სტიკერის გაკვრა იყო პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი, რომლებიც იმ დღეს დააკავეს – განაცხადა მზია ამაღლობელმა დღეს, 9 ივნისს, ბათუმში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, სადაც მას დღეს მეორედ ასამართლებენ 11 იანვარს, აქციაზე, სტიკერის პოლიციის გალავანზე გაკვრის გამო. „სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ, ბატონო მოსამართლევ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე, რომ …
Category Archives: სიახლეები
ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება
დღეს, 9 ივნისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება. საელჩოს წარმომადგენელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდება სხდომის თარგმანი. ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები. 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – …
ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება
დღეს, 9 ივნისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 194- ე დღეს, 21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფილმის ჩვენება – „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“. მანამდე, დღეს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ასევე დღეს, 9 ივნისს, 13 საათზე, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ …
Continue reading “ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება”
“გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ” – ბოკუჩავა მისი ქმრის მიერ უტა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ და აიძულეს ჩაეწერა ვიდეო, რომელშიც იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. „ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 997 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 10 915 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 759 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 28 934 ერთეული [+42] MLRS – 1 411 ერთეული [+1] საზენიტო …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ივნისი”
მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ ასამართლებენ – 9 ივნისს ორი პროცესი იქნება
9 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 9 ივნისს მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა. 9 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა. …
ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი მას მონაზვნის მეშვეობით წამლავდა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მთავრობის მოქმედი წევრი, „უშიშროების“ მაღალი თანამდებობის პირი მის მკვლელობას საწამლავის გამოყენებით გეგმავდა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა დღეს, 8 ივნისს, თავის მრევლთან ღიად ისაუბრა. მის ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ: „ეპარქიაში ძალიან რთული პროცესები და მძიმე მოვლენები ვითარდება. მე, როგორც ამ ეპარქიის მწყემსი და მღვდელმთავარი, ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივნისის 21 საათიდან 9 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 996 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 10 911 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 22 748 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 28 892 ერთეული [+42] MLRS – 1 410 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივნისი”
როგორ გამდიდრდა ახალი შს მინისტრი – სახლები, აგარაკები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალდანიშნული უფროსის მოადგილე გელა გელაძე ორ თვეში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. 2025 წლის 28 მაისს ის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. მანამდე ეს თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა დატოვა. 43 წლის გელა გელაძე მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში – 2008-2010 წლებში. სხვა შემთხვევაში ის მუდმივად საჯარო მოხელე იყო, მაღალ თანამდებობაზე კი პირველად 2010 წელს …
Continue reading “როგორ გამდიდრდა ახალი შს მინისტრი – სახლები, აგარაკები”
8 ივნისს ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენებას გამართავენ – „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“
ხვალ, 8 ივნისს, 21 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ფედერალისტები“ ფილმის – „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“ – ჩვენებას გამართავენ. „არასდროს არ ყოფილა ერთიანობა ისეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი, როგორც ახლა!“ უკვე 191-ე დღეა, რაც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები“ – აღნიშნულია ფეისბუქზე …
მინდოდა მხოლოდ უკრაინული იარაღი გამოგვეყენებინა – ზელენსკი „ობობას ქსელის“ შესახებ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა სპეცოპერაცია „ობობას ქსელზე“, რომლის შედეგადაც უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენებს დაარტყა. ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპერაციისთვის მხოლოდ უკრაინული იარაღი გამოიყენეს და არა მოკავშირეებისგან მიღებული. „მე ძალიან მინდოდა მხოლოდ ის გამომეყენებინა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ“ – თქვა მან. მისი თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლებმა, რომელთა მანქანებშიც საბრძოლო დრონები იყო, არ იცოდნენ …
სარეკლამო კომპანია „ზღვა შანსით“ და ბათუმის ბულვარის დარღვეული კონცეფცია – ფოტო
შპს „ალმას“ სარეკლამო ბილბორდები ბათუმის ბულვარშიც გამოჩნდა. ბულვარის კოლონადებიდან „ალი“ და „ნინოს“ მიმართულებით ველობილიკსა და პრომენადს შორის მწვანე ზოლში რამდენიმე ათეული ბილბორდი ერთმანეთის მიყოლებით განათავსეს. „ზღვა შანსი“, „ამ ლაითბოქსს ზღვა ადამიანი ნახავს“ – ვკითხულობთ „ალმას“ ბანერებზე. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უკვე დამტკიცებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად კი ბულვარის, როგორც ძეგლის სანაპიროს მოწყობა აბსოლუტურად უნდა ჯდებოდეს …
Continue reading “სარეკლამო კომპანია „ზღვა შანსით“ და ბათუმის ბულვარის დარღვეული კონცეფცია – ფოტო”
ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონები გამოაცხადა – გონიო-კვარიათის პლაჟზე კონკურენცია მაღალია
ბათუმის ბულვარში კომერციული ფართობების საიჯარო წესით გასასხვისებლად ბულვარის ადმინისტრაციამ ელექტრონული აუქციონები გამოაცხადა. ნაწილი უკვე დასრულებულია ნაწილი 11 ივნისს უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის უკვე გასხვისებულია რამდენიმე მიწის ნაკვეთი როგორც ბათუმის ცენტრში ასევე, გონიო-კვარიათის პლაჟზე, მათ შორის მცირე ზომის რამდენიმე მონაკვეთი უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ , სუვენირებისთვის განკუთვნილი ჯიხურები და ასე შემდეგ. გასხვისების ვადა რიგ შემთხვევებში 2026 წლის …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 995 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 10 904 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 22 737 ერთეული [+52] საარტილერიო სისტემა – 28 850 ერთეული [+56] MLRS – 1 410 ერთეული [+4] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივნისი”
„დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან
„ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის [რუსეთის] შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში,“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით უკრაინელების წარმატებულ შეტევაში ეს მნიშვნელოვანი მომენტიც გამოიკვეთა. პოლკოვნიკს აქამდეც ჰქონია ეჭვი, დრონებით ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ რუსებს, რუსეთის ტერიტორიიდან აფრენდნენ დრონებსო. „არცერთ …
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – არგუმენტები
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კატეგორიულად ამბობს არას, ნაწილის პოზიცია კი ბუნდოვანია, თუმცა ამ ბუნდოვანებაში ჩანს, რომ შესაძლოა, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1919 წელს ჩატარდა. მეორედ კი 72 წლის შემდეგ, 1991 წელს. მას შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები …
Continue reading “უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – არგუმენტები”
ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან
„ჩვენგან ითხოვენ ჟურნალისტურ სტანდარტს და ამასობაში, ყველაზე მთავარს – ქვეყნის მართვის სტანდარტს თავად არ იცავენ“- ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. ნინო ზაუტაშვილს „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობაზე და იმ სიტყვებისა და ფრაზების აკრძალვაზე, რომლის მოსმენაც დისკომფორტს უქმნის ივანიშვილის ხელისუფლებას. ნინო, როგორ შეაფასებთ „ქართულის ოცნების“ მცდელობას, უკარნახოს მედიას, ჟურნალისტებს, რა უნდა თქვან ეთერში და …
Continue reading “ეს არის წინაპირობა იმისა, რომ აიკრძალოს ფეისბუქიც – ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან”
“თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო” – ლუკა ნაცვლიშვილის წერილი იზოლატორიდან
18 წლის სტუდენტი, ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც მეათე დღეა ბათუმის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ მისი ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა. “ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება? მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც …
ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა – საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველის დაკვლა
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2 სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს, 6 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგენილი რადიუსის ფარგლებში მყისიერად დაიწყო დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია. ამ დროისთვის 700-ზე მეტი პირუტყვია …
„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„ამბასადორი აილენდ ბათუმსა” და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ძირითად მიზნებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა. „ამბასადორის …
ოლისოვი: რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას გააგრძელებს
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი უფროსი დიმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტული მედია „ტასსი“ წერს და ოლისოვს ციტირებს: „რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის …
„ფინანსური ზეწოლის და შანტაჟის ახალი იარაღი“- მედიაკოლიცია მაუწყებლების კონტროლზე
დღეს, 6 ივნისს, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ განცხადება გაავრცელა და კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიციირებული მორიგი ცვლილებები, რომელიც მათი განცხადებით, კომუნიკაციების კომისიას საბანკო ინფორმაციის მიღებაზე გაფართოებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს. „წარმოდგენილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, მიმართოს სასამართლოს და ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ინფორმაციას თავად არ მიაწვდის. …
Continue reading “„ფინანსური ზეწოლის და შანტაჟის ახალი იარაღი“- მედიაკოლიცია მაუწყებლების კონტროლზე”
არქიმანდრიტი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე – „უსამართლობაზე თვალს რომ დახუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით“
ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის,მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გამოეხმაურა. მან მზია ამაღლობელის პატიმრობას და ამავე დროს ნიღბიანების მხრიდან ჟურნალისტებზე დაუსჯელ ძალადობას უსამართლობა უწოდა. „ჟურნალისტმა პოლიციელს ლოყაში გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდათ, რომ მიუსაჯონ. ამბობენ, რომ ამან დაარღვია, პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგნენ, 5-7 კაცი ურტყამდა, …
თურქეთში, მრავალსართულიან სახლში ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა
5 ივნისს, თურქეთში, ქალაქი დიარბაქირში, 13-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და მისი 12, 10 და 4 წლის შვილები. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მოქალაქეების ნაწილი შეეცადა სახლი კიბეებით დაეტოვებინათ, თუმცა მხუთავმა კვალმა ისინი დააზიანა. ოფიციალური ინფორმაციით, …
Continue reading “თურქეთში, მრავალსართულიან სახლში ხანძრის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება
ბათუმის აეროპორტში დღეს, 6 ივნისს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [9:30 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი [THY5ET] ვერც მეორე მცდელობაზე დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს. ბორტი დაჯდომას ამ წუთებშიც [9:50 სთ] ცდილობს. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი „ქარის უეცარი ცვლილება გახდა“. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 10:12 საათზე დაჯდა მთავარი ფოტო …
Continue reading “სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 993 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 10 889 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 685 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 28 794 ერთეული [+44] MLRS – 1 406 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივნისი”
ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია
რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება. „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთის მეთაურმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა, ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, იური ბალაშოვთან, ქალაქ მაგასში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „მხარეებმა განიხილეს ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში საერთაშორისო …
Continue reading “ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია”
მუნიციპალური ინსპექცია ისევ წვალობს მანქანის გასაჩერებელი ადგილის საპოვნელად | ფოტოამბავი
„რა ვქნათ, ადგილი ვერ ვიპოვეთ“ – გვითხრა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, როცა პარკინგის წესების დარღვევაზე ვკითხეთ – მან მანქანა ტროტუარზე ჩააყენა. ამ ამბიდან ორი წელი გავიდა. ინსპექციის თანამშრომლები კი როგორც ჩანს, ისევ წვალობენ მანქანის დასაყენებელი ადგილის საპოვნელად, თუმცა, ხშირად – უშედეგოდ. „ადგილი არ არის“ – ამ ლოგიკით თავად მაკონტროლებელი აჩერებს მანქანას შუა ქუჩაში, ყველა წესის დარღვევით. …
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია. თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების …
თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებამდე დარჩა 5 დღე – „მედროშის საქმე“ ევროსასამართლოში შედის
დღეს, 5 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოში დარჩენაზე. ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ვერ გასაჩივრდება. თუმცა თემურ ქათამაძის საქმეზე შესაძლოა ე.წ. დროებითი ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგის სასამართლომ აამოქმედოს. ბათუმელი მედროშის უფლებების დასაცავად ევროსასამართლოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად იცავს თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ინტერესებს. ბათუმელ …
„მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმარია, ეს მხოლოდ დასაწყისია“ – ევროპარლამენტარი
დღეს, 5 ივნისს, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი „ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის თემას კვლავ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი 145-ე დღეა უკანონო პატიმრობაშია. „მინდა, ყურადღება მივაპყრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კონკრეტულ საქმეს. ის უკვე 145 დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაშია და მე ნამდვილად მაშფოთებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა, მისი სახელი ჩვენს …
მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მესამედ დააჯარიმეს
ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი როსტო ზარანდია დღეს, 5 ივნისს, უკვე მესამედ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის დახატვის გამო. „სამართალდამრღვევი ვარ ისევ, მესამედ. ორი წუთით ადრე დაიწყო უსამართლემ და ხუთ წუთში მორჩა. თავისუფლება მზიას“- წერს როსტო ზარანდია ფეისბუქზე. როგორც როსტო ზარანდია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ამჯერად ის მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დააჯარიმა 3 000 ლარით სტენსილის დახატვისთვის. „პირველ-ორ სასამართლოზე ფატი …
Continue reading “მზია ამაღლობელის სტენსილისთვის ზუგდიდელი აქტივისტი მესამედ დააჯარიმეს”
მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი – საიას შეფასება
„მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჩივრებზე, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეიტანა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ირაკლი კობახიძის ნდობით აღჭურვილმა პირმა. საიას განცხადებით, საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები, ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის …
Continue reading “მედიას არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი – საიას შეფასება”
ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს
დღეს, 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმე განიხილა. ციალა ქათამიძე ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მოსამართლემ მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით. 2025 წლის 27 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული საქმის მიუხედავად ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. „სტიკერის გაკვრის საქმეზე“ ციალა ქათამაძე, მედიამენეჯერ და ჟურნალისტ …
Continue reading “ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს”