ფოთის სკოლიდან გაშვებულ მასწავლებელს ადვოკატის ყოლის უფლება არ მისცეს

ფოთში გათავისუფლებულ მასწავლებელს, იგორ კეკელიას მე-15 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 15 იანვარს უთხრა, რომ მას ადვოკატის ყოლის უფლებაც არ აქვს. მასწავლებელი სკოლის დირექტორის ბრძანებას მის გათავისუფლებაზე უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლომდე ბრძანებას თავად სკოლის სამეურვეო საბჭოში ასაჩივრებს. „სხდომის პირდაპირ მონაწილეობაში პროფესიული იურიდიული წარმომადგენლის [ადვოკატის] დაშვება არ არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს წერილში, რომელიც სკოლიდან …

ხელვაჩაურის მერია 2 ახალ ჯიპს ყიდულობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაღალი გამავლობის 2 ავტომობილს ყიდულობს, რაშიც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 114 ათასი ლარი დაიხარჯება. მანქანების შესაძენად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გასული წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა 155 890 ლარზე. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ – შპს „სენა ავტომ“ მიიღო და ორი ავტომობილის შეძენა მერიას 150 ათას ლარად შესთავაზა. საბოლოოდ ხელშეკრულება 114 ათას ლარზე გაფორმდა. შპს „სენა ავტომ“ ხელვაჩაურის …

„ოცნებამ“ ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნა, მან საკრებულოში ოპოზიციის პროტესტი ჩაშალა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნეს. ნატალია ძიძიგური ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ პარტიული სიით მოხვდა და შემდეგ ხელი შეუწყო ოპოზიციის პროტესტის ჩაშლას. მაგალითად, 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგური არ შეუერთდა ოპოზიციის პროტესტს, არ დატოვა საკრებულოს სხდომა და ხმა მისცა „ოცნების“ მიერ დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა. …

“დავაკავეთ პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარეს ფული გასტაცა” – შსს

შსს-ს განცხადებით, ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული,  მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით  მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და  მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და  ბრალდებულის სახით  დააკავა,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 223 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 557 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 904 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 36 182 …

დირექტორი კადრების გავრცელების შემდეგ პედაგოგის გათავისუფლებაზე – „ეგ დელიკატური საკითხია“

შსს გამოძიებას არ იწყებს ფოთში, სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემთხვევაზე. მასწავლებელს, იგორ კეკელიას, სოციალურ ქსელში ემუქრებიან მას შემდეგ, როცა სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, შემდეგ კი, სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაუშვა. საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი …

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეოს მინისტრს ხვდება, სად არის საქართველო – ინტერვიუ

„შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამჟამად „ოცნება“ აღრმავებს ევროიზოლაციას და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. გიორგი მელაშვილს ვესაუბრეთ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ …

აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციოს ვიზების გაცემას დროებით აჩერებს – Fox News

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს აჩერებს. 75 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს. Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, …

რიკოთზე ელექტროკაბელები მოიპარეს – გზების დეპარტამენტმა შსს-ს მიმართა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე გარე განათების კაბელები მოიპარეს. ქურდობის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისაგან“. დეპარტამენტის ცნობით, ქურდობის ბოლო ფაქტი 13 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე მოხდა. მოიპარეს რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელი და ამის შესახებ შსს-ს აცნობეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გადაჭრილი კაბელების ფოტოებიც გამოაქვეყნა. „ბოლო რამდენიმე თვის …

ჩვენ ვერ დავეთანხმებით სუვერენული საქართველოს არსებობას – დუგინი

პუტინის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის თქმით, რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა, ისევე როგორ სუვერენული სომხეთის, ყაზახეთის თუ უზბეკეთის, რადგან „ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური“. ამაზე დუგინმა, 13 იანვარს, პროპაგანდისტულ გადაცემა Инфоцелина-ში ჩართვისას ისაუბრა. გადაცემაში მან განიხილა შესაძლო სცენარებს, რომლებიც უკავშირდება ძალთა გადანაწილებას დიდ პოლიტიკაში და განაცხადა, რომ …

რა ხდება ირანში – გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ – ინტერვიუ

ორ კვირაზე მეტია ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გასული წლის 28 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა და დღემდე გრძელდება. ირანის ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით ცდილობს სახალხო პროტესტის ჩახშობას. 8 იანვრის მერე ირანში გათიშულია ინტერნეტი, როიტერსის თანახმად, უკვე დაღუპულია 2 500-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია 18 ათასზე მეტი აქციის მონაწილე. დღეს, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ …

სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი იწყება. ცვლილებები ადმინისტრაციული სამსახურიდან დაიწყო – ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ბათუმის მერმა მარიამ ხაზარაძე დანიშნა. ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 17 დეკემბერს მოაწერა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 221 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 550 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 902 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 36 098 ერთეული …

ვინ დაკარგავს სამსახურს ქობულეთის მერიაში – ორმა პირმა თანამდებობა უკვე დატოვა

ქობულეთის მერიაში დიდი რესტრუქტურიზაცია – რეორგანიზაციის პროცესი იწყება. მერია აუქმებს ზედამხედველობის სამსახურს და 2 ახალ ა(ა)იპ-ს და 1 შპს-ს ქმნის. ამავე დროს, თანამდებობები დატოვეს მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური სამსახურების უფროსებმა: დავით ბოლქვაძემ და ზურაბ ამაღლობელმა. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი რომანაძემ კი ჯერ ისევ არ იცის, რა პოზიცია ექნება ქობულეთის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის შექმნასაც …

ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან საინფორმაციო დაფას განათავსებენ

ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, ქალაქის მერია საინფორმაციო დაფის განთავსებას გეგმავს, რომელზეც 9 აპრილს დაღუპულთა სახელები იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე. ეს მემორიალი შარტავას გამზირზე უკვე მეშვიდე წელია რაც მოწყობილია. პროექტის მიხედვით საინფორმაციო დაფა მემორიალის უკანა მხარეს განთავსდება. „გმირთა ხეივანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობაზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …

ტრამპი ირანელებს მოუწოდებს განაგრძონ პროტესტი – „დახმარება გზაშია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანელებს მიმართავს, განაგრძონ პროტესტი და „დახმარება გზაშია“. ამის შესახებ ტრამპი truthsocial-ზე წერს. „ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი – დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან მანამ, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ …

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის (HRMMU) უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი იყო. 2026 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს უკრაინაში ომის შედეგად 2 514 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 142 დაშავდა. ეს 2024 წელთან შედარებით 31%-ით მეტია (2 088 დაღუპული, 9 138 დაშავებული), ხოლო …

„დატოვეთ ირანი ახლავე“ – აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ ირანი. „დატოვეთ ირანი ახლავე. შეადგინეთ ირანიდან გასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელში ან სხვა უსაფრთხო შენობაში. იქონიეთ საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი“ – ნათქვამია ვირტუალური საელჩოს განცხადებაში. ამავე ტექსტში …

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

„მე ვთვლი, რომ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ტიკარაძე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს. 12 იანვარს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტიკარაძემ სატელეფონო საუბარში …

როსტო ზარანდია „მეგობარი აქტის“ გამო კიდევ ერთხელ დააჯარიმეს

ზუგდიდელი აქტივისტი და არტისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის სასამართლომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის საჩივრის საფუძველზე დააჯარიმა გეოგლიფის,  „მეგობარი აქტის“ გამოსახვისთვის. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფი 13 ნოემბერს გამოჩნდა ანაკლიის სანაპიროსთან. როსტომ და კიდევ ერთმა აქტივისტმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] …

„რუსეთს სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმები კრემლს ომის მოგებაში ვერ დაეხმარება. დღეს, 13 იანვარს, ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ უკრაინის ენერგეტიკა და საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მისი თქმით, რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინის მიმართულებით თითქმის 300 დრონი და ათობით რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ასობით ათასი …

რამდენი იქნება სკოლაში მოსწავლის ვაუჩერი და ექიმის/ექთნის ხელფასი – ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა. შესაბამის დადგენილებას, რომელიც 12 იანვრიდან შევიდა ძალაში, ირაკლი კობახიძემ ხელი 9 იანვარს მოაწერა. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები გასულ, 2025 წელთან შედარებით, გაზრდილია. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით: საჯარო სკოლებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის …

კადიროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ თირკმლები გაეთიშა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უარყო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და თირკმლის უკმარისობის შესახებ, რომელიც უკრაინულმა მედიამ სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. „ამბობენ, რომ თირკმელები გამეთიშა და საავადმყოფოში ვარ… ტელევიზიითა და სოციალურ მედიაში ჩემი ნახვის შემდეგაც კი, ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ ავად ვარ და ვკვდები“ – კადიროვის ციტატას რუსული მედია ავრცელებს. ასევე, მედიის ცნობით, მან …

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი გააგზავნა. საქმე შეეხება ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას. ციალა ქათამიძე პოლიციამ 1 წლის წინ, 2025 წლის იანვარში, ბათუმში, ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთსა და იმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის …

ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან – ბათუმში საახალწლო კონცერტები დასრულდა

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. თავდაპირველად ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეი იყო. კონცერტებში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი ეტაპობრივად აქვეყნებს …

ბათუმში მოსალოდნელია ნალექი, შტორმი, მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, დროგამოშვებით – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 0 – …

ვენესუელაში გამოჩნდა აშშ-ს რამხელა უპირატესობა აქვს – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

„რუსეთს თვალსა და ხელს შუა ააცალეს მეგობარი ქვეყანა – ვენესუელას პრეზიდენტი მოიპარეს თავისი საძინებლიდან და საღ-სალამათი ჩააბრძანეს ამერიკაში,“ – გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ სუსტდება რუსეთის პოზიციები. „რუსეთმა ბაქი-ბუქი ატეხა, რომ „S 300“-ები და ათეული მილიარდობით პროდუქცია მიჰყიდა ვენესუელას, ჩინური წარმოების ვითომდა მაღალტექნოლოგიური რადარები, რომელიც მთელ სანაპიროზე იყო განლაგებული. სულ რაღაც საათ-ნახევარში …

საპატრულო პოლიცია 575 ათას ლარად 300 სამკერდე კამერას შეიძენს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, „ექსკლუზიური უფლებამოსილების“ საფუძველზე, ტენდერის გარეშე გეგმავს 300 კომპლექტი სამკერდე კამერის შეძენას, რაშიც ჯამში 575 700 ლარს გადაიხდის. ამ შესყიდვის შემდეგ უწყების ბალანსზე არსებული კამერების რაოდენობა 3 560-მდე გაიზრდება. როგორც დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მიმართვაში განმარტავს, საჭიროება პირადი შემადგენლობის ზრდამ და დაზიანებული ტექნიკის ჩანაცვლებამ განაპირობა. საუბარია AXON BODY 2 მოდელის კამერებზე. უწყების …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 220 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 544 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 899 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 36 024 ერთეული …

„მზიას თხოვნაა ეს აქცია სინდისის ყველა პატიმარს მიეძღვნას“ – მანანა ამაღლობელი

„მზიას უხერხულობის განცდა აქვს იმის გამო, რომ აქციის მთავარ ბანერზე მისი სახელია. მისი თხოვნაა, რომ ასე არ უნდა იყოს და აქცია უნდა მიეძღვნას უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს“ – უთხრა მანანა ამაღლობელმა, მზია ამაღლობელის ძმისშვილმა „ნეტგაზეთს“. ის დღეს, 12 იანვარს, თბილისში მიმდინარე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო მარში მონაწილეობს. დღეს, 12 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, …

ყულევის ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობი მიაწოდეს – რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ზე

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა. 40 143 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში 8 იანვარს შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობტანკერმა NOSTOS ყულევის ნავსადგური 12 იანვარს დატოვა და უკან, ნოვოროსიისკის პორტისკენ გაემართა. „[ნავთობტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული …

ბათუმის მერმა რეორგანიზაცია გამოაცხადა – ვინ დაკარგავს სამსახურს

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ რეორგანიზაცია გამოაცხადა. მერის ბრძანების მიხედვით ცვლილებები შეეხებათ მერიის ორგანიზაციებსაც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი სავარაუდოდ მხოლოდ გადაადგილებებით არ შემოიფარგლება და ათეულობით თანამშრომელმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა – უშედეგოდ. მერიიდან მოგვწერეს, რომ ჯერ რეორგანიზაციის გეგმაა შესამუშავებელი: „ამ …

ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები აღარ იძებნება

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე აღარ იძებნება. ამ დროისთვის დგებუაძე შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა. მაღალი რანგის საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო უნდა იყოს მისი გათავისუფლების შემდეგაც. …

ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს სცემეს – რა ჩანს შსს-ს ვერსიით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 2 არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთის ბიძია, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი სცემეს. მას თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. სუსის თანამშრომელი თავის არასრულწლოვან დისშვილთან ერთად, რომელსაც ასევე აქვს დაზიანებები, საავადმყოფოში მოათავსეს. „საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა [სუსის თანამშრომელი] მისთვის …

ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს – მას საპროცესო გაუფორმეს და 5 წელი მიუსაჯეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის …

ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის მხარეს მებრძოლ ასობით პირს

ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლ 261 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცახნა წერს X-ზე დღეს, 12 იანვარს. „ეს მხოლოდ დასაწყისია“ – აღნიშნავს მარგუს ცახნა. „აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობდა ამ სასტიკ ომში, ჩაიდინეს სისასტიკე და გაავრცელეს ძალადობა. მათ ადგილი არ აქვთ ესტონეთსა და შენგენის ზონაში. ჩვენ …

Exit mobile version