ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედნის მოდერნიზაციაზე კონკურსია გამოცხადებული. „აღნიშნული სივრცე კონკურსში გამარჯვებულმა სასურველია განავითაროს, როგორც ე.წ. „პიაცა“ – ასეთია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური დავალება. კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის საფუძველზე მოედნის მოდერნიზაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უნდა მოამზადოს. საკონკურსო თანხა 110 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 2023 წლის 1-ელ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ოქტომბრის 21 საათიდან 23 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 293 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 5 081 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 9 631 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 7 032 ერთეული [+15] MLRS – 825 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 292 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790] ტანკი – 5 063 ერთეული [+16] ჯავშანტექნიკა – 9 612 ერთეული [+55] საარტილერიო სისტემა – 7 017 ერთეული [+5] MLRS – 822 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

ბათუმსა და ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების გარემონტებასა და დემონტაჟისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 302 831 ლარია. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობის რემონტი ქობულეთში, შოთა რუსთაველის N168ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი შენობის დემონტაჟი, ერთი შენობის გარემონტება, ნივთმტკიცების შენობის მშენებლობა და …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 292 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380] ტანკი – 5 047 ერთეული [+55] ჯავშანტექნიკა – 9 557 ერთეული [+120] საარტილერიო სისტემა – 7 012 ერთეული [+29] MLRS – 822 ერთეული [+4] საზენიტო …

წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის 

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობის დასრულებას მთავრობა საარჩევნო, 2024 წელს გვპირდება. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზების მომავალ წელს დასრულება საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი, თუმცა ამავე პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ „დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა“. მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე დაფინანსება გათვალისწინებული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 290 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630] ტანკი – 4 992 ერთეული [+11] ჯავშანტექნიკა – 9 437 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 6 983 ერთეული [+39] MLRS – 818 ერთეული [+4] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15ა და 15გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაშია, ქალაქის მერია გზებს აპროექტებს. საპროექტო გზებისა და ქუჩების ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვის მიზნით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მიწის ნაკვეთებზე, სადაც გზები უნდა გაკეთონ, „ორბის“ მრავალსართულიანი შენობები დგას, თუმცა, კომპანია ამ ნაკვეთებს შორის …

სხალთა-ხიხაძირის გზაზე გავლა სახიფათოა, 1 წელია არაფერი გააკეთეს – მოქალაქე

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთა-ხიხაძირის გზაზე, სოფელ წაბლანასთან, გზის სავალი ნაწილი ჩანგრეულია. მიზეზი, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მეწყერია, თუმცა, გზა თითქმის ერთი წელია დაზიანებულია და აქ გავლა სახიფათოა: „გარდა იმისა, რომ გზა ჩანგრეულია, ასფალტის საფარი ბევრ ადგილზე დაბზარულია და წვიმის შემთხვევაში არ არის გამორიცხული გზის სხვა ნაწილიც ჩაინგრეს. ეს კი ხიხაძირისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას გამოიწვევს. ზამთარი მოახლოებულია …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 290 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620] ტანკი – 4 981 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 9 420 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 6 944 ერთეული [+8] MLRS – 814 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

სარფიდან ზეთისხილის 4500 ნერგი უკან, იტალიაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოდან ზეთისხილის 4500 ნერგი უკან, იტალიაში გააბრუნეს. სამსახურის ინფორმაციით, „თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.“ „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, იტალიის რესპუბლიკიდან მომავალი 4500 ცალი ზეთისხილის ნერგით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის პროცედურების …

შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე ორმხრივადაა შესაძლებელი. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.“ – აცხადებს დეპარტამენტი. აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს, 3 ოქტომბერს, ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 289 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 4 979 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 9 405 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 6 936 ერთეული [+26] MLRS – 814 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

საქართველოში რუსეთის 776 278 მოქალაქე შემოვიდა – საზღვრის კვეთის სტატისტიკა 3 თვეში

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2023 წლის მესამე კვარტალში 776 278-ჯერ გადმოკვეთეს [შემოსვლა]. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] რუსეთის ფედერაცია კვლავ პირველ ადგილზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს საზღვარი ამავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა 780 514-ჯერ გადაკვეთეს [გასვლა]. შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი, …

ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთ საათზე მეტი ქობულეთში იყო გაჩერებული

განახლებული ინფორმაცია: „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, რომ მატარებელი ქობულეთის სადგურიდან [10:55 სთ] უკვე დაიძრა. დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქობულეთის სადგურში ერთ საათზე მეტია გაჩერებულია. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე ამბობენ, რომ მატარებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და სავარაუდოდ, საღამომდე არ აღდგება დენის მიწოდება. ამავე მგზავრის ინფორმაციით, მათ უთხრეს, რომ ბილეთები დააბრუნონ: „მოვითხოვეთ ავტობუსები გამოეძახათ, რადგანაც წესდებაში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 288 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860] ტანკი – 4 965 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 9 385 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 6 910 ერთეული [+44] MLRS – 814 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

7 ჰექტარი მიწა ფიჭვნარში – საქართველოს განვითარების ფონდი საინვესტიციო ქონებას აფასებს

„საქართველოს განვითარების ფონდი“ [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] მის საკუთრებაში არსებული მთლიანი საინვესტიციო ქონების, მათ შორის ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთის შეფასებას გეგმავს. ქობულეთში ფონდის საკუთრებაშია ფიჭვნარის პლაჟსა და საავტომობილო გზას შორის მდებარე 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ 7 ჰექტარ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ფონდი 2019 წლიდან ეძებდა. ფონდმა საინვესტიციო ნაკვეთი მაშინაც შეაფასა. ვრცლად ამ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 285 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 4 931 ერთეული [+26] ჯავშანტექნიკა – 9 313 ერთეული [+49] საარტილერიო სისტემა – 6 807 ერთეული [+44] MLRS – 811 ერთეული [+0] საზენიტო …

მანქანები ტროტუარზე – არასწორი პარკირება და ჯარიმები ბათუმში | ფოტო

ბათუმში ზღვის სეზონი ფაქტობრივად მიილია, თუმცა ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩები დარჩა, დარჩა მოძრაობისა და პარკირების წესების დარღვევებიც. ქალაქის მერიის მხრიდან პარკირების პრობლემის გამოსწორებაზე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა, მერიის შესაბამისი სამსახური კი ერთგვარ „გამოსავალს“ დამრღვევი მძღოლების დაჯარიმებაში ხედავს. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადრე დაჯარიმების სტატისტიკასაც ყოველდღიურად აქვეყნებდა, რასაც ამჯერად აღარ აკეთებს. ინსპექციამ დაჯარიმების სტატისტიკა ბოლოს დაახლოებით …

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის N338-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი იუსტიციის სახლს გამოცხადებული აქვს, რომლის პირობის მიხედვითაც, ფილიალის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი იუსტიციის სახლს 26 959 642 ლარით აქვს გამოცხადებული და ამ ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის გარდა ფილიალები კიდევ 7 ადგილზე უნდა ააშენონ. ეს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 284 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 4 905 ერთეული [+42] ჯავშანტექნიკა – 9 264 ერთეული [+44] საარტილერიო სისტემა – 6 763 ერთეული [+32] MLRS – 811 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

აჭარისწყალზე მე-19 საუკუნეში აგებული ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება

მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული ხიდი, რომელიც დღეს უფუნქციოა, მე-19 საუკუნის დასაწყისშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ნაგებობა, რომლის სიგრძე 50,3 მეტრია, საავტომობილო ხიდად არც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ განიხილება. „ის წარმოადგენდა საავტომობილო ხიდს, ცალმხრივი მოძრაობით. მიმდინარე ეტაპზე ფუნქციურად არაა დატვირთული. პროექტის ძირითადი მიზანია …

ქობულეთში 1,4 კილომეტრი ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 11 მილიონია გამოყოფილი

ქობულეთში ზღვისპირა ზოლის 1,4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაზეც მერიამ ტენდერი 10,9 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში სანაპირო ზოლის, ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები სანაპიროზე, დავით აღმაშენებლის გამზირის 301-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ფიჭვნარში, აღმაშენებლის გამზირის 375ბ-ს მიმდებარედ დასრულდება. რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირის 375ბ-დან მდინარე ჩოლოქის მიმართულებით პლაჟს, ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ამ მონაკვეთის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 283 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820] ტანკი – 4 863 ერთეული [+34] ჯავშანტექნიკა – 9 220 ერთეული [+91] საარტილერიო სისტემა – 6 731 ერთეული [+18] MLRS – 809 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

აჭარის სამინისტრო აუქციონზე მანქანებს ყიდის – საწყისი ფასი 10-16 ათასი ლარია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს აუქციონზე ყიდის. ოთხი ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად უმდა გადაიხადოს. ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. KIA SORENTO ავტომანქანა „KIA SORENTO” (სახელმწიფო ნომერი XX-944-XY, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ KNAKU811DB5147885). საწყისი ფასი – 15 000 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 283 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450] ტანკი – 4 829 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 9 129 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 6 713 ერთეული [+7] MLRS – 808 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ავარია მახინჯაურში – დაიღუპა 1 ადამიანი, 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ახალ ბულვარში სკეიტპარკს აშენებენ

ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ბათუმის ბულვარს კომპანიასთან ხელშეკრულება 3,1 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 21 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციას 1 291 749 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სკეიტპარკის მოწყობაზე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 282 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 4 823 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 9 126 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 6 706 ერთეული [+1] MLRS – 808 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად

ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …

ფოლადის ხიმინჯები პლაჟზე, რომლითაც ახალ ბულვართან ნაპირი უნდა გაამაგრონ

ბათუმის ახალ ბულვართან სანაპიროზე ფოლადის ხიმინჯები [შპუნტები] შეაქვთ. ამ 9-მეტრიანი ხიმინჯებით აქ შტორმით დანგრეული სანაპირო ზოლი უნდა გაამაგრონ. ხელშეკრულება კომპანია „გზასთან“ 15,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული, საიდანაც 4,6 მილიონი ლარი კომპანიისთვის ავანსად უკვე გადარიცხულია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „სექტემბრის ბოლოსთვის განხორციელდება დამუშავებული შპუნტების სამონტაჟო სამუშაოები“, თუმცა …

ორშაბათიდან ბათუმში გაავდრდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის 21 საათიდან 9 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი; ელვა-ჭექა; მაღალ მთაში ნალექი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც ზოგან გაძლიერდება – 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 16 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 282 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580] ტანკი – 4 821 ერთეული [+21] ჯავშანტექნიკა – 9 123 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 6 705 ერთეული [+17] MLRS – 808 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 281 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610] ტანკი – 4 800 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 9 102 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 6 688 ერთეული [+22] MLRS – 808 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთს გადაეცა, თუმცა დროებით – დაგეგმილია გასხვისება

ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახლი და 1379 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. შესაბამისი ბრძანება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბერს აქვს გამოცემული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჯერად აღნიშნული ქონება ქობულეთმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს, მისი შემდგომი პრივატიზებისთვის. ქონების სამინისტროზე გადაცემის საკითხი ქობულეთის საკრებულოს ჯერ არ განუხილავს. „ბათუმელები“ აჭარის …

Exit mobile version