მთავარი,სიახლეები

თამბაქოს კონტროლთან და აღსრულების პირობებთან დაკავშირებით ბათუმში შეხვედრა გაიმართება

09.03.2018
თამბაქოს კონტროლთან და აღსრულების პირობებთან დაკავშირებით ბათუმში შეხვედრა გაიმართება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 23 მარტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დასანერგად  იგეგმება შეხვედრა სასტუმროების, რესტორნების, ადგილზე კვებითი მომსახურეობის, სახელმწიფო სტრუქტურების, სავაჭრო ბიზნესისა და სხვა წარმომადგენლებთან.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები სტუმრებს გააცნობენ კანონმდებლობის ახალ დეტალებს და  აღსრულების პირობებს: „მათ ექნებათ საშუალება დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით“.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ჯანდაცვის ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით, პირველი მაისიდან საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ადგილებში თამბაქოს მოხმარება იკრძალება.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/119222/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: