სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭო თავმჯდომარეს, სულხან ზუმბურიძეს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით 335 656 ლარი აქვს მიღებული, რაც ყოველთვიურად 27 971 ლარია. ბოლო სამი წლის განმავლობაში სულხან ზუმბურიძეს, შემოსავლების სახით, მთლიანობაში, 817 359 ლარი აქვს მიღებული [სხვა წლების ქონებრივი დეკლარაციები არ იძებნება]. ზუმბურიძე მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს. სწორედ სულხან ზუმბურიძის მმართველობის …
Category Archives: მთავარი
სახელმწიფო ტაოს ქუჩის მცხოვრებლებს კომპენსაციას სამი წლის წინანდელი ლარის კურსით უხდის
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბათუმის ორ ქუჩაზე [ტაო, ხიხანი] მცხოვრებ ოჯახებს, ექსპროპრიაციის წესით საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ართმევს. როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას …
სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]
ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის ივნისში იყო მომზადებული, ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში შეიცვალა, თუმცა საქართველოს საავტომობილო …
Continue reading “სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“
„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს მერიის კომპეტენციაა. ამის პასუხად ლაშა სირაბიძე ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. „ერთ გუნდში“ სამშენებლო ნებართვები, რეგულაციები და დეველოპერებთან ურთიერთობა კვლავაც მსჯელობის საგანია. აქამდეც, როცა აჭარის მთავრობას …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“”
სამაგისტრო და სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში და უნგრეთში სასწავლებლად
განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა – „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ და „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ გამოაცხადა. „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას. სასტიპენდიო პროგრამა უნგრეთში, როგორც ცენტრის განცხადებაში წერია, მიზნად ისახავს 50 …
Continue reading “სამაგისტრო და სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში და უნგრეთში სასწავლებლად”
მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა
მოწმის სახით დაბარებული გ.მ. სასამართლო დარბაზში აპირებდა შესვლას, როცა პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. გ.მ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ პოლიციელებმა იგი აიძულეს ჩვენება არ მიეცა. შემთხვევა გუშინ, 13 თებერვალს მოხდა. გ.მ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩიძესთან უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც ქურდობის საქმეს განიხილავს. „სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პოლიციელი დაგვხვდა, დედაჩემი მახლდა და ბიძაჩემი. პოლიციელებმა მითხრეს, არ შეხვიდე დარბაზში, თორემ ნარკოტიკს ჩაგიდებთ, …
Continue reading “მოწმე: პოლიციელებმა მაიძულეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიმეცა”
ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ …
გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს
„თუკი ექსპერტმა იცის ჩემი ვინაობის შესახებ, მეც უნდა ვიცოდე, ვინ წყვეტს დაფინანსდეს უნდა თუ არა ჩემი პროექტი“, – ამბობს გიორგი კრავეიშვილი. მის სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. სადავოა მთავრობის დადგენილება „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“. ეს სამართლებრივი აქტი გრანტის გამცემ ორგანიზაციას არ ავალდებულებს საჯარო გახადოს ჟიურის შემადგენლობა. გიორგი კრავეიშვილი მიიჩნევს, …
Continue reading “გამჟღავნდება თუ არა ექსპერტების ვინაობა გრანტების გაცემის დროს”
„Check In Georgia“-ს კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება
„ბლექ სი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩატარებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის – 6,5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. შესაბამისი წერილით სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა წერილში თანხა დაკონკრეტებული არ არის. „ღონისძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინარე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და …
Continue reading “„Check In Georgia“-ს კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ამინდის პროგნოზი: უამინდობა აჭარაში 17 თებერვლამდე გაგრძელდება
თოვლიანი ამინდი აჭარაში მომდევნო სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. „დღეს და მომდევნო ორ დღეს აჭარაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი. ხვალ, 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი, ზღვაზე მოიმატებს შტორმი 5-6 ბალამდე. მთაში შენარჩუნებული იქნება ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით, სანაპირო ზოლში …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: უამინდობა აჭარაში 17 თებერვლამდე გაგრძელდება”
საზოგადოების პროტესტი ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ ისტორიულ სახლთან
ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის 24 ნომერში, ისტორიული შენობის დემონტაჟის გამო საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სხვა პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქალაქის მერისგან, გიორგი ერმაკოვისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვენ ისტორიული სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია ქალაქის არჩეული მერის პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობისa და ისტორიული ძეგლების დაცვის კუთხით. ტერიტორიის ურბანული განვითარების კუთხით, ძველი ბათუმის ისტორიული არქიტექტურისა …
Continue reading “საზოგადოების პროტესტი ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ ისტორიულ სახლთან”
სასამართლომ უმაღლესი საბჭოს წევრს პასუხისმგებლობა არ დააკისრა
დღეს, 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ელგუჯა ბაგრატიონისა და ქობულეთის საკრებულოს წევრის ბონდო თედორაძის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების საკითხზე იმსჯელა. სასამართლომ ელგუჯა ბაგრატიონს პასუხისმგებლობა არ დააკისრა, ბონდო თედორაძე კი გააფრთხილაა. ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე პოლიციამ 6 თებერვალს ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს დააკავა და მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას …
Continue reading “სასამართლომ უმაღლესი საბჭოს წევრს პასუხისმგებლობა არ დააკისრა”
ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში
ბათუმის 12 საჯარო სკოლის 36 მასწავლებელი ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში ტრენინგებს გაივლის. პროექტში სამოქალაქო განათლების, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის პედაგოგები არიან ჩართული. პროექტში ჩართული არიან ასევე პედაგოგები კახეთიდანაც. პროგრამა ორწლიანია და 2018 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლებისა და …
Continue reading “ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში”
საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია დღეს, 13 თებერვალს, აჭარის მთავრობასთან გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან, ზურაბ პატარაძისგან მოითხოვენ რეაგირებას „უსამართლო კომპენსაციის გამო“. ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებ დაახლოებით 80 ოჯახს საკუთრების დათმობა უწევს ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანის გამო. „7 ლარს გვიხდიან კვადრატულ მეტრში. მაგალითად, მე 807 კვადრატულ მეტრში 5600 ლარს მთავაზობენ. სახლს არ …
Continue reading “საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით”
ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს წევრიცაა, საბჭო დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს. შალვა ტაბატაძე საბჭოს დატოვების მიზეზად შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ასახელებს. „შაჰინის სკოლა-ლიცეუმში დღეს სწავლის პროცესი შეჩერდა. შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დუმილს ვინარჩუნებდი, მიუხედავად ჟურნალისტების თუ სხვათა თხოვნისა კომენტარი …
Continue reading “ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა”
განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად
აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. დაფინანსება გამოცხადდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. სამინისტროში განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლითაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური …
Continue reading “განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად”
აქციის მონაწილე მშობლებს განათლების მინისტრი და მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდნენ
„მთავრობის აპარატის უფროსსა და აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შევხვდით. შევთანხმდით, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გზით გადაწყდება ეს ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა შევთანხმდით, ჩვენთან ექნებათ კომუნიკაცია,“-გვეუბნება საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი, შორენა აბულაძე. კიდევ ერთი მშობელი, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ირაკლი ბერიძეა. როგორც იგი ამბობს, აჭარის მთავრობიდან ნაწილობრივ მხარდაჭერას გრძნობს. …
ანზორ თხილაიშვილი არქივის უფროსის მოადგილედ დანიშნეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანზორ თხილაიშვილი, არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. იგი სავარაუდოდ ფინანსურ მიმართულებას ჩაიბარებს. „ეს იყო ჩემი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, როცა დასაყრდენი პიროვნება არის შენ გვერდით. ბატონი ანზორი ძალიან კომპეტენტურია“, – გვიპასუხა არქივის სამმართველოს უფროსმა, მაკა ივანიშვილმა. რატომ მიიჩნია მთავრობამ ფინანსურ ნაწილში კომპეტენტურად უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი? – …
Continue reading “ანზორ თხილაიშვილი არქივის უფროსის მოადგილედ დანიშნეს”
„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – შაჰინის სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში
„შაჰინი, შაჰინი, დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – ამ სიტყვებით სკანდირებენ შაჰინის სკოლის მოსწავლეები აჭარის მთავრობის სახლის წინ. ისინი ამ წუთებში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ მშობლებთან ერთად და მოითხოვენ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს. „ამ სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი და ვაპროტესტებ, რომ მას სწავლის უფლება წაართვეს. თუკი სასამართლო არ მიიღებს ამ სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილებას, …
Continue reading “„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – შაჰინის სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში”
ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეაჩერა
დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. თუმცა, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სარჩელის სასამართლოში შეტანას რამდენიმე საათში გეგმავს. „ამ ეტაპისთვის ჩვენ ოფიციალურად აღარ გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება. სარჩელი დღეს შეგვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლები სკოლაში არიან მოსული და ბავშვების ნაწილიც მოვიდა, თუმცა სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს. …
Continue reading “ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეაჩერა”
რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში
12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა. მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის …
ბათუმის მერია: ბარათაშვილის #24-ში დემონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა პროექტი შეთანხმებულია
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ გაუცია ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქვე დასძენს, რომ სახლის პროექტი, რომელიც უნდა აიგოს ბარათაშვილის #24-ში, შეთანხმებულია, თუმცა კომპანიას მერიაში ჯერ არ შეუტანია განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე. „პროექტი შეთანხმდა შარშან. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. პირველი და მეორე სტადია გავლილი აქვს, მათ …
ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს
„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …
Continue reading “ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს”
ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს
12 თებერვალს ბათუმში დაანგრიეს ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი …
Continue reading “ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს”
ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ
ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე საპროსტესტო აქციები გრძელდება. ამ ქუჩაზე საქართველოს ელექტროსისტემას ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი გაჰყავს, რომელიც აქ მცხოვრებთა საკუთრებაზე გაივლის. კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ თანხა დაბალია. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პროფესიით პედაგოგ თამაზ ვანაძეს ესაუბრა. ბატონო თამაზ, დღეს, 10 თებერვალს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა ისევ კომპენსაციის გაზრდა იყო? არასათანადო კომპენსაციას დაემატა ადამიანის …
Continue reading “ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ”
აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
10 თებერვალს, ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. მსხვერპლი არ არის. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა …
Continue reading “აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს”
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
10 თებერვალს კლინიკა “მედინაში” 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა. მეან-გინეკოლოგის, კლინიკის ხელმძღვანელის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დედა და ახალშობილი კარგად გრძნობენ თავს. ახალშობილი ვაჟია. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, წყვილს დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი. ბავშვის მამა დაახლოებით 60 წლისაა.
ავარიის შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. აქედან ერთი სამარშრუტო იყო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მიკროავტობუსში ბევრი მგზავრი არ იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ადამიანი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე …
Continue reading “ავარიის შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა”
ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ
ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს. “ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. …
Continue reading “ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ”
ზურაბ პატარაძემ ქედაში ორ ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა
10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძისა და ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ქაზიმ ცინცაძის ეკომიგრანტ ოჯახებს დაბა ქედაში, „სოციალურ სახლში“ ბინები გადასცა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, მალე 23 ეკომიგრანტი ოჯახი ბინას ხელვაჩაურში მიიღებს. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინა. ამავდროულად …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ ქედაში ორ ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა”
უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ
10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი. ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ”
ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ, შესაძლებელია საქართველოში არსებული იმ ოთხი სკოლა-ლიცეუმების ავტორიზაციის შეჩერების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, რომლებიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში არიან მოქცეულები. ამ სკოლებს შორის არის ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმიც. ამ სკოლათაგან ზოგიერთს ავტორიზაციის ვადა მიმდინარე წელს უმთავრდება და ახალი ავტორიზაციის მისაღებად განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ისევ …
Continue reading “ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ”
აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს
ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები სულიკო გვიანიძე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით ედება ბრალი. სულიკო გვიანიძის დაკავებას წინ უძღოდა აქცია, რომელსაც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე მესამედ მართავენ. ამ ქუჩაზე ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რისთვისაც მოსახლეობის ნაწილს საკუთრების დათმობა მოუწევს. მოსახლეობა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ …
რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს
ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასa და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. „კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. …
Continue reading “რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს”
კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიცემა პროკურორისთვის
„პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დამავალოს საკუთარი თავის წინააღმდეგ წარვადგინო მტკიცებულებები“, – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის მოქალაქე ტატიკო ჩორგილიანის ინტერესებს იცავს ორგანიზაციიდან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. „იყო შემთხვევა, როცა ადამიანს საკუთარი ხმის აუდიოჩანაწერის წარმოდგენა მოსთხოვეს, ასევე ხელმოწერის ნიმუშის წარმოდგენას სთხოვენ. გამოძიებას შეუძლია მოიპოვოს სხვა წყაროებიდან ბრალდებულის ხელმოწერა, მაგრამ თავად ბრალდებული არ უნდა იყოს ვალდებული მისთვის …
Continue reading “კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიცემა პროკურორისთვის”
აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება
„საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი“ – ასე ეწოდება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ახალ დეპარტამენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც, პრესსამსახურის თქმით, უმაღლესი საბჭოს სამ – პრესსამსახურს, IT ჯგუფსა და პროტოკოლის სამსახურს გააერთიანებს. გადაწყვეტილება ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ დღეს, 10 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, ცვლილება მიზნად ისახავს სამი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ …
Continue reading “აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება”