მთავარი,სიახლეები

გარემოს დაცვა – 1238 კანონდარღვევა ერთ თვეში

12.05.2017
გარემოს დაცვა – 1238 კანონდარღვევა ერთ თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში, აპრილში, კანონდარღვევის 1238 ფაქტი გამოვლინდა ქვეყნის მასშტაბით. აქედან, 1223 კანონდარღვევა ადმინისტრაციულია,  15 კი სისხლის სამართლის.

აპრილის თვეში კანონდარღვევები გამოვლენილია აჭარაშიც. ადმინისტრაციული კანონდარღვევის 264 ფაქტი, სისხლის სამართლის კი – 2 ფაქტი.

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში სისხლის სამართლის კანონდარღვევა ინერტული მასალების უკანონო მოპოვებას და ხე-ტყის უკანონი ჭრას ეხება. ასევე, სახერხე რეგულაციების პირობების დარღვევას.

ადმინისტარციული სამართალდარღვევები ძირითადად მავნე ნივთიერებების  გაფრქვევას შეეხება.

სისხლის სამართლის კანონდარღვევის შემთხვევაში, ფაქტი გადაეცემა შს სამინისტროს, რომელიც იმსჯელებს ჯარიმის ოდენობაზე, გარემოზე მიყენებული ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევებში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია კანონით“.

კანონდარღვევის შემთხვევები შეეხება თევზჭერის, ნადირობის წესების, ნარჩენების მართვის კოდექსის, ტყის კანონმდებლობის, წყლის, მიწის და სხვა კანონმდებლობის დარღვევებს.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ თვეში 1238 კანონდარღვევა გამოავლინა.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ თვეში 1238 კანონდარღვევა გამოავლინა.

ერთ თვეში გამოვლენილი დარღვევების ინფოგრაფიკა

ერთ თვეში გამოვლენილი დარღვევების ინფოგრაფიკა

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: