ქედის საკრებულო 15 ათასი ლარით დააფინანსებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა – ვაჟა ბოლქვაძემ და ბაქარ ბარამიძემ დატოვეს. დეპუტატების პროტესტის მიზეზი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი აღმოჩნდა – ქედის საკრებულოს 2017 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დაემტკიცებინა. „ბიუჯეტში ცვლილების ისე შეაქვთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ მომხდარა, ჩვენ …

თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები

ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. …

აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა. ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი …

„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა

„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, …

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მალე მუშაობას შეაჩერებს

„ისე არ უნდა მოხდეს, როგორც სპორტსკოლის შემთხვევაში. ყველა ექიმს უნდა ავუხსნათ და დაველაპარაკოთ ამის შესახებ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს. რამაზ ბოლქვაძემ ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგინა, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. ზურაბ პატარაძეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა „ექიმებთან დალაპარაკებაში“. „ამაში იგულისხმებოდა ის, …

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს დააკმაყოფილა მოქალაქეების, ნადია ხურციძის და დიმიტრი ლომიძის სარჩელი. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც ქუჩებსა და სხვადასხვა ობიექტებში განთავსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა აქამდე მხოლოდ პროკურატურას ჰქონდა. დღეიდან, პროკურატურას რჩება უფლება ამოიღოს ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ნებართვით, თუმცა, ასეთივე უფლებით შესაძლოა სხვებმაც ისარგებლოს მომავალში, თუმცა ვინ? – ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ნადია …

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების …

რატომ არ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი უმიზეზოდ

„ნუ დარეკავ უმიზეზოდ, ნუ წაართმევ სხვას სიცოცხლეს,” – ეს არის იმ საინფორმაციო კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელსაც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. კამპანიის მიზანია, მოუწოდოს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიძახონ და არა მაშინ, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ოჯახის ექიმთან ვიზიტითაც შეუძლიათ. აქტივობის ფარგლებში დაიბეჭდა სტიკერები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში განთავსდა. „გამოძახებების დაახლოებით 60 პროცენტი არ …

ენმ: სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას

„საქართველოს განათლების სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების პროცესს და შესაბამისად, მათთვის ხელფასის ზრდას,“ – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გია აბულაძემ, აჭარის განათლების ყოფილმა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტროს ხელფასების ზრდისათვის საკმარისი თანხა არა აქვს. „ბიუჯეტის პირველ პროექტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იყო გათვალისწინებული 555 მილიონი ლარი, რაც არ იყო საკმარისი იმისათვის, …

დღეს ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით ავიარეისი გაუქმდა

დღეს, 27 იანვარს, უამინდობის გამო, სტამბულის მიმართულებით ავიარეისი ბათუმის აეროპორტიდან გაუქმდა. ინფორმაცია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაგვიდასტურეს. დღეს აეროპორტიდან მხოლოდ ეს ერთი ავიარეისი უნდა შესრულებულიყო. როდის განახლდება ფრენები ბათუმიდან, აეროპორტში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ. დღეს დილიდან ბათუმში გადაუღებლად თოვს.

ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

აჭარის მთავრობის აპარატში გასულ წელს ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 2 მილიონ 454 ათას 27 ლარი გაიცა, აქედან 408 ათას 250 ლარი პრემიებში. მთავრობის აპარატში გასული წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, პრემია მიიღო თითქმის ყველა თანამშრომელმა აპარატის უფროსისა და მთავრობის თავმჯდომარის გარდა. დეკემბერში აპარატის 99 თანამშრომელზე, ჯამში 99 ათას 610 ლარი პრემია გაიცა. აჭარის სამინისტროებში გაცემულ პრემიებს თუ გადავხედავთ …

ბათუმის თოვლისგან გაწმენდა დაიწყეს

ბათუმში დღეს დილიდან თოვს. ბათუმის მერის განცხადებით, თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ და შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები. მერიის ოფიციალური განცხადების თანახმად, იწმინდება სანიაღვრე ჭების ცხაურები და ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. გამწვანების სამსახურმა უკვე დაიწყო ხეების თოვლის საფარისგან გათავისუფლების ღონისძიებები. წელს ქალაქის მერიას 300 ტონა ტექნიკური მარილი აქვს შესყიდული. …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება და 22 დაემატება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროში პირველი თებერვლიდან რეორგანიზაციას აანონსებს. რეორგანიზაციის საფუძველზე სამინისტროში ორი ახალი დეპარტამენტი და ერთი ახალი სამსახური შეიქმნება, თუმცა, უშუალოდ სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება. პარალელურად სამინისტრო ქმნის ახალ აიპის, სადაც 22 ადამიანი დასაქმდება. გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს მინისტრ, ლაშა კომახიძესთან. ბატონო ლაშა, რა ტიპის რეორგანიზაცია იგეგმება სამინისტროში? სოფლის მეურნეობს სამინისტროს  2017-2020 წლების განვითარების სტრატეგია მოვამზადეთ. ეს სტრატეგიული …

ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

მუნიციპალურ ტრანსპორტში საბილეთო ელექტროსისტემა იცვლება. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.  ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი. როგორც შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ დღეს ბათუმის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, არსებული სისტემისგან განსხვავებით, თანხის შეტანა ახალ ბარათზე ავტომატურად აისახება. მგზავრობის საფასურის …

მახუნცეთის ჩანჩქერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველ ეტაპზე,  288 125 ლარს დახარჯავს, აქედან 224 355 ლარი დაბა მახუნცეთის კეთილმოწყობას მოხმარდება. აჭარის ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერსა და იქვე არსებულ თამარის ხიდს ჰყავს. ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე ქედის გამგეობა დაბა მახუნცეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 224 355 ლარს დახარჯავს, ამ თანხით …

400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოს, სადაც 21 დეპუტატია, 18 ავტომანქანა ემსახურება. აქედან ორი – უშუალოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს , „ტოიოტა კამრი“ და „ტოიოტა ლენ კრუიზერი“. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად, 2017 წელს გასახარჯი საწვავის რაოდენობა 87 000 ლიტრი იყო, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 128 ათას 250 ლარი უნდა დაიხარჯოს. გასულ წელს უმაღლეს საბჭოში 74 050 ლიტრი საწვავი …

საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

უკვე მეორე თვეა, ბათუმის ამერიკულ კუთხეში საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბის შეხვედრები იმართება. ბავშვები აქ ყოველ ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე იკრიბებიან და ამერიკელ მოხალისე ლეა შაპიროსთან ერთად, სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობას გადიან, რაც საბოლოოდ მათ ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება. ახლა კლუბი 8-10 წლის ოცამდე ბავშვს აერთიანებს და როგორც ამერიკულ კუთხეში გვითხრეს, ახალი წევრების მიღება – კვლავაც შესაძლებელია: …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე …

სკოლის დირექტორი: საქმისმწარმოებელი, რომელმაც პედაგოგებს სცემა, სკოლას დატოვებს

ხულოში, სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში, დღეს არ გამოცხადებულა საქმისმწარმოებელი ინეზა ხარაბაძე, რომელმაც პირველი კლასის მასწავლებელს, კოლეგასა და მეზობელს, დავით ხარაბაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დავით ხარაბაძეს გაკვეთილზე, ბავშვების თვალწინ, თავში ჯოხი ჩაარტყა, შემდეგ კი სამასწავლებლოში მასწავლებლებს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამტვრია სკოლის ინვენტარი. სკოლაში ვარაუდობენ, რომ 27 წლის საქმისმწარმოებლის გაღიზიანების მიზეზი ბიულეტენიდან …

ვინ მიიღებს სარგებელს სესხის გალარებით

17 მარტამდე ნებისმიერ მოქალაქეს დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანა შეუძლია. ხელისუფლება თავდაჯერებულია, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ეს ერთობლივი პროგრამა ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და მოსახლეობა შეღავათს იგრძნობს. რატომ ამბობს  მოქალაქეების უმეტესობა ჯერჯერობით ე.წ. ლარიზაციაზე უარს და რა რისკებს შეიცავს დოლარში აღებული სესხის ეროვნულ ვალუტაში გადატანა? „ბათუმელები“ ფინანსისტს, გიორგი ქათამაძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, რა პირობებით სთავაზობენ …

„ბათუმელები“ ყოველკვირეული გაზეთის ნაცვლად ჟურნალის გამოცემას იწყებს

შპს „გაზეთი ბათუმელები“ 2017 წელს ყოველკვირეული გაზეთ „ბათუმელების“ ნაცვლად ანალიტიკურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს გამოსცემს.   მაღალპოლიგრაფიული, 104-გვერდიანი ჟურნალი „ბათუმელები“ თვეში ერთხელ გამოვა. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ხელმოწერის საშუალებით, ასევე, სტელაჟებსა და ჯიხურებში. ჟურნალის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კორუფცია და ნეპოტიზმი, სიღარიბე, განათლების პრობლემები, ძალაუფლების ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის შიდა …

აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.  სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო …

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და …

როგორ მივიღოთ ინფორმაცია მიწის რეგისტრაციაზე

„წინასაარჩევნოდ გვითხრეს, დაგიკანონებთ მიწებსო და შევიტანეთ რეესტრში აზომვითი ნახაზები. მას შემდეგ პასუხს ველით“, – გვითხრა ესმა ცეცხლაძემ. ის მახვილაურში ცხოვრობს, რომელიც ამჟამად ბათუმის ტერიტორიაა. ესმას ოჯახი 20 წელია ყოფილი მეურნეობის მიწებს იყენებს. მისი თქმით, რეესტრისგან თვეების განმავლობაში, კონკრეტულად კი გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ცხელ ხაზზე დარეკვის დროს, მხოლოდ ასეთ პასუხს იღებს: „მიმდინარეობს მონაცემების მოძიება“. ესმა …

ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში პეტიცია შევიდა. მოქალაქეები ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ამ ქუჩას წარმოშობით ლაზი თურქი ბიზნესმენის ნურეთინ ჩარმიქლუს სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება.  გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსულია ქალაქ იზმირში.  საკითხი სხდომაზე გასვლამდე საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიამ უნდა განიხილოს. კომისიის ხელმძღვანელის ნინო ბერაძის ინფორმაციით, …

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა. აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის …

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს. თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების …

რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი. შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია  „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა …

ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია თოვა და შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ამინდი აჭარაში დღეიდან, 25 იანვრიდან, გაუარესდება და მომდევნო დღეებში ბარსა და მთაში მოსალოდნელია თოვა. „დღეს ღამით მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება. ღამით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი – 17-22 მეტრი წამში, ზღვაზე მოიმატებს შტორმი – 4-5  ბალამდე. მომდევნო დღეებში პროცესი უფრო გააქტიურდება …

კანაფის მოყვანა – გაუქმდება თუ არა თავისუფლების აღკვეთით დასჯა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო სარჩელის, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების, მათ შორის, კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ეხება. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თავისუფლების აღკვეთით ვეღარ დასჯიან ადამიანს კანაფის კულტივაციისთვის. მოსარჩელეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგინაშვილი თვლიან, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ …

ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს. ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის …

აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვით მოწამლული მძიმე მდგომარეობაშია

უკვე მესამე კვირაა კლინიკაში მოთავსებულია 19 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც სამედიცინო დასკვნის თანახმად ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. აბაზანაში შესული გოგონა, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი სწორედ აბაზანაშია დამონტაჟებული. გოგონას დედა ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიძახა კომპანია „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფი და გამათბობლის შემოწმება სთხოვა. „ავარიული ჯგუფის …

რატომ იხურება ავეჯის მაღაზიები ბათუმში

ავეჯისა და საოჯახო ნივთების 4 ცნობილი მაღაზია ბათუმში იხურება. მაღაზიის მფლობელები დახურვას ლარის გაუფასურებას და შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის გაძვირებას არ უკავშირებენ. კვლევის მიხედვით კი, ავეჯით და საოჯახო ნივთებით ვაჭრობის სექტორში 22 პროცენტით შემცირდა ბრუნვა. ჯერ არ დახურულა, მაგრამ აბრა, ფართობის გაქირავება-გაყიდვის შესახებ უკვე გამოკრულია გორგასლის ქუჩაზე, მაღაზია VALENTIN-ის შესასვლელთან. მაღაზიაში ზურაბ გოგიტიძე დაგვხდა, ბათუმის ოფისის …

ქობულეთის გამგებელი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ხუცუბნის ცენტრალური გზის გარკვეული მონაკვეთის გაფართოება იგეგმება.  როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის გაფართოება „უსაფრთხოების დაცვის მიზნით იგეგმება“, რადგან გზის ამ ნაწილში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გამგეობა გზის გაფართოებას ხეების მოჭრის ხარჯზე აპირებს. „ხუცუბნის მოსახლეობის მოთხოვნაა რომ გზა გაფართოებულიყო, თუმცა, ჩვენ დაველოდებით საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას“ – გვეუბნება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი …

დიდება გმირებს – აქცია ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად

„არა რუსულ პოლიტიკას“, „დიდება გმირებს“ , „თავისუფლება გია ცერცვაძეს“ – ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან გიორგი ცერცვაძის დაკავება და მისი რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებზე შესაძლო გადაცემა გააპროტესტეს. აგვისტოს ომის მონაწილის, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა. გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. …

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს. „მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – …

Exit mobile version