მთავარი,სიახლეები

“ეროვნულმა ფორუმმა”აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

19.08.2016
“ეროვნულმა ფორუმმა”აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში პოლიტიკურმა გაერთიანება “ეროვნულმა ფორუმმა” ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

“ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ შარტავამ ბათუმის #68 საარჩევნო  ოლქში საქართველოს პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პროფესიით სამართლის სპეციალისტი – ელდარ ხალვაში დაასახელა. ამავე ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში – პროფესიით ექიმი, ჯამილა მინჯია დასახელდა.

ბათუმის #69 ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  პროფესიით ფინანსისტი ავთანდილ დავითაძე დაასახელეს. ამავე ოლქში მაჟორიტარი აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად კი პროფესიით სამართალმცოდნე, თინა იმნაძე წარადგინეს.

ბათუმის #70 ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატად პროფესიით არქიტექტორი ზაალ ჯაფარიძე დაასახელეს, ამავე ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატად კი – პედაგოგი მადლენა მახარაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის #71 ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  პროფესიით პედაგოგი დალი მართალიშვილი დაასახელეს, ამავე ოლქში აჭარის უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი პროფესიით იურისტი სოფიო ცეცხლაძე წარადგინეს.

ხელვაჩაურის რაიონის #72 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში იბრაიმ დიდმანიძე დაასახელეს, მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალისტი, უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი – მერაბ აბაშიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: