მთავარი,სიახლეები

„რიკოთზე მიწა ჩამოიშალა. მთელი ოჯახი მანქანაში ვიყავით, საშინელი შეგრძნება იყო“ – მგზავრი

26.12.2023
„რიკოთზე მიწა ჩამოიშალა. მთელი ოჯახი მანქანაში ვიყავით, საშინელი შეგრძნება იყო“ – მგზავრი

„რიკოთზე ვართ და ქვემოდან ვხედავდით, როგორ წამოვიდა მიწის ნაწილი. არ იყო დიდი მასა და ჯებირი არ გადმოულახია, თუმცა მაინც საშინელი სანახავია, როცა მთელი ოჯახი მანქანაში ხარ და ბავშვიც გიზის. ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთი ლაბაძე.

ქეთის თქმით, რიკოთზე თოვლია, ცუდი ამინდია და ხილვადობაც შემცირებულია.

„დიდი საცობები არ არის, სადღაც შვიდი წუთი მოგვიწია დგომა, თუმცა ამ დროისთვის გზას წმენდენ“-ამბობს ქეთი.

მიწის ჩამოშლილი მასა რიკოთზე

„როცა იცი, რომ ეს გზა სახიფათოა და როცა ხედავ მიწა მოდის, მაინც ძალიან იმოქმედა“, – ამბობს ქეთი.

რიკოთზე მეწყრის საფრთხეები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა დაიწყო.

წლის განმავლობაში მეწყრული პროცესების წარმოშობის გამო, რიკოთი არაერთხელ იყო ჩაკეტილი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, საშიშია თუ არა ამ დროისთვის რიკოთზე გადაადგილება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: