ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 781 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 215 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 38 457 ერთეული …

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული კაცია. დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევა დღეს, 15 მარტს მოხდა. ავარიის გამო ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა და გადაადგილება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, …

ირანის ახალი ლიდერი მოსკოვშია, მას ოპერაცია ჩაუტარეს და პუტინის რეზიდენციაში მკურნალობს – მედია

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციაში. ამის შესახებ AJ Jariba იუწყება ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაჭრილ ხამენეის ოპერაცია დასჭირდა. იგი მოსკოვში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით გადაიყვანეს მკაცრად გასაიდუმლოებული პირობებით. წყაროს თქმით, ხამენეიმ ოპერაცია …

6 აპრილის ჩათვლით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება. 16 მარტის ჩათვლით მოძრაობა შეზღუდულია გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც. ასევე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 279 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 781 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 213 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 38 438 ერთეული …

100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ, დღეს რომ გავაუქმოთ პლასტმასის ბოთლები – ლუდის მწარმოებელი

„პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება“, – ამბობს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე ესაუბრა. 2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე …

11 წელი მიუსაჯეს 68 წლის უკრაინელ ქალს, რომელიც რუსულ პენსიას უკრაინის არმიას ურიცხავდა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მასობრივად აპატიმრებს პენსიონერებს. ბოლო ერთ თვეში, მხოლოდ ზაპოროჟიეს ოლქში, ოთხი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 68 წლის პენსიონერმა გალინა ბეხტერმა, რომელიც ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ოკუპაციის შემდეგ აიღო რუსული პასპორტი. რუსეთის პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის ივლისს, მან უკრაინული ბანკის მეშვეობით, 1240 რუბლი გადარიცხა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ფონდში. ქალი 2025 …

„ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

დღეს 14 მარტს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს ცხოველთა უფლებადამცველებმა. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ცხოველის დაბრუნება, სკოლამდელი აღზრდის და სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, საბავშვო და სპორტულ მოედნებთან. რატომ არის სარისკო ეს ჩანაწერი და რას უპირებს სახელმწიფო ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს? – …

„აქამდე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ ბულვარი გადანაწილებული, ახლა – ცინცაძეს და თამაზაშვილს“

რამდენიმე კვირაა, ბათუმის მერია ბულვარში და სანაპირო ზოლზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ანგრევს. „უსახური და უნებართვო“ – ასე მოიხსენიებს მერიის მუნიციპალაური ინსპექცია დანგრეულ ობიექტებს, რომლებსაც ბულდოზერით გადაუარეს. თუკი ჯიხურები და სხვა ობიექტები უნებართვოდ იყო განთავსებული ბულვარში, როგორ აძლევდა მერია წლების განმავლობაში მათ ფუნქციონირების საშუალებას? სად იყო მერი, სად იყვნენ ზედამხედველობისა და აღსრულების სამსახურები? ბათუმის საკრებულოს წევრი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 278 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 777 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 212 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 421 ერთეული …

ელოდება „მოსკოვის მექანიზმით“ ბიძინა ივანიშვილს ჰააგა? – ინტერვიუ

საქართველოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლის გამო, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. ეუთოს 24 წევრი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ აღმოფხვრას დემოკრატიული უკან დახევა და სრულად შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. თუ „ქართული ოცნება“ ამჯერადაც უგულებელყოფს ამ რეკომენდაციებს, როგორ მოხდება „მოსკოვის მექანიზმის“ აღსრულება და შესაძლებელია თუ არა ამ მექანიზმის ფარგლებში, ჰააგაში ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს …

„ყაზახები და ყირგიზები იხეირებენ. ზეიმი აქვთ, რადგან ჩვენ ამ წრიდან ჩაგვხსნეს“ – ავტოიმპორტიორი

საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება, მაგრამ 5.6-ჯერ გაძვირდება ამ ასაკის ავტომობილების განბაჟება. გადაწყვეტილება მიღებულია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ნაცვლად დღეს არსებული 80 თეთრისა. რა გავლენას იქონიებს განბაჟების გაძვირება ბაზარზე? – „ბათუმელები“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექსი ნონიაძეს ესაუბრა. ბატონო ალექს, …

„ყველაფერი გაძვირდება, რაც ბოთლში ისხმება – წყალი იქნება, ბორჯომი თუ ლუდი“: რას გამოიწვევს პლასტმასის აკრძალვა

„გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღესაც, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, გაძვირებულ პროდუქციას კი გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანონ ეს ტვირთი?“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. მას მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც …

სახელმწიფო სამ როლექსის საათს ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის სამ ძვირადღირებულ მაჯის საათს. ელექტრონული აუქციონის საიტზე სააგენტომ საათები გასაყიდად 11 მარტს დადო. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია სამი Rolex-ის ფირმის საათი. 149 600 ლარად იყიდება Rolex-ის ვარდისფერი ოქროს საათი [MODEL 126715CHNR, SERIAL 664177K8], რომელსაც სამაჯურზე დატანილი აქვს გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750,  8GY, ROLEXSA. [აუქციონზე ვაჭრობის ბიჯია 2 992 ლარი]. …

განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებსა და მათი ცხოვრების გამარტივებაზე. ეს სიმარტივე განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმე სურვილების ასრულებას ან გადაუდებელი საჭიროებების მარტივად მოგვარებას ეხება, რაშიც თიბისი განვადების პროდუქტი გეხმარებათ. თიბისი განვადების ლიმიტი 100-დან 15,000 ლარამდეა, ეფექტური 23.4%-დან, რომლის დამტკიცებაც წამებში, მობაილბანკიდანვე შეგიძლიათ. ნივთის ან სერვისის ღირებულება კი, 3-დან 48 თვემდე ნაწილდება. 16-დან …

ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები. სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 374 ათას 201 ლარია. ადგილი, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი [ატრაქციონებით, სკამებით, განათებით და სხვ.], ახალი ბულვარის მწვანე ზოლია – …

ბათუმის პარკიდან ქვის სკამებს ხულოში, გოდერძის ალპურ ბაღში წაიღებენ

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ქვის სკამები აიღეს. ცენტრალური პარკისთვის ქვის სკამებისა და სხვა ინვენტარის შესაძენად მერიამ თავის დროზე მილიონ ლარამდე დახარჯა. ქვის სკამებს ბათუმის მერია ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე გოდერძის ალპურ ბაღს გადასცემს, მათ ნაცვლად კი ცენტრალურ პარკში ხის სკამები უკვე განათავსეს. „ქვის სკამები გაირეცხება, მოწესრიგდება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში განთავსდება. რაც შეეხება ხის სკამებს, რომელიც მეტობით …

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

„იცით როგორი ხმა იყო? თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი და იყო გუგუნის ხმა. მეზობელმა რომ გაიგონა ეს ხმები, მეორე მეზობელს დაურეკა და ასე გადავძახეთ ერთმანეთს. დავრეკეთ საგანგებოშიც და ისინიც დაგვეხმარნენ გამოსვლაში. გაგვიმართლა იმაში, რომ არ იყო წვიმა. რამდენიმე დღე იყო მზიანი და ქარიანი ამინდი და ნელა მოდიოდა მეწყერი, თორემ სწრაფად რომ წამოსულიყო, ნახევარი სოფლის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მარტის 21 საათიდან 14 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 277 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 773 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 202 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 38 369 ერთეული …

„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

„ფაშინიანმა კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობები. იგი ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია… სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – ამბობს დიპლომატი დავით ბაზერაშვილი. მას სომხეთის პრემიერის, ფაშინიანის გზავნილებზე ვესაუბრეთ ევროპარლამენტიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი …

ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

საომარ ზონაში მოხვედრილ მეზღვაურებისთვის, ავტორიტეტულმა საზღვაო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ირანში მიმდინარე მოვლენების გამო საომარი მოქმედებების ზონად (WOA) განისაზღვრა ჰორმუზის სრუტე, ომანის ყურე და სპარსეთის ყურე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 20 000 მეზღვაური და საკრუიზო გემის 15 000 მგზავრია ჩარჩენილი ყურეში საომარი მოქმედებების გამო. მეზღვაურებს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ გემებზე მუშაობენ, შეუძლიათ უარი …

რესტორნებში აიკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება

2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კაფეში ან რესტორანში ვეღარ შეძლებთ, მაგალითად, წყალი პლასტმასის ბოთლით იყიდოთ. აკრძალვის მორიგი ეტაპი 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. ამ თარიღიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება. „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან …

ილიაუნს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამასაც უჩერებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ილიაუნიში ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზეც აჩერებს სტუდენტების მიღებას. ასეთია მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ავსტრიასთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ქართველი სტუდენტები დამატებითი კონკურსის საფუძველზე ყოველწლიურად ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობენ ავსტრიულ უნივერსიტეტში, ხოლო ავსტრიელი სტუდენტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები ეუფლებიან საერთაშორისო მარკეტინგისა …

„მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება“ – სააგენტო

ერაყში, ქალაქ ბასრასთან, ნავთობტანკერზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მუშაობენ მეზღვაურების საქართველოში დაბრუნებაზე. დღეს, 12 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ირანული წყალქვეშა დრონების თავდასხმის შედეგად ერაყში, ქალაქ ბასრას პორტთან ცეცხლი გაუჩნდა ორ ნავთობტანკერს – მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ს და მალტის დროშის ქვეშ მცურავ Zefyros-ს. ბერძნული კომპანიის კუთვნილ …

ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის ბრძანებას, რომლითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ენუქიძემ ხელი 2026 წლის 2 მარტს მოაწერა. ბრძანება გუშინ, 11 მარტს გამოქვეყნდა. ბრძანების მიხედვით, ექსპროპრიაცია შეეხება: „ჯემალ გოგიტიძის საკუთრებაში …

კაცს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 5 წელი მიუსაჯეს – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე

დღეს, 12 მარტს „ხელვაჩაურში მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ თამაზ შარაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო. 2025 წლის 3 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 …

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა გაძვირდა

დღეს, 12 მარტს, ირაკლი კობახიძემ იმპორტირებული ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე გაიზარდა განბაჟების ტარიფი. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტირება შევიტანოთ. შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი …

გემს, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იყო, ირანული ჭურვები მოხვდა

12 მარტს, გამთენიისას, ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრასთან, ირანული ჭურვები მოხვდა ორ ნავთობტანკერს. ბიბისის ცნობით, ჭურვების მოხვედრის შემდეგ, მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ზე და მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Zefyros-ზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რადიო თავისუფლების ცნობით, ნავთობტანკერ Zefyros-ზე, რომელზეც თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა. ყველა მათგანი გადარჩა და …

ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 276 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 766 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 197 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 38 319 ერთეული …

„იკეტება ოფისები, აღარ ინერგება სიახლეები“ – რას კარგავს შშმ თემი EU-ს დაფინანსების შეჩერებით

 

„კაცების გათხოვების პროპაგანდამ იმუშავა“ – რას ამბობენ აჭარის სოფლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო. „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში …

რატომ უჩივის „იმედის“ ჟურნალისტებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ქარტიაში

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ წამყვანებს – ხატია ქვათაძეს და ლევან ჯავახიშვილს, ასევე „იმედის“ ჟურნალისტ მარიამ ქართველიშვილის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. „ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ქრონიკის” სადავო გამოშვება ეთერში გავიდა 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ გადაცემაში მის, როგორც მოსამართლის მიმართ „ქრონიკის” წამყვანებმა და ჟურნალისტმა არაერთი არაზუსტი …

სათამაშო ბიზნესიდან 79,8 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში ამ წელს სათამაშო ბიზნესიდან 73 მილიონ 934 ათას 100 ლარი შევიდა. ეს 5,9 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მერიას ჰქონდა დაგეგმილი [გეგმა 68 მილიონი ლარი იყო]. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში შედის მოსაკრებელი როგორც სამორინეებიდან, ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან და სათამაშო აპარატებიდან. შესაბამისად, 2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში ჯამში, სათამაშო აპარატებიდან …

Exit mobile version