მთავარი,სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის 13 ავტომანქანას შეიძენს

11.05.2017 • 1722
ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის 13 ავტომანქანას შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2017 წლის 30 მაისს სრულდება.
ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება.
აჭარის მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის სულ 56 ცენტრია, რომელთაგან  30-ს 2014 წლიდან 2016 წლამდე პროგრამის „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“  ფარგლებში გადაეცათ მაღალი გამავლობის ავტომანქანები.
ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასს, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები აფინანსებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: