ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 3 მაისიდან,  მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის  ფილიალებშიც შეეძლებათ. „ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის  დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 15 ლარი“, – …

13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ველოკლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა არასამთავრობო ორგანზაცია  „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და ამ ორგანიზაციაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით მომუშავე მოხალისეს, ამერიკელ  დენიელ სპარკმენს ეკუთვნის. პროექტი, რომელიც  ველოკლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხალისესთან ერთად მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – შეიტანა და 2 000-დოლარიანი გრანტიც მიიღო. „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ …

ფერიდე ნიჟარაძე – პირველი მუსლიმი ქალი აჭარაში უმაღლესი განათლებით

დღეს, პირველ მაისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პირველი აჭარელი იურისტი ქალის, ფერიდე ნიჟარაძის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფალინას“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფერიდე ნიჟარაძის ოჯახის მეგობრები ესწრებოდნენ. ქალაქის მერის თქმით, ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმ დროინდელ საზოგადოებაში არსებული  სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ …

სპეციფიკურ გარემოში გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ცნობა 10 მაისამდე უნდა წარადგინონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და პედაგოგობის მსურველმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა #100) შეფასებისა და გამოცდის ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით. სპეციფიკური საგამოცდო გარემო გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში საგამოცდო დროის გახანგრძლივებას, დახმარების გაწევას გადაადგილებაში, გამოცდის მსვლელობისას საკვებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფას და გამოცდაზე …

რატომ არ უნდა შემოუშვან „პუტინის ბაიკერები“ საქართველოში

9 მაისს რუსი ბაიკერების ჯგუფი – „ღამის მგლები“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავენ. „ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლობირებული ჯგუფია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ღამის მგლების“ საქართველოში ყოფნას გააკონტროლებენ. ამ ჯგუფს თავიანთ ქვეყნებში შესვლის უფლება არ მისცეს ისეთმა სახელმწიფოებმაც კი, რომლებიც რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. რატომ არ უნდა შემოუშვან …

მიტროპოლიტი დიმიტრი „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე  დიმიტრი, ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაიკითხა. ეპარქიის პრესსპიკერის იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მიტროპოლიტი პროკურატურამ რამდენი დღის წინ დაკითხა. „დღე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ იყო ეს. მეუფეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს რომ დეტალებში ჩვენ ჩახედული არ ვართ. სანამ არ დამთავრდება გამოძიება, მანამდე დეტალები არ გვეცოდინება,“ – …

გულგრილობა გამგეობისგან და სახლი, სადაც ცხოვრება საშიშია

სახლი, სადაც დავით კვირკველია ცხოვრობს, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. შენობის თითქმის ყველა კედელი დაბზარულია, თითქმის ჩამოშლილია სახურავიც… დავით კვირკველია 54 წლისაა, სოციალურად დაუცველი და ის ამ სახლში მარტო ცხოვრობს. გასულ წელს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მდებარე სახლი გეოლოგებმა შეისწავლეს და დაწერეს, რომ სახლი, გარემო პირობების გარდა, გეოლოგიურმა პროცესებმაც დააზიანა და „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“. საფრთხის არსებობის მიუხედავად, ქობულეთის …

პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა

საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეები, რომლებსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ, ახალ თანამდებობრივ სარგოს – საკლასო დანამატსაც მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამ დადგენილების მიხედვით საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი ქვეყნის მთავრობას დღემდე არ დაუმტკიცებია. რას ნიშნავს საკლასო დანამატი, შენარჩუნდება თუ არა დღეს არსებული დანამატები და პრემიების გაცემა საჯარო სამსახურებში პირველი …

რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია უნდა აიკრძალოს.   არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასში ამ ეტაპზე არ შედის  სხვადასხვა  ცხიმზე დამზადებული ცომეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. რას ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციები და რა სანქციები გატარდება მეიჯარის წინააღმდეგ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში? საქართველოს განათლების სამინისტროს, პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის  მაია …

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე სოფელ ციხისძირში, რის გამოც რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო მოძრაობა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირია გადაყვანილი საავადმყოფოში. ფაქტზე აღძრულია საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულის …

„ნაგავსაყრელი“ ბათუმის სანაპიროსთან [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ზღვისპირა ზოლი, ფაქტობრივად, სამშენებლო მოედნად და არაოფიციალურ თუ ოფიციალურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. პლაჟზე გასასვლელი, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, რკინის ბადითაა შემოღობილი – აქ ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს [თუმცა დღეს, 30 აპრილს, კარგ ამინდში, საღამოს 6 საათზე, აქ ერთი ტრაქტორი იდგა და არავინ მუშაობდა]. აქ ინტენსიურად მოძრაობდნენ მძიმე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მშენებლობის მოედნიდან ამოღებულ …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა მამუკა თურმანიძე, ხოლო პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების  განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებულად გამოვლინდა ლიკა თევზაძე. „აღნიშნულთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია 2017 წლის 02 მაისის ჩათვლით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონკურსის …

აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილი შეფერხებების შესახებ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას, რაც საზღვრის კვეთისას შექმნილ რიგებს უკავშირდება, აჭარის მთავრობა ეხმიანება. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „აჭარის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. …

ბათუმის მერია ქალაქის სამგანზომილებიან მოდელს ვერ ქმნის

ბათუმის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის პროექტის განხორციელება დროში გაიწელა. ბათუმის მერია შესაბამისი მომსახურების შესყიდვას, ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ვერ ახერხებს. პროექტის ღირებულება 365 ათასი ლარია და როგორც მერიაში აცხადებენ, ამ პროექტის შესრულებაზეა დამოკიდებული სხვა, მათ შორის საგრანტო პროექტების განხორციელებაც. ბათუმის მერიამ გამოსავალი პირდაპირ შესყიდვაში დაინახა და აეროფოტოგადაღებისა და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა ტენდერის გარეშე …

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო და იგი ძალაში შევა 2018 წლის პირველი იანვრიდან. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი – საჯარო მოხელე, შეფასებას წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება. მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები: [checklist] მოხელისათვის კლასის მინიჭება; წახალისება; პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. …

ბათუმში მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ტარდება

ორი დღეა ბათუმში ისტორიის პედაგოგებისთვის ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული მასტერკლასი ტარდება. პედაგოგებთან ისტორიკოსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ლევან ახვლედიანი მუშაობს. „ბათუმელებმა“ მასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ლევან, რა ინტენსივობით ახერხებთ მასტერკლასების ჩატარებას ბათუმელი მასწავლებლებისთვის და რამდენად აინტერესებთ მსგავსი აქტივობა მათ? ინტენსივობა ბათუმში არ არის დიდი, რადგან ჩვენ თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ …

საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საჯარო სამსახურში დასაქმებულები მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად საკლასო დანამატსაც მიიღებენ. დადგენილების მიხედვით, მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს და მისი მინიჭების მიზანია „საჯარო მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა“. …

ქობულეთში ეტლით მოსარგებლეებისთვის ორ ქუჩაზე პანდუსები მოეწყობა

ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლების მოწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობას 19 ათას 168 ლარად, კომპანია „ლ გრუპი“ სთავაზობს.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერში, რომელიც ქობულეთის გამგეობამ გამოაცხადა 25 640 ლარის საწყისი ღირებულებით. კომისიას ჯერ ის გამარჯვებულად არ გამოუვლენია. ქობულეთში, დასახელებულ ორ ქუჩაზე, 23 ადაპტირებული წერტი მოეწყობა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის დადგენილების თანახმად …

შსს: სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში უხდებათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით პატრულირება, დადევნება და ა.შ. აღნიშნული მოითხოვს გამართულ ავტო-პარკს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება“, – აცხადებს შსს. მიუხედავად ამისა, „SHKODA“-ს, …

როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ყოფილი ენგელსი], ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში რამდენიმე მაღლივი კორპუსი შენდება. ამ ქუჩაზე არც ერთ მშენებარე ობიექტს არ აქვს დამცავი ბადეები, რაც უზრუნველყოფდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში როგორც სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების გავრცელების შემცირებას, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა. ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელმა …

9 მილიონი აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 12 მილიონზე მეტი ლარია. ბოლო 10 წლის მანძილზე სამინისტროს ბიუჯეტიდან პროგრამულ ნაწილზე ყველაზე დიდი წილი მიმდინარე წელს მოდის, 76% (9.165.520 ლარი), როცა 2011 წელს პროგრამული ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 17% იყო. აჭარის მუნიციპალიტეტებში  მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა მოწეული პროდუქციის რეალიზაციაა.  წარმოებული პროდუქციის ქალაქში ტრანსპორტირებისთვის სოფლად მცხოვრებ ფერმერებს დამატებითი ხარჯის …

სარფში ახალი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. სკოლის არსებული შენობა ორსართულიანია, ახალი კი, პროექტის მიხედვით, სამსართულიანი იქნება. შენობა, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა აშენდეს. სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15 …

ქედის საკრებულომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი შესაძლოა გაზარდოს

ქედის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით გამოთხოვის სტანდარტის შემუშავებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის განსასაზღვრავად, ახალ ინიციატივას განიხილავს. დადგენილების პროექტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და იმ შემთხვევაში, თუ ქედის საკრებულო დადგენილების პროექტს, აღნიშნული ფორმით დაუჭერს მხარს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება მოქალქემ მუნიციპალიტეტის …

482,3 კარატიანი ზურმუხტის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე …

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის პირობებს

არჩევნები და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ დარჩენილი მანდატების გამარჯვებულ პარტიაზე მიკუთვნება იყო საკითხი, რომელმაც დღეს, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპრატიული დემოკრატიისათვის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს [ნიმდი] ბათუმის ოფისში მეტი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. შეხვედრაზე იმყოფებოდა უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე, რომელიც მომხსენებლისგან ითხოვდა მათემატიკურ გამოთვლას, იმასთან დაკავშირებით, თუ მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებების ვარიანტით, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები …

საცხოვრებელი ბინები 164 დევნილისა და 212 ეკომიგრანტი ოჯახისათვის

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, წაბლანელებისათვის მშენებარე სახლი დაათვალიერა. მშენებლობის პროცესს გაეცნო ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. …

უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

ააიპ „ბათუმის კორპუსი“ უსაფუძვლო გამდიდრებას ედავება საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ. ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“, აღნიშნული პირების სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო. ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებს იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების …

განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

ბრალდებულ ილია ხ.-ს გამოძიება სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას ედავება. მას ნარკოტიკის მოხმარების გამო პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ავტომანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს. რამდენიმე დღის წინ ილია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პოლიციამ მანქანის მართვის დროს დააფიქსირა. პროკურატურამ იგი ხელახლა მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე ვიოლეტა …

ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება. ის 15,5 გრამს იწონის. სულ მოიჭრება 1500 ცალი მონეტა. რაც შეეხება მონეტის შეძენას, ეს შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით. …

ბოლო ოთხ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო ექვსი მკვლელობა მოხდა

ბოლო ოთხი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის შედეგად საქართველოში ექვსი მკვლელობა მოხდა, მათგან 4 – იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ორი –  თბილისში – ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აჭარაში ოჯახში ძალადობის 16 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 15 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით საქართველოში  პოლიციამ ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამო 752 შემაკავებელი ორდერი გასცა, რომლებიც სასამართლომ …

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 და  ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული …

ქალები ცხენით და გუთნით ყანაში – ფოტოამბავი სოფელ ზოტიდან

გურიის მაღალმთიანეთში,  სოფელ ზოტში, მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად დღემდე ცხენს იყენებს. შრომობენ კაცებიც, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით უფრო ქალები არიან დაკავებულნი. ქალები ხნავენ ყანას, თესავენ, თოხნიან, მიდიან მთაში და მოჰყავთ კარტოფილი. კაცები სამუშაოდ თურქეთში დადიან. “მთელი წელი გვიწევს მუშაობა, ყანას რომ დავთესავთ და პირველ-მეორე თოხს ჩავუტარებთ, მთაში მივდივართ. იაილებზე საქონელი მიგვყავს. იქაც კარტოფილს ვთესავთ და მოგვყავს. იმის …

ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ქედაში სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად ვასაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ოთხი წევრი ცხოვრობდა, ღამით, დაახლოებით ორ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. როგორც ქედის გამგეობაში აღნიშნეს, ოჯახის დახმარების საკითხს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან, დაზარალებულ ოჯახს კი ბინის ქირის გადახდას მანამდე შესთავაზებენ, ვიდრე სამთავრობო კომისია ოჯახთან დაკავშირებით დახმარების თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას …

Exit mobile version