მთავარი,სიახლეები

ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

11.05.2017 • 2451
ბათუმში 13 წლის გოგონას ეძებენ

ბათუმში 13 წლის გოგონას, ა.ტ.-ს  ეძებენ.  მისი ოჯახის წევრები იუწყებიან,  იგი გუშინ, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან  ეზოში   და როგორც გოგონას დეიდა ამბობს, მას შემდეგ არავის უნახავს.

გოგონას დეიდა ამბობს, რომ სახლიდან გასვლისას მას ეცვა შავი ფერის, მუხლებზე დახეული შარვალი, თეთრი/მოვარდისფრო ზედა, ლურჯი ფერის ჟაკეტი და ბოტასები. გოგონას აქვს მუქი ფერის გრძელი, სწორი თმა. გოგონა არის გამხდარი და საშუალო სიმაღლის.

დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია. იგი ბოლო დღეები გაცივებული იყო და რამდენიმე დღე სკოლაში არ უვლია.

შს სამინისტროში ადასტურებენ, რომ შეტყობინება არასრულწლოვანი გოგონას დაკარგვის შესახებ მათთან დღეს დილით შევიდა და ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 555 23 13 03.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: