გაშიშვლება, „ბუქნები” და კამერები საპირფარეშოში – რა ხდება საპატიმროებში?

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაასრულა მონიტორინგი პენიტენციურ სისტემაში და სპეციალური ანგარიშიც წარმოადგინა – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. მონიტორინგის ჯგუფი 119 პატიმარს გაესაუბრა, პატიმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. „ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში“ ნათქვამია, რომ N8 და N11 დაწესებულებაში არ არის სკანირების აპარატები. შესაბამისად, არასრულწლოვნების პირადი, სრული დათვალიერებისას მათ აშიშვლებენ. გარდა …

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია” – სკოლის ბუფეტის 70 წლის მცხობელი

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია. რომ შემოგრიალდებიან ბუფეტში და სიხალისე შემოაქვთ ყველაფერი მავიწყდება“, – ამბობს 70 წლის ლარისა თორია, რომელიც უკვე 44 წელია სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის ბუფეტში მუშაობს მცხობელად. „ყველაფერში“ შვილის რამდენიმეწლიან პატიმრობას გულისხმობს, როცა ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი პენსია და ცხობით გამომუშავებული ხელფასი იყო. ამბობს, რომ ბავშვების დაპურება მისთვის სიამოვნებაა და არამხოლოდ ყოველდღიური …

„ნეტა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭონ!” – მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო

მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მისი ერთადერთი შვილი კი საპატიმროში უკვე მეორედ აღმოჩნდა, ასე დარჩა 82 წლის მოხუცი, მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო. გლაუკომა და კატარაქტა ერთდროულად დაემართა, დაავადებები ოპერაციებს არ ექვემდებარება. პირველი ჯგუფის ინვალიდია, პენსიას აგროვებს და შვილს საპატიმროში უგზავნის. ამბობს, რომ ციხემდე ვერ მიდის მის მოსანახულებლად და მშობლის მოვალეობას ასე იხდის. „ტელეფონზე საუბრისას ვგრძნობ, …

დამწყები მოლაშქრის ტესტი

ზაფხულში ლაშქობა ბევრისთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო დასვენებად ითვლება, შეიძლება ჯერ მთაში სიარულის გამოცდილება არ გაქვს და ეჭვობ, შეძლებ თუ არა დიდი მანძილების დაძლევას და სირთულეების გადალახვას ულამაზესი ხედების თუ სასიამოვნო ემოციების სანაცვლოდ. ტესტი დაგეხმარება გაიგო როგორი მოლაშქრე იქნებოდი, თუმცა გაითვალისწინე, რომ ყველა პასუხი პირობითია, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა ტესტზე.

რა ღირს პატიმრებისთვის წერილობითი კავშირი გარესამყაროსთან?

„ბათუმელების“ მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მედიაში პატიმრების გამოგზავნილი წერილების რაოდენობა 2017 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად შემცირდა, 2018 წლიდან კი რედაქციაში არცერთი ასეთი წერილი აღარ მოსულა. 2016-17 წლებში საპატიმროდან რედაქციის მისამართზე ყოველკვირეულად დაახლოებით 4-5 კორესპონდენცია იგზავნებოდა. ახლა პატიმრებს აჭარის არ უმაღლეს საბჭოში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ. „დემოკრატიის ინსტიტუტში” რომელიც ყოფილი …

თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ილუსტრატორები

ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო ლიტერატურის კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო ავტორებსა და ილუსტრატორებს აჯილდოებენ. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ, 2 აპრილს იმართება – ანდერსენის დაბადების დღეს. თუ კონკურსის ბოლო რამდენიმე წლის გამარჯვებული ილუსტრატორების ნამუშევრებს გადაავლებთ თვალს, ძალიან საინტერესო, ახალი სამყარო გადაგეშლებათ თვალწინ. სამწუხაროდ, წიგნების უმრავლესობა, რომლებიც ანდერსენის პრემიაზეა ნომინირებული ორ წელიწადში ერთხელ, ქართულად თარგმნილი არ არის. მსოფლიოს …

სელფის მუზეუმი ეგოიზმის გასაშარჟებლად

სელფის მუზეუმი ლოს-ანჯელესში მდებარეობს და მნახველებს სთავაზობს დაათვალიერონ ცნობილი ნახატები, რომლებზეც პერსონაჟები სელფებს იღებენ. სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, ამ სივრცეში მოსულებს თავისუფლად შეუძლიათ ფოტოების გადაღება, მათ შორის სელფების, შედევრების რეპროდუქციებთან ერთად. მიქელანჯელოს დავითი, მონა ლიზა, ყურმოჭრილი ვან გოგი – მუზეუმში ყველა ნახატზე სელფის გადაღების პროცესია ნაჩვენები. სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად მილიონობით სელფს განათავსებენ ინტერნეტმომხმარებლები. როგორი უცნაურიც არ …

25 აგვისტოს ჯგუფი ДДТ ქობულეთში კონცერტს გამართავს

25 აგვისტოს ქობულეთის ზღვისპირა ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ, კონცერტს რუსული როკჯგუფი ДДТ-ი გამართავს. ДДТ-ი წელს Kobuleti Ozone Fest-ზე საპატიო სტუმრის სტატუსითაა მოწვეული. ქართული ჯგუფებიდან ფესტივალზე Soft Eject-ი, Green Room-ი, მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა), Nemra,  Asea Sool, Sevda დაVako T დაუკრავს. ჯგუფი  ДДТ-ი 1980 წელს დაარსდა ქალაქ უფაში.  გამოშვებული აქვთ 21 სტუდიური და 5 საკონცერტო ალბომი. ჯგუფის …

7-წლიანი სასჯელი 4 ლარის გამოძალვისთვის

30 წლის გიგი ნოზაძე ( სახელი და გვარი შეცვლილია) ყოფილი პატიმარი და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის დახმარებით ბევრს ეცადნენ გიგის რეაბილიტაციისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ახლა ევროპის ერთ-ერთ საავადმყოფოშია და ოპერაციის დანიშვნის დღეს ელოდება. ყველაფერი კი ციხიდან დაიწყო, სადაც გიგიმ ხუთწელიწად-ნახევარი გაატარა. „მთვრალი არ წაიყვანა ტაქსისტმა …

ფესტივალის ხუთი საუკეთესო წიგნი პაატა შამუგიასგან

თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მეოცედ გაიმართა, ოთხდღიან ფესტივალს ყოველწლიურად 50 000-ზე  მეტი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალი საუკეთესო დროა გამომცემლობებისთვის ლიტერატურული წლის შესაჯამებლად, მკითხველებისთვის კი ახალი ავტორებისა და ტექსტების აღმოსაჩენად. ოთხდღიანი ლიტერატურული დღესასწაულიდან ყველას საკუთარი რჩეული აქვს. პაატა შამუგია თავის ხუთეულზე გვიამბობს, წიგნებზე, რომლებიც ფესტივალზე შეიძინა, წაკითხვა უკვე  მოასწრო და არ დაეზარა თითოეულ მათგანზე შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინა: ზურა ჯიშკარიანი …

ძველი ბათუმის სადარბაზოები

ძველ ბათუმში არაერთი სახლია, რომელთა სადარბაზოებსაც გულგრილად გვერდს ვერ აუვლით. ზოგ სახლს ფასადის დეკორის სიუხვეზევე ეტყობა, რომ სადარბაზოც ლამაზი ექნება, თუმცა ბევრ ძველ სახლში სადარბაზოები შელესილია და ისტორიის კვალი აღარ იკითხება. ქვემოთ მოცემულ მისამართებზე მოხატულობა და ჩუქურთმები შედარებით კარგადაა შემონახული, თუმცა რესტავრაცია სჭირდება. ეს სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.           …

XIX საუკუნის საქართველო ნიუ იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში

ნიუ იორკის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კავკასიის ციფრული ფოტოკოლექცია გამოაქვეყნა, რომელიც ბიბლიოთეკაში 1930 წლიდან ინახებოდა. ჯორჯ კენანის კავკასიის ფოტოკოლექცია 274 ფოტოს აერთიანებს. კენანი (1845-1924) ამერიკელი ჟურნალისტი მკვლევარი და მოგზაური იყო. ამერიკელი ჟურნალისტი კავკასიაში 1870 წელს ჩამოვიდა. სწორედ ამ პერიოდში შეაგროვა მან საქართველოს ფოტოებიც. ნიუ იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ კენანის ფოტოკოლექციაში ნახავთ 1870-1878 წლებით დათარიღებულ კადრებს, რომლებზეც თბილისი, …

გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 25 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა გვატემალაში  ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად. ვუკლანი გვატემალას დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გავარვარებული ლავა და ფერფლი ვულკანთან ახლო მდებარე დასახლებულ პუნქტებს მისწვდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ვერ ხერხდება ყველა რაიონამდე მისვლა. დაიკეტა დედაქალაქის მთავარი აეროპორტი. გვატემალას ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ევაკუირებულია 3000-მდე ადამიანი, …

როგორ იყიდება გისოსებს მიღმა დაბადებული იდეები

ხელსაქმე და საიუველირო საქმიანობა ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ეხმარება. ქვილინგი – ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადების ხელოვნება, ხეზე კვეთა, საიუველირო საქმე – ასე დამზადებული ნივთები ხშირად ყოფილი პატიმრებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პროექტი ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს ასეთ შემთხვევებში სახელოსნოსთვის აუცილებელი საჭირო ხელსაწყოებით, საქმიანობისთვის …

პროექტი, რომელიც ყოფილ პატიმრებს თვითდასაქმებაში ეხმარება

დასაქმება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. პრობაციონერებს ეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. აჭარის რეგიონში, მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მათი ერთადერთი საქმე თურქეთში თხილის კრეფაა – რისი უფლებაც აღარ აქვთ და ალტერნატიული ვაკანსიის ძებნა საქართველოში ურთულდებათ. ნასამართლობის ცნობას მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებისასაც კი ითხოვენ. ყოფილი პატიმრების დასაქმებაც უამრავ სტერეოტიპთანაა დაკავშირებული, უმრავლეს შემთხვევაში დამსაქმებლები თავს არიდებენ …

ქალი, რომელმაც დანაშაული ოჯახის დასახმარებლად ჩაიდინა

გულნარა პილპია 64 წლისაა. დღედაღამ საკერავ მანქანას უზის და ფარდებს, თეთრეულს, სამოსს კერავს მეზობლებისთვის. ესაა მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. პროფესიითაც მკერავია. წლების განმავლობაში მუშაობდა სამკერვალო ფაბრიკაში. პენსიონერი წალენჯიხაში ჩვეულებრივი, უწყინარი ცხოვრებით ცხოვრობს. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ერთ მშვენიერ დღეს უსიამოვნო მოულოდნელობა დაარღვევდა და ციხეში აღმოჩნდებოდა. 2011 წელი იყო. ოჯახს ძალიან უჭირდა და …

არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა [ვიდეო]

პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში …

რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობაზე [ტესტი]

2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება. შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ როგორ გახსოვთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ

საფრანგეთის პროფესიულ კავშირში გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ქვეყნის 140 სხვადასხვა ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 139 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. მხოლოდ პარიზში საპროტესტო აქციაზე 16 000-მდე უკმაყოფილო მოქალაქეა შეკრებილი: ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, ავიადისპეტჩერები და პენსიონერები აპროტესტებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების კლებას, მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესების …

ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი მწერალი, ფილიპ როთი 85 წლის ასაკში 22 მაისის ღამეს გულის უკმარისობით გარდაიცვალა. როთი ლიტერატურულმა საზოგადოებამ 1959 წელს გამოცემული მოთხრობების კრებულით „მშვიდობით კოლუმბუს“ გაიცნო. როგორც მწერლის ბიოგრაფი, ბლეიკ ბეილი ტვიტერში წერს, როთი მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა. https://twitter.com/BlakeBaileyOn/status/999127578383409152 ყველაზე დიდი გამოხმაურება ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომს“ მოჰყვა. მწერალს ამ ტექტსმა ამერიკაში არნახული პოპულარობა მოუტანა. …

„გვეშინია ბედნიერი ადამიანების“ – ერეკლე დეისაძე თავისი ახალი წიგნის შესახებ

24 მაისს  ერეკლე დეისაძის მოთხრობების ახალი კრებული „ოთარაანთ ქვიარი“ გამოვა. წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას: „მწვადამიანი“, „გემრიელად მიირთვით“, „სიზუსტე“ და „ოთარაანთ ქვიარი“. როგორც ერეკლე ამბობს, ეს არის ოთხი სხვადასხვა ისტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი და ამ ფონის შედეგად გამოწვეული საზოგადოების რეფლექსები აერთიანებს. ერეკლე დეისაძე: „ეს არის მოთხრობები პრობლემებზე, ჭრილობებზე, რაც …

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სტუდენტი იტალიაში სასწავლებლად მიიწვიეს

ის 21 წლისაა. პირველად მიეცა საშუალება, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამით წასულიყო იტალიურ უნივერსიტეტში. ეს მის ცხოვრებაში პროფესიული ზრდისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. იტალიურ სასწავლო პროგრამაში წარმატებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ამ სიაში გიორგი ფაღავაც [სახელი შეცვლილია] მოხვდა, თუმცა, როცა ლექტორებმა მას ამ პროგრამის შესახებ აცნობეს, გიორგიმ წინასწარვე …

„საღეჭი განთიადები”- ციფრული აპოკალიფსის წიგნი

Kung Fu Junkie, Kaiakata, პირველი ქართული ჩეტბოტის – უნასა და კიბერგალაქტიონის შემქმნელი, არალეგალური კოსმონავტი, Dreamhacker-ი, ფსიქონავტი, სოხუმის თვითგამოცხადებული მერი და დილა ალ სუჰუმი – უამრავი ავატარი აქვს, თუმცა გეიმერი ერთია – ზურა ჯიშკარიანი. მომავალში შეიძლება კიდევ უამრავი სახელი, სათაური, სხეული და ავატარი გამოიცვალოს. „საღეჭი განთიადები“ ზურა ჯიშკარიანის  პირველი რომანია. ზურა ჯიშკარიანი: „წერა სულ სხვა პროცესია, …

სასჯელი გოგოს მოტაცების გამო – 21 წლის პრობაციონერის ისტორია

18 წლისამ გოგოს მოტაცება სცადა და პირობითი სასჯელი დაეკისრა. ახლა 21 წლისაა. წარსულზე ეღიმება და ამბობს, რომ მაშინ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა. გოგო, რომელსაც იტაცებდა, მაშინ 17 წლის იყო, ბიჭს მასთან კავშირი აღარ აქვს. ამბობს, რომ ოჯახის ასე შექმნაზე აღარასდროს იფიქრებს, თუმცა გვეუბნება, რომ ნაადრევ ქორწინებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ჯაბა მანიაზე გიამბობთ (სახელი შეცვლილია) ბიჭზე, …

შეამოწმე, როგორ ხედავ ცისარტყელას ფერებს [ტესტი]

შეავსე ტესტი და გაიგე როგორ გესმის მრავალფეროვანი და სხვადასხვა სექსუალური აღქმის მქონე ადამიანების, იცი რას ნიშნავს პანსექსუალი? ან რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქროს-დრესერები ტრანსსექსუალებისგან? შეუძლიათ ასექსუალებს სიყვარული? თუ რახან სექსუალურ მიზიდულობას არავის მიმართ გრძნობენ, სიყვარულიც არ შეუძლიათ? კითხვა ბევრია, ისევე, როგორც ცისარტყელას ფერები და ძირითად ფერებს შორის შეუმჩნეველი ათასი სხვა ფერი, რომელიც არსებობს, მაგრამ ძირითად ფერებს …

ჯგუფი Rolling Stones-ი 2018 წლის ევროპულ ტურნეს იწყებს

ბრიტანული როკჯგუფი Rolling Stones-ი 2018 წლის ევროპულ ტურნეს იწყებს და მსმენელებისთვის ისინი მშობლიურ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და საფრანგეთში დაუკრავენ. სეტლისტში ჯგუფის თითქმის 60-წლიანი არსებობის განმავლობაში შექმნილი ჰიტებია შესული. Rolling Stones-ს  30 სტუდიური და 20 საკონცერტო ალბომი, ასევე უამრავი სინგლი აქვს ჩაწერილი. ჯგუფის ევროპული ტურნე სლოგანით: „No Filter“ შარშანაც გაიმართა. Rolling Stones-ის წევრები: …

თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები ბათუმის კაფეებში

კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე 17 დღეა მოქმედებს. როგორ შეხვდნენ კაფე-ბარების მეპატრონეები და კაფეების სტუმრები სიახლეებს, იქმნება თუ არა პრობლემები კაფეს სტუმრებისგან და როგორ მოქმედებს რეგულაციები ამოქმედებიდან ორი კვირის შემდეგ? ბათუმის სხვადასხვა კაფეში მენეჯერები, კაფეს მეპატრონეები და მომსახურე პერსონალი ამბობს, რომ კანონი მათ დაწესებულებებში პრობლემებისა და გართულებების გარეშე მოქმედებს. სხვადასხვა კაფეში აკრძალვის სხვადასხვაგვარი მინიშნებაა გაკრული, …

შახ აივაზოვი – ფოტოგრაფი ბრძოლის ველიდან

„ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“ „ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“, „რას გრძნობდით ბრძოლის ველზე ყოფნისას?“, „არ გეშინიათ, ომში რომ მიდიხართ ხოლმე?“ – ხშირად ეკითხებიან შახ აივაზოვს, ერთი არც თუ ისე მარტივი მიზეზის გამო: 62 წლის განმავლობაში 7 ომს მოესწრო. აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთის, ტაჯიკეთის ომებს… შვიდივეგან ფოტოკორესპონდენტი იყო და ომის ამსახველ კადრებს იღებდა. „სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის …

გამოიცანი მწერალი სასიყვარულო წერილის მიხედვით [ტესტი]

ცნობილი მწერლების წიგნების გარდა მკითხველებს მათი ბიოგრაფიები და პირადი ცხოვრებაც არანაკლებ აინტერესებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ მწერალს ეკუთვნის ესა თუ ის სასიყვარულო წერილი.

„ტოჩინოშინი ქართველი სუმოისტია, ამიტომ ჩამოვედით“ – იაპონელი წყვილი ბათუმში

მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მოგზაური შეყვარებულები არიან. მიკას ფეისბუქგვერდზეც ასე უწერია პროფესიის გრაფაში – „მოგზაური“. იაპონელი წყვილი ბათუმში სულ ოთხი დღით ჩამოვიდა. ორივენი სუმოს დიდი მოყვარულები არიან და ტოჩინოშინის, იგივე ლევან გორგაძეს გულშემატკივრობენ. საქართველოში მოგზაურობაც ტოშინოჩინის გამო გადაწყვიტეს, იციან, რომ იაპონიაში ცნობილი სუმოისტი საქართველოდანაა და აინტერესებდათ, როგორი ქვეყნიდან იყო მათი საყვარელი სპორტსმენი. მართალია, საქართველოში …

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

თუ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ჩახვედით და ფიქრობთ საით გასწიოთ, აუცილებლად გეტყვიან ადგილობრივები, რომ, პირველ რიგში, სოფელი თაგო უნდა ნახოთ. თაგოს გამორჩეულობის მიზეზი მარტივია: სოფელი ცენტრისგან მოშორებულ მთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება. გზა სულ რვაწუთიანია. თუ მარტო გსურთ საბაგიროთი გადაადგილება და 280 მეტრის სიმაღლიდან ხედებით ტკბობა, გადასვლა-გადმოსვლაში 5 …

სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი კვლევა პარალელურ სამყაროებზეა

გარდაცვლილი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის ბოლო კვლევა ჩვენი მსგავსი, პარალელური სამყაროების არსებობის საკითხს ეხება. ჰოკინგის კვლევა ასტრონომებს უბიძგებს დაიწყონ კვლევები პარალელური სამყაროების არსებობის დამადასტურებელი ნიშნების აღმოსაჩენად. ასტროფიზიკოსის ბოლო კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of High-Energy Physics-ს მეცნიერის გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე გადასცეს. 1980 წელს ჰოკინგმა ამერიკელ ასტროფიზიკოსთან, ჯეიმს ჰარტლისთან ერთად შეიმუშავა სამყაროს წარმოშობის ახალი თეორია. ჰარტლი-ჰოკინგის თეორიამ …

ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო

ბათუმში აპრილის შუა რიცხვებიდანაც ჩნდებიან ზღვის სანაპიროზე ბანაობის განსაკუთრებულად მოყვარულები, თუმცა მაისის დასაწყისში მობანავეების რაოდენობა გაცილებით მეტია. დღეს, 7 მაისს, შეზლონგებითა და ქოლგებით არაერთი ტურისტი გამოჩნდა ზღვაზე. ზოგიერთი ბანაობს, ზოგიერთიც უბრალოდ ირუჯება. მობანავეები ამბობენ, რომ ზღვა ძალიან თბილი ჯერ არ არის, მაგრამ ჩასვლა არავის გაუჭირდება. გასარუჯად მოსულები გვეუბნებიან, რომ მაისი საუკეთესო პერიოდია გასარუჯად, რადგან ამ …

რომელი ცხოველის ხასიათი გაქვთ? [გასართობი ტესტი]

სიმამაცე, ამტანობა, სიბრძნე, გონიერება და ყურადღება ადამიანების მსგავსად ცხოველებსაც ახასიათებთ. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რომელ ცხოველს აქვს ხასიათის ისეთივე თვისებები, რაც ადამიანებსაც გვახასიათებს. წყარო: Playbuzz

სექსუალური სკანდალის გამო ნობელი ლიტერატურაში წელს არ გაიცემა

ნობელის პრემიის არსებობის 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად არ გაიცემა სექსუალური სკანდალის გამო პრიზი ლიტერატურაში. ნობელის პრემიის აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო, სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არნო შვედი პოეტის, კატარინა ფრონტენსონის მეუღლეა და ის პრესტიჟული პრემიის აკადემიის წევრად 1992 წელს აირჩიეს. 2017 წლის ნოემბერში ჟან-კლოდ არნო სექსუალურ ძალადობაში თვრამეტმა ქალმა დაადანაშაულა. ძალადობის ადგილად მსხვერპლი ქალები …

ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

გუშინ, 2 მაისს, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის ფილმის – „ნამეს“ ჩვენება დასრულდა. რეჟისორი ფილმზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მასვე ეკუთვნის ფილმის სცენარიც. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და საქართველო-ლიტვის ერთობლივი ნამუშევარია. „ნამე“ გასულ წელს ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს. მთავარ როლს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, მარისკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ ხულოს დრამატული თეატრის …

Exit mobile version