მთავარი,სიახლეები

დემურ სტურუას წერილი სამტრედიაში პოლიციის მანქანებზე მიაწებეს

20.08.2016
დემურ სტურუას წერილი სამტრედიაში პოლიციის მანქანებზე მიაწებეს

დღეს, 20 აგვისტოს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ, საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები 22 წლის დემურ სტურუაზე პოლიციელის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას აპროტესტებენ, რაც დემურ სტურუას თვითმკვლელობის მიზეზი გახდა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ. ფოტო: ირმა დიმიტრაძე

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ. ფოტო: ირმა დიმიტრაძე

დემურ სტურუას თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი დღეს აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მანქანებზე დააწებეს, რაც პოლიციელებმა მალევე მოხსნეს.
14045394_1083666068390434_2020566690_o (1)

აქციის მონაწილეები მოითხოვენ პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი, რომელსაც დემურ სტურუა ასახელებს წერილში და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს; თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა; შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის; დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

„სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პოლიციისათვის მინიჭებული ძალაუფლება აჭარბებს გონივრულ და ლეგალურ ფარგლებს. ის, რაც ნარკოპლიტიკით ინიღბება, სინამდვილეში, მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ფენებზე, პოლიციური კონტროლის, ძალადობისა და შანტაჟის მექანიზმს წარმოადგენს. ეს მექანიზმები განსაკუთრებული სიმკაცრით საჯარო სივრცის მიღმა მყოფ ადამიანებს უსწორდება, მისი მოქმედების ძირითად სივრცეებს კი რეგიონები, სოფლები და გარეუბნები წარმოადგენენ. დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება. სახელმწიფოს მიერ მასზე განხორციელებული პოლიციური ძალადობა საკადრის პასუხს საჭიროებს“ – აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ პრესრელიზში.

ამავე თემაზე: 38 ორგანიზაცია: ქართულ “მკვლელ” ნარკოპოლიტიკას არ აქვს ანალოგი ცივილიზებულ სამყაროში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.