მთავარი,სიახლეები

თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული

29.12.2025 •
თბილისი-ბათუმის მატარებელი ბროწეულაშია გაჩერებული

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ქუთაისთან ახლოს, ბროწეულას რკინიგზის სადგურშია გაჩერებული.

როგორც “ბათუმელებს” რკინიგზის ცხელ ხაზზე უთხრეს, მატარებელი ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.

ამ ეტაპისთვის [14:20 წუთი] უცნობია როდის განაგრძობს გზას მატარებელი.

“ველოდებით ჩვენც განახლებულ ინფორმაციას,” – უთხრეს “ბათუმელებს” ცხელ ხაზზე.

განახლება:

საქართველოს რკინიგზამ მატარებლების შეფერხებით მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
“იმერეთი-გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია.
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული,” – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: