გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
21 ივნისს ჰაერის ტემპერატურა:
- აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 13-18 გრადუსი სითბო;
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა, ხილვადობა 4-10კმ;
- ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი);
- ზღვის წყლის ტემპერატურა: +23 გრადუსი.
ორშაბათს და სამშაბათს [22 და 23 ივნისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.