მემთეურების მთაში გადასვლა [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები, ძირითადად, ოჯახის უხუცესი წევრები არიან და ისინი მემთეურობას მუდმივი საცხოვრებელი სახლიდან, ათეული კილომეტრით დაშორებულ იალაღებზე ატარებენ. მემთეურები საცხოვრებელ სახლებს მაისში ტოვებენ და მთაში პირუტყვი გამოსაკვებად მიჰყავთ. მემთეურები მუდმივ საცხოვრებელ სახლებს შემოდგომის მიწურულს უბრუნდებიან. მოიალაღეები მთაში დამზადებულ ყველს, კარაქს, ნადუღს გვიან შემოდგომაზე ქალაქში ყიდიან. მესაქონლეობა აჭარის მთის სოფლებში …

საინფორმაციო ცენტრები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად ქედასა და ხულოში

არასამთავრობო ორგანიზაცია პინმა [People in Need Georgia] პირველ მაისს ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ქედისა და ხულოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას არა მარტო ოფისებში, არამედ სოფლებშიც ჩაატარებენ და მეწარმეებს აგრარულ საკითხებზე ინფორმაციას ადგილზე მიაწვდიან. „საინფორმაციო ცენტრი ენპარდის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ლაგის  ბაზაზე იფუნქციონირებს და სოფელში მცხოვრებ მცირე თუ დიდ მეწარმეებს მიაწვდის ინფორმაციას საკვებ პროდუქტზე არსებულსაკანონმდებლო …

კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს სახლის გადასატანად ფინანსურად დაეხმარებიან

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მცხოვრებ ათ ოჯახს სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 15 000 ლარს გამოუყოფენ თითოეულს. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გაეწევა, რომლებიც მერიას უსაფრთხო ადგილზე არსებულ მიწის საკუთრებისა და ამ მიწაზე სახლის ასაშენებლად გეოლოგიურ ცნობას წარუდგენენ. „სახლის ადგილმონაცვლეობისთვის თანხას პირველ ეტაპზე მხოლოდ კობალთაში მუდმივად მცხოვრები ათი ოჯახი მიიღებს. …

გაზრდილ ხელფასს ა[ა]იპ-ის თანამშრომლები ქედაში ამ თვიდან აიღებენ

ქედის ა[ა]იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისის თვიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ა[ა]იპ-ების თანამშრომლების ხელფასი 30-50%-ით არის გაზრდილი. ქედაში ყველაზე დიდი ა[ა]იპ-ი ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება და კულტურის ცენტრია. ბაღების გაერთიანებაში სულ 201 შტატია, თანამშრომლების ხელფასი აქ 80-250 ლარით გაიზარდა. ქედის ბაღების გაერთიანებაში 250 ლარით ხელფასი ბაღების გაერთიანების დირექტორს გაეზარდა, ფილიალის ხელმძღვანელებს – …

104 ათასი ლარი მახუნცეთის ჩანჩქერთან კულტურისა და სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად

სოფელ ქვედა მახუნცეთში, აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს …

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში 80 000 ლარი აქვს გაწერილი. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე  – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს. „ეს ის მთებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ადამიანი გადის. მთებთან მისასვლელი გზების …

40 ათასი კილომეტრი 26 ქვეყანაში – ქედელი ველოსიპედისტის მოგზაურობა

ქედელი ველოსიპედისტის, ნოდარ ბერიძის ველომოგზაურობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინაში მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენის, ცნობილი ველომოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას თხოვნით ველოტური მოაწყო. ამბობს, რომ დღეს მისი დევიზი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან ერთად, მსოფლიო ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის  პროპაგანდაა და ამ მისიით 2014 წლიდან დღემდე 26 ქვეყანაში 40 000 კილომეტრი  ველოსიპედით გაიარა. „2014 წელს ჯუმბერ ლეჟავას უკრაინაში ველოტური ჰქონდა …

საკუთრებად ყველაზე მეტი მიწა სახელმწიფო პროგრამით ხელვაჩაურში დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით 2016 წლის აგვისტოდან დღემდე აქ სულ 2 994 საკუთრებაა დარეგისტრირებული. საკუთრების რეგისტრაციის ოდენობით, ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთისა და ბათუმის  მუნიციპალიტეტები მოდის. 19 აპრილის მონაცემებით, ქობულეთში – 2 952,  ბათუმში კი 1847 საკუთრებაა დარეგისტრირებული. რაც …

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები. მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის …

ხელვაჩაურის მერიამ 32 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი მუნიციპლიტეტის მერიასა და ადმინისტრაციულ თემებში, სულ 32 თანამდებობაზეა გამოცხადებული. ეს პოზიციებია; სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი; მუნიციპალური მშენებლობის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი; ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი; ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი; ადამიანურ რესურსების …

ქედის 38 სოფელში გარე განათება დამონტაჟდება

ქედის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში  გარე განათების მოსაწყობად  187 284 ლარს დახარჯავს. გარე განათება ქედის 38  სოფელში, 58 ადგილზე მოეწყობა. მთლიანობაში, სოფლებისა და უბნების ცენტრებში  დამონტაჟდება 339 განათების ბოძი. გარე განათება დამონტაჟდება ქედის შემდეგ სოფლებში: სილიბაურში, სიხალიძეებში, ჭალათში, ინაშარიძეებში, მერისში, გარეტყეში, გუნდაურში, ნამონასტრევში, ვარჯანისში, აბუქეთაში, წონიარისში, გეგელიძეებში, გობრონეთში, ახოში, ცხმორისში, ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ჯალაბაშვილებში, ხარაულაში, შევაბურში, ცხემნაში, …

როგორ მოხვდა ტანკი სოფელ წონიარისში

აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ნებისმიერი მგზავრი, რომელსაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წონიარისის ცენტრში ერთხელ მაინც გაუვლია, კვარცხლბეკზე შემოდგმულ ტანკს აუცილებლად შენიშნავდა. ტანკი წონიარისის თემის ცენტრში 1983 წლიდან დგას. მანამდე სოფელს „დიდი ბელადის“ – სტალინის წერილი მიუღია, რომელიც1945 წლის 18 აპრილით არის დათარიღებული. სტალინის წერილს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა – ჯელილ ბერიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქედის …

მე-19 საუკუნის მეჩეთი ნადგურდება, მას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეისწავლის [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურში არსებული უძველესი მეჩეთი ნადგურდება. სალოცავი, რომელიც ადგილობრივების თქმით, მე-19 საუკუნეში სოფლის მოსახლეობას აუშენებია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. კრამიტით გადახურული ორსართულიანი მეჩეთის სახურავი ალაგ-ალაგ ჩამოშლილი და ჩამოტეხილია. ჩატეხილია ფანჯრები, მთლიანად ჩამოშლილია მეორე სართულთან დამაკავშირებელი ხის ორნამენტიანი კიბეები და იატაკი. შენობის მეორე სართულზე დღემდე შემორჩენილია ხეზე ამოკვეთილი ძველი ორნამენტები, აქვე ინახება …

ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა

ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე დღეს მოძრაობა აღდგა. ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება ასევე ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც, რომელიც ზამთარში თოვლის საფარის გამო იკეტება. კურორტზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. აპრილის შუა რიცხვებში ჩაკეტილი გზების გაწმენდის სამუშაოები ტარდება და ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი ხდება. ხულოს მერის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე გზის მოწესრიგებისა და ახალი …

ორი მილიონი ევრო სოფლის განვითარებისთვის ქედაში

ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი ახორციელებს, სექტორული მიმართულებები ჩამოყალიბდა, სულ გამოიყო შვიდი სექტორი  – ახალგაზრდები, განათლება, კულტურა – სპორტი, გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოფლის სოციალურ-ეკონომიური განვითარება, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება, ქალთა გაძლიერება და …

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოდან მონაწილე თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მე-6, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა. მალტის სასკოლო ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში სულ 25 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა. მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც მალტაში ტარდება, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ოთხი თამაში გამართა – საფრანგეთის, ჩინეთის, საბერძნეთისა და არაბეთის …

წყლით დაფარული ხიდი ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, მდინარე სხალთაზე არსებული ხიდი, რომლითაც სოფელ კვატიაში მცხოვრები მოსახლეობა გარესამყაროს უკავშირდება, წყლითაა დაფარული. გაზაფხულზე, როცა მთებში თოვლი დნობას იწყებს, მდინარეში წყლის მასა იზრდება და ხიდზე წყალი გადმოდის, წყლით იფარება ხიდი წყალდიდობის დროსაც. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ კვატიასთან დამაკავშირებელი ხიდისა და გზის პროექტი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გასულ წელს შეისყიდა, თუმცა პროექტი …

„ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – პროექტი აჭარის მთის სოფლებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პროექტებს განახორციელებს. პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, აჭარის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ქედაში, ხულოსა და შუახევში, თითოეულ მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ის პროექტი დაფინანსდება და განხორციელდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაასახელებს. დღეს, 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში …

დასრულდება თუ არა თეატრის მშენებლობა მახუნცეთში სეზონის გახსნამდე

მახუნცეთში,  საზაფხულო თეატრის მშენებელ კომპანია „ახალშენს“  ქედის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ტენდერით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობაა. 156 მაყურებელზე გათვლილ თეატრს ასაშენებლად ხელშეკრულება ქედის მერიასა და  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალშენს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს 84 997 ლარზე გაფორმდა, მშენებლობა კომპანიას 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ამ …

ქედელი მოსწავლეების მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდი  მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დღეს მალტაში გაემგზავრა. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მერიის ეზოდან გააცილეს. ოლიმპიადა 8-10 აპრილს გაიმართება. აჭარის განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად, ქედაში გოგონების გასაცილებლად მაგიდის ჩოგბურთის აჭარის ფედერაციის პრეზიდენტიც ჩავიდა. „მსოფლიოზე მონაწილეობა უკვე შედეგია. სასკოლო ოლიმპიადა მესამე წელია ტარდება და აჭარის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები …

შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ

გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით მიმდინარე წელს შუახევის მერიას წერილობით 170- მა ოჯახმა მიმართა და საცხოვრებელი სახლისა თუ მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა სთხოვა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ გეოლოგები ბათუმიდან მიიწვია და გეოლოგიური შესწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გეოლოგებმა ამ დროისთვის 120 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. „სამი გეოლოგი იმყოფება შუახევში. ვფიქრობთ …

ხულოში ხანდაზმულებისთვის კლუბი აშენდება

ვეტერანებისა და ხანდაზმულებისთვის კლუბის ასაშენებლად საჭირო პროექტს,  ხულოს მერიის დაკვეთით კომპანია „ანჩაუსი“ ამზადებს. პროექტი, რომელიც დაბაში, ცხრა აპრილის ხეივანში, ერთ სართულიანი ადაპტირებული შენობის მოწყობას გულისხმობს, კომპანიამ ხულოს მერიას ხვალ, 6 აპრილს უნდა წარუდგინოს. ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე ამბობს, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემდეგ ეცოდინებათ რა თანხა დასჭირდება ერთსართულიანი კლუბის მოწყობას. „9 …

ხულოს მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს – თანამშრომელს სამსახურში არ აბრუნებს

შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობიდან 2014 წლის 7 ნოემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა მოხელემ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 20 ივნისს შუქრი აბულაძის გათავისუფლება უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ხულოს მერიას მისი სამსახურში აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება დაავალდებულა. შუქრი აბულაძე ისევ უმუშევარია. მისთვის არც განაცდური ხელფასი ჩაურიცხავთ. შუქრი აბულაძე ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების …

„ახალგაზრდებს აღარ უნდათ აქ დარჩენა“ – რაზე წუხან შუახევში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს  დისკუსიათა  ციკლს პროექტის – „მედია და საზოგადოება”  შეხვედრის ფარგლებში. მორიგი, მეშვიდე  დისკუსია 4 აპრილს,  შუახევის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.  ახალგაზრდების მოსაზრებები  ამჯერად აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა  გიორგი  ლელაძემ და „ბათუმელების“ კორესპონდენტმა,  ეკა  ბარამიძემ მოისმინეს. შეხვედრის  პროცესში ჟურნალისტები აცნობენ  საზოგადოებას თავიანთი მედიასაშუალებების  მიზნებს,  მუშაობის  სპეციფიკასა და პრინციპებს,  შემდეგ კი მოსახლეობის  მოსაზრებებსა …

„პრემიის ჩარიცხვამდე ქუჩას არ დავხვეტთ“- ქობულეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

ქობულეთში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ მანამ, სანამ ყოველკვარტალური პრემია არ ჩაერიცხებათ. დღეს ქობულეთის გამგეობასთან მეეზოვეებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ქობულეთს არ დაასუფთავებენ, სანამ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ. მეეზოვეების ხელფასი 280 ლარია, პრემიის სახით ისინი სამ თვეში ერთხელ ხელფასის 100 პროცენტს იღებდნენ. წელს მეეზოვეებს ქობულეთში ჯერ არც ხელფასი მომატებიათ და ვერც პრემიას მიიღებენ. …

ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი გარემოს დაცვამ 2000 ლარით დააჯარიმა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში სოციალურად დაუცველ დიასამიძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი 2018 წლის 12 თებერვალს დაეწვა. სახლის დაწვიდან რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამსახურმა უსახლკაროდ დარჩენილი დიასამიძეები სახერხი დანადგარის უკანონოდ გამოყენებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა. ოჯახის წევრი, ამირან დიასამიძე ამბობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებმა ახალი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სხვენისა და სახურავისთვის საჭირო ძელების დამზადება სცადეს, რა დროსაც …

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვა გვიან ღამით დაიწყო, დღეს 3 აპრილს, დილით თოვლის საფარი 3-4 სმ-მდე აღწევს. სოფლებში, ძირითადად, ტყემლის ხეები ყვავის. ფოტოები სოფელ ქვედა თხილვანიდან თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა:

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი …

მთავრობა აჭარის სოფლებში წყლის მისაყვანად 50 მილიონ ევროს ისესხებს

„აჭარის წყლის ალიანსი“ მაღალი გამავლობის [ჯიპი] ავტომობილს შეისყიდის, რისთვისაც 54 424 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება. სხვა პირობებთან ერთად ავტომობილი უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული და ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნით: AW…AL [აჭარის წყლის ალიანსი], თეთრი ან ვერცხლისფერი, შესაძლებელია სხვა ფერზე შეთანხმებაც. გამარჯვებულმა ავტომობილი სააქციო საზოგადოებას ხელმოწერიდან 40 დღეში უნდა მიაწოდოს. „აჭარის წყლის ალიანსი“ …

ქედის მერი: ადამიანური რესურსების თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარზე ვართ

ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, მედიას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მესამე სექტორს ანგარიში წარუდგინა და მუშაობის 100-დღიანი პერიოდი შეაფასა. მთავარ პრიორიტეტად ლევან გორგილაძემ ინფრასტრუქტურა და ტურიზმი დაასახელა, თუმცა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ქედაში ასული ტურისტი ადგილზე დიდხანს არ ჩერდება. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ვლადიმერ თებიძემ მერს ჰკითხა, თუ რას აკეთებს მერია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის …

ესტონელი ექსპერტები ქედაში ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდნენ

ესტონელი ექსპერტები ქედაში მეწარმე ქალებს, გენდერისა და ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მცირე წარმოების მნიშვნელობაზე, სწორ მენეჯმენტსა და არსებული რისკების გათვლის საჭიროებაზე ისაუბრეს. საინფორმაციო შეხვედრაზე ესტონელმა ექსპერტმა სირია კუუსიკმა თქვა, რომ სწორი მარკეტინგი და რეკლამირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პროდუქციის რეალიზაციისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რას აწარმოებს ფერმერი – ხილს თუ ბოსტნეულს. „ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა …

დასკოჩილი ატრაქციონი ბავშვებისთვის [ფოტოამბავი]

დაბა ხულოს საბავშვო ბაღის ეზოში ორი წლის წინ დადგმული ატრაქციონი დაზიანებული და წებოვანი ლენტითაა შეკრული. ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი რიჟვაძე ამბობს, რომ ატრაქციონი თოვლმა დააზიანა და მერიას წერილობით უკვე მიმართეს: „თუ შესაძლებელი იქნება, შევაკეთებთ, თუმცა მანამდე გადავხედავთ, მოქმედებს თუ არა საგარანტიო ვადა“ . ირაკლი რიჟვაძის თქმით, ატრაქციონი ამ დროისთვის უსაფრთხოა. „ატრაქციონი უსაფრთხოა, თუმცა პერსონალი გაფრთხილებულია, …

რა ქონებას ფლობენ აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერები

2017-2018 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის მთის მუნიციპალიტეტების მერებს შორის ყველაზე მეტ ქონებას ქედის მერი, ლევან გორგილაძე ფლობს. 2018 წლის 8 იანვარს მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ბოლოს უძრავი ქონება – 1001 კვადრატული მიწის ნაკვეთი ლევან გორგილაძემგონიოში შეიძინა. მიწის შეძენის ფორმად დეკლარაციაში მფლობელობის აღდგენაა მითითებული. ასევე ის ფლობს 120 კვადრატულ მშენებარე ბინას ქალაქ ბათუმში, …

კიდევ ერთი სახლი დაიწვა ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხარაულაში, რეზო ხარაძის, 4-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სახლი მთლიანად დაიწვა, ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა. ,,ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, პირველი სართული კაპიტალური იყო, მეორე – ხის, ცეცხლს ქედისა და შუახევის სახანძრო სამსახურები აქრობდნენ, დამხმარე ნაგებობები გადარჩა. ოჯახს 10 000 ლარით დავეხმარებით, ვიდრე თანხა გამოიყოფა,  ოჯახს …

ბაზრობა ხულოს ცენტრში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში ბაზარი არ არის. ხილ-ბოსტნეულს გამყიდველები აქ მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღია სივრცეში, დახლებსა და სატვირთო ავტომობილებზე ყიდიან. ხილ-ბოსტნეულის გარდა ავტომობილებზე იყიდება პურის ფქვილი, მარილი, ბრინჯი და ალკოჰოლური სასმელებიც კი.

მიწებს აჭარაში წელსაც „მექანიზატორი“ დაამუშავებს – რა ღირს დახვნა?

სასოფლო-სამეურნეო მიწებს აჭარაში, წინა წლების მსგავსად, წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. „მექანიზატორის“ ტექნიკით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება – 140, ყამირი მიწის დამუშავება – 180 ლარი ღირს, თუმცა ეს ტარიფი ხულოსა და შუახევის შემთხვევაში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, განსხვავებულია. შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სახნავ-სათესი მიწების დამუშავების ტარიფს  ნიადაგის დახრილობით განსაზღვრავენ და იმ შემთხვევაში, თუ …

Exit mobile version