„სისხლის უანგარო დონორები“ მუშაობას აჩერებენ

ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორები“ მუშაობას აჩერებენ. ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს, 30 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუქზე. ორგანიზაცია 2021 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში უსასყიდლოდ გასცემდა სისხლს. „ორგანიზაცია აერთიანებდა 6 000-ზე მეტ პოტენციურ დონორს, უანგაროდ სისხლგაღებულ 4000-ზე მეტ ადამიანს და რაც მთავარია, 3 500-ზე მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს. ამ ყველაფრის უკან, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ადამიანები იდგნენ დიდი …

„ცალკეულ მონაკვეთებზე სპეციალური მოძრაობის რეჟიმია დაწესებული“ – გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  სპეციალური მოძრაობის რეჟიმია დაწესებული. „ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 206 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 477 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 841 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 35 589 …

პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლის ქართულ-ამერიკული ბაღი მოგების გარეშე

ნინო ბალავაძე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე ის 2024 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში მუშაობდა უფროს სპეციალისტად. ორივე თანამდებობაზე მუშაობის დროს, მან გასულ წელს, ხელფასის სახით, 32 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამავე პერიოდში, ანუ საჯარო სამსახურებში მუშაობის პარალელურად, ის კერძო სექტორშიც იყო …

როგორ იბრძვის „სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიის გადასარჩენად

„სინათლე” ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანები დადგნენ ჟურნალისტების გვერდით“, – ამბობს „სინათლე მედიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ქავთარაძე. „სინათლე მედია“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ცდილობს საზოგადოების მობილიზებას თავისუფალი მედიის გადასარჩენად. როგორ მუშაობს „სინათლე“, რომელიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გადასარჩენად შეიქმნა? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ქეთევან ქავთარაძეს. ქეთევან, რამდენიმე დღის წინ „სინათლე …

„დაგლეჯილი შარვალი სასამართლოს ეზოში დამიბრუნეს“ – გორში დაკავებული აქტივისტის საქმე

„ვითხოვთ სამართლიანობას! ვითხოვთ ვახო ფიცხელაურის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ვახოზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა ბზიშვილი. იგი გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცოლია. დღეს, 29 დეკემბერს, გორის სასამართლოში გამართული პროცესის პარალელურად, მოქალაქეები ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ვახო ფიცხელაური პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა გორიდან. ვახო …

რატომ ვერ დაიცვა ივანიშვილმა ფარცხალაძე ამჯერადაც? – ეს არის გარკვეული ხარკი კრიმინალთან | ინტერვიუ

„ივანიშვილს, როგორც ჩვეულებრივ მაფიოზს, აქვს კრიმინალების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია და ზედ დამატებული, ასევე საკმაოდ კრიმინალიზებული რელიგიური ინსტიტუტის კურთხევა… ივანიშვილმა სახელმწიფო ჩაანაცვლა კრიმინალურ-მაფიოზური სინდიკატით. ყველა ეს გადაწყვეტილება ახლა ამის თვითაღიარება და ლუსტრაციაა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაზე ვესაუბრეთ: „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორს „ოცნება“ განზრახ მკვლელობის შეკვეთას ედავება. „ივანიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ აქვს …

ხვალ რიკოთის ახალი გზა გაიხსნება

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობა დასრულდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ დასრულებული გზის პრეზენტაცია, დღეს, 29 დეკემბერს მოაწყო. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, რიკოთის ახალ, 52-კილომეტრიან, ოთხზოლიან ჩქაროსნულ გზაზე მოძრაობა ხვალ, 30 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში გაიხსნება. რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 კილომეტრი და 800 …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 36 115 პირია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე, რეგისტრირებულია 36 115  ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 62 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 36 053 პირი. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით ავტომატურ რეჟიმში სულ …

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრაზე 623 ათას 356 ლარით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სახელმწიფო შპს-მ,  „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად საწყისი სატენდერო ფასი გაცილებით დაბალი – 523 ათას 367 ლარია. „ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების …

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის საახალწლო შეთავაზებები კვლავ არ დასრულებულა. მხოლოდ 30 დეკემბერს, გალერია თბილისის შერჩეულ ობიექტებში, თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათით გადახდისას, თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებთ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature, TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე გაეცანით გალერია …

ავდრის მიუხედავად ქუთაისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს – გადაიდო მხოლოდ ერთი რეისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”. “დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა,” – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აეროპორტის ინფორმაციითვე, იმის გამო რომ დღეს, 29 დეკემბერს, თბილისიდან ბათუმის …

თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ქუთაისთან ახლოს, ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული. როგორც “ბათუმელებს” რკინიგზის ცხელ ხაზზე უთხრეს, მატარებელი ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ამ ეტაპისთვის [14:20 წუთი] უცნობია როდის განაგრძობს გზას მატარებელი. “ველოდებით ჩვენც განახლებულ ინფორმაციას,” – უთხრეს “ბათუმელებს” ცხელ ხაზზე. განახლება: საქართველოს რკინიგზამ მატარებლების შეფერხებით მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: “იმერეთი-გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი …

დენის ტარიფის გაზრდა სავარაუდოდ სამი თვით გადაავადეს

დღეს, 29 დეკემბერს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია [სემეკი] დენის ტარიფის გაზრდაზე მსჯელობს, თუმცა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დენის ტარიფის გაზრდა, სავარაუდოდ, გადავადდება სამი თვით. „ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 …

ბათუმში 7 პირი დააკავეს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით და 12 ობიექტი დახურეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით …

„ოცნებასთან“ დაახლოებულმა ადიგენელმა ბიზნესმენმა სახელმწიფო შესყიდვებით 16 მლნ ლარი იხეირა – TI

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის მკვიდრს, ჯაბა ჩხიტუნიძეს, რომელიც  2012 წელს, ძმასთან ერთად, საკუთარ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისს ხელმძღვანელობდა (და ოფისიც საკუთარ სახლში ჰქონდათ გახსნილი), სახელმწიფოსგან ჯერ 29 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა პირდაპირი პრივატიზების ფორმით მიიღო, შემდგომ სახელმწიფომ საწყობის ასაშენებლად – 497,961  ლარი, ნარგავებისთვის – 70,000-მდე ლარი და ოთხი შეღავათიანი აგროკრედიტი – 103,551 ლარის ოდენობით დაუფინანსა. ამის შესახებ …

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს – მათ 20 წლამდე პატიმრობა ელით

შს სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა“ – წერს შსს. ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

სამი რამ, რაც 2026 წელს გამარჯვების წლად აქცევს

ავტორი: დათო ჯინჭარაძე, პოლიტიკური აქტივისტი, ბრიტანული „Newspeak House“-ის პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარი. ___ სხვებივით, მეც მომიწია ყოველდღიურობის მიტოვება და რუსთაველზე გამოსვლა. მეც მქონდა იმედი, რომ რეჟიმს 2024 წელსვე მოვიტოვებდით, მაგრამ ერთი წლის თავზე ახალ წელს ისევ ქუჩაში ვხვდებით – 124 პოლიტპატიმრით, დაღლილი თანამებრძოლებით, მომავლის ბუნდოვანი ხედვით და ბევრი იმედგაცრუებით – ვინც ერთ დროს იმედს და ხედვას …

“ოცნების” ყოფილ გენერალურ პროკურორზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. დღეს, 29 დეკემბერს, შსს-მ სწორედ ოთარ ფარცხალაძე დაასახელა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად. შსს-ს თქმით, მათ მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით  მკვლელობა. „ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 205 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 472 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 837 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 35 570 …

რა ხდება გზებზე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში – დეპარტამენტის გაფრთხილება

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების …

მოსალოდნელია ნალექი, შტორმი, მეწყრული პროცესები – სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით: „29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს …

ფინეთში სამხედრო რეზერვისტთა ასაკი 65 წლამდე იზრდება

2026 წლიდან ფინეთში სამხედრო რეზერვისტების ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე იზრდება. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ცვლილების შედეგად  წვევამდელები რეზერვში დარჩებიან, წოდების მიუხედავად, მანამ, სანამ 65 წლის გახდებიან. ფინეთში აქამდე სარეზერვო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი 50 წელი იყო რიგითი წოდების მქონე პირებისთვის და 60 წელი – ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრებისთვის. ხუთ წელიწადში ფინეთის სარეზერვო ძალებში მყოფი პირების რაოდენობა …

2 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება არასტანდარტული მანდარინისთვის სარეზერვო ფონდიდან

„ოცნების“ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონ 600 ათასი ლარი გამოუყო აჭარას არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის.  განკარგულებას ხელი „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 26 დეკემბერს მოაწერა. „2025 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც 2025 წელს ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 (ერთი) კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, …

დღეს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება – რა ვიცით?

დღეს, 28 დეკემბერს, აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება – მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის  შემუშავებაა. მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფება. უკრაინის დელეგაციაში არიან: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, …

ბათუმში ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად 2,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სანაპირო ზოლის დასაცავად უნდა მოეწყოს ხელოვნური პლაჟი, რისთვისაც ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებენ და ახალი ბულვარის მიმდებარედ შეიტანენ. ტენდერის ფარგლებში, 2026 წელს, 110 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა, ხრეში, უნდა შეიტანონ პლაჟზე. ხრეშის შეტანა, პროექტის მიხედვით, ორ ადგილზეა დაგეგმილი: აეროპორტის …

„არ არის საჭირო შიში, რომ რუსეთი ვინმეს დაესხმება თავს“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „თავს არავის დაესხმება“, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, „პასუხი იქნება გამანადგურებელი“. ამის შესახებ ლავროვმა რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და ასე გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების განცხადებას რუსული საფრთხის ზრდის შესახებ. „იმ გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის ევროპაში, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს აჩვენებენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ არის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში თოვა. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი გაძლიერდება 17-22მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 204 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 469 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 831 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 35 557 …

ფულად ჯილდოს მიიღებენ გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლები – კობახიძის განკარგულება

2025 წელს შექმნილი სსიპ-ის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ფულად ჯილდოს გადასცემენ – „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 25 დეკემბერს მოაწერა. „მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, სააგენტოს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო – საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ სამ თანამშრომელზე 21 3316 ლარის ოდენობით, …

შუახევის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა. „ბათუმელები“ ესაუბრა სოფელში შუახევის მერის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ – არსებული მონაცემებით 14 ოჯახი გააფრთხილეს, დატოვონ საცხოვრებელი სახლი მოსალოდნელი საფრთხის გამო.  „გვითხრეს, რომ სპეციალისტების პასუხი მალე იქნება“ – გვითხრა ვახტანგ ნაკაშიძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭვანაში. მისი თქმით, …

ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა დახურეს – მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

დღეს, 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოთხოვნით დახურეს სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა. მანამდე სხდომა დაატოვებინეს მის ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც, რომლის სტატუსი საქმეში — მოწმეა თუ ბრალდებული — მხარეების თანახმად, განსაზღვრული არ არის. ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 203 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 464 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 823 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 35 542 …

რა ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას

პროკურატურამ ბაჩანა [ბაჩო] ახალაიას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბაჩო ახალიას ბრალს დებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ვერსიით: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების …

„უკრაინელებმა შეძლეს პუტინის პოლიტიკური დამარცხება კუპიანსკში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსებს გზებზე ჰქონდათ განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და მოლოდინის რეჟიმში მყოფი დრონები, ე.წ. „ჟდუნები“. უკრაინელებმა გამოიყენეს გამნაღმველი ჯავშანმანქანები კოლონების სათავეში, რომელსაც ჰქონდა გამნაღმველი ტრალი. ამან საშუალება მისცა ტექნიკას სწრაფად და დანაკარგის გარეშე მიახლოებოდნენ იერიშზე გადასვლის ზღუდეს. სწორედ „აბრამსების“ ძალიან ეფექტიანი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებით, უკრაინული ჯავშანმანქანები პირდაპირ მიადგნენ სახლებს, სადაც იყვნენ გამაგრებული რუსები,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ …

„ახალი წლის წინ უსამსახუროდ დამტოვეს“ – მარტოხელა დედის პროტესტი აჭარის მთავრობასთან

დღეს, 26 დეკემბერს, უსახლკარო, მარტოხელა დედამ, მზია მეგრელიშვილმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. მზია მეგრელიშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მზია ორი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან. ხელვაჩაურის მერიამ იგი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაასაქმა ინსპექციაში კონტროლიორად. „8 დეკემბერს დამიბარეს და მითხრეს, რომ ვეღარ გააგრძელებდნენ ჩემთან …

Exit mobile version