საცხოვრებელ სახლს, სადაც გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, დაანგრევენ

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბათუმში ახვლედიანის ქუჩის N12-ში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დაანგრევენ. საცხოვრებელი სახლი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. „აჭარსპეცპროექტის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვით, დემონტაჟისთვის 120 ათასამდე ლარია საჭირო. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „შენობა საფრთხის შემცველია უეცარი ნგრევის საშიშროების მაღალი რისკის გამო. …

ახალი სიმღერა ბათუმზე ნიაზ დიასამიძის შესრულებით

„ბათუმს“ – ასე ჰქვია ბათუმზე გადაღებულ კიდევ ერთ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა. 2017 წელს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. მათი ნაწილი BBC-ის, Euronews-სა და CNN-ის ეთერშიც იყო განთავსებული. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი  სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო. კლიპის ბიუჯეტი 30 ათასი …

ხუთი რჩევა ბინის შეძენის მსურველებს

სამშენებლო ბაზარი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და მრავალფეროვანია. განსაკუთრებით შეგვიძლია ორი ქალაქის გამოყოფა – თბილისისა და ბათუმის, სადაც მშენებლობის ბუმია, ბაზარზე ერთდროულად ასეულზე მეტი სამშენებლო კომპანია ოპერირებს. რაც შეეხება მომხმარებელს: ისინი არიან როგორც უცხოელები, ასევე ჩვენი ქვეყნიდან წასული ემიგრანტები. საკმაოდ დიდი წილი მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზეც. ქართველი მომხმარებელი ბინას, ძირითადად, ყიდულობს დასრულებულ კორპუსში  იპოთეკური სესხის …

ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი და ორი ბავშვი დაშავდა ე.წ. „ბომბაჩკების“ აფეთქების შედეგად. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც სასწრაფოში გვეუბნებიან, პირველ შემთხვევაში „ხლაფუშკა“ თვალთან მოხვდა ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. „პირველ შემთხვევაში ბავშვს შედარებით მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მეორე შემთხვევა იყო მძიმე, ბავშვს ხელში აუფეთქდა „ბომბაჩკა“ და თითი მოაწყვიტა, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. …

კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]

„ფეისბუქში“ ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა …

რის აშენებას გეგმავს „სილქ როუდ ჯგუფი“ მწვანე კონცხზე – ახალი პროექტი

  დღეს ბათუმის მერიამ დაიწყო საქმის წარმოება მწვანე კონცხზე, ექვს მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის შესამუშავებლად და დასამტკიცებლად. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, საკითხი ეხება სააქციო საზოგადოება „საქართველოს კურორტების“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს. მისივე თქმით, ინვესტორი გეგმავს ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობების ნაცვლად ახალი, დაბალსართულიანი [ორიდან ოთხამდე] „თაუნ ჰაუსის“ ტიპის შენობების აშენებას. ამ შენობებში …

ხეზე ასხმული ნაძვების ბაზრობა ბათუმში

ბათუმის ნაძვის ხის ბაზრობა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სავაჭრო ქსელ „კარფურთან“ ახლოსაა გამართული. ჩამოდიან ხულოდან, ქედიდან, ადიგენიდანაც კი და 31 დეკემბრამდე ელოდებიან ბოლო ნაძვის ხის გაყიდვას. ხეები, ძირითადად, ძელზე დამაგრებული ტოტებისგანაა აწყობილი. ტოტები უმრავლეს შემთხვევაში სოჭისაა, ნაძვისგან განსხვავებით მას უფრო დიდი წიწვები აქვს და აწყობილი ნაძვის ხეც შესახედად ნამდვილ ნაძვს არ ჩამოუვარდება. ნაძვის უკანონო ჭრისთვის 200-დან …

ბათუმის ბიუჯეტი და ნატალია ზოიძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციების შექმნაზე

ბათუმის საკრებულომ 17 ხმით ექვსის წინააღმდეგ ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი დაიწუნა და მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, თეონა დიასამიძესაც, მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭოს შენიშვნები არ გაიზიარეს. საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წევრისგან შედგება. ბიუჯეტის საკითხის განხილვისას რამდენჯერმე ითხოვდა სიტყვას „ქართული ოცნების“ ფრაქციის …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ. „არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და …

რა უნდა გაითვალისწინოთ სწრაფი სესხი აღებისას და როგორ უნდა შეარჩიოთ კომპანია

საქართველოში სესხის მიღების საშუალებებს შორის სწრაფი სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფულადი პროდუქტია. ამის მიზეზი მარტივია: სესხის აღება ონლაინ, აპლიკაციის მეშვეობით 15 წუთში არის  შესაძლებელი. თქვენ აღარ გიწევთ სხვადასხვა დოკუმენტების შეგროვება, დამღლელი პროცედურების გავლა, ბანკის რიგში დგომა. სწრაფი მინი კრედიტი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ  გაუთვალსიწინებელი ხარჯი გაქვთ, იქნება ეს ტექნიკის განახლება, ბიუჯეტური მოგზაურობა, სადღესასწაულო საჩუქრები, თუ სხვა. …

ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ხულოს მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საგანგებო მდგომარეობის დროს, მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ და პრობლემების შესახებ მერიას დღე-ღამის ნებისმიერ დროს აცნობონ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძეა, წევრები კი  არიან მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, ძირითადად, მერის …

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.    

რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში უფრო ძვირი, ვიდრე თბილისში

უფასო სადილი ბათუმში 1.90 ლარი ჯდება, თბილისში – 1.18. ეს თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველდღიურად ერთი ადამიანის კვებისთვის ე.წ. უფასო სასადილოებში. ბათუმში უფასო სასადილოებს ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ ემსახურება. თბილისში იგივე მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში ძვირი? – შეკითხვა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელს დავუსვით. …

დაბრუნდა თუ არა ბიუჯეტში მითვისებული 5 მილიონი

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ ისე დაამტკიცა, გაურკვეველია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან მითვისებული 5 მილიონამდე ლარის საკითხი. შპს „ჰიგიენა 2009“ ახორციელებს აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს, რისთვისაც აჭარის მთავრობას 3 მილიონი ევრო სესხის სახით აქვს აღებული. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში კი სასამართლომ კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ …

საოჯახო სასტუმრო, კაკლის ბაღი და გურია-აჭარის ტურები – რას გეგმავს ყოფილი პატიმარი

ყოფილი პატიმრების შესახებ მომდევნო ისტორიის მოსამზადებლად 32 წლის გიორგი უნგიაძე შევარჩიეთ. გიორგი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დღეს დაემთხვა და ბათუმში აღმოჩნდა. მორიდებით და ხშირ-ხშირად დაჰყურებს საათს – ინტერვიუს  შემდეგ ბუღალტერიის კურსებზე მიდის და არ უნდა დააგვიანდეს. კურსებზე დასასწრებად გიორგი ჩოხატაურიდან ბათუმში კვირაში რამდენჯერმე ჩამოდის. მომავლის კონტურები გიორგისთვის უკვე გამოკვეთილია და თითქმის …

ველოსიპედებისა და ველოტერმინალების რაოდენობა შემცირდება – ბათუმის მერია ბიუჯეტს „უფრთხილდება“

ახალი ველოსიპედის შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან 2018 წელს არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. პირიქით, ბათუმის მერია „ბათუმველოს“ სისტემაში არსებული ველოსიპედების შემცირებას და რამდენიმე ველოტერმინალის გაუქმებას აპირებს. „მოთხოვნა არის შემცირებული,“ – განმარტავენ მერიაში. მოთხოვნის შემცირებას მერია არ უკავშირებს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ „ბათუმველოს“ პარკი არ განახლებულა და ხშირად მომხმარებელს გამართული ველოსიპედის შერჩევა უჭირს. „ვუფრთხილდებით ბიუჯეტს,“ – …

ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას. „ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის …

ღვინისა და ყველის ფესტივალი ევროპის მოედანზე „ელესასა“ და „ბანის“ თანხლებით

26-27 დეკემბერს, 12-დან 19 საათამდე, ევროპის მოედანზე ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცრებული დეგუსტატორები გამოფენაზე გამოავლენენ  საუკეთესო ღვინოებსა და ყველს, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ჯგუფი „ბანი“ და ანსამბლი „ელესა“. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა …

საკრებულოს წევრი: ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი სახიფათო მდგომარეობაშია

ბათუმის საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სახიფათო მდგომარეობაა ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში – შენობის კედლები დაბზარულია და იქ ყოფნა ბავშვებისთვის სახიფათოა. „ვიდრე იქ რაიმე მოხდება, მანამ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს. ინფორმაცია დაადასტურა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა. მან თქვა, რომ ბაღის შენობის კედლები დაიბზარა ისე, რომ მუჭი შეეტევა ბზარებში: “ჩვენ ადრეც დაგვიდგა …

19-ის ნაცვლად 28 ქულა – ცვლილებები საზღვაო ნავიგაციის საგამოცდო პროგრამაში

[two_third last=”no”]Content[/two_third] ბათუმის საზღვაო აკადემიის 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა – „გემის მექანიკაზე“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაში ჩააბარებენ. ცვლილებამდე ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი უცხო ენა აერჩიათ. უცხო ენის არჩევანის უფლება არც საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ …

გოჩა მელაძე: სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი გზა ხვალ გაიწმინდება

საციხურის თემის, სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა, ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, 27 დეკემბერს გაიხსნება. „უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზას მხოლოდ ერთი ტექნიკა წმენდს. მიწის საკმაოდ დიდი მასა ჩამოვიდა. მართალია, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დავიწყეთ, მაგრამ რადგან მცოცავი მიწაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკა ნელა მუშაობს, სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით გზის გაწმენდის დასრულებას,“ – ამბობს მერი. სოფელ პანტნართან …

საახალწლო სურვილები – სკოლა ევრო-2000

ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთები, როცა აცნობიერებ, რომ ამ ჯადოსნური ფუნჯით მოხატულ ვეებერთელა სამყაროში ერთი ციცქნა ადგილი გიკავია და მაინც ბედნიერი ხარ, რადგან იცი შენი საკეთებელი, საჭირო ხარ. თუმცა ძნელზე ძნელი მისია გაკისრია – მასწავლებელი ხარ და იცი, რომ შენ ხარ ჯაჭვის ის მნიშვნელოვანი რგოლი, რომელზეც თვალხატულა, სულანთებული გოგო-ბიჭების ბედია გადაჯაჭვული, შენ ხარ ის, ვინც სწორი …

ჟურნალ „ბათუმელების“ დეკემბრის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ მეათე, დეკემბრის ნომერი.  ჟურნალს დღეიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ: ფოკუსი თემაზე: 2017 წლის ათი მთავარი ამბავი  პოლიტიკა: ის, რაც 2018 წელს მოხდება – ხუთი პოლიტიკური მოვლენა ავტორი: დათო ქოქოშვილი თემა: „საცალმანქანო“ გზები აჭარაში ავტორი: ცაგო კახაბერიძე საზოგადოება: ქურდული სამყაროს აჩრდილები ავტორი: ჯაბა ანანიძე კავკასია: აზერბაიჯანელი …

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის ასაშენებლად 1 მილიონ ლარს დახარჯავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის მოსაწყობად, ახალაშენებულ, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე 26-ე სართულს დააშენებს. მშენებლობისთვის მაუწყებელმა ტენდერი უკვე გამოაცხადა თანხით – 1 მილიონ 284 ლარი. იმ ფართობში გადახდილ თანხას კი, რომელზეც ახალი სართული უნდა დაშენდეს, საზოგადოებრივი  მაუწყებელი არ ასაჯაროებს [მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი]. კორპუსზე დაშენების ნებართვა მიმდინარე წლის აგვისტოშია …

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად …

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე  21:00 საათზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმელებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მიესალმა. საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში ბავშვებმა აანთეს. მერის თქმით, 2017 წელი იყო ბევრი წარმატებისა და ასევე ტკივილის წელიც. ქალაქის მერის თხოვნით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული  ადამიანების ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგეს. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის …

ჯიმ მორისონის პარიზი

დეკემბერში ჯიმ მორისონი 74 წლის გახდებოდა. მუსიკოსი ამერიკიდან პარიზში 1971 წელს გაიქცა. ანონიმურად მცხოვრები მორისონისთვის პარიზი წერისა და შთაგონების წყაროდ იქცა, რაც კარგად ჩანს მის იმდროინდელ ჩანაწერებში. დავათვალიეროთ ადგილები, სადაც სამოციანი წლების როკვარსკვლავმა სიცოცხლის ბოლო წელი გაატარა. საცხოვრებელი სახლი ბოტრელის ქუჩა №17-ში, სადაც  მორისონი გარდაცვლილი იპოვეს. ეს ჯიმ მორისონისა და მისი მეგობრის, პამელა კურსონის ბინა იყო, …

„ნიუ პლაზმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაკვეთილებს დააფინანსებს

დღეს, 25 დეკემბერს, შპს „ნიუ პლაზმამ“ და საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „ნიუ პლაზმა“ ფონდის ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს. ფონდის ხელმძღვანელის, თეონა აბაშიძის ინფორმაციით, ფონდის სასწავლო ცენტრით სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ. „ესენი არიან როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ქუჩაში მომუშავე ბავშვები. აქამდე  …

11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს კლინიკა „მედცენტრი“ გამოეხმაურა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრები 11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს, „ბათუმელები“ 21 დეკემბერს გამოეხმაურა. წერილში გიორგი დახმარებას ითხოვდა თავისი 4 წლის დის, მარიამისთვის. მარიამს ექვსი თვის წინ ძაღლმა ცხვირის ნესტო მოაჭამა. ოჯახმა მარიამს ოპერაცია ვერ გაუკეთა. „ბაღში ბავშვები დასცინიან ამის გამო“, – წერდა გიორგი. დღეს, 25 დეკემბერს, მარიამი და მისი ოჯახი კლინიკა „მედცენტრის“ ექიმებმა …

რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს

დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ …

რა არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში

„ეს არის დიდი ხვრელი და დასაქმების ბუდე „ქართული ოცნებისთვის“ – ეს ფრაზა დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ანთაძემ რამდენჯერმე თქვა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა, რომელიც ხვალ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ააიპ-ებია, სადაც 14.3 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებისთვის დაიხარჯება. „არსებობს ააიპ-ები, სადაც ადმინისტრირებაში იმაზე მეტი …

მინისტრი: ემზარ ჩოგაძეს კლინიკა ოპერაციას წინასწარი ანაზღაურების გარეშე გაუკეთებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მკვიდრ ემზარ ჩოგაძის ოჯახის წევრებს მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ემზარ ჩოგაძეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაუდებელი ოპერაცია, სტენტირება სჭირდება.  დღეს, 25 დეკემბერს, დაახლოებით ორი საათის წინ ოჯახის ახლობლები მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები და პაციენტის ოპერაციისთვის დაფინანსებას ითხოვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტს სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაძლო დახმარება გაეწია …

რვა წლის საბას გადამწყვეტი ბრძოლა

„საბა, აბა ხელები მიიტანე ერთმანეთთან“ – ეუბნება რვა წლის საბას მამა.  საბა თითებს შლის და მონდომებით ცდილობს ორივე ხელის თითები ერთმანეთთან მიიტანოს, თუმცა არ გამოსდის. რვა წლის საბას დიაგნოზი გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენაა – ასე უთხრეს მშობლებს, გურამსა და ლიას ექიმებმა თბილისსა და ანკარაში. თუ საბას სწორი მკურნალობა გაგრძელდება, იგი განვითარებას შეძლებს, თუ ვერა, მაშინ …

ყოფილ პატიმარს აშანტაჟებენ: 1000 ლარს თუ არ ჩამირიცხავ, ცოლი გაგიფრინდება

ყოფილი პატიმრის ცოლი ამბობს, რომ 10 დღის წინ მის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა კომენტარი, რომელიც თავისი ქმრის შეურაცხმყოფელ ტექსტს შეიცავდა. ამის შემდე პირად ჩათში იმავე მისამართიდან მიიღეს შეტყობინება – უცნობი ადამიანი ფულს ითხოვდა, 1000 ლარს. ქალი ამბობს, რომ პირველი შოკის შემდეგ უცნობს სთხოვეს წაეშალა საჯარო შეურაცხმყოფელი ტექსტები ფეისბუქში, რომელზეც ქალის ნათესავებიც ჰყავდა მონიშნული. „მოვშლი, თუ 1000 ლარს …

სოლვა – 3000 ლარამდე ონლაინ კრედიტს გთავაზობთ საახალწლო მიზნებისთვის

ახალი წელი ახალ საჭიროებებთანაა დაკავშირებული. იქნება ეს სადღესსწაულო სუფრა,  ტექნიკის განახლება,  საჩუქრები ახლობლებისთვის,  ამ დღის განსხვავებულ გარემოში აღნიშვნა, უცხოეთში გამგზავრება და ა.შ. მსგავსი სურვილების ასასრულებლად სოლვა გრძელვადიან სამომხმარებლო სესხს გთავაზობთ. სოლვაში თქვენ შეგიძლიათ 3000 ლარამდე ექსპრეს სესხი აიღოთ, 12 თვემდე ვადით. სწორედ ასეთ პირობებს გთავაზობთ სამომხმარებლო სესხების კომპანია Solva. ეს ყველაფერი  სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის …

ნასას წინასაახალწლო ფოტოები კოსმოსიდან

ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო. ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები. როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე? გამჭვირვალე, ვარსკვლავებით …

Exit mobile version