ხვალ, 14 თებერვალს, დაბა ხულოში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. კლინიკაში, რომლის საერთო ფართობი 60კვ/მ-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კლინიკა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაიხსნება; კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში …
Category Archives: მთიანი აჭარა
ქედის სოფლებში გარე განათებების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება
სოფლის გაძლიერება და შესაბამისი პირობების შექმნა, ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარე განათებების ქსელის მოწყობისთვის თანხა ყოველწლიურად გამოიყოფა. გასულ წელს ქედის 30 სოფელში, 195 განათების წერტილი დამონტაჟდა, რისვისაც 80 000 ლარი დაიხარჯა. ქსელში ჩასართავად კი ამ დროისთვის, მუნიციპალური ორგანიზაცია შპს ,, ქედის კომუნალურსერვისი“ აქტიურად მუშაობს. …
Continue reading “ქედის სოფლებში გარე განათებების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება”
უსარგებლო საბავშვო ატრაქციონი [ფოტოამბავი]
ასე გამოიყურება საბავშვო ატრაქციონი შუახევში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის შენობის გვერდითაა დამონტაჟებული. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება. რაც შეეხება ახალ ატრაქციონებს, ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში შუახევის განვითარების გეგმის პროექტზე სახელმწიფო შესყიდვას გამოაცხადებს და „გენგეგმის პროექტის დამუშავების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება ინფრასტრუქტურის გამართვა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის …
Continue reading “უსარგებლო საბავშვო ატრაქციონი [ფოტოამბავი]”
სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი ავტომობილი შუახევის მერიას ემსახურება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ოდენობის საწვავსაც შუახევის მერია ხარჯავს. შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული 14 ავტომობილიდან გამართულ მდგომარეობაში ათი ავტომობილია, სახელმწიფო ავტომობილები აქ მერს, მერის ორ მოადგილეს და ყველა სამსახურს ემსახურება. რაც შეეხება საწვავის ლიმიტს, თვის განმავლობაში შუახევის მერიის თანამშრომლებისთვის 1950 …
Continue reading “სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში”
შუახევის მერიის უკანა ეზო [ფოტოამბავი]
ამ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად გასულ წელს 126 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „მარეთი 777“-მა გაიმარჯვა – ხელშეკრულება 100 047 ლარსა და 7 თეთრზე გაფორმდა. დამცავი კედელი კომპანიას გასული წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, შემდეგ ვადა 20 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, სანიაღვრე არხი დარჩა მოსაწყობი, ცუდი ამინდების გამო ვერ დასრულდა მშენებლობა… როდესაც დასრულდება …
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება
5 – 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ქედაში (ქედის ცენტრში) მოძრავი სერვისცენტრი დღეს 17 საათამდე მუშაობდა, შუახევში შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 6 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. რაც შეეხება ხულოს, აქ მოძრავი სერვისცენტრი …
Continue reading “შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება”
სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში, საავტომობილო გზის გასწვრივ, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის, რის საფუძველზეც მშენებლობა დაიგეგმება. დოკუმენტაციის შეძენაზე სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა თანხით – 7 600 ლარი. ტენდერის ძირითადი მოთხოვნაა: [checklist] სარეკრეაციო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფანჩატურებით, კარვების განთავსების ადგილებით, შესაძლებლობის შემთხვევაში მდინარის ნაპირთან წვდომისათვის მისასვლელი [ჩასასვლელი] გზით ან …
Continue reading “სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს”
აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე თემს შუქი არ მიეწოდება
აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 15 სმ-ს, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-ს აჭარბებს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილები ყველა მიმართულებით გადაადგილდება. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუქი დიოკნისის, რიყეთისა და საციხურის თემებში არც ერთ სოფელს არ მიეწოდება, ხოლო …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე თემს შუქი არ მიეწოდება”
ჩოგბურთის დაკეტილი კორტები ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტები 2011 წელს მოაწყეს. ამისთვის 84 667 ლარი დაიხარჯა. წვრთნები კორტზე ცოტა ხანს ტარდებოდა, 2012 წლის თებერვლის შემდეგ კი ეს სპორტული სივრცე, ფაქტობრივად, დაკეტილია. მიზეზი – კორტის საფარი ობიექტის ჩაბარებიდან სულ რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა. ჩოგბურთის კორტები ქედაში ენმ-ის წევრის, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის დროს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გულები ო.დ“-მა ააშენა. 2011 წელს …
ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ
მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა გასული წლის სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა უმეტესობა დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, საცხოვრებლის შესაძენად, სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახებიდან დაახლოებით 90%-მა ქონების შეძენა მოახერხა, სოფელი კი მათგან, მხოლოდ რამდენიმემ დატოვა. …
Continue reading “ხულოს მერი თხილვანელებზე: თუ ასე გაგრძელდება, სამართლებრივ მექანიზმს შევიმუშავებთ”
ქედის საკრებულო კომისიის წევრებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, საკრებულოს კომისიებს გადაადგილებისთვის ყოველთვიურად საწვავის ხარჯი გამოეყოფა, თითოეულ კომისიას თვეში 80 ლიტრი. ქედის საკრებულოს ბალანსზე ამ დროისთვის ორი სახელმწიფო ავტომობილი ირიცხება, მათგან ერთი საკრებულოს თავმჯდომარეს, მეორე კი მის მოადგილეს ემსახურება. შესაბამისად, დღემდე ქედის სკარებულოში საწვავის ხარჯი ამ ორი ავტომობილისთვის იყო გაწერილი. შუქრი თურმანიძე განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით …
Continue reading “ქედის საკრებულო კომისიის წევრებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს”
„ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შექმნა
„ქართულმა ოცნებამ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია: „ქართული ოცნება – მრეწველები“ და „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ შექმნა. ახალი ფრაქციები სამ-სამი წევრით არის წარმოდგენილი. „ქართული ოცნება – მრეწველების“ ფრაქციის წევრები არიან: ტარიელ მანველიძე, მზია ბოლქვაძე და ოთარ ბოლქვაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“ წარმოადგენენ: როსტომ შერვაშიძე, უშანგი დუმბაძე და ბადრი შავლიძე. „ქართული ოცნება – …
Continue reading “„ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შექმნა”
მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაში 90 ათასამდე ლარი დაიხარჯება
მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ქედის მერია წელს 62 897 ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 18 იანვარს გამოაცხადა. სატნდერო პირობით, თამარის ხიდის მიმდებარედ გარე განათება, რკინა-ბეტონის ბილიკი, პანდუსი და მოაჯირები უნდა მოეწყოს, ბილიკის ბოლოს კი გრუნტზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი უნდა დაიყაროს. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 62 897 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 8 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები …
უბანი გზის გარეშე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები ოჯახები გარე სამყაროს საცალფეხო ბილიკითა და მდინარე აჭარისწყალზე არსებული ბაგირის ხიდით უკავშირდებიან. როცა მდინარეში წყალი მატულობს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდის და ბაგირის ხიდამდე მისასვლელ ტერიტორიას ტბორავს. დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად არის შემოვლითი გზაც, რომელიც იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილიც კი ვერ გადაადგილდება. ეს გზა გასულ საუკუნეშია …
რამდენით გაიზარდა ხელფასები ქედაში
ქედის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს სახელფასო სარგო გაეზარდათ. თანამდებობრივი სარგოს ცვლილება ქედის საკრებულომ დღეს, 18 იანვარს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად ხელფასის სახით 3 500 ლარს, მოადგილე კი – 2 200 ლარს აიღებს. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები – 1 700, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი – 1200 ლარს აიღებენ. თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ …
გოდერძიზე საავტომობილო გზა ჩაიკეტა – ტურისტებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება
ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ბათუმიდან ხულოს მიმართულებით მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიმდეა შესაძლებელი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზას – ჩაკეტილია. ზარზმის მიმართულებით და პირიქით, ტურისტებს სპეციალური თოვლმავალი ემსახურება. „გოდერის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებთ გზა ჩაკეტილია, თოვლის საფარი კი 2-3 მეტრს აღწევს. ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება, კურორტს …
Continue reading “გოდერძიზე საავტომობილო გზა ჩაიკეტა – ტურისტებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება “
ხულოს მერია ახალ აიპ-ს აფუძნებს
ხულოს მერია ახალ აიპს – „ხულოს მუნიციპალურ სერვისს“ აფუძნებს. აიპის დაფუძნებას, რომელმაც ხულოს მუნიციპალიტეტის დაბების დასუფთავება-გამწვანება, საპირფარეშოების მოვლა და სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა უნდა უზრუნველყოს, ხულოს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა. ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ აიპის მთლიანი ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენს. თანამშრომელთა საშტატო ნუსხა კი ჯერ არ დაუმტკიცებიათ. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, აიპის …
სკოლები აჭარაში, სადაც სამინისტრო ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში 11 სკოლის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტებს სამინისტრო ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 33 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სკოლები, სადაც ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება: სამინისტრო ამ სკოლებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის შემდეგ გამოაცხადებს ტენდერს სამუშაოების ჩატარებაზე. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა …
Continue reading “სკოლები აჭარაში, სადაც სამინისტრო ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს”
2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი
სოფლებისა და დაბების განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN განახორციელებს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ პროექტი სამეტაპიანია და გრანტების გაცემა პროექტის ბოლო ეტაპზე …
Continue reading “2 მილიონი ევრო ქედას – ევროკავშირის გრანტი “
ხულოში მეწყერმა სოფელ უჩხოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოსთან დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიდინარეობს. „ძველ მეწყრულ ადგილზე განვითარდა მეწყერი, თუმცა არ არის დიდი მიწის მასა ჩამოსული, ტექნიკა მუშაობს, მალე აღდგება საავტომობილო მიმოსვლა“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე. ამ დროისთვის ხულოს მაღალი ზონის სოფლებში …
Continue reading “ხულოში მეწყერმა სოფელ უჩხოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა”
ოპოზიციის პროტესტის ფონზე ქედის ბიუჯეტი დამტკიცებულია
29 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 536 900 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, რომელმაც არგუმენტად დაფინანსების გარეშე დარჩენილი სოფლის მეურნეობა დაასახელა. ჯერ კიდევ საკითხის კენჭისყრამდე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. „2018 წლის ქედის ბიუჯეტი მოსახლეობის …
Continue reading “ოპოზიციის პროტესტის ფონზე ქედის ბიუჯეტი დამტკიცებულია”
გეოლოგიური დასკვნით წონიარისში ბარამიძეების ოჯახის სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა
გეოლოგებმა, საცხოვრებელი სახლებისა თუ მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობა ქედის მუნიციპალიტეტში ბოლოს, დეკემბრის თვეში შეისწავლეს. დასკვნებით, რომელიც 18 დეკემბერს გასაჯაროვდა, შესწავლილი 12 ოჯახიდან განსახლებას საჭიროებს თემურ ბარამიძის ოჯახი, დანარჩენი 11 ოჯახის საცხოვრებელი სახლები კი სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. თუმცა, გეოლოგებმა ამ ეტაპზე 11 ოჯახთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფერდსამაგრი კედლების მოწყობისა და ჩამონადენი წყლების უსაფრთხო ადგილზე გადატანის რეკომენდაცია გასცეს. …
Continue reading “გეოლოგიური დასკვნით წონიარისში ბარამიძეების ოჯახის სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა”
ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ხულოს მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საგანგებო მდგომარეობის დროს, მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ და პრობლემების შესახებ მერიას დღე-ღამის ნებისმიერ დროს აცნობონ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძეა, წევრები კი არიან მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, ძირითადად, მერის …
Continue reading “ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა”
საკრებულოს წევრი: ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი სახიფათო მდგომარეობაშია
ბათუმის საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სახიფათო მდგომარეობაა ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში – შენობის კედლები დაბზარულია და იქ ყოფნა ბავშვებისთვის სახიფათოა. „ვიდრე იქ რაიმე მოხდება, მანამ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს. ინფორმაცია დაადასტურა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა. მან თქვა, რომ ბაღის შენობის კედლები დაიბზარა ისე, რომ მუჭი შეეტევა ბზარებში: “ჩვენ ადრეც დაგვიდგა …
Continue reading “საკრებულოს წევრი: ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი სახიფათო მდგომარეობაშია”
ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება
დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად …
Continue reading “ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება”
მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა
მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ამ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა იწმინდება და საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად აღდგება. „გზის გაწმენდა მიმდინარეობს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ არის, საუბარია მხოლოდ საუბნო გზაზე, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, აქ მეწყერი ორი დღის …
ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს. „მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან …
Continue reading “ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა”
უფასო მუნიციპალური სასადილოს უცვლელი მენიუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აჭარის მთაში
აჭარის მთიანეთში არსებული უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, 2018 წელსაც ძველი მენიუ დახვდება. არ შეიცვლება კერძების საერთო რაოდენობაც, მათთვის პროგრამულად გაწერილ საკვებ რაციონში ისევ კვირაში ერთხელ იქნება თევზი, შეზღუდული ოდენობით სამივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ვერმიშელი, ხარჩო, ბორშჩი, ბარდის წვნიანი, “პერლოვკის” წვნიანი, ფლავი ქიშმიშით, წვნიანი ბრინჯით – ეს ძირითადი კერძების უცვლელი ჩამონათვალია. …
ქედის მერია ადმინისტრაციული ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გეგმავს
ქედის მუნიციპალიტეტის თემებში არსებული თემის ადმინისტრაციული ოფისები ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩაერთვებიან. თემების ოფისების ინტერნეტიზაციისთვის ქედის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრისთვის ინტერნეტმომსახურების შესაძენად და ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით, ქედის მერიის მიერ 11 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ინტერნეტმომსახურებაზე განმეორებითი ტენდერი 10 000 ლარზე კი მხოლოდ …
Continue reading “ქედის მერია ადმინისტრაციული ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გეგმავს”
წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი გზა გახსნილია
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია. 8 დეკემბერს თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობამ 17 დეკემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.
373 ძეგლი აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მონაცემები დააზუსტა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობა დაასრულა. სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში სულ 373 ძეგლია, აქედან 248 მდებარეობს ბათუმში, ხელვაჩაურში – 26, ქედაში – 41, ქობულეთში – 34, ხულოში – 14, შუახევში – 10. სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, მუშაობისას გამოიკვეთა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით: ეს იყო დუბლირებები, როცა …
Continue reading “373 ძეგლი აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მონაცემები დააზუსტა”
ქედელი მოსწავლეები პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ბანაკის“ პროგრამის – „განავითარე შენი რეგიონი“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს, 14 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებსა თუ დაბებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მე – 10 კლასის მოსწავლემ, ანა ვარდმანიძემ, ქედის სოფლებისთვის ერთ – ერთ მთავარ პრობლემად ტრანსპორტით გადაადგილება დაასახელა. „გადაადგილების პრობლემა …
Continue reading “ქედელი მოსწავლეები პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე”
მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული
ქედის მუნიციპალიტეტის, სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ზაფხულში შეძენილი სასმელი წყლის მილები ამ დრომდე ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული. ქედის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ საჭირო ოდენობის მილებს მოსახლეობას ინდივიდუალურად მხოლოდ მას შემდეგ დაურიგებენ, როდესაც მოსახლეობა მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მილებს მოსახლეობას არ დაურიგებს. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, …
Continue reading “მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული”
ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება. „ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
შუახევში ელექტროენერგია არ არის, ხულოსა და ქედას კი – ნაწილობრივ მიეწოდება
ამ დროისთვის შუახევის მუნიპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შუახევის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი 35-კილოვატიანი ხაზი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებაა ხულოშიც. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს, წონიარისის, …
Continue reading “შუახევში ელექტროენერგია არ არის, ხულოსა და ქედას კი – ნაწილობრივ მიეწოდება”
ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, სოფელ ტუნაძეებში ხანძრით დაზარალებულ რევაზ და ფრიდონ ხარაბაძეების ოჯახებს ხელისუფლება 10 000 ლარით დაეხმარება. რაც შეეხება მესამე, ზაურ ხარაბაძის ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ხულოს მერის თქმით, მერია ოჯახის მდგომარეობას სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება,თუ რა სახის დახმარებას მიიღებს ეს ოჯახი. ხანძრით …
Continue reading “ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან”