვნებების, არამედ იდეების მხარდასაჭერად? – ამ …

ძალადობის წრეში ჩაკეტილი ბავშვები

18 ივლისს, დილით, ქობულეთის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში სატელეფონო შეტყობინება შევიდა. ბაღის დირექტორი იტყობინებოდა, რომ 6 წლის გიორგი [სახელი შეცვლილია] დედამ სასტიკად ნაცემი დატოვა ბაღში. სოციალური მუშაკი, თამარ ღუნიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვი მას დალურჯებული დახვდა. იმავე სოციალურმა მუშაკმა ქობულეთში ხუთი თვის წინ სხვა საბავშვო ბაღში ნაცემი გოჩა მ. ნახა. ის მამამ სცემა. …

ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა ნობელების მუზეუმში

ბათუმში, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში 2016 წლის 19-26 აგვისტოს გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – „სოხუმიდან ბათუმამდე და ქობულეთიდან ქუთაისამდე“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინიშვილის 120 ფოტო და ორი ფოტოალბომი ორიგინალი ფოტოებით. ფოტოებზე ასახულია საქართველოს იმდროინდელი ყოფაცხოვრება. გამოფენის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა. როგორც ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ორაგველიძე …

ნავსადგურის ტერიტორიასთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 18 აგვისტოს, დღის პრიველ ნახევარში, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიასთან, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ამოცნობილია, თუმცა პრესსამსახურში მის ვინაობას არ აკონკრეტებენ. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო

უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები. განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ …

ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს. „არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები …

მომავალი მფრინავი ბათუმიდან

„გოგო და მფრინავი? ვერაფერს მიაღწევ, იქნებ, პროფესია შეიცვალო?“ – ეს და სხვა, მსგავსი, რეპლიკა 19 წლის ბათუმელ მარიამ ჯაიანს ხშირად ესმის. იგი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მარი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს სამხედრო საავიაციო ძალებში მოსახვედრად მიიღო. მარიამი თვითმფრინავებით გატაცებული ბავშვობიდანაა. მისი სათამაშოები ძირითადად ვერტმფრენები და საფრენი აპარატების მოდელები …

უსკოს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია

პოლიტიკური პარტია “ცენტრისტები” ჯერ კიდევ არის იმ პარტიების ჩამონათვალში, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმებაზე არ უმსჯელია. უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს, მას შემდეგ, როცა ცესკოდან მიიღებს ამ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. უმაღლესი საბჭოს …

მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა

დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე. „ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში …

ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის შუა პროცესში რეგიონის მთავრობა შეიცვალა. დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ მთავრობა კვლავ შეიცვლება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება კი ასევე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი და რა ცვლილებების საშუალებას უტოვებს ახალ მთავრობას საბიუჯეტო პროცესი? – მითუმეტეს მაშინ, როცა ძირითადი პრიორიტეტები, რის საფუძველზეც ბიუჯეტი დგება, ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერაა …

უბანს, რომელიც ხშირად იტბორება, მერია სავარაუდოდ 2018 წლიდან მიხედავს

იგეგმება თუ არა შარაბიძეების დასახლებაში აკაკი შანიძის პირველი ჩიხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? –  ბათუმის მერის  წარმომადგენლის თანაშემწის, ზვიად ჭელიძის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ მოხრეშვა-მოშანდაგებითი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მისივე განმარტებით, კაპიტალური სამუშაოები აქ მოგვიანებით დაიწყება: „ველოდებით ქალაქის განაშენიანების მეოთხე ფაზას. 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყება დაპროექტება და 2018 წლისთვის სავარაუდოდ დაიწყება ეს მეოთხე ეტაპიც“. აკაკი შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრებლები აცხადებენ, …

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს

პაატა ბურჭულაძის პარტია აჭარის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს. ახალგაზრდული ფრთის წევრების თქმით, დაახლოებით 70 ახალგაზრდა გაემიჯნა პარტიას. პარტიის აჭარის ორგანიზაციაში შეფასებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. კომენტარზე ასევე უარი გვითხრა გიგა ფარტენაძემ, ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა. მისი თქმით, წასვლის მიზეზები დეტალურადაა აღწერილი მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელებულ …

ანგისის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

ახლადაშენებული კორპუსის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე დაერთების გამო, 18 აგვისტოს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ: ანგისის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩიხების აბონენტებს. განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასმელი წყლის მიწოდება ასევე, შეუწყდება აეროპორტის გზატკეცილზე ლუწი ნომრების აბონენტებს, აღმაშენებლის წრიულიდან „ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრამდე“.

ბრალდებულის საქმე, რომელიც ბადრაგირების დროს პოლიციას გაექცა

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ლერი შ.-ს საქმეს განიხილავს. მას ცემისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, სამართალდამცველებისგან გაქცევას ედავებიან. ბრალდებული მიმდინარე წლის 20 ივნისს ბადრაგირების დროს, მელიქიშვილის ქუჩაზე მანქანიდან გადმოხტა და მიიმალა.  “პოლიციის მეორე განყოფილების პოლიციელებმა სასტიკად მცემეს, ამიტომ გავიქეცი,“ – უთხრა დღეს მოსამართლეს ბრალდებულმა. მან ასე თქვა, რომ გაქცევას და ცემას აღიარებს, მკვლელობის მცდელობას – არა. გამოძიების …

Exit mobile version