„სიზმარშიც მოპედებს ვხედავ” – ხელოსანი ზუგდიდიდან

35 გიორგი თორდია ზუგდიდში ცხოვრობს და, ძირითადად, მოპედების შეკეთება-აწყობითაა დაკავებული. მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს და როგორც გვეუბნება, ღამით, სიზმარშიც მოპედებს ხედავს. გიორგის მთავარი გატაცება მოპედია. 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, სკუტერებს აწყობს და არემონტებს. ციხეში გიორგიმ სამ წელიწად-ნახევარი გაატარა. მოპედით საქართველოში უკვე ბევრი გადაადგილდება. ეკონომიურობის, ხელმისაწვდომი ფასისა და იმის გამო, რომ ამ …

95 წლის ძეფირელი ვერდის „რიგოლეტოს” დგამს

ომანში, მასკატის ოპერის სამეფო თეატრში ფრანკო ძეფირელი ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ დადგამს. მასკატის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა 2020 წლის სექტემბერში შედგება. 2020 წელს მასკარტის ოპერის – ათი და ომანის ხელისუფლებაში სულთნის მოსვლიდან 50 წლისთავი აღინიშნება. ძეფირელის „რიგოლეტოს“ ომანის თეატრში ვერონას,  რომის, ვილნიუსისა და ზაგრების საოპერო თეატრებთან თანამშრომლობით დგამენ. სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრების ერთობლივი სპექტაკლის დადგმა ომანის …

მზად ვართ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად – ტერეზა მეი

ბრიტანეთი მზადაა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, იმ შემთხვევაში, თუკი ოფიციალური მოსკოვი შეწყვეტს მავნე ქმედებებს, რაც საერთაშორისო შეთანხმებებსა და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება. „მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ განცხადებას გააკეთებს დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ლონდონის ლორდ მერთან გამართულ ოფიციალურ ბანკეტზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება“ წერს BBC. ბანკეტზე განსახილველი ყოველწლიური განცხადებები, ტრადიციისამებრ, წინასწარაა ცნობილი. ტერეზა მეის განცხადება დღეს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა. …

ახალი თამაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შემქმნელისგან

კინოთამაში კინომცოდნე ლევან გელაშვილის ახალი სამაგიდო თამაშია. ეს არის ვიზუალური ისტორია საინტერესო კითხვებით. ინტელექტუალური, სახალისო თამაში 9 წლის ასაკიდან ყველას შეუძლია ითამაშოს. თამაში იწყება კინოს ისტორიის დასაწყისიდან და სრულდება თანამედროვე კინოთი. როგორც ლევან გელაშვილი ამბობს, ამ ტიპის სამაგიდო თამაშები დამეგობრების კარგი საშუალებაა სკოლის მოსწავლეებისთვის და პროცესს აზარტულს, სახალისოს ხდის. „თამაში სკოლებში დამაქვს, ათეულობით ფილმიდანაა კადრი …

გაიგე, რისი შეცვლა შეუძლია ახალ პრეზიდენტს საქართველოში [ტესტი]

შეავსე ტესტი და შეამოწმე რა უფლებამოსილებები ექნება საქართველოს მეხუთე, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ბოლო პრეზიდენტს. გაიგე, რისი შეცვლა შეეძლება უშუალოდ მას და რისი არა.

შრეკი ეკრანზე ბრუნდება

2010 წლის შემდეგ შრეკის ახალი, მეხუთე სერია ეკრანებზე მალე გამოჩნდება.  „საზიზღარი მეს“ შემქმნელმა და კინოსტუდია Illumination Entertainment-ის დამფუძნებელმა პროდიუსერმა, კრის მელედანდრიმ ამის შესახებ პირველად გამოცემა Variety-სთან 6 ნოემბერს ისაუბრა. ანიმაციას მაიკ მაიერსი, ედი მერფი და ანტონიო ბანდერასი გაახმოვანებენ. „შრეკის” პირველი ოთხი სერია კინოსტუდია DreamWorks-ს ეკუთვნის. სტუდიას შრეკის მეოთხე სერიამ 750, მეორემ კი 920 მილიონ დოლარზე …

პედოფილია კათოლიკურ ეკლესიაში – საფრანგეთში საკითხის გამოსაკვლევად კომისია შექმნეს

ეპისკოპოსებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც გუშინ, 7 ნოემბერს შეიქმნა, საფრანგეთში კათოლიკურ ეკლესიებში 1950 წლიდან მომხდარი პედოფილიის ფაქტები უნდა შეისწავლოს. კვლევის შედეგები დამოუკიდებელმა კომისიამ ორ წელიწადში უნდა გამოაქვეყნოს. კომისიამ კვლევის დასასრულს რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს და შეისწავლოს გარემოებები და მიზეზები, რამაც კათოლიკურ ეკლესიებში პედოფილიის ფაქტების მომრავლება განაპირობა. კომისიის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 3 ნოემბერს  საფრანგეთის …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და ბათუმის №1 საჯარო სკოლის ურთიერთგაგების მემორანდუმი

დღეს, 7 ნოემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლსა” და ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი  №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია მგელაძემ და  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” გამგეობის თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სკოლასთან ერთად სემინარებს, კონფერენციებსა და გამოფენებს მოაწყობს, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცხადებული პროექტებისა და კონკურსების შესახებ მიაწვდის …

ბერლინის სახელმწიფო ოპერამ სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი ოპერით გახსნა

ბერლინის სახელმწიფო ოპერამ შემოდგომის სეზონი კოლხი მედეას თემაზე შექმნილი, ლუიჯი კერუბინის ფრანგულენოვანი ოპერის პრემიერით გახსნა. იტალიური წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორი, ლუიჯი კერუბინი, ბეთჰოვენის თანამედროვეა. ოპერა „მედეა“ მან საფრანგეთის რევოლუციიდან მალევე, 1797 წელს დაწერა პიერ კორნელის ტრაგედიის მიხედვით. ბერლინის სახელმწიფო ოპერის პრემიერაზე მედეას როლი ბულგარელმა სოპრანომ, სონი იონჩევამ შეასრულა. არგონავტებზე მითის მიხედვით მსოფლიოში არაერთი ტექსტია დაწერილი სხვადასხვა …

ლოს ანჯელესში ზაზა ხალვაშის „ნამეს” პირველი ჩვენება გაიმართება

დღეს, 7 ნოემბერს, აშშ-ში, ლოს ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ზაზა ხალვაშის ფილმის, „ნამეს“ პირველი, ოფიციალური ჩვენება გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, დამატებით ორ ჩვენებას 11-15 ნოემბერს EFP (European Film Promotion) გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოფესტივალის წარმომადგენლები, ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები და საერთაშორისო ბაიერები დაესწრებიან. „ნამეს“ მსოფლიო პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 …

ყოფილი პატიმარი გამოსახლების მოლოდინში

60 წლის მალხაზ ბაკურიძე ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, საიდანაც გამოსახლებით ემუქრებიან. მისი სახლი იპოთეკითაა დატვირთული და რთული სასესხო და საბანკო ოპერაციების შემდეგ, სადავო სახლის მფლობელი საბოლოოდ კერძო იპოთეკარი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, ლორანს კრისტიან ჩხაიძე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი მისგან სახლის სანაცვლოდ 60 000 დოლარს ითხოვს, რაც ოჯახს არ აქვს. …

შშმ პირთა საოჯახო სახლი დაიხურა – მთავრობა დაფინანსებას აჭიანურებს

თბილისში შშმ პირთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლი დაიხურა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთი ადამიანი, რომლებიც აქამდე ამ სახლში ცხოვრობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ სხვა საოჯახო სახლებში გადაიყვანა. აქამდე ორგანიზაციას – „ხელი ხელს“ ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პირთათვის ექვსი საოჯახო ტიპის სახლი ჰქონდა: სამი თბილისში და სამიც – გურჯაანში. საოჯახო სახლებში სულ 28 შშმ პირი ცხოვრობდა …

ეპისკოპოსი ნიკოს კაზანძაკისის წიგნის წინააღმდეგ – მთარგმნელის კომენტარი

გამომცემლობა „ინტელექტმა“ ცოტა ხნის წინ „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიაში ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ გამოსცა. „ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა, საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს,“ – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში. …

არასამთავრობოები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებენ

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ „ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის”. განცხადებას პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების საკითხებზე მომუშავე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. აღნიშნული ორგანიზაციები პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში არიან გაერთიანებული. პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. მათი აზრით, …

სტუდენტი ქედიდან, რომელიც სამედიცინო ფიზიკას იტალიაში სწავლობს

25 წლის რევაზ თურმანიძე უკვე თითქმის ერთი წელია სწავლობს იტალიაში ფიზიკის მსოფლიო საერთაშორისო ცენტრისა და ტრიესტეს უნივერსიტეტის ბირთვული და სამედიცინო ფიზიკის გაძლიერებულ სამაგისტრო კურსზე. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მოულოდნელად დაინტერესდა: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლისას საზაფხულო და ზამთრის სკოლებში სწავლობდა, იქ სამედიცინო ფიზიკის შესახებ შეიტყო და მას მერე მიხვდა, რომ ეს …

ანტიოკუპაციური სტიკერები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

„საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ქართველი მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსულ ოკუპაციას“ –  ამ წარწერით სტიკერები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სხვა სასაჩუქრე გამოცემებთან, წიგნის სანიშნეებთან და ბუკლეტებთან ერთად რიგდება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნამდე 4 საათით ადრე ბაზრობის „ბიზნესკლუბის“ პირველ პლატფორმაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გვანცა ჯობავამ წიგნის ქართულ გამომცემლობებზე, ქართულ ანბანსა და რუსულ …

72 წლის მხედარი 18 ცხენს და 30 ბავშვს წვრთნის

დილის ოთხ საათზე დგება, 5 ცხენს ავარჯიშებს, ამასობაში ბიჭებიც მოდიან და დანარჩენ ცხენებსაც ავარჯიშებენ. 72 წლის ცხენოსანი, პავლე კაპანაძე სამტრედიის საცხენოსნო კლუბის არაბული, ინგლისური და ამერიკული ჯიშის 18 ცხენს უვლის. მთელი დღე 8-დან 18 წლამდე ახალბედა ცხენოსნებს ავარჯიშებს. როგორც პავლე კაპანაძე გვეუბნება, თუ, მაგალითად, ინგლისურ ცხენს სამი დღე არ ავარჯიშებ, მთელი წლის შრომა წყალში იყრება, …

მედიასა და არასამთავრობოებს პატიმრები უფასოდ ვეღარ მისწერენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გაგზავნილ თითოეულ წერილში პატიმრები 2 ლარსა და 40 თეთრს იხდიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მეასე ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაზეთ „ბათუმელებში“ წერილები პატიმრებისგან თითქმის აღარ შემოსულა, მაშინ, როცა რედაქცია კვირაში 3-4 კორესპონდენციას იღებდა საპატიმროებიდან. მინისტრის ბრძანება 2017 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მოცემულია იმ ინსტანციების ჩამონათვალი, რომლებშიც პატიმრებს უფასოდ შეუძლიათ …

„დავმეგობრდეთ, ხო?“- რა სურთ დღის ცენტრის ბავშვებს

ყველას უყვარს ეთო. ეთოსაც ყველა უყვარს: დედა, მამა, საბა, ბიძინა, გიგა, ნუკრი, ზურიკო, ორი გელა: დიდი და პატარა, ნუკრი, ქეთი, დათა, გოგიტა, ლელი, ნიკა, მარიამი, ლაშა, ვახო, ქეთი, მარიამი, ანზორი, მზარეულები და მასწავლებლები, აღმზრდელები და დარაჯები – კითხვაზე, თუ ვინ არიან მისი მეგობრები ასე ვრცლად გვპასუხობს და ჩამონათვალი არ წყდება, უსასრულოა… ეთო კალანდაძე 18 წლისაა …

ბათუმი სექტემბრის ბოლოს [ფოტორეპორტაჟი]

ზაფხული დამთავრდა და ზღვაზე შეიძლება სულ რამდენჯერმე მოასწარი წასვლა, რუჯიც ისეთი არ გაქვს როგორიც გინდოდა, მალე ქალაქში აცივდება და ზაფხულის საზღვაო სეზონამდე ერთი ვრცელი წელი იქნება. რა გრძნობაა, როცა წარმოიდგენ, რომ სულ მალე ვერც ზღვაზე იბანავებ და მზეს და სითბოსაც დიდი ხნით გამოემშვიდობები? ალბათ ეს: პანიკა უადგილოა. სინამდვილეში ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, ოქტომბერი …

დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

42 წლის ალექს წეველიძე  ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შედეგად უსინათლო გახდა. ყვება, რომ 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს, დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა. „24 საათის განმავლობაში ციხეში 25-ჯერ გვცემდნენ. დაზიანებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ შუქს ვხედავ,“ – ამბობს …

ავსტრალიელი, რომელიც ერთი წელია აჭარის სოფელში ხალხურ სიმღერებს სწავლობს

ლოიდ ოჰონლონი 26 წლის ავსტრალიელია, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერები პირველად მშობლიურ ქალაქ მელბურნში მოისმინა და გადაწყვიტა, რომ ქვეყანა, სადაც ეს მრავალხმიანი სიმღერები დაიბადა, აუცილებლად უნდა ენახა. ასე აღმოჩნდა საქართველოში. ბოლო ერთი წელია ლოიდი საქართველოში, ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობს და ქართულადაც საუბრობს: „ჩემს ქალაქში, მელბურნში ათი ქართველი ცხოვრობს, გავიცანით ცოლ-ქმარი, სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი, ორივე …

ოკეანეში ტივით დაკარგული ბიჭი 49 დღის შემდეგ იპოვეს

18 წლის ინდონეზიელმა ალდი ნოველ ადილანგმა ღია ზღვაში 49 დღე გაატარა ტივზე დამაგრებულ მეთევზეთა მცურავ ქოხში. იგი მცურავ ქოხში ჩირაღდნების დარაჯად მუშაობდა. ასეთ ჩირაღდნებს ინდონეზიაში თევზების მისაზიდად და მარტივად დასაჭერად ანთებენ. 18 წლის ინდონეზიელი ბიჭი, როგორც მისი მშობელი ამბობს, ტივზე 16 წლიდან მუშაობდა. მეთევზეთა მცურავი ქოხი სანაპიროსთან იყო ბაგირით დამაგრებული, მაგრამ ძლიერმა ტალღებმა ბაგირი გაწყვიტა და …

„ხშირად ხდება, როცა ნასამართლობის გამო შენზე მიუთითებენ“

„ცუდი ბიჭია ეგ, ციხეში იჯდა“ – „უძინართა მზეში“ ამბობს ამას მოხუცი, გახსოვთ? ხშირად ხდება ხოლმე ასე ცხოვრებაშიც, ნასამართლობის გამო შენზე როცა მიუთითებენ“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი, გ. მ. საპატიმროში ერთი წელი გაატარა წვრილმანი ხულიგნობისა და ქუჩაში ჩხუბის გამო. სტიგმა, რაც საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს, გ. მ. – საც არაერთხელ შეხებია: გ.მ.: „მეგობრის ქორწილში გავიცანი ერთხელ …

„დედას ჰგონია, რომ გავთხოვდი, სინამდვილეში თავშესაფარში ვარ“ – ქალების ისტორიები

მახინჯაურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ის მარტოხელა დედები ცხოვრობენ, რომელთა შვილებსაც მამის გვარი არ აქვთ. ახლა თავშესაფარში 9 დედა და 13 ბავშვია. თუმცა თავშესაფარში ადგილების რაოდენობა იზრდება და 2019 წლიდან აქ კიდევ 20 ბენეფიციარის მიღებას შეძლებენ. თავშესაფარში მცხოვრებ ქალთა უმრავლესობა დასაქმებულია. მშობლებს ხშირად რცხვენიათ ქორწინების გარეშე დაორსულებული შვილების შინ მიყვანის, შედეგად ბევრი დედა ქუჩაში რჩება …

„იდეალურად სწორი კინოს რეჟისორები მორწმუნეებს ემსგავსებიან“ – ვიტალი მასკის მასტერკლასი

19 სექტემბერს ბათუმში, საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ვიტალი მანსკის მასტერკლასი გაიმართა. ვიტალი მანსკი წელს ბათუმის კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარეა. მასტერკლასზე  -„დოკუმენტური კინორეჟისურა“ -მან დოკუმენტური კინოს თავისებურებებსა და კინოდოკუმენტალისტიკის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მასტერკლასის ჩანაწერიდან. ვიტალი მანსკი, რეჟისორი:  „წელიწადში რამდენიმე ათას ფილმს ვნახულობ, ძალიან ძნელია, ფილმებს შორის, რომლებიც წლიდან წლამდე მსოფლიოში გამოდის, საუკეთესოები …

სტამბოლში ქართველთა სათვისტომო ოფიციალურად დაარსდება

30 სექტემბერს სტამბოლში,  ქართულ სახლ „გალაკტიონში”, ოფიციალურად დაარსდება სტამბოლის ქართველთა სათვისტომო. სტამბოლში პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული „ქართველთა სავანე“ 1860-იანი წლიდან არსებობდა, თუმცა „სავანემ“ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. „ყველას გეპატიჟებით სტამბოლში ამ ისტორიულ დღეს. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად სტამბოლში არსებობა შეწყვიტა ქართულმა სავანემ, ოფიციალურად პირველად დაარსდება ქართველი ემიგრანტების ორგანიზაცია. ასეთი სათვისტომოს არსებობა კარგი …

ცხოვრებაში პირველად თოჯინების თეატრში

„არ მაქვს საშუალება ბავშვები თეატრში ვატარო. მე რა, დიდი ვარ და ჩემთვის რას ნიშნავს თოჯინების თეატრი, მაგრამ რითაც ჩემი შვილები ხარობენ, მეც ის მახარებს,” – გვეუბნება ნინო (სახელი შეცვლილია), სამი შვილის დედა. ნინოს მეუღლე პატიმარია. ბავშვებს მარტო ზრდის და შაბათს, 15 სექტემბერს, სამივე ცხოვრებაში პირველად წაიყვანა თოჯინების თეატრში. ერთი მეხუთე კლასშია, ერთიც – მესამეში, სულ …

გამოიცანი რომელი ქვეყანა რა დევიზს ატარებს [ტესტი]

ყველა ქვეყანას საკუთარი დევიზი აქვს, შეავსე ტესტი და  შეეცადე გამოიცნო, რომელი დევიზი რომელ ქვეყანას ეკუთვნის.

აივ ინფიცირებული ქალი: ადამიანების დამოკიდებულებაა მომაკვდინებელი და არა შიდსი

4 თვის ფეხმძიმე იყო, როცა გაიგო, რომ აივ ინფექცია შიდსი ჰქონდა, ქმარმა გადასდო – არც მან იცოდა, რომ ინფიცირებული იყო. ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. ერთადერთი, რაც მაშინ ამ დაავადების შესახებ წყვილმა იცოდა, იყო ის, რომ სიტყვა „შიდსი“ საშინლად და უიმედოდ ჟღერდა. ბათუმის შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ბათუმის ფილიალში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა ინფიცირებულმა საკუთარ …

„მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან

არავინ აკითხავთ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, ვინ პატრონობდათ ან რა გზა გაიარეს ქუჩაში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ და არცერთს არ აქვს სახელი, ყველას ერთი, ზოგადი სახელი ჰქვია: ძაღლი. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში 150 ძაღლსა და 40 კატას უვლიან. თავშესაფარში ცხოველები ორი გზით ხვდებიან: ხშირად პატრონებს აღარ სურთ ძაღლის მოვლა სხვადასხვა მიზეზის გამო …

მოხატული ისტორიული დოკუმენტები სიძველეთსაცავებიდან

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სიძველეთსაცავში ქართული, ირანული და ოსმალური ისტორიული, მოხატული დოკუმენტები ცალკე ინახება. ამ ტიპის დოკუმენტებმა დიდი ხნის მანძილზე აღბეჭდეს როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ხალხების ისტორიული გეზის თანმდევი სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები. დოკუმენტებზე დართული მხატვრული ელემენტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გვერდზე ცალკეა გამოყოფილი.                   მინიატურები ქართული …

ახალი ცხოვრება და პროფესია 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ

იშვიათად თუ შეხვდებით ყოფილ პატიმარს, ვინც ცხოვრების ნახევარზე მეტი საპატიმროში გაატარა და მოახერხა ეს მისთვის დაღად არ ქცეულიყო. ასეთი იშვიათი რესპონდენტია ბორის მაისურაძე. 17 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა, ახლა 37 წლისაა – 15 წელი გაატარა საპატიმროში. ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ციხის გარემო საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა: „კარგია, როცა ცხოვრება დალაგებულად მიდის და ბავშვი …

გერმანულენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ილუსტრაციები

„ვეფხისტყაოსნის“ მრალფეროვანი ილუსტრაციების რიცხვს გერმანულად თარგმნილი პროზაული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებიც შეემატა. ილუსტრაციებზე კიტ მენშიკმა იმუშავა. გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, კიტ მენშიკს დასურათებული აქვს ჰარუკი მურაკამის, „კალევალას“ რუნების, ედგარ პოს, შექსპირისა და სხვა ნაწარმოებების გერმანულენოვანი თარგმანები. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორი ჟურნალისტი ტილმან შპრეკელსენია, „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა Galiani Berlin-მა გამოსცა. გერმანიაში წიგნის პრეზენტაცია 6 სექტემბერს …

მოსკოვში „პუსი რაიოტის“ წევრები ისევ დააკავეს

რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ აქტივისტები მოსკოვში 9 სექტემბერს პოლიციამ დააკავა. როგორც რამდენიმე საათის წინ ჯგუფის წევრები ტვიტერზე წერდნენ, პოლიციამ უსაფუძვლოდ „პუსი რაიოტის“ ორი წევრი დააკავა. ვერონიკა ნიკულშინა საკუთარ მანქანას მართავდა, როცა პოლიციამ გააჩერა და მანქანის შემოწმება გადაწყვიტა. ვერონიკამ რუს პოლიციელებს ,,ტერორისტები“ უწოდა და მათ საკუთარი მანქანის შემოწმების ნება არ მისცა, რის შემდეგაც ის და ჯგუფის …

გემები ბათუმის პორტიდან დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში

ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში ბათუმის არაერთი კადრია შემონახული. პორტში გადაღებულ ამ ფოტოებზე ძირითადად  გემები ჩანს. პორტის ხომალდების, ნავებისა და კატარღების კადრები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა გადაღებული. ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციის გვერდზეა განთავსებული. გემები ბათუმის პორტში ურიკებით ზღვის ქვიშა გადააქვთ ორთქლმავალი გემი და ღრუბლიანი ცა ნავმისადგომი და ნავები ნავი დარის მოლოდინში ფრანგული გემი …

Exit mobile version