201 ათასი ნახევარი კილომეტრი სიგრძის ქუჩისა და ნაძვის ხის მოსართავად ქობულეთში

ქობულეთის მერია საახალწლოდ ქალაქის გასაფორმებლად სხვადასხვა დეკორაციას შეისყიდის. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების შესყიდვაზე კი ტენდერი 201 ათას 600 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, „მიწოდებული დეკორაციებით მოირთვება ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩის ცენტრალური ნაწილი [სიგრძით მინიმუმ 500 მეტრი], ასევე მოედანი, სადაც განთავსებული იქნება ნაძვის ხე“. თუმცა დეკორაციების მიმწოდებელს ქუჩის მორთვა ამ პირობით არ ევალება. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამონტაჟო …

ბეშუმში ახალი სათხილამურო ტრასები გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს – პოლიცია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციას მოიცავს. ამ კონცეფციით კურორტ ბეშუმში გათვალისწინებულია ორი სათხილამურო ტრასის მოწყობა, რომელთაგან, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთის საბოლოო წერტილი დაშორებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1 250 მეტრით, ხოლო მეორეს საბოლოო წერტილი – სახელმწიფო საზღვრის …

ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფონდმა სამივე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პრეისკურანტით და Design-Build მეთოდით გამოაცხადა, რაც გულისხმობს არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების …

რუსეთმა ომში 302 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 302 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930] ტანკი – 5 241 ერთეული [+18] ჯავშანტექნიკა – 9 877 ერთეული [+43] საარტილერიო სისტემა – 7 292 ერთეული [+42] MLRS – 850 ერთეული [+4] საზენიტო საბრძოლო …

„მე მიყვარს ბულვარი“ – ახალი ინსტალაციის პროექტზე ტენდერია გამოცხადებული

„მე მიყვარს ბულვარი“ – ბათუმის ბულვარში ამ ინსტალაციის დადგმას გეგმავენ. ინსტალაციას, სავარაუდოდ, ახალი ბულვარი განათავსებენ. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2 966 ლარით უკვე გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით, ინსტალაცია/მონუმენტი – „მე მიყვარს ბულვარი“ უნდა დაპროექტდეს შემდეგი ზომებით: „სიგრძე – არანაკლებ 15 მეტრი, სიმაღლე – არანაკლებ 1,8 მეტრი; მოცულობითი ასობგერის სისქე – არანაკლებ 30 სანტიმეტრი, …

სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი 1,1 მილიონი ლარის მითვისებისთვის 3 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგან სამი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 301 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680] ტანკი – 5 223 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 9 834 ერთეული [+30] საარტილერიო სისტემა – 7 250 ერთეული [+23] MLRS – 846 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. „დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს. „ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც …

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთმა აჭარის მთავრობას გადასცა

დღეს, 31 ოქტომბერს, ქობულეთის საკრებულომ დააკმაყოფილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა ჩაქვში მდებარე ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემაზე. ამის წინააღმდეგი არც ქობულეთის მერია იყო: ქონება მიწის ნაკვეთი და სახლია, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აჭარის მთავრობა მის გასხვისებას გეგმავს. სახლს 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. …

მიწა გონიოს ხიდთან ყოფილი დეპუტატის კომპანიამ იყიდა – აუქციონი პირობით და უპირობო ხელშეკრულება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდდა. ნაკვეთი 2 მილიონ 465 ათას ლარად ერთი ბიჯით, შპს „მტზ-კომპანიმ“ იყიდა, რომლის დირექტორი ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძეა. კომპანიის მესაკუთრე კი – ყოფილი პარლამენტარის მეუღლე. სამინისტრომ კომპანიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა. 19 597 კვადრატული მეტრი ფართობის …

ბათუმი-ხულოს გზაზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდა | ხიჭაურიდან-გომარდულის ასახვევამდე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში – ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველი ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შეიზღუდება. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-60 კმ-ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე შეიზღუდება ყველა სახის …

ხულო-თაგოს საბაგირო შეიძლება 1 კვირით გაჩერდეს – იგეგმება რეაბილიტაცია

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის [სავალი ნაწილის] რეაბილიტაციაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 39 ათას 672 ლარია. საბაგიროს კაბინა ერთი წლის წინ გაარემონტეს. ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ახალი ტენდერი უშუალოდ კაბინას არ ეხება, არამედ ღერძს და სავალ ნაწილებს, ასევე ბაგირი არის დასამოკლებელი“. „სამუშაოების გამო შესაძლოა საბაგირო დაახლოებით ერთი კვირით გაჩერდეს“ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 300 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870] ტანკი – 5 211 ერთეული [+21] ჯავშანტექნიკა – 9 804 ერთეული [+29] საარტილერიო სისტემა – 7 227 ერთეული [+25] MLRS – 844 ერთეული [+10] საზენიტო საბრძოლო …

მშენებლებს გამწვანების შესახებ დაფის განთავსებაც დაევალათ – ახალი კანონი

მშენებლობის შესახებ საინფორმაციო დაფის გვერდით მშენებლებმა სხვა საინფორმაციო დაფაც უნდა განათავსონ – ტერიტორიის გამწვანების შესახებ. სამშენებლო ტერიტორიებზე [სადაც, ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის შესახებ დაფებიც არ აქვთ გამოკრული], გამწვანებაზე საინფორმაციო დაფის განთავსება 2024 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო. მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით: „ნებართვის მფლობელმა ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა …

გამთენიისას ივანიშვილის ბაობაბის ხე ავტომანქანით შეკვეთილში მიიტანეს 

აღმოსავლეთ აფრიკიდან, კერძოდ, კენიიდან დენდროლოგიური პარკისთვის ფოთის ნავსადგურში შემოტანილი ხეები სავარაუდოდ უკვე შეკვეთილშია. თვითმხილველების თქმით, ბაობაბის ერთი ხე ფოთიდან შეკვეთილში სპეციალური ავტომანქანით დღეს, 30 ოქტომბერს, გამთენიისას გადაიტანეს. დანარჩენი ხეები კი ზღვით, ბარჟით უნდა გადაეტანათ. ვიდრე ხეს მაგისტრალზე გამოატარებდნენ, გრიგოლეთი-ფოთის გზაზე ყველა ის კონსტრუქცია [სარეკლამო ბანერები, საგზაო მანიშნებლები] ჩამოხსნეს, რაც ხელს უშლიდა არაგაბარიტული ტვირთის გატარებას. პროცესს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 299 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860] ტანკი – 5 190 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 9 775 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 7 202 ერთეული [+14] MLRS – 834 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის 21 საათიდან 30 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 299 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660] ტანკი – 5 175 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 9 758 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 7 188 ერთეული [+8] MLRS – 834 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რუსეთის მოქალაქეების კომპანიამ ბათუმში 13 მილიონიანი ტენდერი მოიგო

ბათუმში ღამის თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციას 13-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დს კონსტრაქშენი“ დაასრულებს, რომლის მეწილეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ქალაქის მერიამ ამ შენობის რემონტი 2021 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დაასრულა. ტენდერი ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 13 686 164 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „დს კონსტრაქშენთან“ კი ხელშეკრულება 13 540 019 ლარზეა გაფორმებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში …

სად ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“ – გამოყოფილია 330 ათასი ლარი

ბათუმში ნოემბრის ბოლოს სოფლის ტურიზმის ფესტივალის „განდაგანას“ ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც ჯამში 330 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან. ფესტივალი ტრადიციულად ევროპის მოედანზე იმართება, სადაც დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ევროპის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, ფესტივალის ტერიტორია შესაძლებელია გადატანილი იქნას სხვა, ალტერნატიულ ლოკაციაზე“ – აღნიშნულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობაში. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფესტივალის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 298 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740] ტანკი – 5 167 ერთეული [+22] ჯავშანტექნიკა – 9 749 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 7 180 ერთეული [+18] MLRS – 834 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ბსუ-მ ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი 8,7 მილიონი ლარით გამოაცხადა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 8 781 000 ლარია. ბსუ ახალ კორპუსს ბათუმში, ლეონიძის ქუჩის N15-ში ააშენებს. პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება და შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 თვის ვადაში, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად“. ტენდერში წინადადებების მიღება კი, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 297 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560] ტანკი – 5 145 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 9 726 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 7 162 ერთეული [+7] MLRS – 834 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა. საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 297 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 5 141 ერთეული [+29] ჯავშანტექნიკა – 9 715 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 7 155 ერთეული [+30] MLRS – 834 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო …

2.7 კილომეტრი სიგრძის ქუჩა ბათუმში ტროტუარის გარეშე – მოსახლეობა უსაფრთხო გზას ითხოვს | ფოტო

ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩა, რომლის სიგრძე თითქმის 2,7 კილომეტრია, ფაქტობრივად, ტროტუარის გარეშეა. გარდა იმისა, რომ ამ ქუჩაზე სავალი ნაწილი, როგორც ავტომანქანებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის მოუწესრიგებელია, ის ვიწრო ბილიკებიც კი ჩახერგილია, სადაც ქვეითმა შეიძლება ისე გაიაროს, რომ სამანქანო გზაზე არ აღმოჩნდეს. „იძულებული ვართ, ტრასაზე ვიაროთ და ავტობუსს და „მარშუტკასაც“ ტრასაზე ველოდებით. ქალაქის მერიისგან ვითხოვთ ქუჩაზე ტროტუარი …

აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტების შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა. კომპანია ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის შემდეგი სოფლებისთვის: შუახევის მუნიციპალიტეტი – ზედაყანა, ზამლეთი ხულოს მუნიციპალიტეტი – თხილაძირი ქედის მუნიციპალიტეტი – ზედა ბზუბზუ, ძენწმანი, არსენაული, გობრონეთი, ტაკიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ქოქოლეთი პროექტირებაზე ორი ტენდერია გამოცხადებული. ორივე ტენდერში …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 296 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 5 112 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 9 697 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 7 125 ერთეული [+44] MLRS – 833 ერთეული [+5] საზენიტო საბრძოლო …

კომპანიის კუთვნილი 1,6 მილიონი ლარის მითვისებაზე ერთი პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი იქნა მიცემული. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 295 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 5 105 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 9 669 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 7 081 ერთეული [+24] MLRS – 828 ერთეული [+3] საზენიტო საბრძოლო …

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება. პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 294 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870] ტანკი – 5 093 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 9 653 ერთეული [+22] საარტილერიო სისტემა – 7 057 ერთეული [+25] MLRS – 825 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ხიხანის ციხე [ფოტო]

ხიხანის ციხე შუა საუკუნეების [X-XI] ძეგლია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ ბაკოსთან მდებარეობს. ციხესიმაგრე მთის თხემზეა და იქ ასასვლელად ერთადერთი საცალფეხო ბილიკია. მთის ძირიდან ციხემდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრია. ციხეზე მისასვლელ ბილიკზე, შედარებით სახიფათო ადგილებში, დღეს რკინის კიბეებია მოწყობილი. ხიხანის ციხე დღეს: ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის სამუშაოების ორწლიან შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტენდერი 865 …

რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს. ბათუმში უნებართვო გარევაჭრობაზე რეაგირებას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს, თუმცა 25 ოქტომბრიდან სიახლე იქნება ის, რომ ინსპექციას უფლება ექნება რეაგირება მოახდინოს „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში …

აქცია „ოცნების ქალაქში“ – მონაწილეებმა ფრიდონ ხალვაშის გამზირი რამდენიმე წუთით გადაკეტეს

დღეს, 22 ოქტომბერს, აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. აქციის მონაწილეებმა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებმა მხოლოდ რამდენიმე წუთით მოახერხეს გამზირის გადაკეტვა. მათი თქმით, აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა. აქციაზე აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს და მოითხოვენ, რომ „ოცნების ქალაქში“ …

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

ბათუმში დღეს, 22 ოქტომბერს, სითბოა და ზღვის და მზეზე გარუჯვის მოყვარულებიც პლაჟზე არიან. ზღვის  წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია. ბათუმში მზიანი ამინდი ორშაბათსაც შენარჩუნდება. სამშაბათიდან კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ვრცლად: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან  

Exit mobile version