ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე

ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს. გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. …

ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ

ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებზე პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები. ამჯერად გათვალისწინებულია 60 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტში 824 ათს 700 ლარია გათვალისწინებული. ჩაყრები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. სამუშაოების ჩატარებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ წარსულში, ბათუმის საპორტო ნაგებობების მშენებლობამდე, …

ბინა სიმბოლურ ფასად – ქედაში ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიან სახლს ააშენებენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 15-ბინიანი იქნება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ბინებს სოფელ ზედა და ქვედა აგარაში მცხოვრები, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ. ქედის გამგეობამ სახლის პროექტი უკვე შეისყიდა. ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიანი სახლის პროექტს ტენდერში …

ქედის სიგარის საწარმო თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს

ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია „იმერი“, რომელმაც სიგარის დამამზადებელი საწარმო ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მოაწყო, თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს. საწარმოს დირექტორი, თამაზ თურმანიძე, თამბაქოს დაგვიანებით მიღებას სიგარის დამზადების ტექნოლოგიებით ხსნის და დასძენს, რომ აუცილებელია თამბაქო მოიყინოს. „თამბაქოს მიღებას ახალი წლიდან დავიწყებთ, ტექნოლოგიით თამბაქომ ყინვა უნდა ჭამოს, რომ მომწიფდეს ფოთოლი,“ – ამბობს დირექტორი. …

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, …

მაღალმთიან სოფლებში თოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. თოვა დილით დაიწყო და ამ დროისთვის თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრია. ფოტოები გადაღებულია ღორჯომის ხეობაში, სოფელ მერჩხეთში. ფოტოს ავტორი: ზაზა ბერიძე.

„ჭკვიან კამერებს“ ხულოსა და შუახევშიც დაამონტაჟებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოსა და შუახევის მონაკვეთზე ავტომობილების სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად საჭირო მომსახურება ხულოსა და შუახევის გამგეობებმა გამარტივებული წესით შეისყიდეს, ხელშეკრულება კი შპს „დელტა კონსალტინგთან“ გააფორმეს. შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ ექვსი ვიდეოთვალი განთავსდება. ვიდეოთვალების შეძენა-მონტაჟისა და ერთიან …

ქედის შესასვლელთან გზის საყრდენი კედლის აღსადგენად 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, დაბა ქედის შესასვლელთან, დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოებისთვის 1,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ საყრდენი კედელი დაახლოებით 204 მეტრზე გაკეთდება, ამასთან გაფართოვდება ავტომაგისტრალის სავალი ნაწილიც. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შედგენილია „პროექტმშენკომპანის“ მიერ, აღნიშნულია, რომ „საავტომობილო გზის ბათუმი-ახალციხის 38-ე კმ მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლოს, მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ. საპროექტო მონაკვეთზე მდებარე …

ემუქრება თუ არა საფრთხე საცხოვრებელ სახლებს კობალთაში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გეოლოგიური დასკვნებით, კობალთის უბანში საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მთას, საიდანაც უხვი ნალექის დროს მიწის მასა კობალთის უბანთან დამაკავშირებელ გზაზე ხშირად ჩამოდის, გეოლოგიური დასკვნებით საფრთხის შემცველია და მასზე დამცავი კედლისა თუ ხიდების მოწყობა რეკომენდებული არ არის. „გეოლოგებმა კობალთის უბანში საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლეს, დაიდო დასკვნები, …

ქედის გამგეობა სოფლებისთვის ნაგვის მანქანას ყიდულობს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად დამატებით ერთ ავტომობილს შეისყიდის. ნაგავმზიდის შესასყიდად გამგეობის მიერ 280 000 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 24 ოქტომბერს დასრულდა. ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ დაბებსა თუ სოფელებში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალსერვისს“ გამოაქვს. შპს-ს ამ დროისთვის ერთი ნაგავმზიდი ავტომობილი აქვს, რომელიც, ასევე, ქედის გამგეობამ შეისყიდა. ქედის გამგებლის მოადგილის, …

შეზღუდვები ქობულეთის წყალმომარაგებაში

შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  გეგმიური სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში,  ქობულეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

სოფელ ხაბელაშვილებში საბავშვო ბაღი აშენდება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ბაგა – ბაღის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გუშინ, 25 ოქტომბერს,  103 ათას 330 ლარზე გამოცხადდა. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაბელაშვილების საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი გარდამავალია და 2017 – 2018 წლებში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, შუახევის გამგეობა ბაღის ასაშენებლად წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 50 000 ლარს გამოჰყოფს, დანარჩენ 53 000 ლარი,  კი …

თხილვანელები ისევ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა თხილვანელ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად ხელისუფლების მიერ მიცემული სამთვიანი ვადა სექტემბერში ამოიწურა, ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი დღემდე სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით სამთვიანი ვადა მხოლოდ ქონების შეძენასთან დაკავშირებით იყო გაწერილი, რაც შეეხება სოფელ თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის ვადებს – ეს …

ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა. შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას …

შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის  კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%,  დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში  – ამირან …

ქედის საკრებულოში მაჟორიტარებად მხოლოდ „ოცნებიდან“ შევლენ – წინასწარი შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქედის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ანუ 2017 წლის ქედის მოწვევის საკრებულოს ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ ეყოლება. „ოცნების“ კანდიდატების მიერ მიღებული ხმები: დაბის თემში, კარლო თურმანიძე – 52,16%, ზვარეში – ამირან დევაძე – 52, 52%,  წონიარისში – სილოვან ბერიძე –  50, …

ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხულო 13 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებულ ხმათა უმრავლესობით აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. 13 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ცხრა მაჟორიტარულ ოლქში – აგარა, დიდაჭარა, დიოკნისი, ვაშლოვანი, რიყეთი, საციხური, ფუშრუკაული, ღორჯომი და ხიხაძირი –  ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ხოლო დაბა ხულოს, სხალთისა და თხილვანის თემებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს. 2017 წლის მოწვევის …

წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოქლში, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 52,32% მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 46 უბნის მონაცემებიდან, 36 უბნის მონაცემებია დათვლილი. მერობის ხუთი კანდიდატიდან, ხელვაჩაურის 36 უბნის მონაცემებით, მეორე ადგილზე,  ხმების 26,01%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თეიმურაზ დუმბაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლევან ლორთქიფანიძეს, ამომრჩეველთა 9,09%-მა მისცა …

შვებულებები და საპატიო მიზეზით გათავისუფლება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქედის საკრებულოში ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კარები ჩაკეტილია, ადგილზე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხასან აბაშიძე იმყოფებიან. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე და ფრაქცია „ქედის“ თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე, მათი …

ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. „გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – …

მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო

ქედაში, სოფელ ოტომბერში, გუშინ, საღამოს მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა – აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც – სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა. ,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის …

მოიალაღეებმა მთა კვესაურა დატოვეს [ფოტო]

აჭარაში მოიალაღეები მთიდან სოფლებში დაბრუნებას სექტემბრის თვის დასასრულს იწყებენ და ოქტომბრის თვის ბოლომდე მთას ტოვებენ. თვეების განმავლობაში მთაში დამზადებული რძის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საჭიროების მქონე ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადმოაქვთ, საქონელი კი ფეხით გადმოჰყავთ. მთა კვესაური, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების – დანდალოსა და ხარაულას მოსახლეობა ეწევა მემთეურობას, სოფელ ხარაულადან 55 კილომეტრითაა დაშორებული. მთა ბოლო მოიალაღემ გუშინ, …

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში

ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით იურისტი, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხულოში. ხულოს საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კვოტით შევიდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაგუნდელები გამოეყო და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოში“ გადავიდა. 2000-2002 წლებში ის კურორტ ბეშუმის იურისტად, ხოლო 2010-2013 წლებში დიაკონიძეების თემში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ბატონო ნუგზარ, რატომ გაემიჯნეთ …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ …

გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციის 5-მილიონიან ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობს

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. დეპარტამენტს სამუშაოების შესრულება ოთხმა კომპანიამ შესთავაზა. ესენია: „არალი“, „არნაბი 21“, „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ და „ზიმო-7“. „წინადადებების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. დეპარტამენტი შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ტექნიკურ …

ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“

მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის ბოლო შემთხვევა აჭარის მთის სოფლებში სექტემბრის მიწურულს გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დერმატიტით ცხოველთა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა შუახევში, შუბნის თემის ექვს სოფელში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის შეფასებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, შუბნის თემში ნოდულარულ დერმატიტზე ამ დროისთვის 4 400-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი. …

„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]

სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე. აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა: აქციის მონაწილე: რატომ …

გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და …

ცოლიკაურის რთველი ქედაში [ფოტო, ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობასა და მეთამბაქოეობას ეწევა. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან, აქ ძირითადად ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძენია გაშენებული. ზოგიერთმა ფერმერმა ყურძენი უკვე დაკრიფა, ზოგი კი მყიდველს ელოდება. 69 წლის ხასან გეგიძემ ცოლიკაური ათი წლის წინ მოაშენა. მეურნეობა 70 ძირი ვაზიდან დაიწყო და ახლა 700 ძირი აქვს გაშენებული. ვაზი დუმბაძეების ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამირან დუმბაძეს ცოლიკაური …

რატომ არ იბარებს ცოლიკაურს ქედის ღვინის საწარმო

ქედაში ყველაზე გავრცელებული საღვინე ჯიშის ყურძენი – ცოლიკაური, უკვე მოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ყურძნის კრეფაც დაიწყო, ქედის ღვინის საწარმოს კი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო, ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყია. მეტიც, საწარმოში ყურძნის ჩაბარების ფასიც კი არ არის განსაზღვრული. ქედელი ფერმერების თქმით, ქედის ღვინის საწარმო ადგილზე მოწეულ ყურძენს მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ იბარებს, …

პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა დაგეგმილზე გვიან ამოქმედდება – აგრომომსახურების ცენტრები აჭარაში

აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N205-ში აქვს დაგეგმილი. მშენებლობაზე აგროპროექტების მართვის ცენტრმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის 398 ათას 244 ლარია გათვალისწინებული. აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემის შექმნა აჭარის მთავრობამ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას. …

„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძეა. იგი განათლებით იურისტია, მუშაობდა იურიდიულ დეპარტამენტებში – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში; ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“. მიმდინარე წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული …

ქედაში, სოფელ პირველ მაისთან, ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის, ქედის მონაკვეთზე, სოფელ პირველ მაისთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა ჩაკეტა. ქედის გამგეობის ინფორმაციით ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. სოფელ პირველ მაისთან მეწყრული პროცესები უხვი ნალექის დროს ვითარდება, ხშირია გზის ჩაკეტვის შემთხვევებიც. მეწყერმა გასულ წელს ამ მონაკვეთზე სპეციალურად მოწყობილი ბეტონის კედლის ნაწილიც კი ჩამოშალა. მთავარი ფოტო: მეწყერსაწინააღმდეგო …

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ქედაში: რეორგანიზაციის და დათხოვნის წინასწარი ხედვა არ მაქვს

ქედაში მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან გორგილაძეა. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგედ, „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორად და სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ლევან გორგილაძე ქედის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა. მმართველი …

ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში

29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების …

„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს

ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს. ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება? ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას …

Exit mobile version