ფსიქიკური დაავადება, რომელზეც არ საუბრობენ

ნინო კახიშვილი

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ალკოჰოლის მოხმარება საზოგადოებისთვის სოციალურ-კულტურულ ელემენტს წარმოადგენს. საქართველო სწორედ ასეთ ქვეყნებს შორისაა, სადაც ალკოჰოლიზმზე, როგორც დაავადებაზე, თითქმის არ საუბრობენ.

 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="370" >

8 ნოემბრის დარბევის გამოძიება 5 წლის შემდეგ

ბათუმელი მერაბ ღოღობერიძე გასულ კვირას აჭარის პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე. ღოღობერიძის თქმით, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს აინტერესებდა, რატომ არის 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის შემდეგ დაკავებული ღოღობერიძის საქმის მასალაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცავებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, უნივერსიტეტში გაზის გაშვებისა და სტუდენტების დარბევის შემდეგ, ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. ის თეთრი ფერის უნომრო „07“ …

რატომ უნდა წავიკითხოთ „ულისე ბაღდადიდან”

მანანა ქველიაშვილი 

 <!** Image 1 align="left" alt="ერიკ ემანუელ შმიდტი" sub="ერიკ ემანუელ შმიდტი" width="300" height="350" >

„მე მქვია საად საადი, რაც არაბულად „იმედ იმედს“, ხოლო ინგლისურად „სევდიან სევდიანს“ ნიშნავს… ჩემთვის უფრო ძვირფასი და ღირებული ამ სახელის არაბული მნიშვნელობაა, რომელიც ცაზე პირდაპირ ყვავილებით მორთულ დაპირებებს ქარგავს“,  –  ეს არის ნაწყვეტი თანამდეროვე ფრანგი მწერლის ერიკ ემანუელ შმიტის ცნობილი რომანიდან „ულისე ბაღდადიდან“. 

 

„ულისე ბაღდადიდან“ ამბავია ერაყელ ბიჭზე, რომელიც ერაყიდან წასვლას ცდილობს. „დაბადების ლატარეის გათამაშებისას ადამიანი ხან იღბლიან ბილეთს გამოკრავს ხელს, ხან უიღბლოს. თუ  ამერიკაში, ევროპაში ან იაპონიაში გიწევს დაშვება, ერთხელ მოიკიდებ მიწაზე ფეხს და მორჩა, ანუ იბადები ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფრის თავიდან დაწყების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგება. მაგრამ ქვეყნიერებას, აი, აფრიკის კონტინენტზე ან ახლო აღმოსავლეთში თუ მოევლინე…“- ნაწარმოების დასაწყისში საადის ეს მონოლოგი მკითხველს თავიდანვე განგაწყობს, რომ მასთან ერთად ბევრ ხიფათს გაივლი, ბევრ დაბრკოლებას გადალახავ იმ სამყაროსკენ მიმავალ გზაზე, რომელ სამყაროში დაბადებასაც პრივილეგიად მიიჩნევს გმირი. 

 

„ამბობენ, რომ „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” შმიტის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, მაგრამ, ჩემი ნება რომ იყოს, პირველობას, „პილატეს სახარებასთან” ერთად, ბაღდადელი ულისეს საოცარ თავგადასავალს მივანიჭებდი. ოღონდ, ისე არ გამიგოთ, თითქოს მხოლოდ დიდი „ოდისეას” ან ჯეიმს ჯოისის საკულტო რომანის სიყვარული მალაპარაკებდეს. შმიტისეული გემრიელი ენით, თხრობის დინჯი, აბსოლუტურად კლასიკური მანერით დაწერილი უაღრესად თანამედროვე რომანი ჩვენი დროის ერაყელ ყმაწვილზე, რომელიც მიწასთან გასწორებული ბაღდადიდან თავის დაღწევას ლამობს და ევროპისკენ მოილტვის… დინამიური სიუჟეტი, თამამი, მკვეთრი ფერებით დახატული სახეები, მკითხველს წამითაც არ მოაწყენს.

 

დღევანდელობის პრობლემები – გლობალიზაცია, მულტიკულტურა, ნარკოტიკები, რელიგიათა დიალოგი – ახლოა, მტკივნეული და ადვილად გასაგები. მახვილგონივრული ალუზიები ზუსტად იმდენია, რამდენიც საჭიროა და „ბაღდადელ ულისეს” ნამდვილად ვერ აღიქვამ მხოლოდ ჰომეროსის უკვდავი შედევრის პაროდიად. ამას აღმოსავლური ზღაპრის სურნელი, იშვიათი სინატიფის დასაწყისი და მერაბ ფიფიას ჩინებული თარგმანიც დაუმატეთ და… გემოვნებაზე რომ არ დაობენ, კი გეცოდინებათ, მაგრამ თუ ცოტაოდენ თავისუფალ დროს გამონახავთ და ორიოდე საღამოს საად საადთან ერთად გაატარებთ, არა მგონია, უსიამოვნოდ დაგირჩეთ,“ – ეს რჩევაა „მოლი ბლუმისგან“, ქართველი პოპოლარული, ანონიმი ბლოგერისგან.

რეალიზმს, რომელიც წიგნის პირველივე ფურცლიდან იგრძნობა, სისხლისა და შიმშილის სუნი აქვს. შმიტი მთავარი გმირის სახეს მისი დაბადებიდან ძერწავს, ამბები, რომელიც საადს გადახდა, რეალურია. განსაკუთრებით მძაფრად არის აღწერილი ცივილიზებული სამყაროდან ერაყის განკვეთის 10-წლიანი პერიოდი, ეკონომიკური ემბარგო, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, უკუშედეგი  გამოიღო. 

 

„ყოველი ერაყელი, ვინც ამ პერიოდს გადაურჩა, დაუდასტურებს და დაარწმუნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წამოჭიმულ ვაჟბატონებს, რომ ემბარგო საუკეთესო საშუალებაა ისედაც ტანჯული და გაუბედურებული ერის დასასჯელად და მმართველი წრეების გასაძლიერებლად. ემბარგო ცემენტია ტკივილებისათვის, ბეტონი დიქტატორების გასამტკიცებლად“.

 

„ამ წიგნს ვურჩევ ყველას, ყველას ვისაც უნდა, რამე მაინც გაიგოს, რომელ დროში ვცხოვრობთ ჩვენ, რატომ არის უწყვეტი კაცობრიობის ამბები, რა ცივილიზაციაა ევროპული ცივილიზაცია, პრინციპში, რომ ვთქვათ, ევროპული ცივილიზაცია არის ცივილიზაცია, რომელსაც ესმის ოდისევსის ამბავი. იმიტომ, რომ  ვისაც ესმის სხვა ამბები, მაგალითად, ოიდიპოსის ამბავი, იმას ევროპასთან საერთო არ აქვს, ის მსოფლიო ცივილიზაციაა. ევროპული ცივილიზაცია რომ გაიგო, უნდა გვესმოდეს, რომ ოდისევსის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამთ და ჯოისის „ულისე“ რომ გაიგო, გჭირდება არამარტო ჰომეროსის „ოდისეა“,  არამედ ეს წიგნი, რომელიც ჯოისის „ულისეს“ შემდეგ გაცილებით გვიან დაიწერა, მაგრამ ამის გარეშე იმას ვერ გაიგებ. „ულისე ბაღდადიდან“ უნდა წაიკითხოს ყველამ, ჯერ ერთი ახალგაზრდობა მას გაიგებს, ჯოისისგან განსხვავებით. გაიგებს იმიტომ, რომ აქ ლაპარაკი არის ნარკოტიკების გადატანაზე, თითო ნაფაზის დარტყმაზე, მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკზე, თანამედროვე მოგზაურობაზე,“ – ეს პროფესორ ლევან ბერძენიშვილის ერთგვარი  რეცენზიაა ამ წიგნზე, ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც მან ქართველ ბლოგერთა ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ „ტამელის ჰიპებს“ მისცა. 

 

ერიკ-ემანუელ შმიტის „ულისე ბაღდადიდან“ ბესტსელერია, ისევე როგორც მისი თითქმის ყველა წიგნი. რა აქცევს წიგნს ბესტსელერად?

 

„ერთი შეხედვით, ფრიად მარტივი კითხვაა – ყველამ იცის, რომ წიგნის წარმატებულ გაყიდვას და ბესტსელერად ქცევას ავტორის რეპუტაცია, ეფექტური სათაური, სწორი მარკეტინგული პოლიტიკა და კარგად დაგეგმილი პიარი უზრუნველყოფს. ამ ჩამონათვალში, ხშირად, ხარისხს საერთოდ ივიწყებენ და, ჩვენში რომ დარჩეს, სადღაც მართალიც არიან. საკმარისია, ქართული (ან, თუნდაც, მსოფლიო) ბესტსელერების სიას გადახედოთ, და მიხვდებით – თავად ნაწარმოების სიავკარგეს, რბილად რომ ვთქვათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არ აქვს. თუმცა, ბუნებრივია, ეს არც აბსოლუტური წესია და დაინტერესებული მკითხველი საპირისპირო მაგალითებსაც იოლად მოიძიებს,“ – ამბობს ბლოგერი მოლი ბლუმი. 

კარიერის ცუდი დასაწყისი

ნატო გოგმაჩაძე, ადვოკატი

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="438" >


ადვოკატებმა კარგად ვიცით, რომ კანონიერი არ ნიშნავს იმავდროულად სამართლიანს, მაგრამ როცა სასამართლო გადაწყვეტილება არც კანონიერია და არც სამართლიანი, ასეთ შემთხვევაში მას მიკერძოებული და უკანონო გადაწყვეტილება ჰქვია. ასეთი გადაწყვეტილებები კი, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში უცხო ჯერ კიდევ არ არის.

 

წინა ხელისუფლებამ „იზრუნა“ მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ფაქტობრივად, მოსამართლეობისთვის იურისტი თავიდან იწყებს სწავლას იუსტიციის სკოლაში, მაგრამ ამ სკოლიდან გამოსული მოსამართლე კანონიერ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და რა შეიძლება ეწოდოს ამას? 

 

სამიოდე თვის წინ ჩავიბარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალბედა მოსამართლის, ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილება, რომლის გაცნობის შემდეგ იმდენად გაოგნებული დავრჩი გადაწყვეტილების უკანონობითა თუ დაუსაბუთებლობით, რომ საერთოდ იმის დაჯერებაც კი გამიჭირდა, რომ ის იურისტის დაწერილი იყო. თუმცა, ეს ალბათ არც უნდა გამკვირვებოდა, რადგანაც მე ადმინისტრაციული აქტის ბათილობასთან ერთად, საჯარო მოხელეთა ქმედების უკანონოდ აღიარებას ვითხოვდი. სავარაუდოდ, ქალბატონ ეკას გაუჭირდა წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა ქმედების უკანონოდ აღიარება.

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მოქალაქეს ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიამ (რომლის არაკვალიფიციურობა იმდენად გამაოგნებელია, რომ ეს ცალკე თემაა) კანონდარღვევით შეუჩერა საკუთრების უფლება. მათი ქმედება სასამართლო წესით გავასაჩივრე. საქმე მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილს დაეწერა, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც მოსამართლეა და ფაქტია, რომ კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო.

 

მან გაითვალისწინა მხოლოდ საჯარო მოხელეთა სიტყვიერი ახსნა-განმარტებები, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე. არ გაითვალისწინა და არ სცნო ჩემ მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულად ჩათვალა საწინააღმდეგო, საჯარო მოხელის სიტყვიერი განმარტებები. ფაქტობრივად, მან დაარღვია პროცესში მონაწილე მხარეთა თანასწორობის პრინციპი. არ ცნო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები, არ დაიცვა ამავე კოდექსით დადგენილი საპროცესო ვადები, მიიღო აბსურდული, დაუსაბუთებელი, კანონსაწინააღმდეგო და მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, გავასაჩივრე და იგი ახლახან გააუქმა სრულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. ბათუმის საკუთრების აღიარების კომისიის ქმედება მიჩნეულ იქნა უკანონოდ და, შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

კანონის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალბატონმა ეკატერინემ იგნორირება გაუკეთა კანონს და მტკიცების ვალდებულება მთლიანად მოუხსნა ადმინისტრაციულ ორგანოს. ეს ასახულია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ყველა ასპექტში ეწინააღმდეგება კანონს. ყოველივე ამის შემდეგ კი გამიჩნდა კითხვა, რისი ბრალია ეს ყოველივე? იუსტიციის სკოლაგავლილ მოსამართლეთა არაკვალიფიციურობის, თუ მხოლოდ იმის, რომ ჩვენს ღრმად განსწავლულ მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება?

 

იმედია, სიტუაცია შეიცვლება. იმედია, მოსამართლე შეძლებს დამოუკიდებლად მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ჩვენც, ადვოკატებსაც, მოგვეცემა საშუალება, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. იმედია, ბოლოს და ბოლოს კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება.

თევზჭერის სეზონის წინ

<!** Image 1 align="" width="600" height="476" >





მანანა ქველიაშვილი 

 

თევზჭერის სეზონმა, რომელიც ტრადიციულად 20 ნოემბერს იწყებოდა, რამდენიმე კვირით გადაიწია, რადგან ზღვაში ჯერ თევზი არ შემოსულა. 2012 -2013 წლის სეზონზე 60 ათასი ტონა ქაფშიას მოპოვებაა დაშვებული. გარდა ამისა, რეწვას კიდევ თევზის სამი სახეობა ექვემდებარება. 

მიდიან თუ არა გამგებლები

ეთერ თურაძე 

 

საკრებულოებში დეპუტატები ყოფილი მმართველი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას კვლავაც აგრძელებენ. ამ მხრივ „ლიდერის“ პოზიციაზე აჭარაში შუახევის მუნიციპალიტეტი იმყოფება. ინფორმაციას საკრებულოების თავმჯდომარეებისა და გამგებლების უახლოეს მომავალში გამოცვლის შესახებ, მოქმედი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები არ ადასტურებენ.

 

 

 

<!** Image 1 align="" alt="ხელვაჩაურის საკრებულოში" sub="ხელვაჩაურის საკრებულოში" width="300" height="512" >

წინწყაროში ქართველ მუსლიმებს ლოცვას უშლიან

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოფელ წინწყაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„შეშფოთებული ვართ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მომხდარი ფაქტის გამო, რომელიც ეხება სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ არასამართლიანად, ამავე სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მეჩეთში ლოცვის შესრულებაზე ხელის შეშლას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომელებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეჩეთის გაუქმებასა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას. აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა ნიგვზიანის შემდეგ. 

აქვე გაცნობებთ, ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, დღეს 30 ნოემბერს მოცემულ სოფელში ჩვეულებრისამებრ შესრულდება პარასკევის ჯგუფური ლოცვა.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა აღნიშნულმა ფაქტებმა არ მიიღოს სისტემატიური ხასიათი. შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კონსტუტიციით აღიარებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ, საქართველოს მოქალქე მუსლიმი მრევლის უფლებების რეალიზება. ვთხოთ, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო რელიგიურ დაპირისპირება.

 

აქვე დავაზუსტებთ, რომ მოცემულ სოფელში ცხოვრობენ სვანეთისა და აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნულს ფაქტს კარგად გაანალიზებს საქართველოს ყველა მოქალაქე და თავიდან ავიცილებთ რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაპირისპირებას“.

მძღოლები საქალაქთაშორისო ხაზების კონტროლს ითხოვენ

 ლელა დუმბაძე

 

 

ბათუმში საქალაქთაშორისო ხაზებზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სამგზავრო გადაზიდვებზე შექმნილ ქაოსურ სიტუაციას აპროტესტებენ.  მძღოლებმა  აქცია დღეს ბათუმის მერიის წინ გამართეს, მათი განცხადებით სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე მძღოლები, თვითნებურად აწარმოებენ მგზავრთა გადაყვანას საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.  „ყველა კუთხეში დგანან და ყველა მიმართულებით დადიან. სადგური არ აქვთ და ზოგჯერ შუა გზაში ტოვებენ მგზავრს, გამოტანებული ტვირთები იკარგება და ჩვენთან ეძებენ მეპატრონები მათ კოორდინატებს. ასამდე მძღოლია შემოსული, ეძებენ მგზავრს კაფეებში, რესტორნებში   არც მგზავრის უსაფრთხოებაა დაცული“.   – განუცხადა „ბათუმელებს” მერიასთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

 

მძღოლები აცხადებენ, რომ სამგზავრო გადაზიდვებს დღეს არცერთი სახელწიფო სტრუქტურა არ აკონტროლებს: „ტრანსპორტის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს წესით, მაგრამ მიშვებულია პროცესი. უკონტროლო მგზავრთა გადაზიდვები თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ყურადღებას არავინ აქცევს. ამის გამო გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევებიც, ჩნდება კონფლიქტი მძღოლებს შორის. აუცილებელია ეს პროცესები დარეგულირდეს. თუ მუშაობა უნდათ, ოფიციალურად დარეგისტრირდნენ, გააკეთონ სადგური, გაყიდონ ბილეთები და თუ კონკურენციას გაგვიწევენ, კი ბატონო იარონ“.

მძღოლები ქალაქის მერთან შეხვედრას ელოდებიან.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="532" >

ნახვამდის, უფრო ზუსტად, დროებით!

ნათია ზოიძე, ჟურნალისტი 

 

 <!** Image 1 align="left" width="350" height="592" >

 

„ბათუმელებში“ თითქმის ოთხი წლის წინ მოვედი. ჩემი მოსვლიდან ძალიან მალე ნიუსრუმის შუშებზე წარწერები გაჩნდა: „ნუ ხმაურობთ, ხელს გვიშლით“. ტელევიზიის რეჟიმს შეჩვეული ვერც კი მივხვდი, რომ შეიძლებოდა ამ წარწერების ადრესატი მე ვყოფილიყავი, თუმცა ხმაურით კი ვხმაურობდი. რედაქცია ორსართულიანია და სართულები ერთმანეთს მოხვეული კიბით უკავშირდება.  ახალი ამბების მოყოლას პირველი საფეხურიდან ვიწყებდი და ისტორიას საბოლოოდ რედაქტორის კაბინეტში ვასრულებდი.  

აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკა

ნათია ზოიძე


აჭარის მთავრობის აპარატში სულ 124 თანამშრომელია. აქ, ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ადრეც მუშაობდა მთავრობის აპარატში, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. ჭეიშვილი ალასანიას პარტიის წევრი იყო. იგი არჩილ ხაბაძეს ბავშვობიდან იცნობს და ამბობს, რომ მისი დანიშვნის კრიტერიუმი არის მის მიმართ არსებული ნდობა და გამოცდილება. 



<!** Image 1 align="left" alt="აჭარის მთავრობა" width="300" height="496" >

1 ლარად გასხვისებული ქონების რევიზია


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლევან ვარშალომიძის განკარგულების საფუძველზე მომზადებული იმ ხელშეკრულებების კანონიერებას სწავლობს, რის საფუძველზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გაყიდა. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ განმარტებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი თავართქილაძე და ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე აკეთებენ.



<!** Image 1 align="" alt="სასტუმრო საქართველო" width="300" height="300" >

ხიფათი ნაგვის ურნებიდან

ცაგო კახაბერიძე


<!** Image 1 align="" alt="ნაგვისურნები" width="300" height="512" >


ქალაქის ქუჩებში განთავსებული კონტეინერები, რომლებიც მერიამ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანისთვის განათავსა, ხშირ შემთხვევაში ანტისანიტარიის წყაროდაა ქცეული. პრობლემა უფრო მწვავე ქალაქის გარეუბნებშია. სპეციალისტები შპს „სანდასუფთავების“ არასტანდარტულ მუშაობაზე მიუთითებენ, „სანდასუფთავების“ სამსახური კი მოსახლეობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. 

უნივერსიტეტში თვალთვალი გრძელდება


<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გამართულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტში სათვალთვალო კამერების მოხსნაზე ისაუბრეს" sub="ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გამართულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტში სათვალთვალო კამერების მოხსნაზე ისაუბრეს" width="600" height="490" >
























 

ქეთი ლაბაძე

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N12 დადგენილებაში, რომელიც 19 პუნქტისგან შედგება, მეცხრე პუნქტში ვკითხულობთ: „სასწავლო აუდიტორიებში დამონტაჟდეს ვიდეოთვალი“. დადგენილების შედეგად გასულ წელს  უნივერსიტეტმა 64 ათასი ლარის ღირებულების კამერები შეიძინა და უნივერსიტეტის აუდიტორიებში, დერეფნებსა და საგამოცდო ცენტრებში დაამონტაჟა.  

ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე

ეთერ თურაძე


გოჩა თავდუმაძე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაკავების ობიექტი, ამბობს,  რომ პატიმრობიდან 9 თვეში მის გათავისუფლებას სატელეფონო ზარი უსწრებდა წინ. მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმ მიზნით დაუკავშირდნენ ციხეში, რომ ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებაში მიეღო მონაწილეობა. გოჩა თავდუმაძე 2004 წელს დააკავეს, მაგრამ მისთვის სასამართლოს განაჩენი დღემდე არ გამოუტანია. 


<!** Image 1 align="left" alt="გოჩა თავდუმაძე" sub="გოჩა თავდუმაძე" width="300" height="512" >

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის ორი მხარე


საქართველოს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას ითვალისწინებს. არის თუ არა შესაძლებელი ამ კანონპროექტით მაუწყებელი გათავისუფლდეს ხელისუფლების კონტროლისგან? უღირს თუ არა მოსახლეობას თავისი გადასახადების მაქსიმუმ 4 პროცენტი გადაუხადოს აჭარის ტელევიზიას? „ბათუმელებმა“ კანონპროექტის შეფასება იურისტ თამარ კორძაიას სთხოვა.



„ჩამორჩენილი“ და „დაუფასებელი“ სამინისტროს ახალი, მდიდარი მინისტრი

ნათია ზოიძე

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ პირს, ზაურ ფუტკარაძეს, მართალია, ჯერ ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია, მაგრამ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის მისი ქონება ყველაზე სოლიდურია. ქონებრივ დეკლარაციაში შევა ორსართულიანი სახლი ახალშენში და ბინა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე. მინისტრს აქვს ძვირადღირებული მანქანა და ჯერ არ აკონკრეტებს, დეკლარაციაში რა ოდენობის თანხას მიუთითებს იმ უჯრის გასწვრივ, სადაც ნაღდი ფულის ოდენობა უნდა ჩაიწეროს. 



<!** Image 1 align="" alt="ზურაბ ფუტკარაძე" sub="ზურაბ ფუტკარაძე" width="300" height="364" >

ვახო წულაძე აჭარის პირველი გარემოსდამცველი გახდა

ცაგო კახაბერიძე 

აჭარის  გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელად აჭარის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით ვახო წულაძე დაინიშნა.  ის დღეს,  22 ნოემბერს სამმართველოს თანამშრომლებს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  წარუდგინა. 

რატომ დააწინაურეს აჭარის ყოფილი პროკურორი


აჭარაში სააკაშვილის ხელისუფლების პროკურორი, გოჩა ფარულავა ახალმა მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. 



<!** Image 1 align="left" alt="გოჩა ფარულავა" sub="გოჩა ფარულავა" width="300" height="800" >

შსს: დავით ბედია მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში


იქნება თუ არა შერჩევით სამართალი ახალი ხელისუფლების პირობებში? – ამ კითხვაზე არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება უარყოფითად პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ, მაგალითად, აუცილებლად გამოიძიებენ 7 ნოემბრის მოვლენებს. 7 ნოემბერი ახალ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა პირადად იწვნია, ამიტომ უფრო მოსალოდნელია ამ მოვლენის გამოძიება, ვიდრე – არა.



<!** Image 1 align="left" alt="დავით ბედია ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტების დარბევის დროს. 2007 წლის 8 ნოემბერი" sub="დავით ბედია ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტების დარბევის დროს. 2007 წლის 8 ნოემბერი" width="300" height="408" >

ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს ათი საკითხი ჩაუგდო

ლელა დუმბაძე

 

მას შემდეგ რაც ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია „მაჟორიტარი“ შეიქმნა, ყოფილმა საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობამ“ ხმის უმრავლესობა დაკარგა. 

ვინ მიიღებს კომპენსაციას ეკლესიის გარდა

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრთან, დავით ბერძენიშვილთან. 


<!** Image 1 align="left" alt="დავით ბერძენიშვილი" sub="დავით ბერძენიშვილი" width="300" height="550" >

 


 


 

 


დავით ონოფრიშვილი: პრემიების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელთან, დავით ონოფრიშვილთან.


<!** Image 1 align="" alt="დავით ონოფრიშვილი" sub="დავით ონოფრიშვილი" width="450" height="334" >

ნავთობტერმინალი შეკითხვებს პასუხობს

<!** Image 1 align="left" width="284" height="177" >

მანანა ქველიაშვილი


გასულ კვირას „ბათუმელებმა“ სტატია გამოაქვეყნა 18 ოქტომბერს ბათუმში ნავთობის მილის დაზიანების ფაქტსა და ნავთობტერმინალის პასუხისმგებლობის შესახებ. სტატიაში დასმულ კითხვებზე ნავთობტერმინალის ადმინისტრაციამ პასუხი ელექტრონული ფოსტით მოგვაწოდა,  რომელსაც ვაქვეყნებთ, თუმცა ინტერვიუს წერილობითი ფორმიდან გამომდინარე, რედაქციას კონტრეშეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. 

გიორგი კირთაძის გადაყენების გეგმა

<!** Image 1 align="middle" alt="საკრებულოს დეპუტატი გენო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე" sub="საკრებულოს დეპუტატი გენო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე" width="450" height="667" >


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკრებულომ შეიძლება უახლოეს მომავალში გიორგი კირთაძე გადააყენოს. მანამდე კი ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დეპუტატი, ალეკო ჩხარტიშვილი დატოვებს. ამ ინფორმაციას თავად დეპუტატი არც ადასტურებს და არც უარყოფს. 


„თუკი რამე იქნება, ერთ-ერთი ყველაზე პირველი თქვენ გეტყვით. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – თქვა ალეკო ჩხარტიშვილმა „ბათუმელებთან“.

იმ შემთხვევაში, თუკი ალეკო ჩხარტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დატოვებს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების რიცხვი ცხრამდე გაიზრდება. „ეს სავსებით საკმარისი იქნება რეგლამენტით გიორგი კირთაძის გადაყენების საკითხი დადგეს კენჭისყრაზე. თუკი 23-დან 12 დეპუტატი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაშინ ის ვეღარ დარჩება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – ამბობს `რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.


საკრებულოს თავმჯდომარის შემცვლელად ოპოზიცია, სავარაუდოდ, ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავს. თუმცა, ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „კოლეგიალურ ორგანოში მსგავსი საკითხები კენჭისყრით წყდება“.


„ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ დატოვეს ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატმა გენო თებიძემ, დათო კასრაძემ და ნუკრი დოლიძემ.


გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ ამ პროცესებს აფასებს: „ფრაქცია ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და გასვლის საკითხს ყველა წყვეტს ინდივიდუალურად. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს დღევანდელი მთავრობის გაძლიერებას. ვიცი, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრებს აქვთ ჩემი გადაყენების სურვილი, მაგრამ ოფიციალური განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე ჯერ არ შემოსულა“.


გიორგი კირთაძის გადაყენების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უპრობლემოდ შეძლებენ ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის გადაყენებასაც. 

საკადრო პოლიტიკის არქიტექტორის კადრებს არჩილ ხაბაძე დაითხოვს

ნათია ზოიძე


აჭარის ხუთი წევრისგან შემდგარ მთავრობაში ორი მურმან დუმბაძის ყოფილი სტუდენტია. ერთი 33 წლისაა, მეორე კი – 32-ის . მასწავლებლის გარდა მათ  კიდევ აქვთ საერთო – არც ერთ მათგანს არ აქვს პოლიტიკური წარსული. სამაგიეროდ ორივეს აქვს  ბანკის ფილიალის მართვის გამოცდილება. ამათგან ერთი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა, მეორე კი რეგიონის პირველი ფინანსისტი. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეს თავის მოადგილეებს წარადგენს. ნუგზარ სურმანიძე წინა მთავრობის მინისტრის ორ მოადგილეს – რამაზ ჯინჭარაძესა (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დევნილთა და განსახლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა) და ნონა გალოგრეს არ ცვლის. ახალი მოადგილეები კი იქნებიან რომან ბოლქვაძე და ლევან გორგილაძე.


სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან გორგილაძე აჭარაში ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ხოლო პროფესიით ექიმი რომან ბოლქვაძე წლების წინ თბილისის 03-ში მუშაობდა, ბოლო წლებში კი კერძო პრაქტიკას ეწეოდა.


თავად მინისტრი ნუგზარ სურმანიძე არჩევნებამდე ამავე სამინისტროში ბიუჯეტის დაგეგმვისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გოჩა კუპრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშვნას არ ადასტურებს

დანიშნეს თუ არა გოჩა კუპრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად? – ამ დროისთვის საპატრულო პოლიციაში თანამშრომელთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათი ახალი უფროსი, ანუ გოჩა კუპრაძე დედაქალაქშია წასული, ზოგიერთი თანამშრომელი კი ირწმუნება, რომ რომ ნახა გოჩა კუპრაძის ჯერ დანიშვნის, შემდეგ კი გათავისუფლების ბრძანება.

მიხეილ სააკაშვილი ბენზეში

 

 ლელა დუმბაძე

 

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბენზეს დასახლებაში მშენებარე სოციალური სახლი მოინახულა. მოსახლეობის თქმით პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას არ შეხვედრია, მან მშენებლობაზე რამდენიმე წუთი დაჰყო და წავიდა.

 

 

 

„მოსახლეობას არ შეხვედრია, პირდაპირ მშენებლობაზე შევიდა. მშენებლობის  ბიჭებიც გაბრაზებულები იყვნენ, არაფერი გვკითხაო. სიმართლე გითხრა არც მქონია მასთან შეხვედრის მცდელობა და არც მას შეუწუხებია თავი“- ამბობს მანანა შარაძე.  

 

 

 

მიხეილ სააკაშვილმა მშენებლობა ლევან ვარშალომიძესთან ერთად მოინახულა:

 

 

 

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს საქმე არ უნდა გაჩერდეს, რადგან მშენებლობის თანხები გადარიცხულია და ქალაქი ბარაკების გარეშე უნდა იყოსო.  როგორც ვიცი ეს სახლი ეკომიგრანტებისთვის და ბარაკებში მაცხოვრებელი ხალხისთვის შენდება. ნოემბრის 15-სთვის უნდა დამთავრდეს თეთრი კარკასი, საახალწლოდ კი მთლიანად უნდა ჩაბარდეს. სახლი 120 ბინაზეა გათვლილი” – ამბობს ზვიად სოლომონიძე.

 

 

 

მშენებლობას თურქული კომპანია „ნარემი“ აწარმოებს.

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="1944" >

სიურპრიზები აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე

ნათია ზოიძე 

13 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“. მთავარი სიურპრიზი კი ახლად არჩეულ თავმჯდომარეს კაბინეტში დახვდა – ორი ფილა შოკოლადი, შამპანური და წიგნი „არეოპაგიტიკა“ საჩუქრად თავად ავტორისგან წარწერით – „აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012-2016 წლების თავმჯდომარეს წარმატების სურვილით მიხეილ მახარაძე“ . „არეოპაგიტიკის“ ავტორი მიხეილ მახარაძე, ყოფილი თავმჯდომარეა და ახლა პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
   

ყოფილი პოლიციელები თავიანთი ხელმძღვანელების წინააღმდეგ

<!** Image 1 align="left" width="400" height="2448" >დღეს, 13 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განცხადებას გააკეთებენ პოლიციის რიგებიდან 2010 წელს დათხოვნილი პოლიციელები. „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მათგანი ისრაფილ ირემაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მათ რამდენიმე მიზანი აქვთ: 1. სამსახურში რეაბილიტაცია, 2. ნაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

მათი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს წინამორბედის შეცდომები – ისედაც დემორალიზებული პოლიციელები რაიმე კონკრეტული დანაშაულის არ არსებობის გარეშე სამსახურებიდან არ უნდა დაითხოვოს.

 

პოლიციის მაიორი ისრაფილ ირემაძე „ბათუმელებთან“ ყვება, რომ 2010 წელს ოფიციალურად პირადი პატაკის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან. „წარმოგიდგენიათ, კაცს, რომელსაც ორი სტუდენტი შვილი ჰყავს, ოჯახში მის გარდა არავინ მუშაობს და აქვს ბანკის ვალი, დაწეროს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლებაზე. აი ასეთ პირობებში მაიძულეს პატაკის დაწერა“.

 

ისრაფილ ირემაძე ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თუ არა ნებაყოფლობით პატაკის დაწერა: „სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსმა მითხრა, რომ თუ არ დავწერდი პატაკს, იმასაც ვერ მივიღებდი, რაც ნებაყოფლობით შემთხვევაში შემხვდებოდა. მე კანონი კარგად ვიცი, პოლიციელი სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიზერული შემოსავლის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩება, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს. ანუ პირდაპირ მიმანიშნა, რომ ან ნებით ან დამნაშავის სტატუსით დავტოვებდი პოლიციას“.

ისრაფილ ირემაძე ასახელებს დღემდე მისი და მისი კოლეგების დუმილს მიზეზს: „მე საბჭოთა პოლიცია ვიცი რაც არის, ჩვენ ზუსტად იგივე სისტემაში გვიწევდა მუშაობა.  საბჭოთა წესები 2008 წლის მერე მომძლავრდა – ერთ ოთახში მსხდომ პოლიციელებს ერთმანეთისაც კი ეშინოდათ. ვიცოდი, რომ სისტემასთან ბრძოლა ჩემთვის მძიმედ  დამთავრდებოდა. თავიდან როცა დამითხოვეს საიაშიც მივედი, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა – არც საქმეს აღძრავდა არავინ და არც სასამართლო განიხილავდა ამ საქმეს ობიექტურად“.

 

ისრაფილ ირემაძე 2010 წლამდე ხელვაჩაურის სამმართველოს საორგანიზაციო ანალიტიკური და დამხმარე ძალებთან მუშაობას ხელმძღვანელობდა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიციელები დღეს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს პოლიციის ვეტერანთა კავშირი „ფარი საქართველოს“ სახელით გააკეთებენ.

 

ხელოვნების ინსტიტუტი ელექტროენერგიის გარეშე

 ლელა დუმბაძე

 

ხელოვნების ინსტიტუტი, რომელსაც ბათუმში რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობისთვის განკუთვნინი ახალი შენობა გადასცეს, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 როგორც ინსტიტუტის რექტორი ერმილე მესხია „ბათუმელებთან“  საუბარში აცხადებს, ელექტრონერგია დავალიანების გამო გაეთიშათ.   

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით მშენებლობის პროცესში დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანება ექვსი ათას ლარს აღწევს, მშენებლობას შპს „ნიუკონტრაქტმშენი“ აწარმოებდა.

 

 

ხელოვნების ინსტიტუტის რექტორის ერმილე მესხიას განცხადებით, უშუქობა ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და უკვე მოგვარდა: „რაღაც გაურკვევლობა იყო მშენებარე კომპანიასა და რომელიღაც ფირმას შორის და ეს პრობლემა მოგვარდა. შუქს დღეს ან ხვალ საღამოს ჩაგვირთავენ“.

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხი, ხელოვნების ინსტიტუტმა უნდა მოაგვაროს: „შენობა გადაეცა ინსტიტუტს, შესაბამისად ყველა ვალდებულება მათ აქვთ აღებული. თუ მშენებელი კომპანია არ გადაიხდის ვალებს უნდა უჩივლონ“ – აცხადებს პრესსამსახურის უფროსი, ეკა დავითაძე. 

 

 

ერმილე მესხია კი ამბობს: „ჩვენ შენობა ჩავიბარეთ 12 რიცხვიდან და ვალდებულებასაც ამ პერიოდიდან ვიღებთ. ვალს ინსტიტუტი არ გადაიხდის“.

 

 

რატომ დათმეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატები ნაციონალებმა

 ნათია ზოიძე 

 

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა: „ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს“ და „კოალიცია ქართული ოცნება.“ 

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიული სიით ხუთი, ხოლო  კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კი ათი მანდატი მოიპოვა. ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატები გახდებიან: მურმან ბერიძე, პეტრე ზამბახიძე, რობერტ ჩხაიძე, ეკა თარგამაძე, ასმათ დიასამიძე.

 

ნაციონალური მოძრაობის სიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. პირველი ხუთეულის  ორმა კანდიდატმა  4 ოქტომბერს  უსკოს   უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით  მიმართა, რადგან ისინი  სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნნენ.

 

პარტიული სიის რიგით მესამე ირაკლი კვერღელიძე აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილედ, ხოლო ფრიდონ სირაბიძე  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.  ისინი სიაში მომდევნო წევრებით ჩანაცვლდენენ. მათ ნაცვლად დეპუტატის მანდატი საკრებულოს ყოფილ წევრს  ეკა თარგამაძეს  და ბათუმის ყოფილ მერს,  მურმან ბერიძეს ერგოთ.

 

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიიდან ამოღებული იქნა  ვაჟა ბოლქვაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე. ბოლქვაძე   ქედის რაიონის გამგებლად დაინიშნა, თუმცა იგი  გამსვლელ სიაში არ ყოფილა.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ სიიდან მანდატები მოიპოვეს: ავთანდილ ბერიძემ, გიორგი მასალკინი, მედეა ვასაძე, სულხან ღლონტი, ჯემალ ფუტკარაძე ,ალექსანდრე ჩიტიშვილი ,სვეტლანა კუდბა ,ბაციკაძე დავით, ჯაში ირაკლი,აბაშიძე მერაბი

 

საერთო ჯამში  უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 13 დეპუტატი ეყოლება,  8 დეპუტატი კი ნაციონალურ მოძრაობას.

ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 36,94 % მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების  57,555%.  

 

ბათილად იქნა ცნობილი ხულოს საარჩევნო ოლქის 33 უბნის მონაცემი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა  მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. პირველივე სხდომაზე მოხდება ამ მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა. ამ დღეს აჭარის მთავრობის  სრულ  შემადგენლობას უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდება და ამ დღიდან 10 დღის ვადაში  პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიტურას შესთავაზებს დასამტკიცებლად.

 

გაზეთი `აჭარა` რედაქციის ყოფილი შენობის დაბრუნებას ითხოვს

მანანა ქველიაშვილი

დღეს ბათუმში გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტებმა რედაქციის ყოფილი შენობის წინ  აქცია გამართეს და შენობის დაბრუნება მოითხოვეს.

 

მოსახლეობას სახლში კანალიზაცია შეუვიდა

ლელა დუმბაძე

 

ბათუმში, აღმაშენებლის 12 ნომერში, საკანალიზაციო ჭა გაიჭედა, ჭაში დაგროვილმა მასამ კი მოსახლეობის სველ წერტილებში ამოხეთქა.

დემოკრატიის ინსტიტუტი: აჭარაში მიწის საკუთრების საკითხი უნდა გადაიხედოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ საქართველოს ახალ მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვას სთხოვს. ორგანზიაციის განცხადებით, ახალმა მთავრობამ უნდა გადახედოს ყველა იმ საკანონმდებლო აქტს, რის შედეგადაც აჭარაში ათობით ადამიანს საკუთრება ჩამოართვეს.

ტელეარხი 25-ის მეწილე: პასუხისმგებლობა მე რატომ უნდა დამეკისროს

ინტერვიუ „ტელეარხი 25“-ის ერთ-ერთ მეწლესთან, ბათუმელ ბიზნესმენ ჯემალ  ვერძაძესთან. 

Exit mobile version