Author Archives: ნანა კვაჭაძე
აჭარაში, იალაღებზე, მეხის დაცემის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
20 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის იალაღებთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და გარდაიცვალა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩიძის თქმით, შემთხვევა საღამოს მოხდა, 22 წლის მამაკაცი მამასთან და ბიძასთან ერთად იყო გზაში. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ აგარის მკვიდრია. აგარელების თქმით, ბოლო წლებში იალაღებზე მეხის დაცემის შემთხვევები ყოფილა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანი დაიღუპა.
ავარიის შედეგად ველოსიპედისტი გარდაიცვალა
ველოსიპედისტი, რომელიც ბათუმში დღეს, 19 ივნისს, ავტოავარიაში მოხვდა რუსთაველის ქუჩაზე, გარდაიცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის …
Continue reading “ავარიის შედეგად ველოსიპედისტი გარდაიცვალა”
აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ ხელმძღვანელობს
კახა ბუხრაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, ბუხრაძე როტაციის პრინციპით ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციას უხელმძღვანელებს. კახა ბუხრაძეს უკავშირდება 11-12 მარტის გახმაურებული აქცია ბათუმში, როცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა მისი გადაყენება მოითხოვეს, დაწვეს პოლიციის მანქანები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს. აქციის შემდეგ აჭარაში ჩამოსულმა საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა …
Continue reading “აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ ხელმძღვანელობს”
ხულოში უკანონო ხე-ტყის სახერხი საამქრო დალუქეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში, უკანონო ხე-ტყის სახერხი საამქრო გამოვლინდა. სახერხი საამქრო დალუქეს. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება სასამართლოს.
შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა
შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ვახტანგ ბერიძემ, ხელვაჩაურის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 4 მაისს. ვახტანგ ბერიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ნინო სიორიძე დაიცავს. მისი თქმით, ვახტანგ ბერიძე ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. „გათავისუფლების ბრძანებაში სამი საფუძველი იყო მითითებული: …
Continue reading “შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა”
„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“
„ძეგლი არ არის ცალკეული ობიექტი – ასეთი მიდგომა უკვე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ჯერ კიდევ არის ჩვენს მენტალობაში. ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ ერთ ობიექტს, თითქოს მას გარემო არ გააჩნია,“ – განაცხადა ლეილა თუმანიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსმა თავისი მოხსენების წარდგენისას. შეხვედრა 2 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. ლეილა თუმანიშვილმა ხაზი გაუსვა ფონური …
Continue reading “„ფონური ნაგებობების გარეშე ისტორიული განაშენიანება არ არსებობს“”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 3-4 ივნისს წვიმა მოსალოდნელი არ არის, უქმე დღეებში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვლებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაონებში იქნება ღამით 12-17, დღისით – 21-26 გრადუსი; მთაში – ღამით – 5-10, დღისით – 15-20 გრადუსი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. რაც …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
ხულოელი მოსწავლის ამერიკული თავგადასავალი
ხულოელი ლია დეკანაძე ათი თვის მანძილზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში. ლია ახლახან ჩამოვიდა შტატებიდან, სადაც იგი უკვე უნივერსიტეტშია ჩარიცხული და იმის მიუხედავად, რომ სწავლის გადასახადის დიდ ნაწილს გრანტები უფარავს, დანარჩენი თანხის გადახდას ვერ ახერხებს და შესაძლოა წელს მის შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლა ვერ შეძლოს. ლია ამბობს, რომ რეპეტიტორთან ინგლისური ენის შესასწავლად არასოდეს …
Continue reading “ხულოელი მოსწავლის ამერიკული თავგადასავალი”
შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული
შს სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის …
Continue reading “შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული”
სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს
მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურში, ბათუმიდან მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. პარკში ახლა ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი შენდება. მშენებლობა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის აჭარის ველური ბუნების დათვალიერების მსურველებს, მოინახულონ პარკი. მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები – ეს არის ის, რის …
Continue reading “სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს”
შვლის ნუკრი ახალშენიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას ახალშობილი შველი დაინახა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედმახედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. შველი ბათუმიდან …
Continue reading “შვლის ნუკრი ახალშენიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს”
საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საია ეხმიანება სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს – მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტისა და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს …
Continue reading “საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს”
რატომ გაათავისუფლეს ექთნები ჰოსპიტლიდან – ოფიციალური და არაოფიციალური მიზეზები
„დამსაქმებლის ინიციატივით გიწყდებათ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება და თავისუფლდებით დაკავებული თანამდებობიდან“, – ეს მიმართვა წერილობითი სახით 17 მაისს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რეანიმაციის განყოფილების სამმა ექთანმა: ნატალია ბრონიკოვა-დევაძემ, ირმა ხოზრევანიძემ და ქრისტინე ქავჟარაძემ მიიღო. გათავისუფლების მიზეზი მიმართვაში განმარტებული არ არის. ექთნები ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარი გაფრთხილებისა და საყვედურის გარეშე გაათავისუფლეს, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ ჰოსპიტლის ახალი მენეჯმენტის …
Continue reading “რატომ გაათავისუფლეს ექთნები ჰოსპიტლიდან – ოფიციალური და არაოფიციალური მიზეზები”
მახინჯაურში ორი მამაკაცის გვამი იპოვეს
დღეს, 26 მაისს, მახინჯაურში, სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც. პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა – დაიწყო.
ახალი კუთხე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ავტორზე ნობელების მუზეუმში [ანონსი]
2017 წლის 30 მაისს, 16 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნება, რომელიც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – „რეფლექტორული ანტენის“ და მისი გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსის და გენერალ-მაიორის, ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. აღნიშნული ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებული გამოცდა და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადასვლა საქართველოს ისტორიაში …
სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე
„აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია,“ – აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამა აპრილში დაიწყო. სამმართველოს ცნობით, საბანაო სეზონის მიმდინარეობისას თვეში სამჯერ იგეგმება წყლის შემოწმება. „სინჯებს ვიღებთ რვა წერტილში, მთელს პერიმეტრზე. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან, რომელსაც ტენდერით აქვს ეს სამუშაო აღებული. მაისში უკვე სამჯერ …
Continue reading “სად არის ყველაზე სუფთა ზღვა აჭარის პლაჟზე”
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შხამ-ქიმიკატების გაყიდვის წერტილებს შეამოწმებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წერტილების მონიტორინგს იწყებს. სპეციალისტები შეამოწმებენ რა პირობებში იყიდება პრეპარატები და მოსახლეობას რეკომენდაციებს მისცემენ. დაბალი ხარისხის პესტიციდების თემაზე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობამ შენიშვნები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს წელს, მარტში გააცნო. ქედელმა ფერმერებმა მინისტრთან შეხვედრისას ძირითად პრობლემად უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული …
ბურთი კოლინას ხელმოწერით ბათუმში10 000 ლარად გაიყიდა
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერია, ფეხბურთის ბურთი თავისი ავტოგრაფით აუქციონზე გამოიტანა. ბურთი 10 000 ლარად გაიყიდა და იგი „მეტრო ატლას ჯორჯიას“ წარმოამდგენელმა შეიძინა. როგორც თავად კოლინამ განაცხადა, 10 000 ლარი მთლიანად გადაირიცხება დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში.
ავტოავარია ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი
21 მაისს, ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთს ქვედა კიდურების მოტეხილობა, ხოლო მეორეს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს. ორივე მოქალაქე გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, …
Continue reading “ავტოავარია ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი”
შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შს სამინსიტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს. როგორც შს სამინსიტრო იუწყება, სამართალდამცველებმა, ა.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 29 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის …
Continue reading “შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი”
როგორ შეიძლება გაატაროთ შაბათ-კვირა ბათუმში [აფიშა]
ამ შაბათ-კვირას, 19-20 მაისს ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გადახედეთ ქალაქის აფიშას, სად შეიძლება დროის საინტერესოდ გატარება. რამდენიმე ღონისძიებაზე დასწრება უფასოდაც შესაძლებელია. [highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight] „ყარყატების თავგადასავალი“ – 12:00 და 16:30 – 7-9 ლარი „როკ ძაღლი“ – 14:00 – 8-9 ლარი „მეფე არტური“ – 19:00 – 9-10 ლარი „უცხო“ – 22:00 – …
Continue reading “როგორ შეიძლება გაატაროთ შაბათ-კვირა ბათუმში [აფიშა]”
„აეროსმიტი“ ბათუმში ჩამოვიდა
19 მაისს, საღამოს ჯგუფი „აეროსმიტი“ ბათუმში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. ჯგუფის კონცერტი ხვალ, 20 მაისს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ჯგუფი ბათუმში დღეს სასტუმრო „შერატონში“ დარჩება. საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას. კონცერტის შეკვეთილში, „ბლექ …
„მეტრომ“ ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა
კომპანია „მეტროს“ ახალ სასტუმროს SKY TOWER-ი ჰქვია. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო 21-სართულიანია და მასში 101 ნომერია, 94 – სტანდარტული და 7 ლუქსი. სასტუმროს აქვს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. გარდა ამისა, SKY TOWER-ში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. აჭარის მთავრობის ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ …
ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ
ბათუმში, ტაოს ქუჩაზე, მოსახლეობა „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. ტაოს ქუჩაზე მცხოვრები რომან ზაქარაძის თქმით, მათი პროტესტის მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელსაც მათ საკუთრებაზე, მათთან შეთანხმების გარეშე გაჰყავს ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხელვაჩაურის პოლიცია. „მოსული არიან ქსელებიდან და ძალით გაყავთ. თანხაზე მოლაპარაკება არ არის, იხდიან ძალიან ცოტას და პოლიციის ძალით …
Continue reading “ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ”
ამინდი შაბათ-კვირას – ბათუმში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 20-23 მაისს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს. „დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ხვალ, 20 მაისს, დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია ზოგან ძლიერი წვიმა, ზღვაზე 2-4 ბალიანი შტორმი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი. მთაში – ღამით 3-8, დღისით 12-17 გრადუსი. 22 მაისს გამოიდარებს, …
Continue reading “ამინდი შაბათ-კვირას – ბათუმში მოსალოდნელია წვიმა”
რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში
ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოდან დელეგატები: ლევან ხეთაგური და ნათია სირაბიძე, ასევე ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი, ლევან დვალი ესწრებიან. ნათია სირაბიძის თქმით, სესიების მთავარი მთავარი თემაა ევროპაში ემიგრანტების შემოსვლის საკითხი, კერძოდ, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ევროპის კულტურის შექმნაში ემიგრანტების კულტურა: „ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო, ევროპულ ქალაქებში არქიტექტურის განვითარება და ცვლილება, რადგან დევნილების …
Continue reading “რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში”
ქრისტიანობის კრიზისი
საქართველოს მოსახლეობის 83,4 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს – ასეთია 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგი. NDI-ის 2015 წლის კვლევის თანახმად, კიდევ უფრო მაღალია ნდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიმართ – 87 პროცენტი. რას ნიშნავს, როცა საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობის პარალელურად სასულიერო პირს პროკურატურა აკავებს ადამიანის ციანიდით მოწამვლის მცდელობის ბრალდებით, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში …
კვამლი ყოფილი ფოსტის შენობის თავზე [ფოტოამბავი]
კვამლი გაჩნდა ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობაში, სადაც ამჟამად კაზინო და სასტუმრო მდებარეობს. ადგილზე გამოძახებული სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა შენობაში არ არის და კვამლის მიზეზი ძველი გენერატორის ამუშავება გახდა.
ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში პედაგოგებს შეხვდება
საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარაში იმყოფება. დღეს, 8 მაისს, ალექსანდრე ჯეჯელავას აჭარის განათლების მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, საზოგადოებრივი კოლეჯის -„ახალი ტალღა“ – ტრენინგ-ცენტრის დათვალიერება და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. დღის მეორე ნახევარში ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში აპირებს გამგზავრებას. შუახევის კულტურის სახლში მინისტრები მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების 300-მდე პედაგოგს შეხვდებიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ალექსანდრე ჯეჯელავა …
Continue reading “ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიან აჭარაში პედაგოგებს შეხვდება”
სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბისზნესოპერატორი დააჯარიმა
ერთი თვის მანძილზე საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა – ასეთია სააგენტოს მიერ აპრილში განხორციელებული კვლევის შედეგები. დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის უფლების მქონე ორგანიზაციები. აპრილში სააგენტომ 97 ინსპექტირება ჩაატარა და დოკუმენტურად შეამოწმა 50 ბიზნესოპერატორი. მთელი ქვეყნის მასშტაბით დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი, მათ შორის: აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, …
Continue reading “სურსათის უვნებლობის სააგენტომ ბათუმში 22 ბისზნესოპერატორი დააჯარიმა”
უნივერსიტეტთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 120 დღის ვადაში კომპანია „ნიუპოვერმა“, ბათუმის მერიის დაკვეთით, 5300 კვ.მ ტერიტორიაზე უნდა დააგოს ქვაფენილი, ბორდიურები, კორდი, დეკორატიული ფილები და დაამონტაჟოს სკამები. ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 541 ათასი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.
ახალი წიგნები მაკულატურის ნაცვლად – აქცია ბათუმში
4-5 მაისს ბათუმში, „ბიბლუსის“ მაღაზიაში, მემედ აბაშიძის #62-ში, აქცია გაიმართება, რომელიც მაკულატურის ახალ წიგნებში გაცვლას გულისხმობს. ღონისძიება პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა შეძლებს ჩააბაროს ძველი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, სანაცვლოდ კი, ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ახალი წიგნები. 1 კილოგრამ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას მიიღებს, ანუ ერთ „ნერგს“. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი …
Continue reading “ახალი წიგნები მაკულატურის ნაცვლად – აქცია ბათუმში”
ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება
ბათუმში – დემეტრე თავდადებულის N35, მაზნიაშვილის N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის N4, ჟორდანიას N14, ვ. გორგასლის N24 და ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული …
Continue reading “ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
უახლოესი სამი დღის მანძილზე ბათუმში და აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში ამ დღეებში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში, თუმცა ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სანაპირო რაონებში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი, დღისით – 17-22 გრადუსი. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში დღისით ჰაერი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
შს მინისტრმა აჭარაში პოლიციელები დააჯილდოვა
27 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცათ ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შს სამინისტროს პრესსამსახურში არ …
Continue reading “შს მინისტრმა აჭარაში პოლიციელები დააჯილდოვა”