Batumelebi | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტორიზაციის პროცესი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა. უნივერსიტეტი განახლებული შვიდი სტანდარტისა  და პროცედურის მიხედვით შეფასდა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 7 სტანდარტი მოიცავს:  დაწესებულების მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას;  ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას;  საგანმანათლებლო პროგრამებს; პერსონალს;  სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; კვლევას, განვითარებას და სხვა შემოქმედებით საქმიანობას, ასევე მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

ექსპერტების დასკვნაში უნივერსიტეტის ძლიერ მხარედ განისაზღვრა: განვითარების მაღალი შესაძლებლობა, მომავალზე ორიენტირება, რეფორმების კუთხით მუდმივი აქტიურობა, უნივერსიტეტის ხარჯ-ეფექტიანობის ზრდა, კვლევით პროექტებში სტუდენტების ჩართულობა, სტუდენტური სერვისების განვითარება და მხარდაჭერა, ლაბორატორიებისა და კლინიკების გაფართოების მიზნით პროაქტიური და ინოვაციური მიდგომა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა ექვსი წელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი