ხვალ, პირველ სექტემბერს, ქალაქის 130 წლის იუბილის აღნიშვნასა და „ბათუმობასთან“ დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლებს უფასოდ შესვლა დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე შეეძლებათ.