აქ არ ახსოვთ, გზა როდის შეაკეთეს [ფოტოამბავი]

სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დაბა ხულოდან 7 კილომეტრში. სოფელი გარე სამყაროს,  ძირითადად, საბაგირო გზით უკავშირდება. სოფლის შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივებს არ ახსოვთ, ბოლოს როდის შეაკეთეს აქ გზა. საბაგიროთი გადაადგილდება სასწრაფო სამედიცინო პერსონალიც, როცა სოფლიდან გამოძახებაა. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ თაგოდან

რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დამპროექტებელ კომპანიებს მათ მიერ შედგენილ პროექტებში ცვლილებები ხშირად შეაქვთ. კომპანია, რომელსაც ქედის მერია პროექტში ცვლილებების შესატანად წერილობით მიმართავს, შპს „საბაა“, რომელიც ქედაში, სოფელ ზუნდაგაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია. პროექტი მერიამ გასულ წელს შეისყიდა. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზუნდაგის ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ ქედის …

ხულოში, ბათუმი-ახალციხის გზის დამეწყრილი ადგილის აღსადგენად 3 მილიონი ლარია საჭირო

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, სადაც მეწყერმა მაგისტრალი დააზიანა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღდგენით სამუშაოებს იწყებს. გზის აღდგენისთვის, წინასწარი გათვლებით, 3 მილიონ 125 ათასი ლარი იქნება საჭირო. დეპარტამენტის ინფორმაციით, „გზის გაწმენდის სამუშაოების მიუხედავად, მეწყრული პროცესები კვლავ გრძელდება და ამ მონაკვეთზე მოწყობილი დროებითი გადასასვლელი ვიზუალურად ისევ არამდგრადია; შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საფრთხე შეექმნას, როგორც …

მეძიბნაში სოფლის სახლსა და სამედიცინო პუნქტს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაშისამედიცინო პუნქტი და სოფლის სახლი მოეწყობა. მშენებლობისთვის ქედის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 570 ლარი გამოყო. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტისთვის სოფელში ერთსართულიანი კაპიტალური შენობა აშენდება. მისივე ინფორმაცით, 183 570 ლარი მხოლოდ მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, ინვენტარის შესაძენად თანხას კი, ქედის მერია მშენებლობის დასრულებამდე გამოყოფს. სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტის მშენებლობაზე …

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოში 7 ბაღი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. ჯარიმამ მთლიანობაში 6 000 ლარი შეადგინა. დიდაჭარის, ოქრუაშვილების, ღორჯომისა და დიოკნისის ბაღები – 1200, ხოლო საციხურის, ღურტისა და სოფელ ვერნების საბავშვო ბაღები – 400 ლარით დაჯარიმდნენ. ხულოს ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაღები, ძირითადად, სამზარეულოში გამოვლენილ არაკრიტიკული შეუსაბამობისთვისაა დაჯარიმებული. არაკრიტიკულ შეუსაბამობად და ჯარიმის მიზეზად …

წყავროკელ რუსუდან რომანაძეს ელექტროეტლი ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად, სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტროსავარძელი გადასცა. აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტროსავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა. „მისასალმებელია, რომ …

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი და ახალი სათბურები შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრი დაათვალიერა, სადაც მშენებლობის პროცესი დამამთავრებელ ეტაპზეა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური ქვეპროგრამის „ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 …

რეორგანიზაცია ხულოს საკრებულოს აპარატში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე რეორგანიზაციის აუცილებლობას საკრებულოს აპარატის ინსტიტუციური გაძლიერებით ხსნის და ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა საკრებულოში იურიდიული განყოფილება შეიქმნას, ახალჩამოყალიბებულ განყოფილებაში პოზიციები კი კვალიფიციურმა იურისტებმა დაიკავონ. „საკრებულოს აპარატში არსებული განყოფილებები ინსტიტუციურად მინდა გავმიჯნო. დღემდე საკრებულოში არის ორი განყოფილება: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსებისა და იურიდიული. რადგან საკრებულო წარმომადგენლობითი ორგანოა …

ხულოში ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 მარტს, ხულოში, სხალთის თემის სოფელ წაბლიანში დავითაძეების ექვსსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. სახლთან ერთად დაიწვა მიკროავტობუსიც, რომელიც ოჯახის საკუთრება იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოს მერია დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს დაუქირავებს. „სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მთლიანად დაიწვა ნახევრად კაპიტალური შენობა. დაიწვა ეზოში მდგარი მიკროავტობუსიც, ხანძრის …

ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქედის მერია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, 15-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ეს ოჯახები, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განსახლებას საჭიროებენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი. ქედის მერიამ კორპუსის ასაშენებლად პროექტი 13 400 ლარად გასულ წელს, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ პროექტით, …

გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების დაფინანსება შეწყვიტა. 2018 წლამდე, ორკომპონენტიანი პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად  კერძო კომპანიების მიერ აზომვით ნახაზებს ქონების მართვის სააგენტო აფინანსებდა, 2018 წლის იანვრიდან კი, აზომვითი ნახაზების საფასური არ ფინანსდება. საკუთრების დასარეგისტრირებლად ნახაზების მომზადებაში თანხას მოქალაქეები იხდიან. საჯარო რეესტრის …

უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო და სამუშაოებიც დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის გასაფართოებლად შენობის წინა და უკანა მხარეს ახალი საძირკველი ჩამოესხა, აშენდა ახალი კედლები, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი, მშენებელმა კომპანიამ …

ქედაში საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს 240-მდე ოჯახი ითხოვს

საცხოვრებელი სახლის სახურავის მოთხოვნით ქედის მერიაში  240-მდე მოქალაქის განაცხადია შესული, შესაბამისად, აქ საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს ამდენივე ოჯახი ელოდება. სახურავის დახმარებით მერიას წელს 70-მა ოჯახმა მიმართა, დანაჩენმა კი წერილობითი მოთხოვნა მერიაში 2017 წელს შეიტანა. ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის თქმით, მერია  შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავებს შისყიდის. მერიაში შიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმ ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის, …

ქედაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი განსასახლებელია – გეოლოგიური დასკვნა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ოჯახი განსასახლებელია, ორი ოჯახი ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე იმყოფება, ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გამაგრებას საჭიროებს, ხოლო 22 საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელია მოსაწყობი – ეს დასკვნა გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით ბოლო გეოლოგიური შესწავლის საფუძველზე დაწერეს. გეოლოგიური დასკვნებით, განსახლებას სოფელ მეძიბნაში მცხოვრები გენადი დუმბაძის, კვაშტაში – შუქრი ბერიძისა და …

ქედის მერია წელს დაბაში ახალათვისებულ ტერიტორიებს კეთილმოაწყობს

დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ქედის მერიამ პროექტი გასულ წელს შეისყიდა. 2017 წლის 22 სექტემბრის N 220 ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 4 896 ლარად შპს ,,საბამ“ მოამზადა. პროექტის მიხედვით: [checklist] კეთილმოეწყობა სრულად მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორია; მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ დეკორატიული გარე განათებები; მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ ტროტუარი ფერადი, დეკორატიული …

ქობულეთის შვიდ სოფელში სტიქიის სალიკვიდაციოდ 26 ოჯახს დაეხმარებიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 560 ათას 953 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ძირითადად, ფერდსამაგრი ნაგებობების/გაბიონების მოწყობას გულისხმობს, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერძო ნაკვეთებში. სამუშაოები  26 ადგილზე, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში უნდა ჩატარდეს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებში პროცესები კვლავ განვითარდეს, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებსა თუ გზებს. სოფლები და …

ქურდობა ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში დღეს, 10 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.

ქედის ა(ა)იპ-ებში ხელფასი 30-50 პროცენტით გაიზრდება

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაქსიმუმ მაისის თვეში აიღებენ, ხელფასი კი 30 ან 50 პროცენტით მოიმატებს. „აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მაქსიმალური გათვლებით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისიდან აიღებენ, თუმცა არ გამოვრიცხავ ხელფასის ზრდა მანამდეც მოხდეს. ჩვენ ავიღეთ მაქსიმალური და მინიმალური ნიშნული, ხელფასები მაქსიმუმ …

ხულომ არარსებული მეტროს გადასახადი გააუქმა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 9 მარტს, მეტროსა და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმა. ხულოს მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია და იქ მეტროსადგურები საერთოდ არ არის. ხულოში არც აეროპორტია. როგორც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე „ბათუმელებთან“ საუბარში განმარტავს, მეტროს გადასახადის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დადგენილებაში დაუდევრობით მოხვდა. „ეს საკრებულოს ტექნიკური პერსონალის დაუდევრობის ბრალი იყო, რადგან  დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე იყო …

მცენარეთა შესაწამლი აპარატების დარიგება აჭარაში აპრილში დაიწყება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 2 მილიონ 456 ათასი ლარის მცენარეთა შესაწამლ სპეციალურ აპარატს შეისყიდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე განმარტავს, რომ მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების შესასყიდად წელს პროგრამულად 1 მილიონ 481 ათასი ლარი გამოიყო და ტენდერი 1 347 აპარატის შესყიდვაზეა გამოცხადებული, თუმცა ბიუჯეტის კორექტირების შედეგად აპარატების შესაძენად დამატებით კიდევ გამოიყო 975 ათასი …

ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge  რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება.  ახალ ვებგვერდზე მერია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან ერთად, ტურისტული მარშრუტების განთავსებას გეგმავს. ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ტურისტებისთვის გათვლილი ინფორმაცია, …

2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) განახორციელებს. ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ პროექტი ორ კომპონენტიანია და გრანტები პროექტის ბოლო …

მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება

წელს მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა- შავი ტბა- დანისპარაულის წრიული მარშრუტი და ხულო- თაგო -სხალთის საფეხმავლო მარშრუტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.   სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის …

რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიან. სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ახლა აქ პლასტმასის ქილები, საბურავები და სხვადასხვა სახის ნაგავია მიმოფანტული. ნახეთ ამ თემაზე: ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა კონტროლდება, სამშენებლო ნარჩენებს კი, როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანიები, ხევებში, მდინარეებსა თუ …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დიოკნისთან მეწყრის შემდეგ [ფოტოამბავი]

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია, არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ხომ არ იგეგმება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გამაგრების, ფერდდამცავი თუ …

შადრევანი უწყლოდ ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მდებარე სკვერში შადრევნისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. შადრევანი აქ წლების წინ დაზიანდა. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს დაბის სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და შადრევანსაც აღადგენენ.

მშენებლობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე პროექტში შესული ცვლილებები

დაბა ქედში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ პარკში, სცენის მოსაწყობად ქედის მერიამ 2017 წელს ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოყო და ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენთან“ 184 645 ლარზე გააფორმა. მერიასა და კომპანიას შორის 2017 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მშენებლობა არ დასრულებულა. უფრო მეტიც, ქედის მერის მოადგილის, როლანდ …

აჭარის მთაში გეოლოგები მუშაობენ – საცხოვრებელი სახლის შესწავლას 300-მდე ოჯახი ითხოვს 

ბოლო გეოლოგიური შესწავლით, აჭარის მთაში მცხოვრები ხუთი ოჯახი განსასახლებელია. განსახლების რეკომენდაცია გეოლოგებმა შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – სამ, ხოლო ხულოში მცხოვრებ ორ ოჯახთან დაკავშირებით ახლახან დაწერეს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, განსახლების რეკომენდაცია შუახევში სოფელ დარჩიძეებში, ვარჯანაულსა და ბუთურაულში მცხოვრებ სულ სამ ოჯახზე გაიცა. „ეს ოჯახები ჩაერთვებიან სახელმწიფოს 25 000-ლარიან პროგრამაში. საცხოვრებელი სახლებისა …

რატომ ახდევინებენ ხულოში აეროპორტისა და მეტროს დასუფთავების მოსაკრებელს 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულოს მცხოვრებლებისთვის „ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრა“ – ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი. დოკუმენტი ერთი წლის წინ მიიღეს და დღემდე მოქმედებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა, რომელიც, თავის მხრივ, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ დადგენილებას დაეყრდნო. დადგენილებას ხელს აწერს ხულოს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც გასულ …

ხულოს მერია საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს დააფინანსებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის სასაკლაოზე დაკვლის ღირებულების 80%-ს  დააფინანსებს. სასაკლაოზე საქონლის დაკვლის საფასური, საკლავის წონის მიხედვით დაიანგარიშება და 1 კილოგრამზე 45 თეთრია. ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ „ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო. ამ მომსახურებას მერია ელექტრონულად შეისყიდის და  …

ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს სიურპრიზი ჩაუშალეს

ქედის საკრებულოს უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ვაჟა ბოლქვაძის ინიცირებულ საკითხს, რომელიც ქედის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარით გაზრდას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა. საკითხის განხილვისას, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ განაცხადა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა „აიპებში“ დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების გასაზრდელად მოლაპარაკებებს აჭარის მთავრობასთან აწარმოებს და დასძინა, რომ თვითმმართველობა საკუთარ თანამშრომლებს სიურპრიზს უმზადებს. „სიურპრიზითაც …

ქობულეთის საკრებულოს რიგითი წევრის ანაზღაურება გაიზარდა

ქობულეთის საკრებულოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 128 ლარით გაიზარდა. ცვლილება ეხება საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც საკრებულოში თანამდებობაზე არ მუშაობენ. საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის 21 თებერვალს მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, …

მახუნცეთის ჩანჩქერთან პარკინგი ფასიანი გახდება

მახუნცეთში, ღვინის სახლისა და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ავტოსადგომებზე დისტანციური, პულტით მართვადი ბარიერები მოეწყობა და პარკინგიც ოფიციალურად ფასიანი გახდება. პულტით მართვადი ვერტიკალური ბარიერების მოსაწყობად ქედის მერიამ სახელმწიფო შესყიდვა 25 000 ლარზე უკვე გამოაცხადა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მერია მახუნცეთში ავტოსადგომებზე პულტით მართვად ხელოვნურ ბარიერებს მოაწყობს, პარკინგი სამართავად მერიის ბალანსზე არსებულ შპს …

აჭარის სოფლებიდან რძის გასატანად სამინისტრო სპეცტექნიკას შეისყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლებიდან ნედლი რძის მიმღებ პუნქტებამდე ტრანსპორტირებისთვის სპეციალურ ავტომობილს შეისყიდის. ერთი სპეცავტომობილისა და ბიდონების შესასყიდად სამინისტროს 143 500 ლარი აქვს გამოყოფილი. სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის, ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი ოდენობის რძე ამ ავტომობილით გადაიტანონ. მისივე თქმით, სპეცტექნიკის შესაძენად სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვას უახლოეს დღეებში განახორციელებს. „ის ფერმერები, რომლებიც რძეს დიდი …

სოფელი ჩანჩახლო გვირაბის აშენების შემდეგ [ფოტო]

აჭარაში, განსაკუთრებით მთიან მუნიციპალიტეტებში, გეოლოგიური პროცესები გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურდება. ერთ-ერთი გეოლოგიურად აქტიური სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, გეოლოგიური პროცესების გააქტიურება სოფელში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც სოფელში გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებები განხორციელდა. აფეთქების პარალელურად სოფლის მოსახლეობა აქ აქციებს მართავდა და …

საინიციატივო ჯგუფი ქედის მერიას მახუნცეთში მონუმენტის განთავსებას სთხოვს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ქედის მერიას მახუნცეთში, აკვედუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონუმენტის განთავსების მოთხოვნით წერილობით მიმართა და ესკიზიც წარუდგინა. მონუმენტი, სახელწოდებით „საქართველოს სადარაჯოზე“, რომლის განთავსებასაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, დავით სვანიძის მიერ დამუშავებული ესკიზით დამზადდება. ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ მოწონების შემთხვევაში მონუმენტი იმ ადგილზე განთავსდება, სადაც მახუნცეთის განაშენიანების გეგმით კემპინგი უნდა მოეწყოს. „ესკიზი მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე განვათავსეთ, …

Exit mobile version