„ბათუმის“ მწვრთნელი: „დიდი მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს“

ბათუმის სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა  რუმინეთის გუნდთან, „ტიმიშოარა სარასენსისთნ“ „ბათუმის“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო ბიჭებს, მათ ზეიმი მოუტანეს დღეს ბათუმს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავდადებისთვის, ამ ჟინისთვის, რომ ბოლო წუთამდე, რა დავალებაც ჰქონდათ შესასრულებელი, ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და დასახული მიზანი რაც გვქონდა, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით ის შევასრულეთ. ვნახოთ …

 რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

ლილე მესხიძე, მე-10 კლასის მოსწავლე ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უფრო სწორად სკოლიდან. აჰ… სკოლა ხომ ყველასთვის საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძილია აღვწეროთ ჩვენი უსაყვარლესი, უმშვენიერესი სკოლა…. ჯოჯოხეთი. ვარ 15 წლის და, ჯერჯერობით, გამოცვლილი მაქვს 6 სკოლა. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მეორე სემესტრიდან ისევ უნდა შევიცვალო და სხვაგან გადავიდე. რატომ?… ეჰ, ჩემო …

20:17 – ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა

ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ ანგარიშით 20:17 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „ბათუმი“ „ფლეი ოფში“ მოხვდა და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.  

ავტოავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია სამი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებულთაგან ერთი ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი რეფერალურ საავადმყოფოში და ერთიც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში;  პაციენტებს აღენიშნებოდათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …

უშიშროების საბჭოს მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები – დისკუსია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საკონსტიტუციო ცვლილებები, უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები – ამ საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი დღეს, 16 დეკემბერს,  ბათუმის დემოკრატიის სკოლაში [EECMD], სკოლის კურსდამთავრებულებსა და მსმენელებს ესაუბრნენ. დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „როდესაც ფრონტის ხაზზე ვართ იდეოლოგიურ დონეზე, როდესაც …

თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს 37,5 მილიონ დოლარად შეიძენს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ანტისატანკო სისტემების შესაძენად 37 583 714 აშშ დოლარია საჭირო. სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობას ითხოვს. „შესყიდვის განხორციელების საკითხი დამოკიდებული იყო საქართველოსა და აშშ-ს მთავრობების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე; შესყიდვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ; შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებაა 37 583 714 აშშ დოლარი“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ …

ვოლდორფის საბავშვო ბაღის ინიციატორები ბათუმში საინფორმაციო შეხვედრას მოაწყობენ

2017 წლის 24 დეკემბერს ბათუმში ვოლდორფის ბაღის დაარსების ინიციატორები საინფორმაციო შეხვედრას მოაწყოვენ. შეხვედრა ბათუმში , ზვიად გამსახურდიას ქუშის # 1/5-ში  დილის 11:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. შეხვედრაზე დაგეგმილია ვოლდორფის პედაგოგიკის, როგორც თეორიული კურსის გაცნობა. შეხვედრის შუალედებში მოეწყობა ე.წ. მრგვალი მაგიდა – სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები თემის ირგვლივ. ბათუმში ვალდორფის ბაღის გახსნის იდეა თბილისის თავისუფალი …

რაგბი – ბათუმის„ბათუმი“ VS რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“

ამ წუთებში ბათუმის „რაგბი არენაზე“, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენსთან“ შესახვედრად ემზადება. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია. თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით „ფლეი ოფში“ მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.      

შარაბიძეების დასახლებაში ეკალ-ბარდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, მდინარე ჭოროხის პირას რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა. საგანგენო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფრომაციით ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. მაეხანძრეების თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.  

2,2 მილიონი ლარი აჭარაში მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გადმოაცხადა. 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში აჭარის ტერიტორიაზე მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებისთვის 2 211 368 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების თანახმად „ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის …

კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ბათუმში დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ერთსართულიანი, აგურით ნაშენი ისტორიული სახლის ბედი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ გადაუწყვეტიათ. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ამ სახლის დემონტაჟის სანაცვლოდ ახალი, რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ წინადადება ერთხელ უკვე განიხილა და უარი თქვა. უარის თქმის მოტივად ზონალური საბჭოს სხდომაზე ახალი პროექტის სიმაღლე დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის დანგრევის შესაძლებობა განიხილება. საბჭოს …

373 ძეგლი აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მონაცემები დააზუსტა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობა დაასრულა. სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში სულ 373 ძეგლია, აქედან 248 მდებარეობს ბათუმში, ხელვაჩაურში – 26, ქედაში – 41, ქობულეთში – 34, ხულოში – 14, შუახევში – 10. სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, მუშაობისას გამოიკვეთა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით: ეს იყო დუბლირებები, როცა …

საახალწლო ნაძვის ხის ოცი იდეა

ნაძვის ხის აწყობა აუცილებელი საახალწლო რიტუალია. უმრავლესობა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვს და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის  მორთვაში. ხელოვნური ნაძვი, რომელიც ბუნებრივს ჰგავს, დიდია და ლამაზი, საკმაოდ ძვირი ღირს. თუ ფიქრობ, რომ დღესასწაული მალე გადის და ხელოვნურ …

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2 549 330 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 80 პროცენტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაცია სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს, მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას. რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე …

დავა ბულვარში გორდეზიანის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით

მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება ბათუმის ბულვარში მოქანდაკე ირაკლი წულაძის ესკიზის მიხედვით უნდა დაიდგას. ესკიზი და ხარჯთაღრიცხვა „ბათუმის ბულვარმა“ კონკურსის გზით 7 მონაწილეს შორის შეარჩია და 4200 ლარად შეისყიდა. ქანდაკების დამზადება-განთავსებაზე ცალკე ტენდერი გამოცხადდა, სადაც მხოლოდ შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ მონაწილეობდა, რომელიც ქანდაკების განთავსებას ბულვარს 103 741 ლარად სთავაზობს. „დეკორაციების და ქანდაკებების სახლთან“ ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე …

რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი

დღეს, 15 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის  პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა ჩართულობა შშმ პირების უფლებების ეფექტურად განხორციელების პოლიტიკის ფორმირებაში. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერიის სოციალური განყოფილებების, ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა, ისაუბრა პროექტის …

ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ. „ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს …

ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად  ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა. ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს …

აჭარის განათლების სამინისტრო 97 ათას ლარად ორ მსუბუქ ავტომობილს შეიძენს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორი მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 97 200 ლარი აქვს გამოყოფილი. ავტომობილებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 21 დეკემბერს დასრულდება. ავტომობილები, ტენდერში გამარჯვებულმა, სამინისტროს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2017 წლის გამოშვების, …

შსს: სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ს.ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 204 აბი და ნატეხები, ასევე, ჰეროინის შემცველი 0,1061 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის …

ბსუ-ში ოთხი დეკანი მეორე ვადით აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები დასრულდა.   ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ოთხივე ფაკულტეტზე რეგისტრირებულმა კანდიდატებმა საჭირო რაოდენობის ხმა მიიღეს. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხმის მიცემის უფლების მქონე 92 ამომრჩევლიდან არჩევანი 84-მა ამომრჩეველმა გააკეთა, 7 ბიულეტენი გაბათილდა, 77 – მა ამომრჩეველმა კი მარინე გიორგაძეს მისცა ხმა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  რეგისტრირებული 76 ამომრჩევლიდან …

მახვილაურის ახალი სკოლისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული

მახვილაურში ახალი საჯარო სკოლა 2018-2019 წლებში უნდა აშენდეს. არსებული სკოლის შენობა, ავტობანის მშენებლობის გამო დაინგრევა.  აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლის პროექტი შესყიდულია და მშენებლობა მომდევნო ორ წელზეა გაწერილი. სკოლის მშენებლობისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.  როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა ავტობანის მშენებლობამ განაპირობა. „ავტობანი გადის არა სკოლის ტერიტორიაზე, არამედ …

ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ, საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. „პუშკინის ქუჩის 141 ნომერში იყო გამოძახება. სასწრაფო დახმარების ბრიგდას დაახლოებით 57 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა. ის, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია

სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის წინასწარი მონაცემებით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილზე არსებული სახლი დასანგრევია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალაშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომელიც, როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, ექსპერტიზის მონაცემების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის …

ექსპერტი: უკეთესია, აფეთქებული სახლის დემონტაჟი მოხდეს

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის შეფასებით, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, სადაც  10 დეკემბერს აფეთქება მოხდა, სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სამმართველოს სპეციალისტის, გიორგი მარჯანიძის თქმით, სახლის რეაბილიტაცია ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება. „დავათვალიერეთ სახლი, სავარაუდოდ, სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან მისი რეაბილიტაცია ბევრად უფრო ძვირი იქნება. ამიტომ უმჯობესია ახლის აშენება. ოფიციალური დასკვნა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიდება, რომელსაც …

ადვოკატი: ბათუმის სასამართლოში ჩემი მტკიცებულებები გააქრეს

მოქალაქე ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები საქმეში აღარ არსებობს. მას ოჯახში ძალადობას ედავება პროკურატურა. ირაკლი ზაქარიაძე ადვოკატია, მაგრამ ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს. „მოსამართლე ირაკლი შავაძეს გასული წლის ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე მე და ჩემმა ადვოკატმა გადავეცით მტკიცებულებები და შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ მისი დასაშვებობა განხილულიყო. შემდეგ სხდომაზე ირაკლი შავაძეს …

„აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“ – პრეზენტაციის ანონსი

2017 წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია – „აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. მოქმედი აქტებით შეუძლებელია აჭარაში მდებარე უძრავი ძეგლების რაოდენობის დადგენა, ასევე ძეგლების შესახებ ბრძანებებში ფიქსირდება მთელი რიგი უზუსტობები, ხოლო ძეგლების შესახებ არსებული ინფორმაცია არ იძლევა მათი ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნული პრობლემატიკის გადასაჭრელად სააგენტომ ჩაატარა შესაბამისი …

მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ზაფხულში შეძენილი სასმელი წყლის მილები ამ დრომდე ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული. ქედის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ საჭირო ოდენობის მილებს მოსახლეობას ინდივიდუალურად მხოლოდ მას შემდეგ დაურიგებენ, როდესაც მოსახლეობა მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მილებს მოსახლეობას არ დაურიგებს. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, …

ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო” ბათუმში

გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძიძის ქუჩის 56 ნომერში, ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო“ გაიხსნა. ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, ორიგინლური ნაძვის ხის სათამაშოების გარდა „პინოქიოში“ სანათებს, ბრელოკებსა და სხვადასხვა დეკორატიულ, საყოფაცხოვრებო ნივთს შეიძენთ. თუ სასურველი ხის სათამაშო უკვე წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ მსგავსს  ვერ იპოვით, შეგიძლიათ  სასურველი ფორმისა და ზომის ნივთი იქვე, მაღაზიაში …

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სახლს იშენებს

ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. ადგილზე მშენებლებმა წარმოგვიდგინეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2017 წლის 26 ნოემბერს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ახლა მშენებლობა …

განათლების სამინისტრო: სკოლებში არსებული ხარვეზი კომპანიებმა უნდა აღმოფხვრან

აჭარის განათლების სამინისტრომ განმარტება გააკეთა დღეს, 14 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა. სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ჯემალ სურმანიძის განცხადებით, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია  2005 წელს განხორციელდა, თუმცა ამ დროისათვის სკოლა ისევ  გასარემონტებელია. „2015 წელს ჩვენ მიერ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტულ დარბაზში, …

სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 117 მილიონი ლარი დაიხარჯება – ხელშეკრულება დადებულია

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი ბათუმში დღეიდან 34 თვეში უნდა ააშენოს. ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარი და 56 თეთრია, თუმცა, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას …

ნესტიანი და გათბობის გარეშე დარჩენილი სკოლები – ბრიფინგი ენმ-ს ოფისში

დღეს, 14 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ასმათ დიასამიძემ, ქობულეთის ოთხი საჯარო სკოლის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა. ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტომასალა, რომელიც ამ სკოლებში იყო გადაღებული. „დღეს წარმოვადგინეთ ოთხი საჯარო სკოლის შედეგები, სადაც სავალალო მდგომარეობა ვნახეთ. ეს სკოლები 2014-2015-2016 წელებშია გარემონტებული, თუმცა  ამ  სკოლებში მაინც მძიმე მდგომარეობაა. მაგალითად, კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში 2017 წელს …

ქობულეთში გაუჩინარებული ბიჭის ფოტოებს ოჯახი ქუჩებში ავრცელებს

ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის გოგი დოლიძეს ეძებენ. მე-11 კლასელი ბიჭი 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ. დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ინფორმაცია და ფოტოსურათი გაუჩინარებული ბიჭის ძებნის შესახებ. გაუჩინარებული გოგი დოლიძის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ძებნის შესახებ ბათუმის გარდა თბილისში, ქუთაისსა და ლანჩხუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს. „რამდენიმე პირი დაგვიკავშირდა და …

ბსუ-ს ოთხ ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები უკონკურენტოდ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები მიმდინარეობს. დეკანს უნივერსიტეტის ოთხ ფაკულტეტზე უკონკურენტოდ ირჩევენ, რადგან ოთხივე ფაკულტეტზე მხოლოდ თითო კანდიდატია დარეგისტრირებული: განათლების ფაკულტეტზე – მადონა მიქელაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე – მარინა ქორიძე, ფიზიკა – მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – გულადი ფარტენაძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტეზე – მარინა გიორგაძე. ოთხივე მათგანი მოქმედი დეკანია, …

ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსაცდელი დაშლილია

ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქეოლოგიური მუზეუმის წინ, მოსაცდელი დაშლილია. თვითმხილველების თქმით, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია მოსაცდელის დაზიანების შესახებ პოლიციაში არ შესულა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოსაცდელი ჭავაჭავაძის ქუჩაზე კომპანია „ალმას“ ეკუთვნის და ის დაზიანებულ მოსაცდელს შეაკეთებს.

Exit mobile version