მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან, აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას. „თინეიჯერების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება, დარჩენილ 2 პროცენტს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე“, – ასე ფიქრობენ ფოკუს ჯგუფის …
Category Archives: განათლება
ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა
„მოზარდთა მშობლობა“ – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად, აუცილებელია, მშობლებმა მათ მიმართ მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს, წუხილს და ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. „ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს …
Continue reading “ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა”
რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. …
Continue reading “რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა”
ქუთაისელი მასწავლებელი: ბოლო მშობელთა კრებაზე 3-4 მშობელი იყო, სხვები უცხოეთში არიან
მზია ბუბაშვილი ისტორიის მასწავლებელია ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში. ის „ბათუმელებთან“ ისეთ მწვავე პრობლემაზე საუბრობს, როგორიცაა მშობლების მასობრივი მიგრაცია უცხოეთში. რა იცვლება წლების მიხედვით და როგორია სკოლა და მოზარდი, მშობელთა კრება მშობლების გარეშე. 1987 წლიდან ვმუშაობ სკოლაში. სოფლის სკოლაშიც ვმუშაობდი, საჯაროში და კერძოშიც. ბოლო 18 წელია ქუთაისის საჯარო სკოლაში ვასწავლი და ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა …
საგრანტო კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებისთვის
საჯარო და კერძო სკოლებისთვის CENN-ი საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასი, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაცია და მსგავსი მიდგომების დანერგვისკენ მიმართული საქმიანობა. საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებასა და მყარი ნარჩნების დახარისხებაში. შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული …
Continue reading “საგრანტო კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებისთვის”
აგვისტოს ომზე სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად 19 სამხედროს გადაამზადებენ
საჯარო სკოლებში კიდევ ერთი ახალი საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეტანა იგეგმება. საგნის საპილოტე სწავლება 2019 წლიდან რამდენიმე სკოლაში დაიწყება. როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, ახალი საგნის სკოლებში შეტანის მიზანი მოსწავლეებში პატრიოტული სულისკეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაა. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გვეუბნება, რომ აღნიშნული საგნის სკოლებში სწავლების ინიციატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. …
Continue reading “აგვისტოს ომზე სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად 19 სამხედროს გადაამზადებენ”
ფაშისტური სიმბოლიკები საჯარო სკოლის ჭიშკარზე ბათუმში
ბათუმში, მე-8 საჯარო სკოლის რკინის ჭიშკარზე და ჭიშკრის სვეტებზე, ფაშისტური სიმბოლოებია მიხატული. სკოლის ცენტრალური შესასვლელი გრიბოედოვის ქუჩის მხრიდანაა. სკოლის დირექტორი გივი ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფაშისტური სიმბოლოები სკოლის ჭიშკარზე დღეს დილით შეამჩნია. „მანამდე არ მინახავს. დღეს როცა მივედი სკოლაში, შევნიშნე“, – გვითხრა დირექტორმა. მისი თქმით, ჭიშკარსა და ჭიშკრის სვეტებზე მიხატული ფაშისტური სიმბოლოები სკოლაში სხვებმაც შენიშნეს. …
Continue reading “ფაშისტური სიმბოლიკები საჯარო სკოლის ჭიშკარზე ბათუმში”
ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს
სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა მოამზადონ ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ფიროსმანის ნახატებს. კონკურსისთვის – „გაცოცხლებული სურათები“ მოსწავლეებმა უნდა შექმნან ვიდეორგოლი, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ციფრული, ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსი, მათ შორის, საკუთარი ნახატებიც. კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეებმა მხატვრის ბიოგრაფიიდან უნდა მოიძიონ ისტორიები და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ვიდეორგოლის სიუჟეტი. ვიდეორგოლი …
Continue reading “ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს “
მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს
საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არის ძალიან ხისტი და მისი ცვლილება აუცილებელია. „ბათუმელებთან“ მარიამ ჯაში ასევე საუბრობს თავის პირად რეკომენდაციაზე, რომელიც საატესტატო გამოცდაში ჩაჭრილ მოსწავლეს, მისი გადაბარების შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. თუმცა, როგორც დეპუტატი ჯაში ამბობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, გადაწყვეტილება …
მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში
ახალი სახელმძღვანელო – „ჩემი საქართველო“, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც სკოლაში შევიდა, უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში. სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ერთ-ერთი საგაკვეთილო მასალის ფოტოები, სადაც წერია, რომ „სვანეთში ბევრი ხეობა და მდინარეა. საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი, სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს“. „ასე ასწავლიან საქართველოს ისტორიას?“ – წერენ სოციალურ ქსელში. კომენტარების ავტორების აზრით, სახელმძღვანელოში …
Continue reading “მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში”
ხულოს ორ სკოლაში ინგლისურ ენას დისტანციურად შეასწავლიან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების დანერგვას გეგმავს. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, დისტანციური სწავლების საჭიროება მაღალმთიან რეგიონებში უცხო ენის სპეციალისტების ნაკლებობამ განაპირობა. როგორც ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური …
Continue reading “ხულოს ორ სკოლაში ინგლისურ ენას დისტანციურად შეასწავლიან”
განათლების მინისტრი აცხადებს, რომ 3 000 სტუდენტისთვის ქალაქს ააშენებენ
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს, განაცხადა, რომ 3 000 სტუდენტისთვის სტუდენტური ქალაქი აშენდება თბილისში. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სტუდენტურ ქალაქს 2019 წელს თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებენ. „პროექტში გათვალისწინებულია როგორც საერთო და ინდივიდუალური ოთახები, ასევე, ცენტრალური და საერთო სამზარეულოები, რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, აუზები და მულტი-პროფილური გარე მოედნები. კამპუსს …
Continue reading “განათლების მინისტრი აცხადებს, რომ 3 000 სტუდენტისთვის ქალაქს ააშენებენ”
რატომ გადასცეს საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მოსწავლეებს კომპიუტერები
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის საჯარო სკოლებში 267 ათოსანი სწავლობს საბაზო საფეხურზე, გასულ წელს კი 252 სწავლობდა. ათოსან მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამინისტრომ დღეს, 21 ნოემბერს, საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. კომპიუტერები ათოსან მოსწავლეებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ. სამინისტროს განმარტებით, კომპიუტერით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს …
დაბრუნდება თუ არა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში – სამინისტროს განმარტება
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დააბრუნოს. სფეროთი დაინტერესებული პირების ერთი ნაწილი გოგებაშვილის „დედა ენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრეა. რას გულისხმობს მინისტრი „დედა ენის“ დაბრუნებაში მაშინ, როცა სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები უკვე შესულია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ …
Continue reading “დაბრუნდება თუ არა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში – სამინისტროს განმარტება”
82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალგაზრდების ერთთვიან გადამზადებას იწყებს თანამედროვე (IT) ტექნოლოგიებში. პროექტისთვის 82 ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და როგორც სააგენტოში გვეუბნებიან, 200-მდე პირი უნდა გადამზადდეს. საქართველოს ტექნოპარკის წარმომადგენლის, თეონა ჩუხრუკიძის თქმით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც, მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. „ერთ ტექნოცენტრში ათი მსურველის აყვანას ვგეგმავთ,“ – გვითხრა მან. თანამედროვე ტექნოლოგიებში ახალგაზრდებს ჯეოლაბის …
Continue reading “82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად”
რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს. ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში …
Continue reading “რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს”
ტექსტის ანალიზის გარეშე აბიტურიენტი ბარიერს ვეღარ გადალახავს – რა იცვლება ეროვნულ გამოცდებში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები იქნება. ცვლილება ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს შეეხება. ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. …
რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს – მინისტრის განმარტება
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 8 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა მასწავლებლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით. „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2019 წელს და ნამდვილად იგეგმება თუ არა ზრდა, მინისტრი ამბობს, რომ ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი, დეტალები ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. „ამაზე კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით წლის …
სახელმძღვანელოების გრიფირებაზე სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს განათლების სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს. 2018 წელს კონკურსი მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებაზე გამოცხადდება, 2019 წელს – მე-8 და მე-9 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, ახალი …
Continue reading “სახელმძღვანელოების გრიფირებაზე სამინისტრომ ახალი კონკურსი გამოაცხადა”
სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას
რატომ არ ისწავლება საჯარო სკოლებში აკადემიური წერა, რომელიც მოიცავს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე და რატომ უჭირთ ფორმალური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე აკადემიურ პერსონალს? ქართული განათლების გამოწვევებზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, რა არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქართულ სკოლებში არ ისწავლება აკადემიური წერა? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებში არის გარკვეული …
Continue reading “სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას”
„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა
საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010 წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო. პირველ ეტაპზე ორ მილიონზე …
წელს ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა [ინფოგრაფიკა]
2018 წელს ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად 40 405-მა აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე 36 497 აბიტურიენტი გავიდა, სწავლის გაგრძლეების უფლება კი 26 696-მა მათგანმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ წელს, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 55-ით მეტია.
შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 30 ნომერში, სკოლა-ლიცეუმ „თაობას“ შენობასთან, მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსის კედელი სკოლის ფანჯრებთან იმდენად ახლოს არის ამოყვანილი, რომ საკლასო ოთახების დიდი ნაწილი ჩაბნელდა. იცოდა თუ არა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ სკოლასთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსი შენდებოდა, რომელიც ბუნებრივი განათების პრობლემას შეუქმნიდა სკოლას? „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ომარ მიქელაძეს ტელეფონით ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ …
Continue reading “შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა”
რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს
წელს პირველად საჯარო სკოლები მშობლებთან კონტრაქტს გააფორმებენ. მსგავსი გამოცდილება მშობლებს და სკოლებს აქამდე არ ჰქონიათ. „ბათუმელები“ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას გაეცნო, რომელიც ყველა სკოლაში იდენტურია. სკოლებში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობები თითქმის იმეორებს ზოგადი განათლებისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. რას ცვლის სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობაში აღნიშნული კონტრაქტი და რა ხდება იმ შემთხვევაში, …
Continue reading “რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს”
როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებამ გაზარდა მისი მოხმარების შემთხვევები არასრულწლოვნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორია ამ მხრივ ვითარება სკოლებში და რა პრევენციულ ზომებს ატარებს სკოლების ადმინისტრაცია იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა არ მოიხმარონ მარიხუანა. იციან თუ არა მოზარდებმა, რა შეიცვალა რეალურად კანონში მას შემდეგ, რაც მარიხუანას მოწევა აღარ არის დასჯადი. მაგალითად, ბათუმის მე-17 საჯარო …
Continue reading “როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე”
მასწავლებელთა მეხუთე კონფერენცია ბათუმში
აჭარის განათლების ფონდი აცხადებს აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას. კონფერენციიის სახელწოდებაა „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“, რომელიც გაიმართება 2018 წლის 21-23 დეკემბერს. კონფერენციის მიზანია, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება; სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, …
„ერაზმუს+“: პროგრამა 6 მილიონი ევროთი გაიზარდა, გაცვლითი პროგრამებით 800-მდე პირი ისარგებლებს
„ერაზმუს +“ საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაიზარდა. ეს თანხა ევროკავშირმა საქართველოს სპეციალურად გამოუყო 2018-2020 წლებისთვის. მომდევნო ორ წელში საქართველოს დამატებით 800-მდე სასტიპენდიო გაცვლის საშუალება მიეცემა. „ერაზმუს+“ საგრანტო პროგრამის მენეჯერი ნინო ურუშაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგრანტო პროგრამა ქართველ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, 33 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტებში სასტიპენდიო პროგრამით ისარგებლონ. თანხა …
უფასო ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის
ბათუმის ამერიკული კუთხე, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგკურსს აწყობს. ამჯერად ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე მასწავლებლებისთვის ტარდება. ეს კურსი დაეხმარება მასწავლებლებს შექმნან მიმზიდველი და სასარგებლო გარემო საკლასო ოთახებში. ასევე, გაეცნონ სხვადასხვა სახის ციფრული იარაღის (იმ გაჯეტებისა და და აპლიკაციების) გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია შორეულ სოფლებშიც კი. კურსი მოიცავს არა მარტო გამოცდილების გაზიარებას, არამედ მცირე …
Continue reading “უფასო ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის”
გარე დაკვირვებაზე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა
გარე დაკვირვების გასავლელად 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მანანა რატიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგებს, ვინც გარედაკვირვებაზე დარეგისტრირდნენ, სასწავლო წლის ბოლომდე განესაზღვრებათ გაკვეთილის ჩატარების თარიღები. „რეგისტრაცია დასრულდა და ერთი თვის ვადაში ამ მასწავლებლებლებს დაუნაწილდებათ ვადები, თუ ვის როდის დააკვირდებიან. კონკრეტული ვადა აისახება eshool-ის ელექტრონულ სისტემაში და გამოუჩნდებათ კალენდარზე“. როგორც მანანა …
Continue reading “გარე დაკვირვებაზე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა”
უფროსი მასწავლებელი: „გარედაკვირვება“ არის ფორმალობა და ის ხარისხს ვერ ცვლის
ცირა ქობულაძე უფროსი მასწავლებელია. ის ათი წელი საჯარო სკოლაში მუშაობდა, ბოლო ოთხი წელია კი კერძო სკოლა „ევრო 2000“-ში ასწავლის. ცირა ქობულაძე არის განათლების საერთაშორისო აკადემიის (IAE) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ტრენინგების აქტიური მონაწილე, რომელიც გაიმართა სტამბულსა და ბაქოში. „ბათუმელები“ ცირა ქობულაძეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ესაუბრა. ქალბატონო ცირა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ პედაგოგები, …
Continue reading “უფროსი მასწავლებელი: „გარედაკვირვება“ არის ფორმალობა და ის ხარისხს ვერ ცვლის”
ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული შუახევიდან – „ვინ არის ადამიანი თავისუფლების გარეშე“
ანა კეკელიძე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის სკოლაში მეცხრე კლასში სწავლობს. ანამ ლიტერატურულ კონკურსში გასულ წელსაც მეორე ადგილი მოიპოვა. ინგლისური ენის კონკურსში კი პირველი. ამჟამად ქიმიის საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობს და როგორც გვეუბნება, პირველ ტური წარმატებით გადალახა. ანა ამბობს, რომ უყვარს დეტექტივებისა და რომანების კითხვა. ძირითადად უცხოელ მწერლებს კითხულობს, თუმცა თანამედროვე ქართველ მწერლებსაც …
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წელს 547 უცხოელი სტუდენტი ისწავლის
ბოლო მონაცემებით, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში 547 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპრატამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 535 სტუდენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს. ყველაზე მეტი – 478 სტუდენტი არის ინდოეთიდან, აქედან 57 ბსუ-ში წელს ჩაირიცხა, სამ სტუდენტს კი სწავლის საფაურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა. წელს შოთა …
Continue reading “შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში წელს 547 უცხოელი სტუდენტი ისწავლის”
რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ
მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წლის 5 ოქტომბერს გახდა. ის ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების უფროსი მასწავლებელია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს და რა ხდის პედაგოგს ყველაზე წარმატებულს? წლის საუკეთესო მასწავლებელი „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებებს უზიარებს. მანანა კაპეტივაძე: პირველი, რაც მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა აჩვენოს, ეს ბავშვის მიმართ პატივისცემაა. ბავშვი …
Continue reading “რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ”
8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილებს 10 418 მასწავლებელი ატარებს. მათგან 2 032 მასწავლებელს აქვს მხოლოდ სპორტის გაკვეთილის საათები. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, აქედან რამდენ პედაგოგს აქვს სპორტის მასწავლებლის შესაბამისი კვალიფიკაცია. დანარჩენ – 8 386 მასწავლებელი კი სპორტის გაკვეთილებს შეთავსებით ატარებს, ისინი სხვა საგნებსაც ასწავლიან. „ფიზიკური …
Continue reading “8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს”
მასტერკლასი და კრედიტქულიანი აქტივობები მუსიკის მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მუსიკის პედაგოგებისთვის დაგეგმილია მასტერკლასი – „საოპერო მუსიკის მოსმენა“, რომლის მიზანია კლასიკური რეპერტუარის მოსმენის ჩვევის გამომუშავების გამოცდილების გაზიარება. ანდღულაძეების ვოკალური ფონდის ხელმძღვანელი გური ზაქარეიშვილი მასწავლებლებს გააცნობს თეატრის გამოცდილებას. მასტერკლასზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაძლებელია 300 მსმენელის მიღება. „მუსიკის მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ სამი სამუშაო …
Continue reading “მასტერკლასი და კრედიტქულიანი აქტივობები მუსიკის მასწავლებლებისთვის”
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის მფლობელი, ქალაქ ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. გამარჯვებულს საჩუქრად ათი ათასი ლარი გადაეცემა. ის ასევე მონაწილეობს მიიღებს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (The Global Teacher Prize) ცერემონიაში, რომელიც ყოველ წელს იმართება. დაჯილდოვების ცერემონია დღეს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მანანა კაპეტივაძის გარდა, 2018 წლის მასწავლებლის …
Continue reading “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა”