მწერდამჭერი ხაფანგები აჭარის ტყეებში

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ აჭარაში ტყის მავნებლებთან ბრძოლისათვის  6 ათასი მწერდამჭერი ხაფანგი შეიძინა. ხაფანგებს ქობულეთის, ხულოსა და შუახევის ტყეებში 25 მაისის შემდეგ განათავსებენ. აჭარის  სატყეო სააგენტო ამ გზით წიწვოვანი ხეების მავნებლებისგან დაცვას ცდილობს. 

ინიციატივა შშმ პირთა მშობლების საპენსიო ასაკის შემცირებაზე

 

პარტნიორი ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების დასახმარებლად ინიციატივით გამოვიდნენ. მათთვის საპენსიო ასაკის შემცირებას ითხოვენ. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

ვაჟა ვერულიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მისი უფლებების დარღვევაზე


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ვერულიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაჟა ვერულიძე მიიჩნევს, რომ  იმ პირების ჩამონათვალში, რომლებიც თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში  საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ ხშირად იმარჯვებენ, მისი სახელისა და გვარის მოხსენიებით ორგანიზაციამ მისი უფლებები დაარღვია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის მალხაზ ჭკადუას განმარტებით კი, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებულია და ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება.

„ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი

 

 

„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“, რომელიც ბათუმის ზღვისპირა პარკში 5000 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ითხოვს, რუსეთის მოქალაქის მიერ ოფშორშია დარეგისტრირებული. 

ბათუმში პრემიერისთვის ემზადებიან

 

30 მაისს ბათუმის დრამატულ თეატრში  პრემიერა გაიმართება.  „მაკბეტის“ დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. 

საჯარო სკოლების პირველ – მეოთხე კლასებში სწავლა მაისის ბოლომდე არ განახლდება

 

ვირუსული ინფექციის, მენინგიტის გახშირებული შემთხვევების გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, თვის ბოლომდე მხოლოდ პირველიდან მეოთხე კლასების ჩათვლით იქნება შეწყვეტილი.

როგორ აღნიშნეს ქედაში დამოუკიდებლობის დღე

 

დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს აჭარის მაღალმთიანეთში. საზეიმო ღონისძიება ქედაში დილიდან სპორტული შეჯიბრებით დაიწყო. ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით, ქედის სპორტსკოლაში  რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ფრენბურთში. 

ევროპის მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, საღამოს გალა კონცერტით დასრულდება. 

 

კონცერტში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: „ბათუმი“, „დაიმონდსი“, „ნოტა“, „ჯეო პლანეტი“ და მომღერლები: სოფო ხალვაში, ლუკა ზაქარიაძე, სოფო ერგემლიძე, კახა ცისკარიძე და ხანუმები.

 

 

დამოუკიდებლობის დღეს გამართული სპორტული შეჯიბრებები

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში  საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ახალგაზრდა ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრა, გამოვლინდა გამარჯვებული სამი გოგო და სამი ბიჭი.

 

6 მაისის პარკში ჩატარებულ შეჯიბრებაში, მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ზურა თავბერიძემ მოიპოვა, 70 წონით კატეგორიაში კი გოგიტა ხიმშიაშვილმა.

 

 ბათუმის ყინულის სასახლეში კი ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში ჩატარდა.

ჩემი ევროპული დღიურები

 

საუკეთესო – ეს ის სიტყვაა, რომელიც პირველად მომდის თავში, როდესაც ვიხსენებ ჩემი ცხოვრების გასულ ნახევარ წელიწადს. მართლაც, ეს იყო საუკეთესო დღეები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ვცხოვრობდი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქში, ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე საუკეთესო უნივერსიტეტში და დროსაც საუკეთესოდ ვატარებდი. უფრო უკეთ რომ გაგარკვიოთ იმაში, თუ რატომ ვიყენებ ერთ წინადადებაში ამდენჯერ სიტყვა „საუკეთესოს“, გეტყვით, რომ გასული ნახევარი წელიწადის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ბელგიაში, ქალაქ გენტში, სადაც ერასმუსის გაცვლითი პროგრამით მოვხვდი.  

 

ბათუმის მერია სკვერის რეაბილიტაციას იწყებს

 

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახური, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერის რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 234 ათასი ლარია გამოყოფილი. 

გაზეთი „ბათუმელები“ 13 წლისაა

 

 

2001 წლის 26 მაისს გაზეთ „ბათუმელების“ პირველი ნომერი გამოვიდა.  გაზეთი დაარსდა  რამდენიმე ენთუზიასტი ჟურნალისტის მიერ, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსები, მაგრამ სწამდათ, რომ დამოუკიდებელი მედია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მოქალაქეებისთვის. 

ბათუმისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

 

26 მაისს, რუსთაველისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში, ბათუმისთვის დაღუპული გმირების საფლავები და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ბათუმში სანაპიროზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

 

ამ წუთებში, ბათუმში სანაპიროზე, „იახტ კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.

ტანკები, ყუმბართმტყორცნები, ხვემეხები და სხვადასხვა აღჭურვილობა.

  

ბათუმში 26 მაისისთვის დაგეგმილი საზეიმო გახსნა გადაიდო

 

ბათუმის მერიის მიერ დღის 12 საათისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების გახსნა გადაიდო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე უნდა გამართულიყო.

საქართველო ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას  (19%) და თურქეთს (14%).

 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ფორმა №3 რეცეპტებთან დაკავშირებით

 

სამედიცინო დაწესებულებები, სამ ივნისამდე, ვალდებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე გამოწერის პრაქტიკის ეტაპობრივი დანერგვის გეგმა-გრაფიკი წარადგინონ.

საჯარო დებატები ბათუმში: “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”

 

პარასკევს, 30 მაისს, 18:00 საათზე, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საჯარო დისკუსიას გამართავს. დისკუსიის თემაა “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”.

თხილნარის მოსახლეობა ბავშვთა ბაღის გახსნას ითხოვს

 

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილნარის ცენტრში 150–მდე ოჯახია შეკრებილი, რომლებიც ბავშვთა ბაღის გახსნას ითხოვენ.

ბათუმში ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა

 

რამდენიმე საათის წინ, ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა.

სოლიდარობის აქცია გეგუთის ციხეში დაღუპული პატიმრების ოჯახებს

 

ამ წუთებში ხახულის ქუჩის 100 ნომერში, ციხის ასასვლელთან სოციალურად დაუცველები იკრიბებიან. ისინი მსვლელობას ბათუმის ციხემდე აპირებენ.  

კვლევა: დღევანდელი საარსებო მინიმუმი რეალურზე ორჯერ დაბალია

 

“ეკონომიკური პოლიტიკის ექსტპერტთა ცენტრის” სპეციალისტების მიერ, რეალური საარსებო მინიმუმის დასადგენად ჩატარებული, სამთვიანი კვლვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიუმი რეალურად, 317 ლარი უნდა იყოს და არა 150 ლარი, როგორც ეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აქვს დათვლილი.

ოჩხამურში მოკლული ქალის შვილებს სახელმწიფო 600-700 ლარს გადაუხდის

 

22 მაისს ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, უდედმამოდ დარჩენილ რვა ბავშვზე მზრუნველობა სახელმწიფომ აიღო. 

ოჩხამურში მოკლული ქალის ქმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

 

დღეს დილით, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მოკლული ქალის მეუღლე, სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ოჩხამურის  რწმუნებულმა როლანდ ბერიძემ  განუცხადა.  

ბათუმში ვირუსული მენინგიტის 11 შემთხვევა დაფიქსირდა

 

დღეის  მონაცემებით  ბათუმში მოზარდებში მენინგიტის  11 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ წუთისათვის ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრში“ 8 ბავშვია ჰოსპიტალიზირებული. 

ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობამ ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებზე მოკვლეული ინფორმაცია წარმოადგინა.

ოჩხამურში მოკლულ ქალს 8 შვილი ჰყავდა

 

წინასწარი ინფორმაციით ოჩხამურში წუხელ ქმარმა ცოლი მოკლა. მოკლულ ქალს მეუღლესთან 8 შვილი ჰყავდა, აქედან უფროსი 14 წლის არის, უმცროსი – 9 თვის. ამ წუთებში რვავე ბავშვი პოლიციაში ჰყავთ. მათთან არიან სოციალური მუშაკებიც. ბავშვებს, სავარაუდოდ, დღესვე წაიყვანენ სოფლიდან.

შსს: ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა

 

 წუხელ გვიან ღამით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დღეიდან ბაღებსა და სკოლებში სწავლა დროებით შეწყდა

 

განათლებისა და  ჯანდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა ბაღსა და საჯარო სკოლაში  მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა 27 მაისამდე შეწყდა.     სწავლის შეწყვეტის მიზეზი ვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევებია. 

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს განმარტება მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით

 

“ბათუმელების“ ვებგვერდზე 20 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „მიწები 1 ლარად, მშენებარე ჰესებისთვის“, რომელიც ძირითადად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებას ეყრდნობოდა, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გამოეხმაურა.  კომპანიის განმარტებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.

კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

 

დღეს “კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. “ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრი” თითქმის ერთადერთი იყო, რომელმაც ეს დღე ბათუმში განსხვავებულად აღნიშნა: სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოზარდებმა პრესკაფეში გამოფინეს შესაბამისი ქვეყნების კერძები, რითაც მოგვიანებით მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. მოზარდები ამბობენ, რომ კერძები ინტერნეტში განთავსებული რეცეპტების დახმარებით მოამზადეს.

აჭარის მთავრობის პასუხი სამივლინებო და სოციალური ხარჯების დისბალანსთან დაკავშირებით


“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას მიერ, აჭარის მთავრობის სამივლინებო და სოციალურ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, აჭარის მთავრობის აპარატი პასუხობს. 

მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრები ბათუმიდან დაიწყო

 

21 მაისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მერობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სასამართლო დავა ყოფილი ფოსტის შენობის ირგვლივ


ყოფილი ფოსტის შენობასთან მცხოვრები გეგენავების ოჯახი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უჩივის და იმ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რის თანახმადაც შპს „აქტივ ბათუმმა“ ყოფილი ფოსტის შენობის რესტავრაცია და 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყო. ოჯახის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ მშენებლობით დაირღვა მესაკუთრის უფლება, კომპანია „აქტივ ბათუმმა“ კი პროექტის პირობები დაარღვია. მშენებელი საქმეში მესამე მხარედ არის ჩართული


<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >

ქობულეთში აიეტის ქანდაკება ინგრევა

 

ტერიტორიაზე, რომელიც ქობულეთში თავისუფალ ტურისტულ ზონად მთავრობამ გამოაცხადა, აიეტის ქანდაკება ინგრევა. 

ქობულეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, მუნციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში ქანდაკების შესაკეთებელი თანხა არ აქვთ. 

აჭარაში სახნავი მიწების 60 პროცენტი ეროზირებულია

 

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია”, რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება“ – აღნიშნულია „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2 მაისის ბრძანებაში.

Exit mobile version