მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს სიურპრიზი ჩაუშალეს

23.02.2018
ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს სიურპრიზი ჩაუშალეს

ქედის საკრებულოს უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ვაჟა ბოლქვაძის ინიცირებულ საკითხს, რომელიც ქედის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარით გაზრდას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.

საკითხის განხილვისას, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ განაცხადა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა „აიპებში“ დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების გასაზრდელად მოლაპარაკებებს აჭარის მთავრობასთან აწარმოებს და დასძინა, რომ თვითმმართველობა საკუთარ თანამშრომლებს სიურპრიზს უმზადებს.

საკრებულოს სხდომა ქედაში

„სიურპრიზითაც ვაპირებდით ამის გაკეთებას, მაგრამ მათქმევინეთ, მოვლენებს გაასწარით და პოპულისტური განცხადება გააკეთეთ“ – განაცხადა შუქრი თურმანიძემ სხდომის მსვლელობისას, როდესაც ვაჟა ბოლქვაძემ  ინიცირებული საკითხი დეპუტატებს გააცნო.

„სამარცხვინო ხელფასი აქვთ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის რეალური ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე დავაყენე საკითხი ხელფასი ასი ლარით გაეზარდოს, მართალია დიდი არაფერია ასი ლარი, მაგრამ გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს მაინც გადაიხდიან“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

მისი თქმით, საბავშვო ბაღის ხელფასი 100 ლარით რომ გაიზარდოს, ამისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 210 000 ლარია საჭირო.

„ჩვენ არამარტო ბაგა-ბაღის თანამშრომლებისთვის, არამედ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ყველა „აიპში“ ვაპირებთ ხელფასების გაზრდას, თუმცა ხელფასები რომ გაიზარდოს ამას კოლოსალური თანხა სჭირდება. ამას მარტო ქედის ბიუჯეტი ვერ გასწვდება, ყველა სახელისუფლებო ორგანოში ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება“ – ამბობს შუქრი თურმანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: