უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 281 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
- ტანკი – 4 800 ერთეული [+23]
- ჯავშანტექნიკა – 9 102 ერთეული [+20]
- საარტილერიო სისტემა – 6 688 ერთეული [+22]
- MLRS – 808 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 541 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 185 ერთეული [+27]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 073 ერთეული [+58]
- სპეცტექნიკა – 956 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 487 თვითმფრინავი
- 250 ვერტმფრენი
- 7 610 უპილოტო საფრენი აპარატი
- 440 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 387 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 679 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 892 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა აფხაზეთში“ – რა საფრთხეა რუსული ბაზა






