„ესაუბროს რაც შეიძლება მეტ ქართველს“ – კიდევ რას ურჩევს საქართველოზე დეგნანი აშშ-ის ახალ ელჩს

„ჩემი რჩევა იქნება, მან მოიაროს მთელი საქართველო. იმის ნახვა, რაც თბილისს გარეთაა, ძალიან ღირებულია – აჭარაში ჩამოსვლა, რაჭაში, იმერეთში, ყველა რეგიონში…“ – ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში. ელჩს ვკითხეთ, რას ურჩევს აშშ-ის ახალ ელჩს საქართველოში და თავად რა შთაბეჭდილება შეექმნა ამ ქვეყანაზე? „მე ძალიან გამიმართლა, რომ წინა წელს მოვახერხე ყველა რეგიონში ვიზიტი …

„რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე?“- აშშ-ის ელჩის კითხვა მთავრობას სანქცირების შემდეგ

„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ…“ „ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე საუბრის დროს. დღეს, 21 აპრილს, კელი დეგნანმა …

„მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა“ – ქალი დეპუტატები პაპუაშვილს

„ბატონო შალვა, მაინტერესებს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანო, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ხართ და პირველი ორგანო ამ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, ვერ ფუნქციონირებს მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გვაძლევთ კანონით მონიჭებულ უფლებას, შევქმნათ საგამოძიებო კომისია,“ – მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს, 20 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დღეს, 20 აპრილს, …

34 წლის ბექას ექიმებმა ლიმფომა დაუდგინეს – მას გადარჩენისთვის დახმარება სჭირდება

34 წლის ბექა ლეჟავას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, ის ახლა მძიმე დიაგნოზით თურქეთში, სტამბოლის კლინიკა„Florence“-ის ინტენსიურ განყოფილებაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან. ბექა ლეჟავას აგრესიული ფორმის ლიმფომა დაუდგინეს, B-უჯრედოვანი. მის მკურნალობის კურსს, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, 42 ათასი აშშ დოლარი სჭირდება. „რამდენიმე დღეა, რაც ინტენსიურ განყოფილებაშია, ის ძალიან მძიმედაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბექა ლეჟავას რძალი, თიკო …

რა უთხრა აშშ-ის ელჩმა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში

„საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია,“ – უთხრა დღეს, 20 აპრილს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. „ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე …

კაცი, რომელმაც გარეგნობის გამო 2 მოზარდს სცემა 2.6 წლით ციხეში გაუშვეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თეიმურაზ შაინიძეს ქუჩაში 16 წლის გოგოებზე გარეგნობის გამო ფიზიკური ძალადობისთვის. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა – ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა. „ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა …

საია: „ოცნება“ კლანის მხარდაჭერასთან ერთად უგულებელყოფს კონსტიტუციას

„ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება“ სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს: უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საგამოძიებო კომისიის შექმნას. დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა, სასამართლო სისტემაში კორუფციის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდეს – კენჭისყრის წინ რეგისტრაცია …

რუსეთიდან მარტში 223 მილიონი დოლარი შემოვიდა, ზრდა შარშანდელთან შედარებით 727%-ია

რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში 2023 წლის მარტში 727.96 %-მდე [ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი] გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მხოლოდ მარტში რუსეთიდან საქართველოში 223.57 მლნ აშშ დოლარი ჩარიცხეს. 2022 წლის მარტში კი რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ აშშ დოლარი იყო გადმორიცხული. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა გასული წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის …

„პოლიტიკური სოლიდარობა“ აქტია სასამართლოს წინააღმდეგ – ჯანეზაშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური სოლიდარობის“ გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქტია,“ – მიჩნევენ არასამთავრო ორგანიზაციაში „სასამართლო გუშაგი“. ეს ორგანიზაცია სასამართლო სისტემის სფეროში მუშაობს და გუშინდელ შემთხვევას ეხმაურება – 18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სასამართლო სისტემის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა განეხილათ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად, ვერც კვორუმი შედგა. …

„მე მაქვს თხოვნა: არ დანებდეთ“ – კიდევ რა სთხოვა აშშ-ის ელჩმა ბათუმელ სტუდენტებს

„გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენთან…“- ქართულ ენაზე ამ სიტყვებით დაიწყო სტუდენტებისადმი მიმართვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. დღეს, 18 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბათუმელ სტუდენტებს კელი დეგნანი შეხვდა. „ჩვენ ქართველებს და ამერიკელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო: პატივისცემა ოჯახის მიმართ, თავისუფლება, პატივისცემა განათლების მიმართ…“- აღნიშნა კელი დეგნანმა, ვიდრე სტუდენტები კითხვების დასმას დაიწყებდნენ. …

80 წლის ვეტექიმი ქობულეთიდან, რომელიც 1800 პირუტყვს მკურნალობს

„ქობულეთში 17 სოფელს ვემსახურები, დაახლოებით 1800 საქონელია, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მივიდე თითოეულთან… მაგის გარდა, ძაღლია, კატაა, ღორი ცოტას ჰყავს ძალიან,“ – ამბობს 80 წლის ავთანდილ მიქელაძე. ის  ვეტერინარია და მის სამსახურზე გვიყვება. „აჭიდან და ქაქუთიდან მოყოლებული, ჩამოვყვები სოფლებს: ლეღვა, სკურე, ჩეხედანა…“ – თითებზე ითვლის 17 სოფელს 80 წლის კაცი, სადაც მას გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. …

არ დააკმაყოფილეს ყოფილი პატიმრის სარჩელი, რომელსაც ციხეში 10 წლით აბრუნებენ – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პატიმრების სარჩელი, რომლებსაც სულ ცოტა 10-10 წლით აბრუნებენ ციხეში. პატიმრებმა – ლეონიდე მიქაბერიძემ და მირზა გიგლემიანმა ციხიდან გააგზავნეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და იმ სამართლებრივი ნორმის [სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე”] არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს, რომელიც ციხეში, სასჯელის მოხდის პერიოდში, ახალი დანაშაულის ჩადენას ეხება. ამ …

„რუსები დღეში ხარჯავენ 20 ათას ჭურვს, უკრაინელები პასუხობენ 5 ათასი ჭურვით“ – ინტერვიუ

„ყოვლად დაუშვებელია, უკრაინამ წარუმატებელი კონტრდარტყმა განახორციელოს. ჯობს არ გააკეთოს საერთოდ და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის, ვიდრე ახლა ეცადოს და არ გამოუვიდეს. თუ ეს კონტრდარტყმა ვერ განახორციელა, მაშინ მას უფრო მეტი დრო დასჭირდება შემდეგი მომზადებისთვის. შედეგის გარეშე კი, ომი შევა ჩიხში,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. გადამდგარი გენერლის აზრით, …

რატომ თქვა აშშ-ში ვიზიტზე უარი ბათუმის სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა

თამარ ბეჟანიშვილმა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ავრცელებს, ერთ-ერთი მოსამართლე მათ შორის, ვინც აშშ-მ დაასანქცირა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო. „ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ, ნანა ჯოხაძემ, თამარ …

გამოგვიყენეს – რატომ არ აძლევენ ბინებს „ოცნების ქალაქში“

„ოცნება 2024 წლის არჩევნებს უცდის, იმიტომ არ გვაძლევენ ბინებს,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე, რომელიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. აქ დღეს არ უჭირთ იმის თქმა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ – 2022 წლის აპრილის შუალედურ არჩევნებზე მოატყუეს და მმართველი პოლიტიკური ძალა „ოცნების ქალაქის“ გამოყენებას მომავალი არჩევნებისთვისაც აპირებს. „ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა „ოცნების ქალაქში“ კორპუსებზე, რომელთა მშენებლობაც …

„კლანმა“ ხელისუფლებისგან მიიღო გარანტია, რომ მათ არ შეეხებიან – ექსმოსამართლე აშშ-ის სანქციებზე

„არავის არ სურს, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც ეს 4 პირი აღმოჩნდა,“ – გვითხრა ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად მოსალოდნელია „სასამართლო კლანის“ დაშლა? ყოფილი მოსამართლის დაკვირვებით, „კლანმა“ პრემიერისგან გარანტიები მიიღო, რომ მათ თანამდებობებს არავინ შეეხება აშშ-ის სანქციების მიუხედავად. ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის განცხადებებზე, სადაც ჯერ არ ჩანს მკაფიოდ – რაზეა წამსვლელი „ოცნება“ …

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება

ნისლის გამო ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება. თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი სტამბოლიდან მოფრინავს. ბათუმის აეროპორტის ადმინისტრაციის პრესცენტრში ადასტურებენ, რომ მიზეზი ნისლია, რის გამოც თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს. „წრეზე წავიდა ისევ და ეცდება, რომ დასვას… შესაძლოა, შეირჩეს რომელიმე სხვა აეროპორტი,“ – გვითხრეს ბათუმის აეროპორტში. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტისკენ გაფრინდა. მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი – ზვარეს 189 წლის მეჩეთი ინგრევა

„ისეთი უნიკალურია, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი, ახლა კი, ფეხაკრეფით უნდა გაიარო, რომ არ ჩავარდე,“ – ამბობს დავით ფალავანდიშვილი და თითქმის ორი საუკუნის მეჩეთის ფერადი ჩუქურთმებით მოხატულ კარს ფრთხილად გვიღებს. ქედაში, სოფელ ზვარეში, უძველესი მეჩეთი ინგრევა. ხელისუფლებას 1834 წელს აგებული მეჩეთისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებია, მოსახლეობის რამდენიმეწლიანი მიმართვების და ბრძოლის შემდეგ გადაუხარავს კიდეც, თუმცა რესტავრაციისა …

„როდის მივიღებთ თხილის სუბსიდიას?“ – რა განმარტეს სოფლის განვითარების სააგენტოში

„მეთხილეებს სუბსიდიას დაგვპირდა მთავრობა, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია, უკვე საჭიროა აზოტის მიცემა, წამლობა, გვიანდება,“ – გვითხრეს ქედაში, სოფელ ზვარეში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებსაც თხილის პლანტაციები აქვთ. საუბარია თხილის სუბსიდიის პროგრამაზე, რაც 2022 წლის შემოდგომაზე დაანონსდა. პროგრამის მიხედვით, მეთხილეებმა თითო ჰექტარზე სუბსიდიის სახით 500 ლარი უნდა მიიღონ. „დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მოსულები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, …

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსებს აღარ აქვთ რესურსი“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ფინეთს 280 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლია ომის პირობებში და მილიონიანი რეზერვი ჰყავს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ფინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო სისტემებს აწარმოებს, უახლესი გამანადგურებლები აქვს…“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის დასუსტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ფინეთის ნატოში შესვლას მიიჩნევს, რადგან რუსეთს რესურსის დახარჯვა ამ მიმართულებით მოუწევს, ფინეთის საზღვართან, სადაც საზღვარიც …

„მოსამართლეების კლანი“, რომელმაც ანტიამერიკული კამპანია დაიწყო

რამდენიმე ქართველი მოსამართლე ჩადგა ანტიამერიკული და ანტიდასავლური კამპანიის რიგში – „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ანტიამერიკულ კამპანია საქართველოში 5 აპრილიდან გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. სანქცირებულების მხარდამჭერ და, შესაბამისად, ანტიამერიკულ საჯარო განცხადებებს, ჯერჯერობით, მხოლოდ „კლანის“ წევრი მოსამართლეები აკეთებენ [ამ დროისთვის ექვსი მათგანი]. თუმცა არც ის არის გამორიცხული, …

2 წელია ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს უზენაესი სასამართლო არ იხილავს

უკვე 2 წელია უზენაესი სასამართლო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეს“ არ იხილავს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, რატომ დაარღვია უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ვადა, ან როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას მუსლიმი თემის სარჩელზე? მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა მათ ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2019 …

„არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი მოსამართლეებს შორის“ – ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„როდესაც მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება გეუბნება, რომ კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს მის ქვეყანაში შესვლას და ამ დროს პარლამენტის ნებისმიერი წევრი მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნას, ის იქნება პერსონალურად ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი პერსონა,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე ვესაუბრეთ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის საგამოძიებო …

თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

დღეს, 6 აპრილს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი საქმე ჯერ არ განუხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიიღო – „თამაზ ბაკურიძე გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან“. თამაზ ბაკურიძე დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. თამაზ ბაკურიძის თქმით, მას პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს. მოსამართლემ …

აღსრულების პოლიციამ თამაზ ბაკურიძე დააკავა

დღეს, 6 აპრილს, აღსრულების პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავა. აღსრულების პოლიცია ოჯახს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. „ვის აკავებთ თქვენ“, – ისმის ვიდეოში თამაზ ბაკურიძის სიტყვები, რა დროსაც მისი ტელეფონი ითიშება. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. გამოსახლების პროცესი დროებით …

დასაქმებულ ომის ვეტერანებს 100-ლარიან პენსიას უხსნიან – „მარტო ავტობუსია უფასო“

„მხოლოდ ავტობუსით მგზავრობაა ჩვენთვის უფასო,“ – ამბობს ომის ვეტერანი, რამაზ ბერიძე. ის 43 წლისაა და სამხედრო სამსახურის საშუალება მას შემდეგ აღარ აქვს, როცა ავღანეთში, 2013 წელს, ერთ-ერთი სამშვიდობო მისიის დროს ნაღმზე აფეთქდა. რამაზ ბერიძე ერთ-ერთია ომის ვეტერანებს შორის, რომელსაც საჯარო სექტორში დასაქმების გამო 100-ლარიანი დახმარება მოუხსნეს – 2022 წლის იანვრიდან ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან …

ღარიბაშვილის თქმით, სურსათი იაფდება – რა ფასებია ბათუმის ბაზარში

„გაიაფებას რას ეძახიან, მაინც ვერ გავიგე,“ – ამბობს მერი გორგაძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველით ვაჭრობს. მას და სხვა მოვაჭრეებს ვკითხეთ, რომელი საკვები პროდუქტი გაიაფდა? 3 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოში გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე“. ბათუმის აგრარული ბაზრის რეალობით კი, გაიაფებულია მხოლოდ მწვანილი, ყველი და კარტოფილი, რაც გაზაფხულის სეზონს უკავშირდება. …

„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

„მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ მიიღო. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ამავე დროს კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი, შავი ქამრის მფლობელი, მწვრთნელ-ინსტრუქტორი და მოქმედი ვეტერანი სპორტსმენი. ხათუნა ბერიძემ 28 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს – გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა, როცა ის ხათუნა ბერიძეს საჯარო სივრცის …

ემიგრაცია, მუშაობა და გაცდენა – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასამდე შეწყვიტა სწავლა

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 12 792-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, მათ შორის, უმრავლესობამ – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასის მიღწევამდე შეწყვიტა სწავლა. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. სწავლის შეჩერების ან შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 4 834 არასრულწლოვანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 2 301, მესამე …

პატიმრებს ე.წ. „ქურდული სამყარო“ აჩუმებს – რა წერია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში

„არაფორმალური მმართველობა პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. ეს ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დროს არის მომზადებული. პატიმრების პრობლემებზე საუბრის დროს სახალხო დამცველი გამოყოფს მთავარ პრობლემას – პატიმრების გაჩუმება, რაშიც ომბუდსმენის შეფასებით, …

აჭარის რა პრობლემები მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში

აჭარის რეგიონიდან რამდენიმე საკითხი მოხვდა სახალო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშს „ბათუმელებმა“ ამ კუთხით გადაავლო თვალი. სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული რამდენიმე საქმე, მაგალითად „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე“. ამ საქმეზე მსჯავრდებული 3 პირი – საქართველოს 2 მოქალაქე და უკრაინის 1 მოქალაქე – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 3 …

ალეკო ელისაშვილის დისშვილი სახალხო დამცველმა მოადგილედ დანიშნა – „პარტიის წევრი აღარ ვარ“

„ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემა იმ შემთხვევაში, სახალხო დამცველი რომ თავად ალეკო [პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი] იყოს, ან მას რამე კავშირი ჰქონდეს სახალხო დამცველის აპარატთან,“ – ამბობს ნათია ჯულაყიძე, სახალხო დამცველის ახალი მოადგილე საქართველოში. დღეს, 3 აპრილს, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თავის მოადგილეებად ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური დანიშნა. ნათია ჯულაყიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის …

„სასამართლოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა“ – პოლიცია 58 წლის კაცს ეძებს

„ბათუმის სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან აალებადი ნივთიერება დაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა,“ – ამბობს პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი, რომელსაც დღეს, 31 მარტს, სასამართლო პროცესის შემდეგ ვესაუბრეთ. მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ კორნელი ნ-ს. მას პროკურატურა სასამართლოს შენობაზე თავდასხმას ედავება. შემთხვევა 27 მარტს მოხდა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევის შედეგად არავინ …

„სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა“ – სალომე ზურაბიშვილი

„სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები,“ – აღნიშნა დღეს, 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს. „დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები [მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი] ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას …

შუახევის მერიამ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა სასამართლო წააგეს ყოფილ თანამშრომლებთან

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ. დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო. ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 …

თბილისი და მოსკოვი ერთ ენაზე საუბრობენ მეორე ფრონტის თემაზე – სალომე ზურაბიშვილი

„ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს. „რაც არ უნდა ეცადოთ და …

Exit mobile version