ქედის მერია ადმინისტრაციული ოფისების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვას გეგმავს

ქედის მუნიციპალიტეტის თემებში არსებული თემის ადმინისტრაციული ოფისები ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩაერთვებიან. თემების ოფისების ინტერნეტიზაციისთვის ქედის მერიამ   25 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრისთვის ინტერნეტმომსახურების შესაძენად და ერთიან ქსელში ჩართვის მიზნით, ქედის მერიის მიერ 11 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მერიამ ინტერნეტმომსახურებაზე განმეორებითი ტენდერი 10 000 ლარზე კი მხოლოდ …

წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი გზა გახსნილია

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია. 8 დეკემბერს თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა.  გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, ამ ტერიტორიის გაწმენდა საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობამ 17 დეკემბერს დაიწყო და დღეს დაასრულა. მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.  

373 ძეგლი აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მონაცემები დააზუსტა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობა დაასრულა. სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში სულ 373 ძეგლია, აქედან 248 მდებარეობს ბათუმში, ხელვაჩაურში – 26, ქედაში – 41, ქობულეთში – 34, ხულოში – 14, შუახევში – 10. სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, მუშაობისას გამოიკვეთა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით: ეს იყო დუბლირებები, როცა …

ქედელი მოსწავლეები პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია  „მომავლის ბანაკის“ პროგრამის – „განავითარე შენი რეგიონი“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს, 14 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებსა თუ დაბებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მე – 10 კლასის მოსწავლემ, ანა ვარდმანიძემ, ქედის სოფლებისთვის ერთ – ერთ მთავარ პრობლემად ტრანსპორტით გადაადგილება დაასახელა. „გადაადგილების პრობლემა …

მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს ზაფხულში შეძენილი სასმელი წყლის მილები ამ დრომდე ქედის მერიის ეზოშია დასაწყობებული. ქედის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ საჭირო ოდენობის მილებს მოსახლეობას ინდივიდუალურად მხოლოდ მას შემდეგ დაურიგებენ, როდესაც მოსახლეობა მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მილებს მოსახლეობას არ დაურიგებს. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, …

ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება. „ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

შუახევში ელექტროენერგია არ არის, ხულოსა და ქედას კი – ნაწილობრივ მიეწოდება

ამ დროისთვის შუახევის მუნიპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შუახევის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი 35-კილოვატიანი ხაზი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებაა ხულოშიც. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს, წონიარისის, …

ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, სოფელ ტუნაძეებში ხანძრით დაზარალებულ რევაზ და ფრიდონ ხარაბაძეების ოჯახებს ხელისუფლება 10 000 ლარით დაეხმარება. რაც შეეხება მესამე, ზაურ ხარაბაძის ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ხულოს მერის თქმით, მერია ოჯახის მდგომარეობას სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება,თუ რა სახის დახმარებას მიიღებს ეს ოჯახი. ხანძრით …

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი …

მეწყერი შუბნის თემში – გზა, რომელიც საფრთხის შემცველია

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის თემში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში შუბნის თემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულიად გაიწმინდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. „გზა გაიხსნა, მაგრამ მეწყერი აქტიურია, არის ალბათობა, რომ ისევ განვითარდეს მეწყრული პროცესი. მეწყერი გუშინ განვითარდა, გავწმინდეთ, თუმცა დღეს განმეორებით ისევ …

„ელესამ“ ახალი აუდიოალბომი გამოუშვა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა  „ელესამ“ მეორე აუდიოალბომი გამოუშვა.  „ელესას“ აუდიოალბომის პრეზენტაცია ოფიციალურად  გუშინ, 30 ნოემბერს,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობის“ ორგანიზებით გაიმართა. ალბომი, რომელშიც „ელესას“ მიერ შესრულებული ცხრამეტი ძველი აჭარული სიმღერაა ჩაწერილი, „ქართული გალობის“ მოძრავმა სტუდიამ ადგილზე, ქედაში ჩაწერა. „ელესამ“ პირველი აუდიოალბომი 2016 წელს, ანსამბლის 25-ე  წლის იუბილეზე …

აიღებენ თუ არა დანამატს წინასაახალწლოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის თანამშრომლის თქმით, ბაღში დასაქმებულებს ყოველკვარტალური დანამატი მესამე კვარტალის ბოლოს არ აუღიათ და ვერც წინასაახალწლოდ მიიღებენ: „გამგეობაში დავრეკეთ და მხოლოდ ის გვითხრეს, არ გეკუთვნით და ვერც მიიღებთ, თუ არ გაწყობთ, კარი ღიაა და მიბრძანდითო. სად გვიშვებენ, არ ვიცით.  ვიცით, რომ ბათუმში დარიგდა და ჩვენ შემთხვევაში ვერ გავარკვიეთ რა ხდება.“ ბაღში დასაქმებულის თქმით, ის …

ვინ მიიღებს საახალწლო საჩუქარს ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხულოს მერია სასაჩუქრე ნობათს საბავშვო ბაღის ბავშვების, მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტაციით, ბაღის ბავშვებისთვის 725 შეფუთვა ტკბილეულს შეიძენენ. თითოეულ ბავშვს კარტოფილის ჩიფსი, ორცხობილა, ჟოლოს ბისკვიტი და ხილის კექსი შეხვდება. საახალწლოდ საჩუქარს, ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები და 18 წლამდე ასაკის …

შუახევის საკრებულომ იურისტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მეორე რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის პოზიციაზეა გამოცხადებული. ვაკანტურ პოზიციაზე სახელფასო სარგო 810 ლარია, საკონკურსო მოთხოვნებით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კონკურსანტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული იურიდიული მიმართულებით და აქვთ მუშაობის ორწლიანი გამოცდელება. შუახევის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის …

ახალი სავარძელი ახალარჩეული მერისთვის შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერისთვის, ფრიდონ ფუტკარაძისთვის, სავარძლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შუახევის გამგეობამ უკვე გამოაცხადა. შავი ფერის სავარძელთან ერთად შუახევის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვით ტანსაცმლის ერთ და წიგნების – ორ კარადას, 20 საოფისე სკამსა და სავარძლების სამეულს  ყიდულობს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ სამეულსა და ტანსაცმლის კარადას, მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებისთვის ყიდულობენ. რაც შეეხება სავარძელს, შუახევის მერიის …

უამინდობის გამო ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ზოგ სოფელში 1 მეტრზე მეტია. უამინდობის, უშუქობისა და ასევე, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ზოგ ბაღსა და საჯარო სკოლაში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, უშუქობისა და ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ 4  – მეკეიძეების, რიყეთის, საციხურისა და დაბის  – ბაღში …

პრობლემები დიდთოვლობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ცენტრალური ხაზის დაზიანების გამო შუახევის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება, რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, მერის თქმით, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდება. „დაზიანდა როგორც ცენტრალური ელექტროხაზები, ასევე შიდა ქსელიც. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს, რაც შეეხება გადაადგილებას, დაბალი ზონის სოფლებში მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილდებიან, …

შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს თუნუქის სახურავით დაეხმარებიან

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თუნუქის სახურავებს შეისყიდის. 2 350 ცალი თუნუქის სახურავის შესყიდვაზე ტენდერი გამგეობამ 6 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 000 ლარია. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახურავებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სარეიტინგო ქულა ერთიან მონაცემთა ბაზაში 100 000-ს არ აჭარბებს და მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანებულია. „მთავარი …

ხულოს მერი: საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 20 – 30 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „ამ დროისათვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება, თუმცა საავტომობილო გზის ნაწილზე თოვლის საფარი მაქსიმუმ 5-7 სმ-ია, მცირე …

ქედაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ქედაში ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობას კი სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, სულ ხუთი ბრიგადა აგრძელებს. ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. ამ დროისთვის ქედაში წვიმს.  

ბიულეტენზე ზოგმა სამკუთხედი უნდა დასვას, ზოგმა ოთხკუთხედი – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები შუახევში

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოს ორი დღე დასჭირდა, რომ თავმჯდომარე აერჩია. მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გუშინ, 21 ნოემბერს დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა მხოლოდ დღეს დაუჭირეს მხარი. ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატი სოსლან ზოიძეს „ნაციონაოლური მოძრაობის“, რომელსაც თანამდებობის პირების ასარჩევად ფარული კენჭისყრის შედეგები ორ წევრთან ერთად უნდა დაეთვალა, აცხადებდა, რომ პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, შვიდ თვეში დასრულდება. ორკომპონენტიანი პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც  საპილოტეა და მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო  და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში [11 სოფელსა და ერთ მუნიციპალიტეტში] ხორციელდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, მასშტაბებიდან გამომდინარე ყველაზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო სისტემურად შუახევის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებს. …

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გუშინ დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა დღეს დაუჭირეს მხარი. დღეს, 21 ნოემბერს, საკრებულოს სხდომას შუახევში, 24 წევრიდან ორი არ ესწრება, ხოლო ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გიორგი დავითაძემ კენჭისყრაში მონაწილე საკრებულოს 20 წევრიდან ყველას მხარდაჭერა მიიღო. აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“. მმართველი გუნდის …

შუახევის საკრებულოს წევრი ზეწოლაზე: თავმჯდომარის არჩევაში სუსი ჩაერთო

შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სოსლან ზოიძის განცხადებით, გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებენ. სოსლან ზოიძე ამბობს, რომ შუახევის საკრებულოში კანდიდატების დასახელება აჭარის მთავრობისგან არის მართული, ადგილზე დეპუტატებს არავინ არაფერი ჰკითხა, რამაც დეპუტატების განაწყენება გამოიწვია. „გუშინ ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ …

ქედის საკრებულოში სამი კომისიის თავმჯდომარედ ყოფილი თავმჯდომარეები აირჩიეს

ქედის ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი კომისიიდან სამს [სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურისა და საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა] წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ. ქედის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ფარული კენჭისყრით ამირან დევაძე მეორედ გახდა, გოჩა გორგილაძე კი ისევ სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი იქნება, ხოლო რეზო …

შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია – კანდიდატი „ოცნების“ მაჟორიტარია

დღეს, 20 ნოემბერს, შუახევის ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი დავითაძე, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის 13 ხმა საკმარისი იყო. შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 „ქართული ოცნებიდანაა“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საკრებულოს ერთმა წევრმა „ევროპული საქართველოდან“ მირზა თურმანიძემ. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც …

20 ნოემბერს ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება

ქალაქ ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15 საათზე, გაიმართება. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე წარიმართება შემდეგი დღის წესრიგით: [checklist] საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. [/checklist] საკრებულოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: [checklist] საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; საკრებულოს …

ახალარჩეული მერების მოადგილეები აჭარაში

შუახევის მერმა, რამინ ფუტკარაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ომარ ტაკიძე დანიშნა, მოადგილის თანამდებობაზე კი – ყოფილი გამგებლის, ტარიელ ებრალიძის მოადგილე რუსუდან შავაძე. ომარ ტაკიძე ბათუმის მერიაში მუშაობდა, ბოლო წლებში კი ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება შუახევის მერმა გუშინ, 16 ნოემბერს, დაწერა. ამ დროისთვის შუახევის გამგეობაში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, პირველ მოადგილედ …

ტრენინგი ტოლერანტობაზე მოსწავლეებისთვის ქედაში

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტოლერანტობს თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ბათუმის მასწავლებელთა სახლის სამოქალაქო განათლების ტრენერმა,  თამარ ჯანელიძემ, ქედელ მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვლებობაზე ესაუბრა. ტრენინგი დიალოგის რეჟიმში წარიმართა. „სწავლებას,  ინფორმირებულობასა და მოსწავლეების ჩართულობას ტრენინგკურსებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ რა არის კარგი, რა არის ზოგადად ტოლერანტობა, როგორები უნდა …

ქედის საბავშვო ბაღების პერსონალი შესაძლოა გადაამზადონ

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარონ, ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადებასა თუ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, საჭირო ფინანსურ რესურს გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახავს. ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თანხების ზუსტი ოდენობა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დასჭირდება თანამშრომელთა გადამზადებასა თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საკითხის შესწავლის შემდეგ დაზუსტდება. …

ხულოში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. სამინისტროს შპს ბალანსი XXI მომსახურების ცენტრის აშენებას 279 175 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 315 167 ლარი იყო. სოფელ დეკანაშვილებში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს. აჭარის სოფლებში წარმოებული …

აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას

აჭარის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს, რითაც მთლიანობაში 11 პროექტი დაფინანსდა. ხუთი მილიონიდან ყველაზე მეტი თანხა, 2 054 717 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტმა მიიღო. აჭარის მთავრობის მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორის შუახევში, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მოწყობაა, რაც 1,5 მილიონი ლარითაა …

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის შესაკეთებლად შუახევში ფინანსურ დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს

16 -17 ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შუახევის გამგეობამ, დღეს, 10 ნოემბერს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 200 ლარი გამოყო. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა კომისიამ შეისწავლა და კომისიის გადაწყვეტილებით, სახლების შესაკეთებლად ფინანსურ დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს. ფინანსური დახმარების მოთხოვნით შუახევის გამგეობაში სულ 23 განაცხადი იყო შესული. …

ხულოს გასასვლელთან 5 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის 55-ე კილომეტრზე [ხულოს გასასვლელი] აკრძალულია 5 ტონაზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექია, „რის შედეგადაც ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა გამორეცხა გზის მონაკვეთის საფუძველი, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა და გზა 3 მეტრამდე შევიწროვდა“. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „აღნიშნული გზის მონაკვეთით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის და დიოკნისი-რიყეთის თემის მოსახლეობა, …

„ნიორის პროგრამა“ ჩავარდა – სანაცვლოდ ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესასხურებელ აპარატებს შეიძენენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს „ნიორის პროგრამას“ ვეღარ განახორციელებს. პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ არშემდგარ და შეწყვეტილ ტენდერებს ასახელებს. ცენტრის  მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად სექტემბერში გამოცხადებული ბოლო, მესამე ტენდერიც შეწყდა. სატენდერო თანხა 624 000 ლარი იყო. ცენტრის დირექტორი,  ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის „მსოფლიო ტექნიკის“ მიერ ბოლო ტენდერის შედეგების …

უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში უსახლკარო ოჯახებს შეასახლებენ.  12-ბინიან კორპუსში ერთი ბინა „სამანევრო“ დანიშნულებისა იქნება და მუნიციპალიტეტი ბინას სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახის დროებით განსათავსებლად გამოიყენებს. „ყოფილი კომბინატის შენობაში, რომელსაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება, უსახლკარო და მარტოხელა სტატუსის მქონე ოჯახებს შევასახლებთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული …

Exit mobile version