მთავარი,სიახლეები

17 მაისი – თავისუფლების ილუზია – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

17.05.2019 • 1476
17 მაისი – თავისუფლების ილუზია – საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 18 მაისს, საღამოს 5 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია – 17 მაისი – თავისუფლების ილუზია. ლექცია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში [მისამართი: ვაჟა-ფშაველას 21].

ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და „ანარესის აკადემია“. ლექციას წაიკითხავს ქვიარ აქტივისტი ანანო სურმავა. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით „კითხვები, რომელსაც ლექციაზე ვუპასუხებთ არის ის, თუ როგორ გახდა 17 მაისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი საქართველოში და ვისთვის არის ის მნიშვნელოვანი? არის თუ არა ხილვდობის პოლიტიკასა თუ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლას შორის სხვაობა და რომელი გზა გვჭირდება?“

ლექციის ჩატარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორების თქმით მათ უნივერსიტეტიდან შეატყობინეს, რომ „ამ შაბათ-კვირას მოულოდნელად ჩაენიშნათ რემონტი მთელს უნივერსიტეტში, რის გამოც ხვალ სივრცეს ვეღარ გვითმობენ. ლექცია გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: