მიხეილ ბატიაშვილი: ცხრაწლიანი საბაზო განათლება 10 წლამდე გაიზრდება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სავალდებულო საბაზო განათლების ცხრაწლიანი სისტემა 10 წლამდე გაზრდება. „დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე-11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია,“- განაცხადა მინისტრმა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრმა ასევე ახსენა შეფასების ახალი მოდელი, რომლის მიზანი, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო …

განათლების მინისტრი: პედაგოგების ხელფასები სექტემბერში გაიზრდება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ პედაგოგების ანაზღაურებაზე გეგმას მაისში წარმოადგენს. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა. სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი – ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, – …

მეორე სკოლის შენობაზე დაშენება არ იგეგმება – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაგეგმილია ბათუმის მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, თუმცა სკოლის ორსართულიან შენობაზე სართულების დაშენება არ იგეგმება. „ჩვენ წელს გამოვაცხადეთ რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე ტენდერი, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია, ეს არის სააქციო საზოგადოება „აჭარკავშირი“. დავალება არის ის, რომ შეიმუშაოს სარეაბილიტაციო პროექტი“, – გვეუბნება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია. რადგან მეორე საჯარო სკოლის შენობას …

იქნება თუ არა მასწავლებელი ობიექტური ნიშნების დაწერისას – რას შეცვლის ახალი სისტემა

განათლების სამინისტრომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა. თუმცა რა სისტემით შეაფასებენ მოსწავლეებს საბოლოოდ, არიან თუ არა სკოლები მზად საგამოცდო სისტემის დეცენტრალიზაციისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები არც სკოლას აქვს და არც სამინისტროს. ბუნდოვანებით მოცულ რეფორმაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობასა და მოსალოდნელ რისკებზე „ბათუმელებთან“ მეორე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნანა პაპუნაიშვილი საუბრობს. ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რა რისკებს …

რომელი პედაგოგები შეინარჩუნებენ ან შეიცვლიან სტატუსს 2020 წლამდე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ის მასწავლებლები, ვისაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას. „სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ …

შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა

განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით?  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და …

პასუხი V კლასის სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე

„ბათუმელები“ სტატიებს: მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში და ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში  სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფი გამოეხმაურა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მათ წერილს. ______________ სახელმძღვანელოს ნებისმიერი ავტორი დაინტერესებულია იმით, რომ მისი ნაშრომის მიმართ გამოითქვას ობიექტური შენიშვნები, რაც აუცილებელია სახელმძღვანელოს დასახვეწად და მომავალში მათ გასათვალისწინებლად. ბუნებრივია, რომ შეუძლებელია სრულყოფილი სახელმძღვანელოების დაწერა იმ არანორმალურ …

სწავლა საზღვარგარეთ – აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსში საბუთების მიღებას იწყებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსში – „სწავლა საზღვარგარეთ“, საბუთების მიღებას იწყებს. სამინისტროს ცნობით, საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …

უფროსი მასწავლებელი: გარედაკვირვებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა არ მეძლევა

„ბათუმელებს“ ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს სტატუსის შეცვლა, რისთვისაც დაგროვებული აქვს ყველა საჭირო აქტივობა (11+2 კრედიტქულა), თუმცა, პედაგოგის თქმით, გარედაკვირვებაზე დასარეგისტრირებლად მას შესაძლებლობა არ ეძლევა. „გარედაკვირვებაზე უნდა დავრეგისტრირებულიყავი 2018 წლის სექტემბერში, მაგრამ რადგან ამ დროისთვის რამდენიმე აქტივობის შეფასება არ იყო დასრულებული, ვერ დავრეგისტრირდი. ამჟამად მაქვს ყველა საჭირო კრედიტქულა …

არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრს მეოთხე მოადგილე დაუნიშნა და ამავე დროს დასძინა, რომ სამინისტროს უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყეს. როგორი იქნება განათლების მინისტრის „სტრუქტურული ცვლილებების ახალი გეგმა“, რომელიც მან მთავრობას ექვს კვირაში უნდა წარუდგინოს და არსებობს თუ არა უთანხმოება …

მეთორმეტეკლასელები წელს გამოსაშვებ გამოცდას აღარ ჩააბარებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მე-12 კლასელები წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, პირველ თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გამოცდების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია 28 იანვარს გახდა ცნობილი. „მივიღე გადაწყვეტილება სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ მისაღებ …

განათლების მინისტრი: ვმუშაობთ ქართული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებაზე

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემის პრეზენტაცია წარადგინა. მან ისაუბრა ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომლის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულთან ინტეგრაცია. მინისტრის თქმით,  უკვე გაკეთებულია განაცხადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ …

„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე

„გახარებული დამხვდნენ ბავშვები – რომ გვეუბნებოდით, ისწავლეთ, თორემ გამოცდაზე გაგიჭირდებათო, აღარ გვჭირდება, ბატონოო… დღესაც მქონდა გაკვეთილი მეთერთმეტეში და გამიკვირდა: მომზადებული დამხვდნენ. იცით, როგორ არის, მგონი, ინერციით მივდივართ. მეთერთმეტეში უხარიათ, რომ რაღაც შეძლეს და ისწავლეს. მეათე კლასში უფრო გახარებული არიან. მათ უკვე აღარ უნდოდათ წიგნის გადაშლა,“ – ამას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუკრი კობახიძე …

განათლების მინისტრი: უცხოურ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც ექნებათ

სამეცნიერო სფეროში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია განათლების მინისტრმა დღეს, 30 იანვარს სამინისტროში წარადგინა, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი). გარდა ამისა, როგორც პრეზენტაციისას ითქვა, გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით, „მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან“. ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა …

ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციის მიხედვით, ცვლილებები ითვალისწინებს სამეცნიერო სფეროს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტ ინტეგრაციას, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევებში სამეცნიერო ეფექტიანობის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას, მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავებას, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის …

მინისტრი: არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგვარი მომზადება სჭირდებოდეს

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამოცდების ახალი მოდელის პრინციპი ეროვნული გამოცდების საკითხების  სასკოლო პროგრამასთან დაახლოება იქნება. „ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე, პირველ რიგში რაც გვჭირდება, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნების გარეშე მაღალი განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია. ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა …

ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე

გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისათვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან …

გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის

რამდენად კარგად ან ცუდად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას? – 2018 წლის დეკემბერში, NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ამ შეკითხვაზე გამოკითხული რესპონდენტების 27-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მთავრობა ამ საკითხს ცუდად ართმევს თავს, 7 პროცენტი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად, 47 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ – კარგად. კვლევა – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ შეეხო ბევრ საკითხს, მათ …

რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

„უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სამინისტრო დამატებით, ორი ახალი ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას აპირებს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. სამინისტროს განცხადებით, ცენტრებში მაღალი კვალიფიკაციის ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები იმუშავებენ. მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. მინისტრი ასევე ამბობს, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, სკოლებში „დაინერგება თვისობრივად ახალი მიდგომა“, …

ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში

„მიწის დამუშავება ხარებით ზემო იმერეთში“ – ასეა აღწერილი ფოტო მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნში, თუმცა ფოტო არა ზემო იმერეთში, არამედ ხულოში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული 2014 წლის გაზაფხულზე, „ბათუმელების“ რეპორტიორის, მანანა ქველიაშვილის მიერ. მეხუთე კლასის ისტორიის მოსწავლის წიგნი გრიფირებული სახელმძღვანელოა. იგი გამომცემლობა „კლიომ“ გამოსცა 2018 წელს. როგორ აღმოჩნდა აჭარაში, ღორჯომში გადაღებული ფოტო ზემო იმერეთის ილუსტრირებისთვის საავტორო …

რამდენჯერ დაჰპირდა სამინისტრო მასწავლებლებს ხელფასის გაზრდას – ბოლო წლის ქრონოლოგია

სკოლის მასწავლებლების ხელფასის 2019 წლიდან გაზრდის  შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა პირველად 2018 წლის ივლისში, პარლამენტში განაცხადა. მაშინ ის მინისტრობის კანდიდატი იყო. მიხეილ ბატიაშვილმა მაშინ თქვა, რომ დეტალებს ვერ დააზუსტებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ მიმართულებით მუშაობა მიდის“, გადაიხედება სისტემა ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვით. გასული წლის 14 სექტემბერს იგივე ტექსტი გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და 2019 წლისთვის …

ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა. შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო. როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს,  …

სიმონ ჯანაშია: უნდა იყოს ხელფასის კატეგორიები და არა სტატუსები

დღეს, 18 იანვარს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად აღარ დასჭირდებათ კრედიტქულების დაგროვება და კონკრეტული სტატუსის მისაღებად ისინი გამოცდებს ჩააბარებენ. თუმცა, პრეზენტაციისას, არც მინისტრს და არც ცენტრის ხელმძღვანელს პასუხი ბევრ კითხვაზე არ გაუციათ. მაგალითად …

განათლების სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უქმდება. „პედაგოგებს ხელი უნდა შევუწყოთ საკლასო ოთახში შემოქმედებითობისთვის და არა შევუშალოთ“, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 18 იანვარს, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებების პრეზენტაციისას. პრესრელიზში, რომელიც „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა, ნათქვამია, რომ პედაგოგები სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აღარ დააგროვებენ. „ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, …

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები

ლალი ჯაფარიძე, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს. ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, …

მიხეილ ბატიაშვილი: დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს 16 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ისეთ ადამიანებს უშვებს, რომლებსაც შრომის ბაზარზე დასაქმება არ შეუძლიათ. „სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება,“-განაცხადა მან. მინისტრის თქმით, ეს მოდელი შეიცვლება. „უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელი ამას უზრუნველყოფს,  მოხდება სწორი მიდგომების წახალისება როგორც უმაღლესი, ასევე, …

ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის მოსწავლეებისთვის

ევროკავშირი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 16-17 წლის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი მარტის ჩათვლით შეუძლიათ. „სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც  ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე,“- ნათქვამია …

კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის  განათლების სამინისტრომ ქვეპროგრამის – „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდებიან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე  პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე  სწავლობენ. ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა …

უფასო იმიტირებული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-12 კლასელებისთვის ბათუმში

17 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმიტირებული გამოცდა ჩატარდება. უნივერსიტეტის ინფორმაციით იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება უფასოა და მხოლოდ მე-12 კლასელებს შეუძლიათ, მონაწილეების რაოდენობა კი, შეზღუდულია. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, „ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, შეამოწმონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში. ტესტები მომზადებულია საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური …

ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ.  ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი:  ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი …

რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად 

საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“. ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ …

პანკისის ხეობაში დირექტორებსა და პედაგოგებს ევროპის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ

როგორ უნდა წარმართონ საკუთარ სკოლებში ევროპის შესახებ სწავლების ჩატარება – ამის შესახებ პანკისის ხეობაში 20 სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. პედაგოგები თბილისში ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან გამართულ სემინარს, რომელზეც პირველი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს მიერ შერჩეული ევროინტეგრაციის კურსის თაობაზე. 2019 წლის თებერვალში კი, პედაგოგთა ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ისინი შეხვდებიან ევროპული ინსტიტუტების …

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – გაიცემა ფულადი პრიზი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა. კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გაგზავნონ  ესეი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ესეში შესაძლოა განხილული იყოს: • გენდერული ნიშნით ძალადობის …

უჩამბის სკოლამ საბჭოთა პერიოდის შემდეგ ლაბორატორია პირველად შეიძინა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორია შეიძინა. როგორც სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, დათო ზოსიძე გვეუბნება, სკოლას ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონია და მოსწავლეები ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ. ლაბორატორია 4 700 ლარად შეიძინეს. აჭარის განათლების სამინისტრომ სკოლას, სასკოლო კლუბების დაფინანსების ფარგლებში, ათასი ლარი გამოუყო, დანარჩენი თანხა კი სკოლამ საკუთარ ბიუჯეტში გამონახა. დათო …

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა. ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. „მისი ბევრი აქტივობა …

225 ქართველი მეცნიერი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 225 ქართველი მეცნიერი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან დაწესებულებებში – უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. ამ სიის მიხედვით, 99 ფიზიკის სპეციალისტი მუშაობს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი –  29 ფიზიკოსი დასაქმებულია აშშ-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, აშშ-ს ეროვნული ლაბორატორია, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, დელავერის უნივერსიტეტი, აიოვას უნივერსიტეტი და ა.შ. აქედან, დიდი ნაწილი მუშაობს მკვლევარად, …

Exit mobile version