ოზურგეთის მერი პატიმრის დედის მხარდაჭერაზე, რომელსაც C ჰეპატიტის გამოკვლევა სჭირდება

50 წლის ნინო ჩ. პატიმრის დედაა. ოზურგეთში ცხოვრობს, სახელდახელოდ შეჭედილ პატარა ქოხში, რომლის დაზიანებული, დამსხვრეული სახურავიდანაც ისევე წვიმს, როგორ გარეთ. 58 წლის მეუღლე ჰყავს, ნასამართლევი, ომის ვეტერანი. შვილი პატიმარია, ოთხი წელია სასჯელს იხდის და ორ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდება. პატიმრის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნინო ჩ. ოჯახის სოციალური მდგომარეობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ცოლ-ქმრის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება …

აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე

აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ …

რა შეიცვალა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მედიაგაშუქების შემდეგ

„არაფერი არ შეცვლილა, აღარ მინდა ლაპარაკი, დავიღალე,“ – ეს ხათუნა ბ.-მ გვითხრა. ის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. მის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა. ხათუნა არაა ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი, ვისი ისტორიაც მედიამ გაშუქდა. ძალადობის მსხვერპლი ქალები, ვისაც ვესაუბრეთ, ისევ გრძნობენ საფრთხეს ყოფილი ქმრებისგან, მათი სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, ზოგს შვილებთან დაშორება მოუწია, ზოგს პირიქით – შვილების დამოუკიდებლად …

რატომ ევროპა? – შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ტრადიციები

თამთა თავართქილაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა ცდილობდა დაახლოებოდა დასავლეთს, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის დასამყარებლად აუცილებელი იყო მოკავშირე, რომელიც საქართველოს განვითარებაში დაეხმარებოდა. ინსტიტუციურად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები იმიჯნება, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პარალელურ რეჟიმში ცდილობდა და ცდილობს ამ ორგანიზაციებში შესვლას. ინტეგრაციის პროცესების დაწყებიდანვე საქართველოში გამოჩნდა ანტიგლობალისტი, ანტიევროპული ხალხი, ორგანიზაციები …

ახვლედიანის ქუჩაზე შესაძლოა კიდევ ერთი კორპუსის დანგრევა გახდეს საჭირო

აჭარის მთავრობა ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მომიჯნავე კორპუსის დემონტაჟის საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, „მას შემდეგ, რაც ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული სახლის დემონტაჟი განხორციელდება, სასურველია ჩატარდეს მომიჯნავე სახლის ექსპერტიზა, რომლის კედელიც ასევე დაზიანებულია. და რადგან ეს სახლიც ძველია, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მისი დემონტაჟის საკითხიც“. …

ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები საზღვრების ცვლილების საკითხს განიხილავენ

ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები საზღვრების ცვლილების საკითხზე მუშაობენ. საუბარია ზოგიერთი ტერიტორიის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უკან დაბრუნებაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმს გადაეცა. ბათუმის საზღვრები სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, „განიხილება მაშინ გადაცემული ტერიტორიების ნაწილის დაბუნება“. პროექტის პირველი ვარიანტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მზად მომავალი წლის იანვარში ექნება. ნადიმ ვარშანიძე არ აკონკრეტებს, …

თავის არეში დაჭრილ 17 წლის მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა 

გუშინ, ხელვაჩაურელი 17 წლის მოზარდი, თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული. კლინიკა „მედინაში“ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია მოზარდი გადარჩეს. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველომ საბჭოთა წარსულის გააზრება – ინტერვიუ

რატომ ვერ მოახერხა დღემდე საქართველოს საზოგადოებამ საბჭოთა წარსულის გააზრება, როგორი იყო ქართველების როლი საბჭოთა რეჟიმის ფუნქციონირებაში, რა როლს ასრულებდა სტალინის სამშობლო „წითელი ტერორის“ განხორციელებაში? – გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის“ სტუმარია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი დავით ჯიშკარიანი. ინტერვიუს უძღვება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე თაკო ნინიძე.

ზონალური საბჭოს წევრები ასათიანის #8-ში ისტორიული სახლის შესაძლო დემონტაჟზე

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ისტორიული სახლის ნაცვლად ახალი რვასართულიანი სახლის აშენების წინადადებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე თქვა უარი – სიმაღლის გამო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ საბჭოს ახალ, „მოსაწონ პროექტს“ წარუდგენენ, ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეიძლება დაანგრიონ?  საბჭო მხოლოდ ახალი პროექტის გაბარიტებზე იმსჯელებს, თუ საკითხს ისტორიული შენობის გადარჩენის ჭრილში განიხილავს? …

ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული ბათუმიდან

ნიკა ფომენკო ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და აჭარის ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია. ნიკასთვის ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან როგორც გვეუბნება, საბუნებისმეტყველო საგნები ძალიან უყვარს და ამ მეცნიერებებში გარკვევას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. ოლიმპიადა ორი ტურისგან შედგებოდა და როგორც ნიკა გვეუბნება, ორივე ნაწილი წერითი იყო. „ოლიმპიადებში ადრეც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ პირველი ადგილი პირველად ავიღე. …

მეხანძრეები [ფოტორეპორტაჟი]

2017 წელი რთული იყო მეხანძრეებისთვის. მხოლოდ ბათუმში   რამდენიმე დიდი ხანძარი დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკული სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძარი იყო, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრის პროფესია ერთ-ერთი საჭირო და სახიფათო პროფესიაა. მეხანძრე-მაშველები არიან ის ადამიანები, რომლებმაც  მთელი წელი დაუღალავად იშრომეს და ამ ხნის მანძილზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. აჭარაში მეხანძრე-მაშველის საშუალო ხელფასი დაახლოებით  …

ციხისძირში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია

ტრაილერების გადაადგილების გამო, ბათუმი-ქობულეთის გზაზე (ციხისძირის მონაკვეთზე) მოძრაობა შეფერხებულია. გზის მონაკვეთზე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის გამოც, ავტომანქანების გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა. შს სამინისტროს ინფორმაციით,  შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, „ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძრაობას დაარეგულირებს“.

საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გუშინ, 17 დეკემბერს, წლის დასასრულის აღსანიშნად თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენა „შავი ზღვა“ და  „არტ საწარმოს“ მიერ დამზადებული ჩანთების გამოფენა მოეწყო. ამავე დღეს გალერეასთან ახლოს გაიხსნა ინსტალაცია „კარი“, რომელსაც იდეის ავტორი ახალი შესაძლებლობების, ახალი სივრცისა და თავგადასავლების სიმბოლოდ მოიაზრებს. „კარის ინსტალაციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციამ შენობის ისტორიული კარი …

რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე დღეს  უფრო მეტად ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ევროპულ ურთიერთობებზე და ღირებულებებზე, ვიდრე წლების წინ. რა შეიძლება იყოს ევროპით  ჩვენი ასეთი დაინტერესების, მისწრაფების მიზეზი?  ბუნებრივია, მტაცებლური მიზანი არ გვამოძრავებს, რადგან  ბუნებით მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ.  ზოგადად, ყველაფრის ადამიანებამდე, ადამიანურ გრძნობებამდე დაყვანა მიყვარს, ამიტომ შევეცდები ეს კულტურათაშორისი საკითხი ასე წარმოვაჩინო. ადამიანს აქვს  ურთიერთობის …

განათლების მინისტრი ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან შეხვედრაზე: ყველა სკოლაში მივალ

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის ინიციატივის – „მოვუსმინოთ ბავშვებს“ ფარგლებში, მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მინისტრმა „მოსწავლეებისგან მოისმინა, თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე“. „ბათუმელები“ ინგა შამილიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მოუსმენია იმ მოზარდისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ „ბათუმელებთან“  ისაუბრა სკოლაში რამდენიმე …

როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში

ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, წლის ბოლო სააღმზრდელო პროცესი  ბათუმის საჯარო ბაღებში 29 დეკემბერს ჩატარდება, რის შემდეგაც დაიწყება საახალწლო არდადეგები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში საახალწლო არდადეგები 26, ხულოსა და ქედაში კი 25 დეკემბერს დაიწყება. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. ქედის ბაღების გაერთიანების დირექტორის, აიშე თებიძის თქმით,  ქედის …

პროგნოზი: სამშაბათიდან ბათუმში მოსალოდნელია წვიმა

სამშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში გაწვიმდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში – ითოვებს. ძლიერი წვიმა პარასკევს, 22 დეკემბერს იქნება. აჭარის გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 10 -15 გრადუსი იქნება, ღამით 3- 8 გრადუსი სითბო. მთაში დღისით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, ღამით 0 …

რატომ ევროპა – უკეთ გავიაზროთ, რატომ გვჭირდება კანონი

ხატია ზუხუბაია, სტუდენტი სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილის მთავარი კითხვა მყარად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. პასუხიც ასეთი იყო, ვერ გაგვერკვია „უფრო“ საითკენ ვიხრებოდით. ვავლებდით კონტურებს, სადაც ვამტკიცებდით, რომ ევროპას მივეკუთვნებოდით, თუმცა თანაკლასელის მიერ შემოსაზღვრული საქართველო სხვა კონტინენტის ნაწილს უფრო ემსგავსებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ევროპა არა ტერიტორიული მოცემულობა, არამედ იდეაა, რომელიც ადამიანად ყოფნის უფლებას გაძლევს …

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოზარდი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების სამსახურმა, მე-8 კლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანა. სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, მოზარდი კიბეზე ჩამოდიოდა, რა დროსაც მას ფეხი დაუსხლტა და წაიქცა. „არ ვიცით, მოტეხილობა აქვს თუ არა, მშობელიც მოვიდა სკოლაში და ახლა სასწრაფომ გადაიყვანა,“-გვეუბნება დირექტორი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მოზარდს მუხლის არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა.

ცეცხლწაკიდებული პალმა ევროპის მოედანზე [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პალმაზე ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. რა გახდა პალმაზე ცეცხლის წაკიდების მიზეზი, სახანძროში ვერ აზუსტებენ.  

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალთან რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა; დაშავებულები სასწრაფო სამაშველო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა; გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

დღეს, 17 დეკემბერს, „ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო. შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა. აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის …

წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა

თაკო ნინიძე, სტუდენტი ვინ ითვლება ნამდვილ ევროპელად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფასეულობებს შორის? რა ითვლება ევროპულ ფასეულობად? ჩვენ, ქართველები, უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ, საწყისად იბერია – რომის ურთიერთობები ავიღოთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და სწორედ მისი ბიუსტი …

რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე

ლიზა კახაბერიძე, მეათე კლასის მოსწავლე „ევროპა – თუნდაც იმიტომ, რომ ვნახოთ, შეიძლება მოხუცებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ველოსიპედებით სეირნობდნენ და საღამოობით სალსას ცეკვავდნენ“, – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ  მწერალს, ლია ლიქოკელს ეკუთვნის. როცა პირველად წავიკითხე ეს ფრაზა ძალიან გავმხიარულდი,  წარმოვიდგინე როგორ სეირნობს ველოსიპედით, წითელ შარვალში, ზოლიან წინდებსა და ჭრელ ჰალსტუხში  გამოწყობილი ბაბუა. ერთდოულად სასაცილო და სასიამოვნო …

საზოგადოებრივი მაუწყებელი 597 ათას ლარად 15 ავტომობილს შეიძენს

საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სულ 597 ათას 990 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილებს მაუწყებელი თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით შეიძენს. ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია, რომელიც მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა ავტომობილები საზოგადოებრივ მაუწყებელს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში უნდა მიაწოდოს. სხვადასხვა ტექნიკურ პირობებთან ერთად, მაუწყებელი ითხოვს, რომ ავტომობილების …

მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო, ხალხური სიმღერის ანსამბლში დაიწყო სიმღერა და მიხვდა, რომ მუსიკა იყო  საქმე, რომელიც სამომავლოდ უნდა ეკეთებინა. ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთის ხმის ჩამწერ პატარა სტუდიაში ყოველდღიურად ფუსფუსებს. დიდი სამომავლო გეგმების განხორციელებას, რომელიც ისევ მუსიკას უკავშირდება მუდმივი შრომა სჭირდება. ყოფილი პატიმარი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს: „მეგობართან ერთად …

“რატომ ევროპა” – ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს

დღეს, 15 დეკემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. კონკურსანტებმა ესეები მოამზადეს თემაზე – „რატომ ევროპა“. ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. „რატომ ევროპა“-ს გამარჯვებულებს – ლილე მესხიძეს, თამარ თურაძესა და მალხაზ რეხვიაშვილს, საჩუქრად ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, თამარ თურაძემ თავის პრიზი კონკურსის ყველა მონაწილის სახელით სოფელ გელაურში, ბოშათა დასახლებაში მცხოვრებ …

სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა

მალხაზ რეხვიაშვილი, სტუდენტი არსებობდა „სახელმწიფო“, რომელშიც ყველას ყველაფერი ჰქონდა, ყველა მუშაობდა, ყველა მოგზაურობდა და მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე თავს ყველა მეფესავით გრძნობდა. ადამიანებს ამ სახელმწიფოში ისე მოსწონდათ ცხოვრება, რომ მათ განსხვავებული აზრიც კი არ გააჩნდათ. სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კავშირის/თანამეგობრობის შეფასებისას სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი – განსხვავებული აზრი. მისი არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ …

ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი [თავის არეში ჭრილობით], რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე სტაციონარში რჩება. „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს რამაც …

„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში. თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი …

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენების ნებართვას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაში, მოქალაქე იური ბასილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენების ნებართვას ითხოვს. ამის თაობაზე მან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საგაგენტოს უკვე მიმართა და პროექტიც წარუდგინა. ესკიზის  მიხედვით მოქალაქე ორსართულიან ძეგლზე ერთი სართულის დამატებას გეგმავს, რომელსაც შუშის ფასადი ექნება. სააგენტოს კულტურის საბჭოს ეს საკითხი 15 დეკემბერს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო …

ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] 20-25 დღით მაინც უნდა გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილია ჩასადები, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია გზის დროებით გადაკეტვაზე თანხმობას არ იძლევა. „ვერ კეტავენ, საპატრულოში აცხადებენ – იმდენად დიდი ნაკადია ტრანსპორტის ამ მონაკვეთში, რომ ეს ფიზიკურად …

კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ. ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ …

ქედის მერის პრიორიტეტები – 2018 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

ქედის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. ქედაში განსახორციელებელ პროექტებსა და პრიორეტეტებზე მუნიციპალიტეტის მერიის მთავარმა ფინასისტმა ჯემალ ტაკიძემ ისაუბრა, მომავალი წლის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მილიონ 379 ათას 200 ლარითაა გაზრდილი. ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, 9 563 900 ლარია, საიდანაც, ყველაზე მეტი თანხა –  4 430 000 ლარი ინფრასტრუქტურის გამართვას …

ნაძვის ხის სათამაშოები საბჭოთა წარსულიდან

თუ თქვენი ბავშვობის წლები 80-90-იან წლებს დაემთხვა, აუცილებლად გეხსომებათ საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებსაც დედები და ბებიები წლიდან წლამდე ინახავდნენ. ეს სათამაშოები ძირითადად ერთმანეთს ჰგავდა, ისეთივე თოვლის ბაბუა ან მწვანე გირჩის სათამაშო, როგორიც თქვენ გქონდათ, აუცილებლად აღმოაჩნდებოდათ მეგობრებსაც. მსგავს სათამაშოებს საბჭოთა დროის ყველა ოჯახში ნახავდით. ჩვენ წარსულის სათამაშოების ეს ფოტოები შევაგროვეთ, თუ …

„ბათუმის“ მწვრთნელი: „დიდი მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს“

ბათუმის სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა  რუმინეთის გუნდთან, „ტიმიშოარა სარასენსისთნ“ „ბათუმის“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო ბიჭებს, მათ ზეიმი მოუტანეს დღეს ბათუმს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავდადებისთვის, ამ ჟინისთვის, რომ ბოლო წუთამდე, რა დავალებაც ჰქონდათ შესასრულებელი, ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და დასახული მიზანი რაც გვქონდა, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით ის შევასრულეთ. ვნახოთ …

Exit mobile version