2018 წლის აჭარის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი 1 მილიონ 818 900 ლარით განისაზღვრა. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ორი სრულიად ახალი ქვეპროგრამა ჩადებული. პირველი ქვეპროგრამა შემოქმედებითი ინკუბატორების ხელშეწყობას გულისხმობს, მეორე კი თეატრალური ფესტივალის ორგანიზებას, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის …
Category Archives: მთავარი
სად ქირავდება ცოცხალი ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხის არჩევისას, აშშ-ში შესაძლებლობა აქვთ ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ნაძვის ხეები იქირაონ და დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ხეები უკან დააბრუნონ უვნებლად. BBC-ის მონაცემებით, ყოველწლიურად ინგლისში საახალწლოდ დაახლოებით 6 მილიონი ნაძვი ნადგურდება. ნაძვი სამ მეტრამდე რომ გაიზარდოს, 10 წელია საჭირო. ამერიკული ოჯახების ნაწილი, ნაძვის ჭრის მავნე ტრადიციის ეკოლოგიურ მნიშვნელობას აცნობიერებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ცოცხალი ხის …
მთავრობის მოთხოვნა ბათუმის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის უარი
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე, აპირებს უარი უთხრას საქართველოს მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს მოთხოვნაზე – ბათილად ცნოს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის 25-ე დადგენილება. ამ დადგენილებით ბათუმის მერია მენაშენეებისგან უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ასეთი დადგენილების მიღება სცილდება საკრებულოს კომპეტენციას, ამიტომაც საკრებულომ მისი ბათილად ცნობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. მოთხოვნის გაზიარებას …
Continue reading “მთავრობის მოთხოვნა ბათუმის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის უარი”
უფასო მუნიციპალური სასადილოს უცვლელი მენიუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აჭარის მთაში
აჭარის მთიანეთში არსებული უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, 2018 წელსაც ძველი მენიუ დახვდება. არ შეიცვლება კერძების საერთო რაოდენობაც, მათთვის პროგრამულად გაწერილ საკვებ რაციონში ისევ კვირაში ერთხელ იქნება თევზი, შეზღუდული ოდენობით სამივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ვერმიშელი, ხარჩო, ბორშჩი, ბარდის წვნიანი, “პერლოვკის” წვნიანი, ფლავი ქიშმიშით, წვნიანი ბრინჯით – ეს ძირითადი კერძების უცვლელი ჩამონათვალია. …
ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?
“12 მარტს, დილის ხუთის ნახევარზე როცა მე ბათუმში ჩამოვედი, უკვე 15-20 კაცი იყო დარჩენილი… იქ პოლიციელი და სპეცრაზმელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოქალაქე,” – უთხრა ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე დავით მამისეიშვილს. მან დღეს “ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმის სახით ჩვენება მისცა. ირაკლი ჩხვირკიას მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. მერაბ ღოღობერიძე დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. …
Continue reading “ირაკლი ჩხვირკია: რაა დანაშაული, ინტერვიუ რომ მივეცი?”
რატომ სოლვა? – 3000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი თქვენი საჭიროებებისთვის
3000 ლარამდე ონლაინ კრედიტი 12 თვემდე ვადით – სწორედ ამ ოდენობის თანხის აღება შეგიძლიათ Solva-ში, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე. რატომ სოლვა? სოლვაში ონლაინ სესხის მიღება მარტივია: ონლაინ განაცხადის შევსებისას დაგჭირდებათ მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაცემადაც სხვადასხვა დოკუმენტების მოძიება არ მოგიწევთ. სოლვაში სამომხმარებლო სესხს სწრაფად იღებთ: სესხის …
Continue reading “რატომ სოლვა? – 3000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი თქვენი საჭიროებებისთვის”
სამეცნიერო კონფერენცია მასწავლებლებისთვის
ხვალ, 22 დეკემბერს, აჭარის განათლების ფონდი მასწავლებლებს რეგიონულ კონფერენციაზე იწვევს. კონფერენციის თემაა „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“. კონფერენცია ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ საღამოს 5 საათზე დაიწყება და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. განათლების ფონდის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ექსპერტები, პედაგოგები, სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. „კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მოხსნებებს შემდეგი მიმართულებებით: …
Continue reading “სამეცნიერო კონფერენცია მასწავლებლებისთვის”
ქართული წიგნები, რომლებიც წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა
2017 წელს, ამ დრომდე, ქართულიდან გერმანულ ენაზე 24 წიგნი ითარგმნა და გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამის – „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ – ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა. ეს წიგნები, წინა წლებში თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი. ცნობილია, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის …
Continue reading “ქართული წიგნები, რომლებიც წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა”
ძველი და ახალი საახალწლო სიმღერების ათეული
დეკემბერში საახალწლო სიმღერები ჟღერს ყველგან: კაფეებში, ბარებში, ტრანსპორტსა და ტელევიზორში. ზოგი ახალი, ზოგიც – ძველი. საახალწლო განწყობას მორთული ნაძვის ხისა და განათებული გირლანდების გარდა, ხშირად საახალწლო სიმღერებიც განსაზღვრავს. თითქმის ყველა მუსიკალურ ბენდს და მომღერალს ერთი საახალწლო სიმღერა მაინც აქვს ჩაწერილი. გთავაზობთ Sia-ს Mariah Carey-ს, Pentatonix-ისა და სხვების 2017 წლის ახალ საშობაო სიმღერებს, რომლებსაც ამ ახალ წელს პირველად …
Continue reading “ძველი და ახალი საახალწლო სიმღერების ათეული”
ევროპული მხარდაჭერა
ცირა ჯგერენაია, იურისტი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის მმართველობის ფორმა დემოკრატიულია, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ის ეყრდნობა კანონის წინაშე თანასწორობის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის დაუშვებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს. ყველა ეს ფასეულობა ევროპული ღირებულებებიცაა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს. მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭირო იყო შექმნილიყო ევროპის სხელმწიფოთა შეთანხმებისა და კომუნიკაციის გარკვეული …
ევროპა არ გვსურს, ევროპა გვჭირდება – რატომ ევროპა
ნინი გოლიაძე, სტუდენტი საქართველო უდიდესი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციებისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყანაა. არაერთი დაბრკოლების, ბედის უკუღმართობის, მტრობის, ძმათაშუღლისა თუ დაპირისპირების მიუხედავად, დღეს ჩვენ ისევ ვარსებობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის. განა მარტო გადარჩენისთვის?! არა, ვიბრძვით ღირსეული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც სჭირდება გზა, რომელიც გააძლიერებს შინაგანად, აღუდგენს საკუთარი თავის რწმენას და მომავალს იმედის თვალით შეახედებს. ასე იყო …
Continue reading “ევროპა არ გვსურს, ევროპა გვჭირდება – რატომ ევროპა”
გარემოს ზედამხედველობა: ნაძვის უკანონო ჭრა ჯერჯერობით არ გამოვლენილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაძვის ხეების უკანონოდ მოჭრის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. „ჭრის შემთხვევები არის, თუმცა ყველა შემთხვევაში არსებობს ნებართვა. ნაძვის ხის მოჭრა დასაშვებია საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე, სანერგეები აქვთ და ყიდიან, ასევე იმპორტირებული ნაძვებია, რომლებსაც ყიდიან. ტოტებით აწყობილ ნაძვის ხეებს ყიდიან, თუმცა ყველგან ჰქონდათ ნებართვა. ამ …
Continue reading “გარემოს ზედამხედველობა: ნაძვის უკანონო ჭრა ჯერჯერობით არ გამოვლენილა”
აჭარის მთავრობა არდაგანის ტბაში არსებული კუნძულების 2045 წლამდე გასხვისებას გეგმავს
ბათუმის პარკში, არდაგანის ტბაში, რესტორან „სანსეტის“ მეპატრონე მთავრობას ხელშეკრულების გაგრძელებას და ტბაში არსებული ნაკვეთების 2045 წლამდე სარგებლობის უფლებით გადაცემას სთხოვს. ამის თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქონების მეპატრონეს – ბათუმის მერიას მიმართა, მერიამ კი, თავის მხრივ, ნაკვეთის უსასყიდლოდ მთავრობისთვის გადაცემის უფლების მისაღებად საკითხი საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგინა. საკრებულოს უკვე მომზადებული აქვს შესაბამისი განკარგულების პროექტი, რომლის …
სოციალური სააგენტო: უმჯობესია ბავშვი მამამ გაზარდოს
20 წლის ნინი აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს [სახელი შეცვლილია]. ის 16 წლისა გათხოვდა. ახლა სამი წლის შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ოჯახში 16 წლით უფროს ქმართან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა გასულ წელს თქვა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა სურდა. ნინი ქმრისგან არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სასამართლომ მისი მეუღლე ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლა და პირობითი მსჯავრი …
Continue reading “სოციალური სააგენტო: უმჯობესია ბავშვი მამამ გაზარდოს”
რა ამინდს უნდა ველოდოთ ბათუმში უახლოეს დღეებში
უახლოეს დღეებში ბათუმში ღრუბლიანი ამინდი და წვიმა შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. „ამ დღეებში აჭარის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი დღისით 10-15, ღამით: 10-17 წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით 8-13 გრადუსი სითბო, ღამით: 2-7 გრადუსი. მთაში ღამით მოსალოდნელია 0-5 …
Continue reading “რა ამინდს უნდა ველოდოთ ბათუმში უახლოეს დღეებში”
რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ
აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა 11 მილიონით გაზარდა. მომავალ წელს ტრანსფერებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 48 მილიონის ნაცვლად 59 მილიონ 262 ათასი დაიხარჯება. მომავალი წლის ტრანსფერების ოდენობა წლევანდელთან შედარებით 11 946 000 ნაკლები იქნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, ბათუმს ტრანსფერის სახით 7 მილიონს დაუმატებენ, ქობულეთს – 2 246 800, ხელვაჩაურს …
Continue reading “რომელ მუნიციპალიტეტს გაუზარდეს დაფინანსება ტრანსფერების შემცირების შემდეგ”
2017 წლის 10 უახლესი ფილმი
2017 წელს ბევრი ახალი ფილმი გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე. ამ ფილმების დიდი ნაწილის პრემიერა უკვე შედგა, ქვემოთ მოცემული ათი უახლესი ფილმიდან რამდენიმე საქართველოშიც აჩვენეს, ზოგი კი კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში გამოვა. 1. The Disaster Artist – აურზაურის შემოქმედი რეჟისორ ჯეიმს ფრანკოს ბიოგრაფიული, კომედიური ჟანრის ამერიკული ფილმის პრემიერა 2017 წლის …
ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით გასულმა წევრებმა კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს: „ქართული ოცნება – მრეწველები“. თვითმმართველობის კოდექსით ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ეს დათქმა კოდექსის ავტორებმა პროექტის განხილვისას იმით ახსნეს, რომ საკრებულოებში ერთი პარტიის შიგნით ფრაქციები ხელოვნურად, იმ კომფორტის მისაღებად არ შეექმნათ, რასაც კანონმდებლობა ფრაქციებისთვის ითვალისწინებს. …
Continue reading “ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“”
რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს
რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლამდე გაწეულ სარესტორნო ხარჯებზე ისაუბროს ახლა და არა, მაგალითად, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაზე? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს წევრ ლადო მგალობლიშვილის მის მიერვე მოწვეული ბრიფინგის დასრულების შემდეგ დაუსვა. დეპუტატმა ბრიფინგი გამართა იმაზე, თუ რამდენად მეტს ხარჯავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ [2003-2012 წლები], ვიდრე დღეს ხარჯავს „ქართული ოცნება“. „მაგ ლოგიკით უნდა …
Continue reading “რატომ არ უძღვნის ბრიფინგებს ლადო მგალობლიშვილი ასლან აბაშიძეს”
ნახევარფაბრიკატებში აღმოჩენილი ცხენის ხორცი – მონიტორინგის შედეგები ბათუმში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. სამი ასეთი შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა. შპს „გ.რ.ზ.ა“ მარკეტში, ანგისის N2-ში, შპს „მეგას“ მიერ წარმოებული გაყინული ქაბაბი ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული. მაიკოვსკის #1-ში, კაფე „ჩვენებურებში“ კატლეტის ფარში ასევე …
Continue reading “ნახევარფაბრიკატებში აღმოჩენილი ცხენის ხორცი – მონიტორინგის შედეგები ბათუმში”
სახელმწიფო მესაკუთრის წინააღმდეგ – დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას ითხოვენ
ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე მათ საკუთრებაში არსებულ მიწებთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. მოქალაქეების განცხადებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის სანაცვლოდ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემისგან უნდა მიეღოთ კომპენსაცია, რაც დღემდე არ მიუღიათ. მოქალაქეებმა დღეს, 20 დეკემბერს, საპროტესტო აქცია ისევ გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის სულიკო გვიანიძის თქმით, გარდა იმისა, რომ დაირღვა მისი, როგორც …
Continue reading “სახელმწიფო მესაკუთრის წინააღმდეგ – დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას ითხოვენ”
ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს
„ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომანქანით ივლის ახალი წლიდან,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. მისი თქმით, აჭარის მთავრობის აპარატი ახალ პიკაპს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისთვის ყიდულობს. ამ თანამდებობაზე მუშაობს ავთანდილ ბერიძე მას შემდეგ, რაც ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. „მაქვს ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან, რომ ბატონმა ავთანდილმა მანქანით მომსახურებაზე წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს. …
Continue reading “ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს”
ორი ინვესტორი ქობულეთში – დეტალები, ჯერჯერობით, საიდუმლოა
ქობულეთში ორი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლის შესახებ გუშინ, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, განიხილება 180-ნომრიანი სასტუმროსა და სპაცენტრის მშენებლობა. მინისტრმა თქვა, რომ, ჯერჯერობით, „მოლაპარაკებები არ დასრულებულა,“ ამიტომ არ გაახმოვანებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად, რომელ ნაკვეთებზე განიხილება ინვესტიციების განხორციელება და ვინ არის ინვესტორი. მთავრობის სხდომაზე …
Continue reading “ორი ინვესტორი ქობულეთში – დეტალები, ჯერჯერობით, საიდუმლოა”
ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს
ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს – ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გუნდი არც აუქციონზეა გატანილი. „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ამბობს, რომ მათთვის კლუბის გაყიდვა მისაღებია, ასე გუნდი სახელმწიფოს ჩამოშორდება. „გუნდს საკუთარი ბაზა აქვს, სტადიონი შენდება, ბავშვთა სკოლა აქვს, ინვესტორისთვის დღესდღეობით მისაღებია ბათუმის „დინამო“. ადრე არ …
ბათუმის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ფრაქცია შექმნა
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მეორე ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციის სახელწოდებაა „ქართული ოცნება – მრეწველები“. ფრაქციის წევრები არიან ანზორ დევაძე, ომარ მახარაძე და დავით მახარაძე. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2 ათასი ლარი იქნება. „ეყოლება ერთი სპეციალისტი, რომლის ხელფასი 900 ლარი იქნება დარიცხვით. ფრაქციას ცალკე არ ეყოლება მანქანა და ფრაქციის წევრებიც საკრებულოს წევრისთვის გამოყოფილი სატელეფონო …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ფრაქცია შექმნა”
რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული
თამარი თურაძე, მე-9 კლასის მოსწავლე 2014 წელი დირექტორმა გადაწყვიტა ფორმები შეეკერა. აი, ისეთი სკოლას თავისი გერბი რომ ჰქონოდა. რამდენიმე კვირაში ფორმები მოვიდა – გოგოების იყო ნაცრისფერი, ცისფერი და ვარდისფერი ზოლებით, ბიჭების – შავი. ორივე ფორმას მარცხენა მხარეს ჰქონდა გამოსახული წიგნი და ზემოთ ცისარტყელა ეხატა. ბავშვები გაგიჟდნენ, როგორ შეიძლება ასეთი ნიშანი ჰქონდეს ფორმას – ბარემ ზემოდან …
Continue reading “რატომ ევროპა? – არ მინდა ჩემს კლასელებს უნდოდეთ მოკლან განსხვავებული”
ავარიის შედეგად 21 წლის კაცი თავზე ნაფლეთი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „კარფურთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 21 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ნაფლეთი ჭრილობა ჰქონდა. ჰოსპიტალში დარჩა 45 წლამდე ქალიც, რომელმაც დაშავებული კაცის საავადმყოფოში გადაყვანის დროს უთხრა ექიმებს, რომ მუხლი სტკიოდა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით.
86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სასამართლოსთან მდებარე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 86 ათასი ლარი გასულ წელს გამოიყო. ერთ-ერთი სამუშაო, რის გამოც კომპანიამ ბათუმის მერიასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, სკვერის შეღობვა იყო ტეშენიტური ქვებით [წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა]. თავდაპირველად ბათუმის მერია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „დალა 73“-თან გააფორმა. ამ კომპანიას გასული წლის 5 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რაც მოიცავდა …
Continue reading “86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით”
ბათუმელი სტუდენტი სინგაპურში ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე
ბათუმელი თათია ბოლქვაძე, სინგაპურის შემდეგ სწავლას ამერიკაში, Wellesley College-ში გააგრძელებს, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია. თათიამ აშშ-ის უნივერსიტეტში სწავლისთვის სრული დაფინანსება მოიპოვა. ამერიკაში აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება. მანამდე კი სწავლას სინგაპურში, UWC South East Asia კოლეჯში დაასრულებს, სადაც ორი წელია სწავლობს. „ბათუმელები“ თათიას სინგაპურში დაუკავშირდა და მას აზიურ ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე ესაუბრა. „სინგაპურის კოლეჯის …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტი სინგაპურში ცხოვრებასა და ამერიკულ მომავალზე”
3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად
დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ 551 673 ლარი არის ტედერების …
Continue reading “3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად”
რაიანი – 6 წლის მილიონერი ფორბსის სიიდან
ფრანგული “Forbes”-ის მონაცემებით, 6 წლის რაიანი მსოფლიოში იუთუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელია. 2017 წლის განმავლობაში იუთუბის საშუალებით მან 11 მილიონი დოლარი (9 მილიონი ევრო) გამოიმუშავა. როგორ? რაიანი, უბრალოდ, კამერის წინ ხსნიდა საჩუქრებს, რომელსაც წლის განმავლობაში ჩუქნიდნენ. ChaineRyan ToysReview-ს სახელით დარეგისტრირებულ იუთუბის გვერდზე იტვირთება ვიდეოები, რომელშიც პატარა ბიჭი სათამაშოებით ერთობა, გამოწვევებში რთავს ბავშვებს, განიხილავს ახალი სათამაშოების …
კიდევ ერთხელ ზონალური საბჭოს დათხოვნაზე – ზურაბ პატარაძის „უახლესი პერიოდის გეგმები“
დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად ზურაბ პატარაძე შეეხო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს დათხოვნის შესახებ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას: „თქვენ იცით, რომ დედაქალაქში საერთოდ გაუქმდა ზონალური საბჭო. გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. თუ ეს საბჭო გააგრძელებს მუშაობას ამ ფორმით, ჩვენ მზად ვართ მასში …
24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ კვირის ბოლოს, 24 დეკემბერს აჭარის მთავრობა ზამთრის კურორტ „გომარდულის“ გახსნას გეგმავს. ზურაბ პატარაძის თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რაც კურორტს საგადასახადო ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა. სააქციო საზოგადოება „გომარდული“ საგადასახადო დავალიანებების გამო დაყადაღებული იყო. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. „სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფი იქ უზრუნველყოფს გარკვეული სამუშაოების ჩატარებას, …
Continue reading “24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან “
ქობულეთში ორიგინალურ ნაძვის ხეს გამოავლენენ
ორიგინალური ნაძვის ხის გამოვლენას ქობულეთის მუნიციპალიტეტი აპირებს. ნებისმიერ მსურველს ორიგინალური ნაძვის ხე შეუძლია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ქობულეთის მუზეუმში დატოვოს. გამარჯვებული 31 დეკემბერს გამოცხადდება, დღის სამ საათსა და 30 წუთზე, ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე. „ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მათ, ვინც ქობულეთში არ ცხოვრობს, შეუძლია წარმოგვიდგინოს ორიგინალური ნაძვის ხე, ეს შეიძლება იყოს ქაღალდისგან, ან პლასტმასის ბოთლებისგან აწყობილი, …
Continue reading “ქობულეთში ორიგინალურ ნაძვის ხეს გამოავლენენ”
რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს
ხატია რომანაძე, სტუდენტი „1 800 000 წლის წინათ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ“, – ეს ფრაზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყვება ჩემს ცნობიერებას. კარგად მახსოვს, როგორ ვიზეპირებდი ამ ციფრებს: მილიონ რვაასი ათასი… მილიონ რვაასი ათასი… მაშინ, ალბათ ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა, არც ზეზვასა და მზიას დაჭყეტილთვალებიანი პორტრეტები მხიბლავდა ისტორიის წიგნის ფურცლებზე. მხოლოდ ერთი განზრახვა მამოძრავებდა …
Continue reading “რატომ ევროპა? – განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ეშაფოტზე არავინ გაგიყვანს”
შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე
როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …
Continue reading “შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე”