ვინ ისარგებლა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალური დაცვის პროგრამებით 2 683-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ოფიციალური ინფორმაციით, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით  625-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით – 257-მა ბენეფიციარმა, გაიცა 1850 ვაუჩერი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით 700-მა  ბენეფიციარმა ისარგებლა, გაიცა 3466 ვაუჩერი. სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამით …

მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ამ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა იწმინდება და საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად აღდგება. „გზის გაწმენდა მიმდინარეობს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ არის, საუბარია მხოლოდ საუბნო გზაზე, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, აქ მეწყერი ორი დღის …

გირჩების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

28 დეკემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი  გირჩების გამოფენას  მოაწყობს. „გამოფენა ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება გირჩების მრავალსახეობა და ასევე გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, რომელთა შეძენას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს“. ადმინისტრაციის განცხადებით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი  არის ჩაქვის მხრიდან (მე-3 სალარო). გამოფენაზე დასწრება უფასოა.

დაკიდული ნაძვის ხე ბულვარში

ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა  148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. …

ზურაბ პატარაძე საქართველოს ელექტროსისტემის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურ „ბათუმი-220“-ზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ამარაგებს. 2017 წელს, ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს …

ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს. „მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან …

საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღეს აღნიშნავს. საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში გუშინ, საღამოს,  22:00 საათზე დაიწყო. პასტორმა ვარლამ რამიშვილმა შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შობა ეს არის ღვთიური საიდუმლო, რომლის არსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული. „პავლე მოციქული ღმერთის ხორცში გამოჩენას დიდ სასწაულს უწოდებს. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, ეს სასწაულია, რომელიც საიდუმლოდ …

ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია …

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი: ჩვენ გამოვხატეთ თანაგრძნობა

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო წირვის დიდი ნაწილი ბათუმელმა კათოლიკეებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს: „ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან …

ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ აღავლინეს

ხვალ, 25 დეკემბერს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს. დღეს, ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია …

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს – ბათუმის მერია ფოტორეპორტაჟს გამოეხმაურა

ბათუმის მერია „ბათუმელების“ ფოტორეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელზეც იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული ტერიტორია იყო ასახული. მერიაში განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ უკვე აცნობეს შესაბამის სამსახურს და ტერიტორია დასუფთავდა.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა თბილისში გაიმართება [ანონსი]

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, „ფაბრიკაში“,  ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ გაიმართება. ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს.  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული …

ხვალ ბათუმში მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

ხვალ, 25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს …

ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე

ჯუმბერ ალიმოვი 19 წლისაა და ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს. ის ამ დასახლებაში პირველი ბოშაა, ვინც საჯარო სკოლას ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. ჯუმბერს იურისტობა უნდა. ბოშების უფლებები უნდა დავიცვა და საჭიროა კანონების ცოდნაო, – ამბობს ის. ჯუმბერი არ არის ერთადერთი, ვინც ქობულეთის ბოშათა დასახლებაში გეტყვით, რომ იურისტობა სურს. ქუჩებსა თუ ეზოებში მოთამაშე სხვა ბოშა ბავშვებიც …

შსს: მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში, 23 დეკემბერს, მამა-შვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა გუშინ ბათუმში, თამარის დასახლებაში მოხდა. მამა-შვილს ჭრილობა დანით მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

ნაგავსაყარი იუსტიციის სახლთან ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.  

რატომ ევროპა? – იმიტომ, რომ არჩევანის გაკეთება ჩვენ შეგვეძლოს

ივერი შაინიძე, მე-11 კლასის მოსწავლე რატომ ევროპა და არა რუსეთი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაა საჭირო ევროპის ისტორიისა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა. უბრალოდ, საჭიროა ობიექტური თვალით შევადაროთ არსებული დემოკრატიული რეალობა რუსეთსა და ევროპაში. შედარების შემდეგ დავრწმუნდებით, რომ ევროპა დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე რუსეთი. დღეს საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, თუ …

რატომ ევროპა? – ვისწავლოთ როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო

შოთა მორთულაძე, სტუდენტი „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა. რა არის ევროპა? რა ღირებულებები გააჩნია მას? რას გვთავაზობს ის? კითხვები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოების ნაწილმა პასუხი არ იცის და არც სურს, რომ გაიგოს, ვინაიდან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ღირებულებებითა და იდეოლოგიით …

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი მამა-შვილი გადაიყვანეს. მამა-შვილს ჭრილობა დანით აქვთ მიყენებული. მათ ოპერაცია უტარდებათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ბენზეს დასახლებაში. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები“.      

კიდევ 10-მდე ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

ხეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გააქვთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ზენითისა და ალამბრის საზღვარზე მდებარეობს. მიწა, საიდანაც ხეებს იღებენ, ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაა, ანუ სახელმწიფო საკუთრებაა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელში უთხრეს. შესაბამისად, ორივე სოფლის ოფიციალურ პირებს ვკითხეთ, რა დოკუმენტის საფუძველზე თხრის კომპანია ხეებს და რა თანხის სანაცვლოდ. მათ თქვეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ …

8 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, მდგომარეობა სტაბლურად მძიმეა

„ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დროისთვის ქუთაისში, ინტერვენციულ ცენტრში გადაყვანილი“, – გვითხრა ბობოყვათის სკოლის დირექტორმა გია ქათამაძემ. ბობოყვათის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მეორე კლასელი ბიჭი თავის თანატოლებთან ერთად ცოტა ხნის წინ ქობულეთიდან სახლში, ბობოყვათში ბრუნდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. „ბავშვები, 50-მდე ბავშვი ქობულეთში კონცერტზე იყო წასული. მასწავლებელიც ახლდათ თან. უკან როცა დაბრუნდნენ …

წამყვანი მასწავლებლის ხელფასზე დანამატი 2018 წელს 700 ლარი იქნება

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს მენტორ-მასწავლებლის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, არსებულ ხელფასზე იქნება 1000 ლარი, წამყვანი მასწავლებლის კი, ასევე სრული დატვირთვის შემთხვევაში – 700 ლარი. აღნიშნული ინფორმაცია “ბათუმელებმა” საქართველოს განათლების სამინისტროსგან ოფიციალურად მიიღო. 2018 წლიდან მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატი რომ გაეზრდებოდა, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 20 დეკემბერს …

ვინ მიიღებს პრემიას საახალწლოდ აჭარის მუნიციპალიტეტებში

პრემიის გაცემის რაოდენობითა და პროცენტულობით აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ლიდერობს. აქ, ამ დრომდე, პრემია ოთხჯერ გაიცა, ოთხივეჯერ სახელფასო სარგოს 100%-ით. პრემიას ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საახალწლოდაც აიღებენ, ისევ ხელფასის 100%-ის ოდენობით, ანუ ხელვაჩაურში წლის განმავლობაში პრემია ხუთჯერ გაიცემა. ხელვაჩაურის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, სახელფასო სარგოს 100%-ის ოდენობის …

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 355 მილიონი ლარი

355 მილიონი ლარია აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი. გასულ წელთან შედარებით 19 მილიონით გაიზარდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება. გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 26 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს 45 მილიონი ლარი იქნება. მათ შორის მომავალ წელს მილიონი ლარი მოხმარდება რეგიონის საინვესტიციო პრომოუშენს. 3 მილიონ 270 000 ლარით დაფინანსდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, …

ქუბები პრემიერ-მინისტრის გინებაზე

20 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას აგინა. პარლამენტში სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა მწვავე კამათი კვირიკაშვილსა და მელიას შორის. აქამდე მშვიდი პოლიტიკოსის იმიჯის მქონე გიორგი კვირკაშვილის გინებას ინტერნეტში ქუბებით და სახალისო ფოტოებით გამოეხმაურნენ.        sometimes melia makes him mad

ბათუმელი ანა დიასამიძის გზა ეროვნულ ნაკრებამდე

საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ფრენბურთის გუნდ „ბათუმის“ წევრი ანა დიასამიძე ბათუმში 2017 წლის წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს. ანა მე-12 კლასის მოსწავლეა. „ბათუმელებთან“ თავად ანა ყვება, როგორი იყო მისი სპორტული გზა. ანა, 2017 წლის წარმატებული სპორტსმენი გახდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება? ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულით. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.  …

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს. ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. …

ძალა ერთობაშია, ერთობა კი – ევროპაში

დათო ჯინჭარაძე, მე-12 კლასის მოსწავლე სახელი „ევროპა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ევროპა ფინიკიის მეფის ასული იყო, რომელიც ზევსმა ევროპის მამას  მოსტაცა. ბერძნულ ევროპასა და ევროპის კონტინენტს, სახელის გარდა, ბევრი საერთო რამ ახასიათებთ. ისევე როგორც ქალიშვილი ევროპა, ევროკავშირიც ბევრი მითითაა მოცული და ფინიკიის მეფის მსგავსად, ის საქართველოსაც მოსტაცეს. როგორ მოგვტაცეს ევროპა? ვინ წაგვართვა ევროპელობა? …

რატომ ევროპა – ერთი სული მაქვს საქართველოც ასე განვითარდეს

ნინა თურაძე, მე-7 კლასის მოსწავლე პირველი წლები სკოლაში, უბრალოდ, საშინელება იყო. ერთი ახალგაზრდა დამრიგებელი გვყავდა, ქალი. ამ ქალის დამსახურებაა, რომ  ჩვენ – მის მოსწავლეებს გაგვიჩნდა ბევრი კომპლექსი. ბავშვები ვერაფერს ვბედავდით. საერთოდ ვერაფერს. და ძალიან გვეშინოდა (თითქმის ყველა მასწავლებელი ასეთი იყო). ერთი ბიჭი გვყავდა კლასში, ამ მასწავლებელმა ეს ბიჭი უბრალოდ ამოიჩემა – სულ ეუბნებოდა, მიდი კითხვა …

სვლა ევროპისკენ

ლანა კაპანაძე, სტუდენტი ,,ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს… იმათ ბევრი უშრომიათ ბევრი უმეცადინებიათ, ბევრნაირი საცადი უსინჯავთ, სანამ ახლანდელ თავიანთ მდგომარეობას, მღიმარე ბედს მოიპოვებდნენ“, – წერს ნიკო ნიკოლაძე 1871 წელს,[1] ; „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესობისა და წარმატების წყარო, ჯერჯერობით, დასავლეთი ევროპა არის“[2] – ამბობს სერგეი მესხი. …

ვინ იმღერებს ახალ წელს ბათუმში 25 დეკემბრიდან 2 იანვრამდე

საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებით მორთულ ევროპის მოედანზე სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და შემსრულებლების კონცერტებს დაესწრონ.  მათ შორის იქნებიან ჯგუფები: Groovephonics-ი,  Saund Lab-ი, Sea Side, Strowberry  filds-ი, Fourth Season-ი, asea sool-ი, ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band-ი და Geoplanet-ი. 29 …

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ექვსი შენობის ადაპტირებას გეგმავს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ექვსი შენობის სრულ ადაპტირებას გეგმავს. დაგეგმილია ბათუმის მუსიკალური ცენტრის, ხელოვნების მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და მისი ფილიალის – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის, ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლისა და ბათუმის თოჯინების თეატრის ადაპტირება. შენობების ადაპტირებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც განათლებისა და კულტურის …

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ბათუმში [ფოტო]

ბათუმის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. ბათუმის 2017 წლის წარმატებული სპორტული კლუბებისა და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალს აჭარაში მოქმედი თითქმის ყველა სპორტული კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა. საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ რაგბში, ჭადრაკში, ცხენოსნობაში,  ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, წყალბურთში, კალათბურთში, ავტორბოლასა და ფიგურულ სრიალში. გთავაზობთ გამარჯვებულთა დაჯილდოების ამსახველ ფოტორეპორტაჟს.                        

გიორგი, სანტასთვის მიწერილი წერილის ავტორი: ჩემს ხუთი წლის დას დაეხმარეთ

„მე ვარ გიორგი, ..მინდა სასკოლოდ თბილი ჩასაცმელი ჩემთვის..“ – ბოლო დღეებში პატარა გიორგი ბერიძის წერილმა ფეისბუქზე ბევრს აუჩუყა გული. წერილში გიორგი სასკოლო თბილ ჩასაცმელს, და-ძმისთვის – ტკბილეულს, დედისთვის  – მაცივარს, მამისთვის კი, სათვალეს სთხოვდა სანტას. „ბათუმელებმა“ წერილის ავტორი, გიორგი იპოვა. გაირკვა, რომ წერილი შარშანდელია, გიორგი ახლა 11 წლისაა და წელს განსხვავებული სურვილები აქვს. ახლა მას ველოსიპედი …

ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“ – რატომ ევროპა?

თინათინ გიორგაძე, მასწავლებელი საქართველო ევროცენტრული ქვეყანაა. ჩვენი ევროპულობის უტყუარი ნიშანი „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ეყრდნობა არა მარტო ბიბლიურ ცოდნასა და ევროპულ ცივილიზაციას, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ფილოსოფიურ წარმოდგენას – ანტიკურობისა და ქრისტიანობის შერწყმას. მწამს აღნიშნული (მასწავლებელი ვარ) და არაერთი სასწავლო პროექტი განმიხორციელებია მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გაცნობა-ამაღლების მიზნით, რამაც, იმავდროულად მომცა საშუალება, ჩავღრმავებოდი საკითხს, განმეხილა კოლეგებთან ერთად …

შემოქმედებითი ინკუბატორები და თეატრალური ფესტივალი – კულტურის ბიუჯეტი მილიონ 818 900 ლარით განისაზღვრა

2018 წლის  აჭარის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი 1  მილიონ  818 900  ლარით განისაზღვრა. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ორი სრულიად ახალი ქვეპროგრამა ჩადებული. პირველი ქვეპროგრამა  შემოქმედებითი ინკუბატორების ხელშეწყობას გულისხმობს, მეორე კი თეატრალური ფესტივალის ორგანიზებას, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. „შემოქმედებითი  ინდუსტრიების  განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის …

Exit mobile version