მაშველებმა დაკარგული 9 წლის ბიჭი ქობულეთის სანაპიროზე იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი, რომელსაც დღეს ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასა და ხმელეთზე ეძებდნენ, უკვე იპოვეს. იგი ხმელეთზე იყო და მაშველებმა მისი პოვნა მალევე შეძლეს. სამაშველოს ინფორმაციით, ქობულეთში, სანაპიროზე, კიდევ ერთი ბავშვი იყო დაკარგული, რომელიც, ასევე, ნაპოვნია.    

„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული

სახალხო დღესასწაულ „ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ გაუწევს ორგანიზებას – ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. „მარკა“ „ბათუმობის“ ჩასატარებლად 124 983 ლარს მიიღებს ქალაქის ბიუჯეტიდან. ტენდერში ამ კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი – შპს „ბეთერ ფლაი“ ჰყავდა. ტენდერის საწყისი ღირებულება 144 ათასი ლარი იყო. შპს „მარკამ“ „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა – 37 998 ლარად „მარკა“ ,ბათუმობა …

როგორ შეიძლება გადაამოწმოთ ექიმის რეცეპტი

16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. პაციენტს, რომელიც ეჭვობს, რომ ექიმმა მას საჭიროზე მეტი მედიკამენტი გამოუწერა, შეეძლება ექიმის დანიშნულება პოლიფარმაციის ჯგუფთან გადაამოწმოს. პოლიფარმაციის ჯგუფი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მისი მიზანი მედიკამენტების ჭარბ მოხმარებასთან ბრძოლაა. იმისათვის, რომ ექიმის დანიშნულება გადაამოწმოთ: ექიმის დანიშნულება უნდა მოიცავდეს ხუთ და მეტ მედიკამენტს დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა …

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური გაუქმდა – თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილება

აჭარის მთავრობამ დადგენილება „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადა. ამ სამსახურის შექმნა ზურაბ პატარაძის მთავრობის თამჯდომარეობის დროს გადაწყდა, გამოცხადდა კონკურსი და უკვე შერჩეული იყო  სამსახურის უფროსიც – ოლეგ ბოლქვაძე. აჭარის ახალმა მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. „როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო …

სარფის საბაჟოზე 64 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა და ორი პირი პასუხისგებაში მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში  ბრალდებულმა  ერთ-ერთი კომპანიის სახელით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით, საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში  ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას  11 250 კგ რძის ფხვნილი …

„ზაფხულში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან” – როგორ ავარიდოთ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია

ივლისის ბოლოს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ბავშვთა მოწამვლის შემთხვევების რაოდენობამ იმატა. ამის მიზეზად საავადმყოფოში სეზონურობას ასახელებენ. „ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველწლიურად მატულობს ნაწლავური ინფექციების რაოდენობა, ეს ეპიდემია არ არის. მატების ტენდენცია აგვისტო-სექტემბერში შეიმჩნევა განსაკუთრებით“ – ამბობს „ბათუმელებთან“ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე, რომელსაც „ბათუმელები“ ნაწლავური ინფექციების გამომწვევ მიზეზებსა და რეკომენდაციებზე ესაუბრა. „მოწამვლის მიზეზები სხვადასხვაა. ეს შეიძლება …

მაშველები მდინარე ჭოროხში შუახნის კაცს ეძებენ

შარაბიძეებში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მაშველები მდინარე ჭოროხში მამაკაცს ეძებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო, იგი ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საბანაოდ შესვლა გადაწყვიტა მდინარეში. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრებმა მისი მდინარიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე ამჟამად 15-მდე …

ხელვაჩაურის სოფლებს ფაროსანას შემდეგ პეპელა შეესია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მავნე მწერების უჩვეულო მატებაზე საუბრობენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მწერების ამ რაოდენობა სოფელში აქამდე არ ყოფილა, მცირე ზომის პეპლები აზიანებენ მცენარეებს და სახლშიც შედიან. მწერზე არ მოქმედებს ფაროსანას შესაწამლი პრეპარატი, ახლა ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანა თითქმის არ არის, თუმცა მოსახლეობა პეპლებს ვერ იგერიებს. „შეწამლეს ფაროსანა და დავისვენეთ. მერე გაჩნდა ბუზები, ორ …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე იქნება, რომელიც აქამდე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე ამ თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი მუშაობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნინო ნიჟარაძეს აღნიშნულ უწყებაში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012 წელს დაინიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის …

ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია

მოქალაქე ლევან აღნიაშვილი საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავს, დახლზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი, არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის საქველმოქმედო მიზნით იქნას გამოყენებული. „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – …

ივანიშვილი: ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა

ერთადერთი მინუსი, რაც აქვს ხეების გადაზიდვის პროცესს, ეს ისაა, რომ ძვირია – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ, 24 ივლისს გავიდა და იგი ივანიშვილის სახლში, შეკვეთილში ჩაიწერა. „ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა …

რას ჰყვება ბაბუა, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს უვლიდა

ტრანსგენდერ ქალს, 24 წლის ლიკას, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას მედიის საშუალებით სთხოვდა, სიკვდილის წინ ბაბუა უვლიდა. ლიკამ, რომელიც მძიმედ იყო ავად, სწორედ ბაბუასთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა არჩია. ლიკა ბაბუას პირველი შვილიშვილი იყო. ლიკას ბაბუა, ავთო, 68 წლისაა. მან არ იცის, სად და როდის დაკრძალავენ ლიკას. ლიკას მშობლები გაშორებული არიან და ლიკას დაკრძალვის საკითხს ახლა ლიკას დედა და …

სამძიმარი არ იქნება – ტრანსგენდერ ქალს ექსპერტიზის ბიუროდან სასაფლაოზე გადაასვენებენ

24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ლიკა, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვდა, გუშინ, 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. მისი ცხედარი ბათუმის სამხარაულის ბიუროშია ექსპერტიზაზე და ოჯახის წევრის განცხადებით, ლიკას პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენებენ სასაფლაოზე, სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე. ლიკას ბებია ამბობს, რომ ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს, გარდა ამისა, ლიკა მძიმედ იყო ავად და მისი სახლში …

თორნიკე რიჟვაძის მამამ ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის მამაა. დავით რიჟვაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა, მანამდე იგი ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა, 2017 წელს კი შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. …

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა. იგი ბათუმშია დაბადებული, 37 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს. მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, მანამდე სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ. 2013 წლიდან …

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეს [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც. …

რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს

აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ …

საკონსულო: მგზავრთა გადასაყვანად მძღოლებმა ერთწლიანი ნებართვა თურქეთში უნდა აიღონ

ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებით, მძღოლებმა, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სპეციალური ნებართვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა მიიღონ. საკონსულო ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც ბათუმში 10 ივლისს გაიმართა. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. „როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე თურქეთშიც მგზავრთა გადაყვანა ექვემდებარება კონკრეტულ ნებართვებს. რამოდენიმე …

რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

„სოკარმა“ ბოლო თვეების განმავლობაში ასამდე აბონენტი გამოავლინა, რომლებიც განზრახ დაზიანებული მრიცხველის საშუალებით უკანონოდ მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. რამდენია ჯარიმა ასეთ დროს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს – ამის შესახებ „ბათუმელები“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორს, დავით ლეკიშვილს ესაუბრა. ბატონო დავით, რა გზით ახერხებენ გაზის უკანონოდ მიტაცებას მოქალაქეები და როგორია ასეთი შემთხვევების სტატისტიკა? უახლოესი ორი …

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს …

ქედაში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს

ქედის მუნიციპალიტეტში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს, მათგან ერთ-ერთს, აიშე ბერიძეს, დაბადებიდან 100 წელი დღეს შეუსრულდა. აიშეს იუბილე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაალ მიქელაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მიულოცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას 1000 ლარი გადასცა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აიშე ბერიძე სოფელ აქუცაში …

რატომ აღჭურვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრები რუსული ნივებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის სოფლებში მდებარე სამედიცინო ცენტრები რუსული წარმოების „ნივებით“ აღჭურვა. სამინისტრომ სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე  51 პჯდ ცენტრს გადასცა ავტომანქანა „ნივა“. რატომ შეაჩერა არჩევანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული წარმოების ავტომობილზე? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი გეოგრაფიული არეალი იყო – აჭარის მაღალმთიანეთში მაღალი …

ვინ არის თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი „ოცნებიდან“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ დღეს, 6 ივლისს წარადგინა. თორნიკე რიჟვაძე 29 წლისაა. იგი პროფესიით იურისტია და აქვს განათლება ენერგეტიკის მიმართულებითაც. 2017  წლიდან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი იყო. უფრო ადრე, 2017 წელს, იგი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2013 -2017 წლებში რიჟვაძე აჭარისწყალი ჯორჯიას [TATA POWER, CLEAN …

რა [ვერ] შეცვალა პატარაძემ

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცა. ყოფილი დიპლომატი, რომელსაც სამ ქვეყანაში ჰქონდა ელჩად მუშაობის გამოცდილება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ორი წელიც ვერ დარჩა. მისი მისამართით მმართველი გუნდიდან კრიტიკა არასდროს ისმოდა. პატარაძე კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და მისი პოლიტიკაც, ძირითადად, კვირიკაშვილის პოლიტიკის მსგავსი იყო – აჭარაში არ ახსოვთ პატარაძის …

ზურაბ პატარაძე: ვტოვებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს

თანამდებობიდან წასვლის შესახებ ზურაბ პატარაძემ დღეს, 4 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი, გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის და რეგიონის …

რატომაა საჭირო დამსკანერებლის დამხმარე – საარქივო სამმართველოს განმარტება

აჭარის საარქივო სამმართველომ ბათუმში დამსკანერებლის დამხმარის, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში – დამსკანერებლის ვაკანსია გამოაცხადა. დამსკანერებლის დამხმარის თანამდებობრივი სარგო 350 ლარია, დამსკანერებლის კი – 500 ლარი. გამოცხადებულ ვაკანსიებს ფეისბუქზე კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, თუმცა საარქივო სამმართველოში ამბობენ, რომ ამ ვაკანსიებში უცნაური არაფერია, რადგან საქმე საარქივო სამმართველოს ეხება, რომელსაც დღეში 800-მდე დოკუმენტი გადაჰყავს ციფრულ ფორმატში. „ეს არის დამხმარე თანამშრომლის ვაკანსია, …

ფესტივალი ბათუმში რუსულ ენაზე, ქართული თარგმანით

ბათუმში, ევროპის მოედანზე დადგმული სცენიდან დღეს, 30 ივნისს, ძირითადად, რუსულ ენაზე ისმოდა საუბარი და სიმღერა.  აქ ფესტივალი -„ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები“ გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალს ექვსი ქვეყნიდან ჰყავს მონაწილეები: ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ფესტივალი წამყვანს რუსულ ენაზე მიჰყავდა, ქართველი თანაწამყვანი კი, ძირითადად, რუსულიდან ქართულად თარგმნიდა მის ტექსტს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე …

21 კილომეტრი ცურვით, ხელების გამოყენების გარეშე – ბეგლარ ელბაქიძე რეკორდისთვის ემზადება

58 წლის მოცურავე ბეგლარ ელბაქიძე აჭარაში მორიგი რეკორდის დამყარებას აპირებს – იგი გეგმავს ბათუმიდან ქობულეთამდე ე.წ. ვერტიკალური ცურვით ჩავიდეს და გააუმჯობესოს გასულ წელს დამყარებული რეკორდი. ცურვის ამ სახეობის დროს არ გამოიყენება ხელები, ლასტები და სხვა საცურაო აღჭურვილობა. ბეგლარ ელბაქიძეს ორივე ხელში დროშა ექნება და ისე დაფარავს ცურვით დისტანციას ბათუმიდან ქობულეთამდე. „21 კილომეტრი უნდა გავცურო შეუჩერებლად …

როგორ კარგავს ბათუმი სახეს, რელიგია და თვითმმართველობა – საჯარო განხილვა

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერიისა და საკრებულოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო განხილვის მომხსენებლები იყვნენ: ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლელა ნემსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორი  ლევან გობაძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე. საჯარო …

მოსალოდნელი ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა 

განრიგში ცვლილების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი. კერძოდ: ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც …

133 თანამშრომელი და ოთხი მუზეუმი ერთად – როგორ გეგმავს მუშაობას ახალი უწყება აჭარაში

საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მუზეუმი, რომელიც ბათუმში მდებარე ოთხ [ხარიტონ ახვლედიანის, არქეოლოგიური, ხელოვნებისა და ძმები ნობელების] მუზეუმს აერთიანებს, თითქმის ორი თვეა შეიქმნა. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ მუზეუმებს დირექტორების ნაცვლად ახლა მმართველები ჰყავთ,  ვაკანტურია ერთი მუზეუმის მმართველის და დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. როგორ აპირებს მუშაობას ახალი უწყება? – „ბათუმელების“ შეკითხვებს თამარ ორაგველიძემ უპასუხა, „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა. …

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან დღემდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის. ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. სამსახურის უფროსი, შოთა თოდაძე ამბობს, რომ 28 მაისიდან 25 ივნისამდე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მათმა სამსახურმა 25-მდე ოქმი დაწერა და …

გაფუჭებული კონდიცირების სისტემის გამო მგზავრები მატარებელს ქობულეთიდან არ უშვებდნენ

დღეს, 27 ივნისს, ბათუმი-თბილისის მატარებელი მგზავრებმა ქობულეთში შეაჩერეს. ამის მიზეზი მატარებელში გათიშული კონდიცირების სისტემა გახდა. მგზავრების თქმით, მატარებელში ბათუმიდან გასვლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ კონდიცირების სისტემა არ მუშაობდა, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. მატარებელში არ იღება ფანჯრები. „ქობულეთში გავაჩერებინეთ და ველოდებით, ან გააკეთონ სისტემა, ან მოვიდეს სხვა მატარებელი. შეუძლებელია ასე მგზავრობა, თან, როგორც ჩანს, წინასწარ იცოდნენ, რომ …

როგორ შეგიძლიათ გაერთოთ ბათუმის ლუდის ფესტივალზე

ლუდის ფესტივალი ბათუმში 7 ივლისს, ბათუმის საზაფხულო თეატრთან, 12 საათზე დაიწყება. ცივი, გემრიელი ლუდის გარდა აქ მთელი დღის განმავლობაში საინტერესო გასართობი პროგრამა, სასიამოვნო მუსიკა და სახალისო აქტივობები გელით. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ადგილობრივი ბენდები: Soundlab პაატა ძიძიგური (მელომანიაკი) Free Space Band Road Radio (ბსუ) Pacific (ბსუ) ნერვოზი (ბსუ) დიჯეები: ლაშა გურული, Chicki და რეზი …

7 410 ლარი ერთი ღამისთვის – ძვირადღირებული სასტუმროები აჭარაში

2018 წლის ივნისში, booking.com-ის მონაცემებით, აჭარაში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებია: „ეიფორია“ „შერატონი“, „ჰილტონი“ და „ველმონდი“ – ბათუმში, „კასტელო მარე“ – ციხისძირში და „ჯორჯია პალასი“ – ქობულეთში. რა ღირს ექსკლუზიური ნომრები ამ სასტუმროებში? ჩამონათვალში მითითებულია ერთი ღამის ფასი, ივნისი-ივლისის მონაცემებით, booking.com-ზე მითითებული ფასების მიხედვით. ფასები სეზონურად იცვლება, თუმცა ტენდენცია ნარჩუნდება. სასტუმროს ნომრებზე ფასები პიკს, ტრადიციულად, აგვისტოში აღწევს. ნომერი სასტუმრო „ეიფორიაში“ …

მარადიდის მოსახლეობა: ჰესის გამო ჭოროხი გაუფრთხილებლად დააგუბეს, სოფელი დაიტბორა

ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, აქცია მიმდინარეობს. მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია. წელიწადზე მეტია კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხის შესახებ, თუმცა მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. „აქ ვართ …

Exit mobile version