მთავარი,რეკლამა,სიახლეები

კიბოს სკრინინგი ქობულეთსა და ხულოში – გასვლითი აქციები ეროვნული პროგრამის ფარგლებში

10.05.2017
კიბოს სკრინინგი ქობულეთსა და ხულოში – გასვლითი აქციები ეროვნული პროგრამის ფარგლებში

კიბოს სკრინიგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით ქობულეთის, ხულოს და ბათუმის ადგილობრივ მოსახლეობას რაიონიდან გაუსვლელად ჩაუტარდებათ პროსტატის, საშვილოსნოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.

ქობულეთში ასევე შესაძლებელი იქნება ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით მამოგრაფიის ჩატარება.

აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ჩაიტაროს:

[checklist]

  • 16 მაისს ქობულეთის ჰოსპიტალში,
  • 18 მაისს ხულოს ჰოსპიტალში,
  • 19 მაისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

[/checklist]

აჭარის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: