ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ – თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის

ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ …

ეთნიკური უმცირესობების მიღება ქართული ენის პროგრამაზე და უნივერსიტეტებში 20%-ით მცირდება – ტაბატაძე

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, უმაღლეს განათლება კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება, რადგან რეფორმის შედეგად, თბილისში არსებულ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები საგრძნობლად მცირდება“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, დღეს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების 85% თბილისის ოთხ მულტიპროფილურ უნივერსიტეტშია (თსუ, ილიაუნი, სტუ, სოხუმის უნივერსიტეტი) გადანაწილებული. „თუ 2025 წელს ქართული ენის პროგრამაზე ამ უნივერსიტეტებში …

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო …

„ოცნება დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებას აგრძელებს“ – რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

„საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს ინსტიტუტები ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა,“ –  ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურებიან. რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციის პროცესი …

„ჩემს შვილზე ციხეში იძალადეს, სცემეს. დანაშაულის აღიარებას აიძულებენ“ – ენვერ შარაძე ხელვაჩაურიდან

„ჩემმა შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მასზე ციხეში იძალადეს, სცემეს, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებენ,“ – ამბობს ენვერ შარაძე. იგი „ხელვაჩაურში, მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის, თამაზ შარაძის მამაა. ამ საქმეზე მკვლელობისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა გოგი ბარამიძე უკვე გაასამართლეს. მსაჯულებმა ვერდიქტი 2026 წლის 4 მარტს მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგი ბარამიძე დამნაშავეა. მას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 275 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 763 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 177 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 263 ერთეული …

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროს კლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან. 30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ: სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს შეისწავლონ …

ევროპარლამენტის ქვეკომიტეტი მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) თავმჯდომარე მუნირ სატურიმ და ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, ნილს უშაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს X-ზე, სადაც ქალთა მსოფლიო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ეხმიანებიან „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის პატიმრობას. „მსოფლიოში ქალების გამბედაობისა და მიღწევების აღნიშვნისას, ჩვენ ასევე გავიხსენეთ ისინი, ვინც სიმართლის თქმის გამო იდევნებიან. მათ …

„დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დღეს, 10 მარტს, პენტაგონში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანზე განხორციელდება აშშ-ის „ყველაზე ინტენსიური“ თავდასხმა. „დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ (Epic Fury) მიზნები უცვლელი რჩება — ირანის რაკეტების მარაგების, მისი …

როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო

მდინარე რიონზე, სამტრედიასთან და ფოთთან ორი მნიშვნელოვანი ხიდის მშენებლობა დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიდები კარგა ხნის გახსნილი უნდა იყოს. ამათგან ერთი ხიდი – სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, მშენებლობის დროს ჩაინგრა, ხოლო მეორე – ქალაქ ფოთთან, ორი წლის წინ უნდა გახსნილიყო. რატომ არ აშენდა აღნიშნული ხიდები დაგეგმილ დროში, როდის დასრულდება მშენებლობა და როდის გაიხსნება? – ამ …

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით “იაპონური ბიზნესი საქართველოში – ხიდი შუა დერეფნისკენ” თიბისი კაპიტალთან პარტნირობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისი. ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო …

„2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა“ – ნონა ქურდოვანიძე

საიას ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების გამოყენების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2013 წლიდან დღემდე. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2024 წელთან შედარებით. მონაცემები წლების მიხედვით: 🔴 2025 წელი – 2270 პირი 🔴 2024 წელი – 1791 🔴 2023 წელი -1961 🔴 2022 წელი …

ბათუმში დააკავეს სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ის თურქეთის მოქალაქეა და თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის. ინფორმაციას შსს დღეს, 10 მარტს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 758 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 24 174 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 38 202 ერთეული …

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – მაუწყებლის დირექტორი გადაცემების შეჩერებაზე

„თუ დავაკვირდებით, როგორ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზაქციის პროცესი ერთი შენობიდან მეორეში, მივხვდებით, რომ ეს გამოიყენება კრიტიკული, ობიექტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვის ინსტრუმენტად. ამის მაგალითი სახეზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სახით“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი და თსუ-ს პროფესორი. მას „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემების შეჩერებაზე ვკითხეთ. ტელევიზიის შენობის ავარიულობის მოტივით, „აჭარის ტელევიზიამ“ ყველა გადაცემა …

742 600 ლარი მიუღებელია – აუდიტი მუნიციპალიტეტებში საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხაზე

მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს – აუდიტი სახელმწიფო ქონების არაეფექტურად განკარგვაზე მიუთითებს და არაერთ პრობლემურ საკითხს განიხილავს. ანგარიშში 2022 წლიდან  2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესია მიმოხილული. აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, მიუღებელი საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხა 742 600 ლარია. …

სუს-მა 12 მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომლები და მათთან დაკავშირებული პირები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტში 30 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმეტესობა ადგილობრივი მერიების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან. დღეს, 9 მარტს, საგანგებო ბრიფინგი გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ და 12 მუნიციპალიტეტში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უცვლელად გთავაზობთ სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და უწყების მიერ ბრალის ფორმულირებას. ახმეტა „ახმეტის  …

ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აპროტესტებს შსს-ს მიერ იმ ჟურნალისტების სამართლებრივი დევნას, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ. ქარტია განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ,“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. განცხადებაში …

ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა

ორგანიზაცია Galt & Taggart-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17 478 ბინას მიაღწია. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. …

ბათუმში პოლიციელი მაღაზიის მენეჯერს თავს დაესხა საკანცელარიო დანით – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული ბათუმის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივია. ინფორმაცია პოლიციელის მხრიდან რამდენიმე დღის წინ ჩადენილ ყაჩაღობაზე პროკურატურამ დღეს, 2026 წლის 9 მარტს, ამ ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის …

ქობულეთში კოლეჯ “ახალი ტალღას” პროფესიული კურსის კოორდინატორი დააკავეს – ბრიფინგი სუსში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში 2 პირი დააკავა ყალბი სერტიფიკატის დამზადების ბრალდებით. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ გაავრცელა დღეს, 9 მარტს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. „ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი. მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღის“ პროფესიული კურსის …

დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები. გამოძიება დაკავებულებს კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ინფორმაცია დღეს, 9 მარტს გახდა ცნობილი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ბრიფინგზე. „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ …

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა

პოლიციელი, რომელსაც ბათუმში მაღაზიის დაყაჩაღებას ედავებიან, სასამართლომ დააპატიმრა. პოლიციელ ტარიელ რიჟვაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 2026 წლის 26 თებერვალს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი ქსელური მაღაზია კი, ბათუმში 24 თებერვალს დააყაჩაღეს. დაპატიმრებულ პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლით აქვს წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას …

ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე 2022 წლის შემდეგ

აშშ-ისრაელის ირანთან ომისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის პარალელურად, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე – წერს დასავლური მედია. „ბიბისის“ ცნობით, 9 მარტს, დილით, აზიაში Brent-ის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ის Nymex Light Sweet-ის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარს მიაღწია. ჰორმუზის …

პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა

ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვეს პროკურატურის პრესცენტრში. შსს-ს პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს და ინფორმაციას შსს ვერ მოგვაწვდის.  

უკვე 10 წელია საიმედო მეზობელი – როგორ უჭერს მხარს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ადგილობრივ მოსახლეობას

„ერთგული და საიმედო მეზობელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ – უკვე 10 წელია ამ პრინციპზეა დაფუძნებული ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მაღალმთიან აჭარაში, იქ, სადაც კომპანიამ დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე დიდი ენერგოობიექტი – „შუახევი ჰესი“ ააშენა. როცა დიდი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, სხვადასხვა დაინტერესებული თუ განხილვაში მონაწილე მხარისგან ხშირად ისმის კითხვა: „რა სარგებელი ექნება ამით ადგილობრივ მოსახლეობას?“ – „აჭარისწყალი …

ბსუ-ს რექტორი სწავლის დაწყების წინ შვებულებაში გავიდა

უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს, 9 მარტს, საგაზაფხულო სემესტრი დაიწყო ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე, სწორედ სწავლის დაწყების წინ გავიდა ერთთვიან შვებულებაში. რატომ, უცნობია. შვებულების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ტიტე აროშიძის ერთ-ერთმა მოადგილემ, ბსუ-ს ყოფილმა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა. როგორც „ბათუმელებთან“ საუბრისას მერაბ ხალვაში ამბობს, თანამდებობის დატოვების მიუხედავად ის უნივერსიტეტში რჩება სრული პროფესორის …

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის სახელით მესამე საჩივარი გააგზავნა. საჩივარი 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი  საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა; არაეფექტიანი გამოძიება; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 745 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 167 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 129 ერთეული …

აჭარის ტელევიზია გადაცემებს აჩერებს – ეთერში მხოლოდ დაიჯესტი გავა

„უსაფრთხოების მიზეზით ტელევიზიის შენობა პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა, გადაცემები დროებით შეჩერდება. ერთადერთი, რაც მაუწყებლობას გააგრძელებს, არის საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის ფორმატში,“ – აცხადებს „აჭარის ტელევიზია“ დღეს, 8 მარტს. „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტელევიზიაში დაგეგმილია რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია. ამ სიუჟეტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის დაბრუნდება გადაცემები პირდაპირ ეთერში, ან რომელი გადაცემა დაუბრუნდება ეთერს. „შენობას აქვს ძალიან დიდი …

რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ქალების ჩაგვრის წახალისება? – „მიზანია მათ არ დარჩეთ ძალა პოლიტიკისთვის“

„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს. ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს… „ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ …

დაკვამლიანება იყო ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში მეხანძრე მაშველებმა დაკვამლიანების პრობლემა მოაგვარეს. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საწრაფო სამედიცინო სამსახური. ძლიერი დაკვამლიანების გამო რესტორანი ადამიანებმა დატოვეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს მოხდა. სამაშველოს სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამწოვი მილის პრობლემის გამო იყო დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან

„ანტისანიტარიას ვინ ამბობს, შპრიცები ვიპოვეთ სათამაშო მოედანთან… არასდროს გვინახავს ეს მოედანი და აქაურობა დალაგებული,“ – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის ჩიხიდან. მოქალაქის თქმით, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის, ბათუმის მერიას, მაგრამ არაფერი იცვლება. ამ დასახლებაში სანაგვე ურნების დასაცლელადაც კი, შესაბამისი სამსახური იშვიათად ჩნდება. ივანე მესხის ჩიხში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მინი სტადიონი და გამაჯანსაღებელი მოედანი დაახლოებით …

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა. უკვე მეორე წელია 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის სულისკვეთებით არის შთაგონებული,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. „მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან. 8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა. მთაში მოსალოდნელია თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: …

Exit mobile version