მთავარი,სიახლეები

ფინეთში სამხედრო რეზერვისტთა ასაკი 65 წლამდე იზრდება

28.12.2025
ფინეთში სამხედრო რეზერვისტთა ასაკი 65 წლამდე იზრდება

2026 წლიდან ფინეთში სამხედრო რეზერვისტების ასაკობრივი ზღვარი 65 წლამდე იზრდება.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ცვლილების შედეგად  წვევამდელები რეზერვში დარჩებიან, წოდების მიუხედავად, მანამ, სანამ 65 წლის გახდებიან.

ფინეთში აქამდე სარეზერვო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი 50 წელი იყო რიგითი წოდების მქონე პირებისთვის და 60 წელი – ოფიცრებისა და უნტერ-ოფიცრებისთვის.

ხუთ წელიწადში ფინეთის სარეზერვო ძალებში მყოფი პირების რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.

„ფინელი რეზერვისტების რაოდენობა 2031 წელს დაახლოებით ერთ მილიონს მიაღწევს. ეს და ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად მიღებული სხვა ზომები იმის სიგნალია, რომ ფინეთი უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას ახლა და მომავალში“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, სკანდინავიის ქვეყნებმა, მათ შორის ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე შეიტანეს განცხადება. 2023 წლის აპრილში, ფინეთი, რომელსაც რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ევროკავშირში, ნატო-ს 31-ე წევრი გახდა.

__________________

ფოტოზე: ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: